ინტურისტთან 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ


ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #20-ში, ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია სასტუმრო „ინტურისტს“ ესაზღვრება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საკითხი უკვე განიხილა კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი.

პროექტის რენდერის მიხედვით, რომელიც ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს, დაგეგმილი ათსართულიანი სასტუმროს პროექტი ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობის ათვისებას, სადაც 1840-1921 წლებში ბრიტანეთის საკონსულო ფუნქციონირებდა.

ბათუმი, რუსთაველის #20

პროექტის რენდერი რუსთაველის #20-ში

პროექტი ითვალისწინებს ასევე ამ სახლის უკან გამწვანებული ეზოსა და ერთსართულიანი შენობების ათვისებას [სადაც ადრე რესტორანი „ტალღა“ იყო].

ბათუმი, რუსთაველის #20 – შიდა ეზო

საჯარო რეესტრის მონაცმების მიხედვით, რუსთაველის #20-ში მდებარე 1043 კვადრატული მეტრი ტერიტორია შენობა-ნაგებობების ჩათვლით  შპს “ORIX”-ს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი ნათია გოგიძეა, ხოლო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი შპს „Anuria“ -ა, რომელსაც რუსეთის მოქალაქე კლიმენტი ქასრაძე ფლობს.

მთავარი ფოტო: არსებული შენობა რუსთაველის #20-ში, სადაც გასული საუკუნის 20-იან წლებში ბრიტანეთის საკონსულო იყო და რენდერი სასტუმროსი, რომელიც შეიძლება არსებულის ნაცვლად აშენდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი