გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 12 – 17 გრადუსი
- ღამით: 2 – 7 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
- ღამით: 5-10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
_____________
ფოტო: „ბათუმელები“