მთავარი,სიახლეები

ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს – ეპარქია

05.04.2019
ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს – ეპარქია

21 აპრილს, ბათუმში, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს ნეშტებს დაკრძალავენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ცოტა ხნის წინ [18:00] გაავრცელა.

რეპრესირებულთა საფლავი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, FB

ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე, გაითხარა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო და შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა მათი ამოსვენება.

როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა უთხრა „ბათუმელებს“, ნეშტები რამდენიმე თვის წინ ამოასვენეს.

გათხრების ორგანიზატორი, თანამოაზრეებთან ერთად, თავდაპირველად რამაზ სურმანიძე იყო, ბათუმელი მკვლევარი, ავტორი წიგნისა – „ტრაგედია ბათუმში (1937-1938 წლები). რამაზ სურმანიძის თქმით, იგი არ ყოფილა უშუალოდ გათხრების მონაწილე.

მთავარ ფოტოზე: რეპრესირებულთა საფლავი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, FB

ამავე თემაზე: 

ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: