ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკით ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მასშტაბით დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი.
აჭარაში მდებარე საავადსმყოფოებში, 9 ნოემბრის მონაცემებით, 759 პაციენტი მკურნალობს. აქედან 111 მძიმე პაციენტია, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 1 480 პირი კი კოვიდსასტუმროში მკურნალობს. ქვეყნის მასშტაბით ბინაზე კორონავირუსს 7 454 პირი მკურნალობს. უცნობია აქედან რამდენი პირი მკურნალობს აჭარაში.
9 ნოემბრის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 37 675 პირი იმყოფება,აქედან 5 637 – თბილისი, 16 360 – აჭარაში და 4 403 პირი – იმერეთში.
8 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 24 ადამიანი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი. მონაცემებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.
ბოლო 24 საათში თბილისში გარდაიცვალა 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, კახეთში – 1 ადამიანი.
გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113.
4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 356, აჭარაში – 759. მძიმე პაციენტია – 645, მათ შორის, თბილისში – 320, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 111.
2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეშია 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში-1 316.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, მათგან თბილისში 5 637 პირი, აჭარაში – 16 360, იმერეთში – 4 403.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-მდე გაიზარდა; აქედან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 45 042, გარდაიცვალა სულ 499 პაციენტი.
დღეიდან, 9 ნოემბრის 22:00 საათიდან, ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. იმის გამო, რომ საღამოს ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე საქართველოს 7 ქალაქში როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია, შეიცვალა მატარებლების მოძრაობის განრიგიც.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი დღეში ორჯერ 08:00 და 15:05 საათზე გავა, ბათუმიდან კი 07:50-ზე და 15:25 საათზე.
ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის მთავრობის სახლის წინ. პროტესტანტებმა ღამე სამთავრობო შენობის წინ, ქუჩაში გაათენეს.
აჭარის მთავრობის სახლის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე, კარვებია გაშლილი. იქვეა მოწყობილი სცენა. სცენის ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილის მუყაოს ფიტული ჰკიდია, მეორე მხარეს კი – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ფიტული.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენბიძინა ივანიშვილის მუყაოს ფიტული აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმი, 9 ნოემბერი, 2020ოპოზიციის კარვები აჭარის მთავრობის სახლის წინ ბათუმი, 9 ნოემბერი, 2020
„მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – უპასუხა თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას პანდემიისას, ნოემბრის ცივ ღამეს მომიტინგეების ცივი წყლის ჭავლით დაშლის შესახებ.
„ვერ გეტყვით, ეს ეპიდემიოლოგიური საკითხები NCDC-ის [დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი] კომპეტენციაა. ჩემი კომპენტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა. თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ სატელეფონო საუბრისას, რომლის ჩანაწერი ტელეკომპანიამ გაავრცელა.
„მთავარი არხი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესაც დაუკავშირდა.
„ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, მე მკითხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია. ეს სხვა ტიპის პოლიტიკურ კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
8-9 ნოემბერს თბილისში, ცესკოს წინ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცივი წლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა.
დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში, ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი წყლის ჭავლით, გაფრთხილების გარეშე დაშალეს, თუმცა აქცია თბილისში ისევ გრძელდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაწყვეტილი აქვთ ცესკოს პიკეტირება. ოპოზიციური პარტიები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახან არჩევნებს ითხოვენ.
აქციის პარალელირად განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებს შსს.
უფლებადამცვეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების გაუფრთხილებლად გამოყენების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ვითარება ცესკოსთან ამ წუთებშიც [23:30 სთ] დაძაბულია. ნახეთ პირდაპირი ჩართვა:
დღეს, 8 ნოემბერს, აჭარის მთავრობის წინ გრძელდება ოპოზიციური პარტიების აქცია, სადაც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
აქციაზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპოლიციო ძალების მობილიზება აქციას უკავშირდება და არავის ეზღუდება გადაადგილება.
ქუჩაში კარვის დადგმასთან დაკავშირებით კოტე ანანიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის „ტექნიკური გადაკეტვა“: „ველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ არ იქნება პროვოცირება სამართალდამცავი სტრუქტურების, ჩვენ ვდგევართ და ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს“ – განაცხადა მან.
ანანიაშვილს ასევე ჰკითხეს, როგორ მოიქცევა პოლიცია ხვალ, როცა ძალაში შევა გადაადგილების აკრძალვა ღამის 10 საათის შემდეგ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ეს რეგულაციები იქნება ძალაში, იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ხვალ ვისაუბროთ მაგ საკითხზე“ – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.
ბათუმში საპროტესტო აქციაზე აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. აქციის მონაწილეებმა აქ კარავი დადგეს.
დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც. აქციის მონაწილეები თბილისში ცესკოს შენობისკენ გაემართნენ, მათ შენობის პიკეტირება ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა ცესკოსთან წყლის ჭავლი გაუშვეს და პოლიციამ აქციის დაშლა გაფრთხილების გარეშე დაიწყო.
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა მოწოდებით – მოერიდონ პროვოკაციებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ პოლიციას, რომელიც აქციაზეა მობლიზებული.
მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება ახლა შეეცდება აქციის მარგინალიზაციას და აქციაზე პროვოკატორებს შემოგზავნიან.
საპროტეტსო აქციაზე აცხადებენ, რომ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, თბილისში კი ოპოზიცია ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებს. ეს გეგმა ბათუმში და თბილისში ერთდროულად მიმდინარე აქციებზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის საღამოს 8 საათამდე მიცემული ვადა – ოპოციზია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს ხელახლა დაკომპლექტებას და რიგგარეშე არჩევნებს.
ბათუმში აქციაზე აცხადებენ, რომ მათი ქმედება იქნება მშვიდობიანი და კონსტიტუციის ჩარჩოებში.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციამ კარავი გზის სავალ ნაწილზე, პირდაპირ ქუჩაში გაშალა.
აქციაზე აცხადებენ, რომ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, თბილისში კი ოპოზიცია ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებს. ეს გეგმა ბათუმში და თბილისში ერთდროულად მიმდინარე აქციებზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის საღამოს 8 საათამდე მიცემული ვადა – ოპოციზია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს ხელახლა დაკომპლექტებას და რიგგარეშე არჩევნებს.
ბათუმში მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა მოიტანეს კასრები, შეშა და ცეცხლს ანთებენ. აქციაზე აცხადებენ, რომ მათი ქმედება იქნება მშვიდობიანი და კონსტიტუციის ჩარჩოებში.
აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
დღეს, საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდიდან გამოეხმაურნენ ოპოზიციის მოთხოვნებს და ხვალ, 9 ნოემბრისთვის შეხვედრაზე მიიღეს წინადადება, თუმცა სანამ შეხვედრა არ მოხდება, დაშლას არ აპირებენ.
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება. აქციაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მონაწილებენ. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აქციიდან.
ოპოზიციის აქცია ბათუმში 8 ნოემბერი, 2020მოძრაობა “იმოქმედეს” წევრებმა აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მუყაოს ფიტულები მიიტანეს 8 ნოემბერი, 2020ოპოზიციის აქცია ბათუმში 8 ნოემბერი, 2020ოპოზიციის აქცია ბათუმში 8 ნოემბერი, 2020ოპოზიციის აქცია ბათუმში 8 ნოემბერი, 2020ლევან ვარშალომიძე აქციაზე ოპოზიციის აქცია ბათუმში 8 ნოემბერი, 2020“ხულო ბიძინას გარეშე” – წარწერა პლაკატზე ბათუმში მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე 8 ნოემბერი, 2020 წელიმოგვიანებით აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლეს ოპოზიციის აქცია ამ დრომდე გრძელდება
დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში აქცია ახლა უკვე აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია ჯერ ბათუმის დრამატული თეატრის წინ მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს აქციის მონაწილეებს და მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, მოგვიანებით კი აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობას საღამოს რვა საათამდე აქვს დრო მათი მოთხოვნების შესასრულებლად.
აქციის მონაწილეები აქ სცენას აწყობენ, აქციაზე გამოჩნდა შეშის შეკვრები და კასრები – სავარაუდოდ საპროტესტო აქციის მონაწილეები აქ ღამით დარჩენას გეგმავენ.
აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია.
აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. „წადი! წადი“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისამართით. ისმის სასტვენების უწყვეტი ხმა და შეძახილი: „მონებო!“.
აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია.
აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი
საპროტესტო აქციაზე დღეს გაჟღერდა მოთხოვნები: ოპოზიცია ითხოვს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას.
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი
„მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში“ – ეს მოთხოვნა დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე რეგიონში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ გააჟღერა.
დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე პერიოდულად ისმის შეძახილები „მიშა“, ასევე აქციაზეა ტრანსფარანტები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით.
აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიაქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელი
დღეს აქციაზე აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და არჩევნების ხელმეორედ ჩატარებაზე.
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე მეტ ოქმს ასაჩივრებსსასამართლოში.
„ეს არჩევნები არალეგიტიმურია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“ – ამის შესახებ დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.
აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომაზე.
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე მეტ ოქმს ასაჩივრებსსასამართლოში.
დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ბათუმის დრამატული თეატრის წინ იკრიბებიან ამ წუთებშიც [15:45 წთ].
ოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელიოპოზიციის აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე მეტ ოქმს ასაჩივრებსსასამართლოში.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ავტომანქანების საპროტესტო სიგნალით გადაადგილდებოდნენ და მოქალაქეებს მოუწოდებდნენ აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ.
აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია.
დღეს, 8 ნოემბერს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც.
ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ბათუმიდან ღორჯომამდე ჩასვლას კი ორი, ორსაათ-ნახევარი სჭირდება დაახლოებით.
ღორჯომში ჩასვლამდე, ხულოს სხვადასხვა სოფელში გავლისას გზაზეც გრძნობ შუა შემოდგომას. ეზოებში არყის სახდელ ქვაბებთან კაცები სხედან პატარა, ხის სკამებზე, კვამლის სუნს ხილის სურნელი ერევა. ქალები თოკზე ტყლაპებს ფენენ გასაშრობად.
ფოტოს გადასაღებად თუ ჩერდები, ხელს გიქნევენ, შუბლს იჩრდილავენ და გეკითხებიან – საით მიდიხარ.
თოკზე ვაშლის ტყლაპი შრება.
ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე ღორჯომის ხეობა 18 სოფელს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემია აჭარაში.
მთის დაუწერელი კანონების მიხედვით, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მთაში პეიზაჟი მით უფრო ლამაზია, განსაკუთრებით შემოდგომაზე. სათიბები გათიბულია, თივისა და ბალახის ზვინები კი – დადგმული. სოფლის ორღობეებში ზანტად მიიზლაზნება პირუტყვი სადგომებისკენ.
ღორჯომის ხეობა.ღორჯომის ხეობა, ბახმაროსკენ მიმავალი გზა.ღორჯომი.
ღორჯომის თემი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული, შემოდგომის თბილ დღეებში ოჯახები ეზოებში ფუსფუსებენ. ზოგი შეშას იმარაგებს, ჩეხავს და სახლის ირგვლივ ლამაზად აწყობს, ზოგი სიმინდს ფშვნის და მერე ტომრებით ეზიდება ძველებური წისქვილისკენ დასაფქვავად.
გორგაძეების ოჯახი ლობიოს და ტყეში დაკრეფილ მოცვს არჩევს. მოცვს მზეზე გააშრობენ და ზამთარში სურნელოვან ჩაის დააყენებენ.
„ყველა დღე მუხლჩაუხრელია ღორჯომში” – გვეუბნება დარეჯან გორგაძე. – „არ გვაქვს ფუფუნებისკენ მიდრეკილება, მოგვყავს მხოლოდ კარტოფილი, ლობიო, სიმინდი და ძროხები გვყავს, ყველს, კაიმაღს [ნაღებს], იაღს [ერბოს] ვამზადებთ. დავქორწინდი ადრე, 17 წლის. ჩემმა ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ვერ ვისწავლე. გზა ჩემს შვილებს მივეცი, ისწავლეთ-მეთქი, ვუთხარი, არ ვძაბავდი, ოღონდ ესწავლათ, მათ გასაკეთებელ საქმესაც მე ვაკეთებდი. ვინც რა შეძლო, ის ისწავლა, კმაყოფილი ვარ შვილებით, დიდებულად მყავს ყველა”.
დარეჯან გორგაძე შვილიშვილთან ერთად.
80 წლის გრიგოლ გორგაძე ლობიოს შვილიშვილთან ერთად არჩევს, ამბობს, რომ ხის სახლის მშენებლობას, რომელიც ახლა დასრულებულია, დიდი დრო და ენერგია შესწირა:
„ამ სახლს რომ უყურებთ, ძალიან ნაშრომია, ხარებს ვამუშავებდი, შვილებსაც, აბა, ჩემ სახლიზა ვინდა იშრომოს? შვილიშვილებიდან მდიდარი ვარ. რძლები მყავს, შვილიშვილები, ამ სახლში 8 სული ვცხოვრობთ.
გაჭირვებამ დამახარანათვა [დამაძაბუნა], თვარამ უფრო ძლიერი ვიქნებოდი. ღორჯომში ჩემმა ახალგაზრდობამ ძნელათ ჩეიერა. მეუღლე მყავდა ავად. მცირედ ვიყავ, დაზოგვილად. ახლა ვიმარაგებთ ყველაფერს. მერე ზამთარში რომ გზა ჩეიკეტება, აბა რანა იქნას? ახლაა შრომის დრო, ასეა აქ ჩვენი ცხოვრება”, – ამბობს 80 წლის გრიგოლ გორგაძე.
80 წლის გრიგოლ გორგაძე ღორჯომის თემიდან.
გარდა პეიზაჟებისა, ღორჯომში თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ხის სახლები. ღორჯომში დღემდე, ახალ სახლებსაც ხისგან აგებენ. საუკეთესო მასალად სახლისთვის მუხა მიიჩნევა, დიდხანს ძლებს და რაც დრო გადის, უფრო ლამაზ შეფერილობას იძენს სახლი – მუქ ყავისფერს. ხშირად სახლებს გრძელი შუშაბანდები აქვს. როგორც ამბობენ, ხის სახლები თავისუფლად „სუნთქავს“. ასეთი საცხოვრებელი ზაფხულში გრილია, ზამთარში კი – თბილი.
ხის სახლები ღორჯომში.
ღორჯომშია საქართველოში უდიდესი, ხუთგუმბათიანი ხის მეჩეთიც ვრცელი სალოცავი დარბაზით.
მეჩეთი 1902 წელს ააგეს, მას შემდეგ მეჩეთის მინარეთი ორჯერ დაინგრა. მეჩეთს 1989 წელს რესტავრაცია ჩაუტარეს, ჩამოშლილი მინარეთი ბოლოს 2014 წელს აღადგინეს. ღორჯომის მეჩეთი ლაზი ოსტატების, ომერ უსტასა და უსტა ბინ აჰმედის აშენებულია.
რესტავრაციის დროს ინტერიერი თავდაპირველი მოხატულობის საფუძველზე გადაღებეს. განახლებისას ძველებური დეკორატიული ელემენტების ნაწილი დაიკარგა. ღორჯომის ინტერიერის მოხატულობაც ლაზ ოსტატებს, ომერ უსტას და უსტა ბინ აჰმედს ეკუთვნით. მათ ასევე მოხატეს დღვანის და სავარაუდოდ, ბეღლეთის მეჩეთებიც.
ღორჯომის მეჩეთის ინტერიერი.ღორჯომის მეჩეთის ჭერი.ყვავილები ღორჯომის მეჩეთის კედლის მოხატულობიდან.
ღორჯომში ცხენი ბევრ ოჯახს ჰყავს, ზოგიერთს კი ცხენების ჯოგიც. ღორჯომის სოფლებს ცოტათი რომ გასცდებით და კურორტ ბახმაროსკენ მიმავალ ახალდაგებულ გზას გაჰყვებით, გაივლით ლელის ყიშლებს – ასე ეძახიან მთის ფერდობზე შეფენილ მემთეურთა ამ პატარა სოფელს, რამდენიმე ხის ქოხით, მოშიშვლებულ მინდორზე აქ შეიძლება ნებისმიერ დროს შეესწროთ სურათს, როგორ მოერეკება მხედარი ცხენების რემას, რომელსაც სადმე, ახლომახლო მთებში აბალახებდა.
ბახმაროში ამ ცხენებით ზაფხულობით ტურისტები ჯირითობენ. ახლა მათთვის მშვიდი დასვენების, ბალახის ცოხნისა და მხედრების გარეშე ნავარდის დროა.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი.
8 ნოემბერს საქართველოში სულ 2 901 კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 57 753-ს შეადგენს. აქედან 14 680 არის მიმდინარე, აქტიური შემთხვევა.
8 ნომებრის მონაცემებით, 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტია 641, მათ შორის, თბილისში – 332, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 34 ადამიანი. მონაცემებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა.
34 გარდაცვლილი პაციენტიდან თბილისში – 14 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით სულ 475 ადამიანია გარდაცვლილი
8 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან აქტიური შემთხვევა 14 680-ია.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი 2 901 შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით ასე ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 461, იმერეთში – 340, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 199, გურიაში – 68, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
“ჩვენი პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც საოლქო საარჩევნო კომისიები ვერ შეძლებენ შემაჯამებელი ოქმების დაჯამებას,” – ეს განცხადება “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” წევრმა თამარ კორძაიამ დღეს, 7 ნოემბერს გააკეთა. მას შემდეგ რაც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ყველა ოქმი გადაამოწმეს.
თამარ კორძაიას განცხადებით, პროპორციული უბნების რაოდენობა რომელშიც არ ჯდება ბალანსი არის ჯამში არის 986. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტების რაოდენობა არის 4 025, პროპორციულში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 63 335 და ამ უბნებზე რომელშიც არ ჯდება ბალანსი მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 597 633.
“შესაბამისად, სადავოა 597 633 ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა. საერთო ჯამში ეს წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის ამომრჩეველთა 17%-ს, ხოლო არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 31 %-ს. შესაბამისად სახეზე გვაქვს საარჩევნო კოდექსის 125-ე ოქმის მე-17 პუნქტის შემთხვევა, როგორც ეს პირველ ბრიფინგზე ვივარაუდეთ. სრულიად კატასტროფული მდგომარეობაა მაჟორიტარულ შედეგებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემებში არ შეგვიყვანია სპეციალური უბნების შედეგები, ანუ ე.წ. კოვიდ უბნები.
უბნების რაოდენობა მაჟორიტარულში, რომელშიც არ ჯდება ბალანსი არის 2000. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტების რაოდენობა არის 13 125, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 81 931. ხოლო მოსული ამომრჩევლების რაოდენობა სადაო უბნებში არის 1 124 544. მე შეგახსენებთ რომ არჩევნებზე მოვიდა 1 970 000 ადამიანი. ნახევარზე მეტი ადამიანების ხმების დათვლა უკვე არის საეჭვო, იმიტომ, რომ ყველა უბანი 2000 უბნიდან არის საეჭვო. შესაბამისად საქართველოს საერთო ამომრჩევლის 31%-ის ხმები შეუძლებელია დაითვალოს და ეს მონაცემები არის საეჭვო. დადასტურდა ჩვენი პირველადი შეფასება, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თამარ კორძაიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს მიმართა.
“მინდა ხაზი გავუსვა და ირაკლი კობახიძეს მივმართო, რომელიც მუდმივად ამბობს, რომ ბლოკი “ძალა ერთობაშია” საკუთარ გაყალბებულ შემაჯამებელ ოქმებზე დაყრდნობით ლაპარაკობს. არა, ბატონო ირაკლი, ამ ციფრებს, რასაც დღეს მოქალაქეებს წარვუდგენთ ვაჯამებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ოქმების შესაბამისად. კიდე უფრო მეტი, ჩვენ ამ ციფრებს ვაჯამებთ შესწორების ოქმებით გადასწორებული ციფრების შესაბამისად,” – თქვა თამარ კორძაიამ.
ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მირიან ქათამაძემ გაასაჯაროვა. ქობულეთის მერმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა რომ კოვიდინფიცირებულია.
“დღეს მაცნობეს, რომ ვარ კოვიდ დადებითი. ამ ეტაპზე ვიმყოფები იზოლაციაში. გავდივარ მკურნალობას ბინაზე. მცირე პერიოდით განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა. მჯერა ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და აუცილებლად შევძლებთ ბევრი ძალიან კარგი საქმის გაკეთებას,” – წერს ქობულეთის მერი.
მირიან ქათამაძე მეორე საჯარო პირია, რომელმაც დღეს, 7 ნოემბერს დაწერა რომ კორონავირუსი აქვს. მანამდე კორონავირუსი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს დაუდასტურდა.
საქართველოს განათლების სამინისტრო „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას წერილობით ეხმაურება და ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწორედ სკოლაა ვალდებული უზრუნველყოს, რომ დისტანციური სწავლების მიღმა არ აღმოჩნდეს არცერთი მოსწავლე ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.
ამისთვის „სკოლამ უნდა უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება. აღნიშნული ბრძანების თაობაზე ინფორმირებულია ყველა სკოლა და ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი“, – გვწერს სამინისტრო.
სამინისტროს წერილობით განმარტებაში ვკითხულობთ, რომ სკოლებს ზაფხულშივე მიეცათ დავალება, იდენტიფიცირება მოეხდინათ იმ მოსწავლეების, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ვერ ერთვებიან სხვა ბავშვებთან ერთად სასწავლო პროცესში.
„ასეთების გამოვლენის შემთხვევაში კი, შეემუშავებინათ შესაბამისი გეგმა, თუ რა მიდგომას გამოიყენებდა თითოეული სკოლა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პედაგოგები აფასებენ მოსწავლეებს და არდასწრების შემთხვევაში ფიქსირდება არებიც. ისე როგორც პირისპირს წავლებისას“, – აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროდან ასევე გვწერენ, რომ სკოლა ონლაინსწავლების დროსაც ვალდებულია ყოველ გაკვეთილზე აღრიცხოს მოსწავლის დასწრება ელექტრონულ ჟურნალში.
მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს არკვევს დამრიგებელი, სკოლა კი შესაბამისად ახდენს რეაგირებას და მიმართავს ყველა ზომას მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.
„თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე ვერ ერთვება სასწავლო პროცესში, სკოლა ამის თაობაზე ყველა შემთხვევაში ინფორმირებულია და ასეთ ბავშვებთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა.
პედაგოგები მასთან კომუნიკაციას და სასწავლო პროცესში ჩართვას როგორც ტელეფონით, ასევე სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით ახერხებენ იმის მიხედვით, თუ რა ურჩევნია თავად მოსწავლეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს წვდომა არ აქვს არცერთ ელექტრონულ მოწყობილობაზე ან ინტერნეტზე, სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე სკოლის შიგნით, მოსწავლის ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის ან მისცეს მას საშუალება გამოიყენოს სკოლის სივრცე და არსებული ტექნიკა“, – აცხადებს სამინისტრო.
„ბათუმელები“ ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა და ჰკითხა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც სახლში ინტერნეტი ან კომპიუტერი არ აქვთ, ონლაინ გაკვეთილებს სკოლაში დაესწრონ.
„ჩემს სკოლაში 13 ბავშვია ასეთი, ვისაც არ აქვს სახლში ინტერნეტი, გუშინ მქონდა შემთხვევა, როცა ერთი მე-8 კლასელი მოსწავლე მოვიდა, ჩემი კაბინეტი დავუთმე და იქ ჩაუტარდა ქიმიის გაკვეთილი. იყო შემთხვევა, როცა მე-5 კლასელს ბავშვს არ ჰქონდა კომპიუტერი მიღებული, სკოლაში გამოვძებნეთ, შევაკეთეთ და მივეცით“, – ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, დირექცია პანდემიის მიუხედავად სკოლაში ყოველდღე მუშაობს და ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მივიდეს სკოლის შენობაში და აქედან ჩაერთოს ონლაინ გაკვეთილებში. დირექტორის თქმით, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ სკოლაში გამოიძახონ კიდეც მასწავლებელი.
თუმცა ამის რესურსი ნაკლებადაა მაღამთიანი რეგიონის სკოლებში, სადაც ბავშვებს რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად, ან ისეთ სკოლებში დადიან, სადაც ტრანსპორტის გარეშე ყოველდღე სიარული შეუძლებელია. მაგალითად, აჭარაში 176 საჯარო სკოლას ემსახურება სკოლის ავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე სკოლაში, საჭიროების შემთხვევაშიც კი ვერ მივა მოსწავლე ონლაინგაკვეთილზე დასასწრებად.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა სისტემით შეფასდებიან მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილების გარეშე არიან დარჩენილი, სამინისტრო წერილობით გვეუბნება, რომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის, მოსწავლეთა შეფასებისთვის (როგორც პირისპირ სწავლების, ისე-სრულად ელექტრონული სწავლების მოდელის გამოყენებისას) უნდა იმოქმედონ ეროვნული სასწავლო გეგმით.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროს არც ამჯერად მოუწოდებია ინფორმაცია იმის თაობაზე, დაზუსტებით რამდენი მოსწავლეა ონლაინსწავლების გარეშე დარჩენილი.
აჭარის განათლების სამინისტრო კი აცხადებს, რომ აჭარის მასშტაბით, ასეთი ბავშვების რიცხვი დაახლოებით 7 200-ია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად დავით გაბაიძემ გაავრცელა.
„კოვიდ დადებით პირთან კონტაქტის გამო კვირის დასაწყისიდან ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო გუშინ მეც დამიდასტურდა ვირუსი. ამ დროისათვის განსაკუთრებული გართულებები არ აღმენიშნება და მკურნალობის კურსს გავდივარ ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მუშაობას ვაგრძელებ დისტანციურ რეჟიმში,“ – დაწერა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება დღეს, 7 ნოემბერს ბათუმში მომხდარ ფაქტზე. ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მისულ ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ბაზრობაზე 8 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ, მოქალაქე დაუპირისპირდა. მოგვიანებით დაპირისპირებაში ათამდე ადამიანი ჩაერთო, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია “მოქალაქეების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გენრი დოლიძეს, კიდევ ერთ ოპოზიციონერს გიორგი გაბაიძეს კი ცხელი ყავა შეასხეს.
პარტია “ლელოს” წევრის, მიშა ქავთარაძის ინფორმაციით, თავდამსხმელი სტეფანოვკას უბნის ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“ გიორგი გოგიჩაიშვილია.
შსს-ს პრესცენტრის თქმით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. შსს არ ასაჯაროვებს სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობას. პარტია “ლელო” კი ოპოზიციაზე თავდასხმის ამსახველ კადრებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს პირი, რომელიც “ლელოს” წევრების თქმით, კონფლიქტის გამომწვევი და უშუალო თავდამსხმელი იყო.
“ლელოს” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფოტოზე ასახულმა ქალმა, გიორგი გაბაიძეს ცხელი ყავა შეასხა
ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე, ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 7 ნოემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციური ერთობის წევრები „ხოფის ბაზრობაზე“ ფლაერებს არიგებდნენ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით.
თავდამსხმელებმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს და გიორგი გაბაიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„სავარაუდოდ იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, იმიტომ, რომ როგორც კი შევედით და მოიკითხეს, რომელი პარტიის წარმომადგენლები ვიყავით, ეგრევე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. სავარაუდოდ იქნებოდა შავი სამყაროს წარმომადგენელი ეს ადამიანი, ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. თუ სწორად მახსოვს გიორგის ეძახდნენ. მე რაც დავინახე ჩხუბში დაახლოებით ათი კაცი მონაწილეობდა, მაგრამ ორი ადამიანი იყო, რომელიც ძალიან აქტიურობდა, სიტყვიერად შეურაცხგვყოფდა და აქტიურ შეტევაზე გადმოდიოდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა მიშა ქავთარაძემ.
მიშა ქავთარაძე ამბობს, რომ ბაზრობის სხვა თანამშრომლები მათ გამოჩენას მშვიდად შეხვდნენ, ეს ერთი ადამიანი კი უფრო მაყურებელს ჰგავდა, რომელიც ბაზრობაზე აკონტროლებს.
როგორც “ბათუმელებს” ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ უთხრა, მოჩხუბრებს მხოლოდ დაცვის პოლიცია აშველებდა. 112-ში ზარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს, რის შემდეგადაც ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია და პატრული მივიდა. ოპოზიციის წევრთა თქმით, პოლიციამ თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი დააკავა, გენრი დოლიძე და გიორგი გაბაიძე კი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.
“ბათუმელები” კომენტარისთვის შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა. შსს-ს პრესცენტრის თქმით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.
___
ხვალ, 15:00 საათიდან ბათუმსა და თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები ტოტალურად გაყალბდა.
9 ნოემბრიდან ქვეყნის 7 დიდ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეები, რომლებიც ღამის ათიდან დილის ხუთამდე ქუჩაში გავლენ, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
„ჩვენ გვაქვს სანქციები განსაზღვრული კანონმდებლობით. ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული. კერძოდ 2 ათასი ლარი ფიზიკურ პირებზე,“ – თქვა ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ჯერჯერობით მთავრობას არ განუმარტავს, რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული შეზღუდვა.
პროექტის — „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია. 2021 წლისთვის ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 20 იდეა. ხმის მიცემა 1-31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვებგვერდზე www.idea.batumi.ge. ხმის მიცემის პროცესში ჩაერთო 2547 მოქალაქე, ხოლო 20-მა იდეამ ჯამში 5169 ხმა დააგროვა. გამარჯვებული იდეების რაოდენობა განისაზღვრა ხმათა რაოდენობით. პროექტის ბიუჯეტი 500,000 ლარია.
გამარჯვებული იდეებია:
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ბაფიტი“
ამ იდეამ ყველაზე მეტი, 641 ხმა დააგროვა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობის იდეა მიზნად ისახავს ბათუმში კორპუსებისა და შენობების უსახური კედლების მოხატვას, რაც ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისთვის, ახალგაზრდა მხატვრების მოქმედებისთვის კი სივრცე შეიქმნება, მათთვის, ვინც აქამდე საკუთარი სახსრებით ისედაც ცდილობდნენ უსახური შენობების მოხატვას. იდეა იოსებ ჯორბენაძეს ეკუთვნის.
იდეის ძირითადი მიზანია ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაცია; მოსახლეობის ჩართვა საკუთარი ქალაქის ცხოვრებაში და ვიზიტორებისთვის ერთგვარი აქცია-პერფორმანსების ჩვენება, როგორც აქტიურ ტურისტულ სეზონზე, ასევე წელიწადის ნებისმიერ დროს.
ბათუმი-ველოქალაქი
ანა ნიქაბაძის ამ იდეამ 492 ხმა დააგროვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ხალხმრავალ ადგილებში ველოგასაჩერებელი ადგილები მოეწყობა, ველოსიპედის შესაკეთებელი კარადების თანხლებით.
იდეის ავტორის ინფორმაციით, ბათუმში ველოტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, ადგილობრივი ველოდილერების მონაცემებზე დაყრდნობით კი, პანდემიის პერიოდში ველოგაყიდვებმა100-150 %-ით იმატა.
პროექტი ითვალისწინებს ბათუმში 10 ველოგაჩერების ადგილის დამონტაჟებას. ველოგაჩერების ზონები წინასწარაა შერჩეული.
მობილური კინოთეატრი
ინტერნეტიზაციის ხანაში ფილმებს ადამიანები ძირითადად შინ უყურებენ და თანდათან აქტუალობას კარგავს ფილმების კინოთეატრებში ნახვის ტრადიცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ არის.
484 ბათუმელმა ხმა მისცა პროექტს, რომლის მიხედვითაც მოძრავი, მობილური კინოთეატრი მოეწყობა ქალაქში და დაინტერესებულ მაყურებლებს ინფორმაციას მიაწვდიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კინოჩვენების შემდეგ მოაწყობენ განხილვას და დისკუსიას. პროექტის მთავარი მიზანი კინოხელოვნების საშუალებით ინტერაქციის გაზრდაა. იდეის ავტორი სოფიკო თოქმაჯიშვილია.
ქუჩის კალათბურთის მოედანი
ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეამ 481 ხმა დააგროვა. იდეის ავტორი წერს, რომ ბათუმში ქუჩის კალათბურთით დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ბათუმში ქუჩის კალათბურთის არც ერთი მოედანი არ არის, რომელიც ბოლომდე აკმაყოფილებს სტანდარტებს. ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეის ავტორი ნიკოლოზ კიკვაძეა.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია და სპორტული ტურიზმის განვითარება.
პროექტი ითვალისწინებს 4 საკალათბურთო მოედნის ერთ სივრცეში განთავსებას, სადაც ქუჩის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.
ფერადი ეზოები ბავშვებს
პროექტის ავტორები ქალაქის კორპუსების შიდა ეზოების შემეცნებით-გასართობი თამაშობებით მოხატვას გეგმავენ. ბავშვებისთვის ფერადი ეზოების იდეას 478-მა ადამიანმა მისცა ხმა. ბავშვებისთვის ფერადი ეზოების მოწყობა ზვიად ბოლქვაძისა და შორენა ქათამაძის იდეაა.
როგორც იდეის ავტორები აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები, რაც წაახალისებს ბავშვებს ითამაშონ ეზოში. თამაშის დროს ბავშვები სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, სხვების დახმარებას, წესების დაცვას, სხეულის, ემოციების მართვას და ბევრ სხვა რამეს სწავლობენ.
ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასი
ინკლუზიური თეატრალური დასის შექმნის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კულტურულ პროცესებში ჩართვა და საზოგადოებრივად გააქტიურებაა. ეს იდეა ნატალია გალოგრეს ეკუთვნის.
30-მდე ახალგაზრდა მასტერკლასების საშუალებით თანამედროვე თეატრალურ კულტურას გაეცნობა, თეატრის პერსონალთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებში ჩაერთვებიან და რეჟისორებთან ერთად დადგამენ სპექტაკლებს.
პროექტის მიზანია ბათუმის, როგორც ინკლუზიური მიდგომების დანერგვის ინიციატორი ქალაქის პოპულარიზაცია რეგიონსა და მთლიანად, ქვეყანაში.
ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი
პროექტის მიხედვით ზაფხულობით ბათუმის ქუჩებსა და ღია სივრცეებში სპექტაკლები დაიდგმება და მცირემასშტაბიანი პერფორმანსები მოეწყობა. ფესტივალში დაახლოებით 5 პროფესიულ თეატრს ან შემოქმედებით დამოუკიდებელ ჯგუფს შეეძლება მონაწილეობის მიღება.
იდეის ავტორი, ნინო ჩხაიძე მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება პანდემიის პირობებშიც შესაძლებელი იქნება, რადგან ფესტივალი ჩატარდება ღია სივრცეებში რეკომენდაციების სრული დაცვით.
ორგანული ნარჩენების კომპოსტირება
ეს პროექტი ითვალისწინებს ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარით ორგანული ნარჩენების გადამუშავებას, რაც შემაწუხებელი სუნის გარეშე მიმდინარე პროცესია. იდეის ავტორი, მალვინა ჯიბლაძე განმარტავს, რომ თუ ახლა ორგანული ნარჩენები მყარ ნარჩენებთან ერთად ნაგავსაყრელზე იყრება, დანადგარით მათი დიდი ნაწილი გადამუშავდება და შესაბამისად, შეფერხდება ნაგავსაყრელების რაოდენობის ზრდა ქალაქში. ასევე, მეურნეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ კომპოსტი, რაც საუკეთესო ორგანული სასუქია.
__________________
პროექტს – „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia.
„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
საქართველოს 7 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში 9 ნოემბრიდან საბავშვო ბაღები დაიხურება. შეზღუდვა ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა რიგ შეზღუდვებს აწესებს მუნიციპალურ ტრანსპორტზეც, რაც მარშუტკებსა და ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის გაკონტროლებას გულისხმობს.
“იგივე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული,” – თქვა მაია ცქიტიშვილმა.
დღესვე ცნობილი გახდა რომ ამავე შვიდ ქალაქში 9 ნოემბრიდან საღამოს ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
საქართველოს მთავრობის 6 ნოემბრის განკარგულებით, სავალდებულო კარანტინისთვის და კოვიდსასტუმროებში პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით 35 მილიონი ლარი გამოეყო.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აღნიშნული თანხით უნდა უზრუნველყოს:
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიისა) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან (კოვიდსასტუმრო) კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალო დაწესებულებებში ტრანსპორტირებასა და სამკურნალო დაწესებულებებიდან მათი საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში (კოვიდსასტუმრო) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა“.
„ბათუმელების“ მიერ შესაბამისი დოკუმენტებისა და ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, კარანტინისთვის ბიუჯეტიდან, სულ ცოტა 78,5 მილიონი ლარია დახარჯული.
7 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 754 პირი; გარდაიცვალა 18 პაციენტი.
დღევანდელი მდგომარეობით კარანტინშია 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში-1 346.
მთავრობის ინფორმაციით, 7 ნოემბრის დილის მონაცემებით:
ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის – 14 612.
4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740.
მძიმე პაციენტია – 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98.
2 599 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში.
7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში, საღამოს 22 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით:
ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.
კერძოდ ქვეყნის დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში საღამოს 22 საათიდან დილის ხუთ საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით.
ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით შეზღუდვა არ შეეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს. ასევე გაიცემა საშვები “საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის და ასევე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად,” -თქვა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
ბათუმელი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. პროკურორი კორონავირუსზე კლინიკაში 26 ოქტომბრის შემდეგ მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ფრიდონ ქარცივაძე 46 წლის იყო.
ის წლების მანძილზე ბათუმის პროკურატურაში მუშაობდა. 2019 წელს კი ოზურგეთის რაიონულ პროკურორად დაინიშნა.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 4 ადამიანი.
7 ნოემბრის მონაცემებით კორონავირუსზე აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 740 პაციენტი მკურნალობს. აქედან მძიმე პაციენტად 102 ითვლება, რომელთაგან 98 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
აჭარაში კოვიდ სასტუმროში მკურნალობას 1 299 ადამიანი გადის. 15 693 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.
დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 109, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 754 პირი. 7 ნოემბერს 18-ით გაიზარდა კორონავირუისთ გარდაცვლილთა რიცხვი.
7 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 54 852 ადამიანს აქვს ვირუსი დადასტურებული. აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 39 773 პირი, 14 612 ადამიანი კი მკურნალობას გადის საავადმყოფოებში, კოვიდ სასტუმროებში და საკუთარ სახლებში.
დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 109, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.
გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმის #79-ე ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების 300 – მდე ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს.
ბათუმის საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, უშანგი მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმში ჯამში 11 665 ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა, 3478 ბიულეტენი კი დაკარგულად ითვლება:
„ამ ბიულეტენების ბედი რომ ვიცოდეთ, არჩევნების შედეგი გვექნებოდა სხვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად შევიტანოთ სარჩელი. მართალია, აქედან რომელიმე შემაჯამებელი ოქმი თითქოს არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას, მაგრამ თუ ერთს ორს დავამატებთ ან სამს, საერთო ჯამში ეს ახდენს გავლენას შედეგებზე“.
კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია – „ლელო“ ბათუმში 12 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების გაბათილებას ითხოვს სასამართლოში.
სასამართლომ საჩივრები ორი დღის ვადაში უნდა განიხილოს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის 6 მაჟორიტარული და 8 პროპორციული უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს, ორგანიზაციამ შესაბამისი საჩივრებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
„ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ #19 უბანზე, სადაც ვითხოვდით შედეგების გადათვლას, რამდენიმე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ კომისიის წევრებს, ზოგი კი არ დაკმაყოფილდა, რასაც სასამართლოში ვასაჩივრებთ.“
საიას ბათუმის ორგანიზაცია ასაჩივრებს ბათუმის #მე-12-ე, 53-ე, 64-ე,69-ე,70-ე ,90-ე მაჟორიტარული უბნების შემაჯამებელ ოქმებს, ასევე პროპორციული უბნების ოქმებს მე-4, მე-12, 53-ე, 64-ე, 69-ე, 70-ე, 90-97-ე პროპორციული უბნების შემაჯამებელ ოქმებს და ხელახალ გადათვლას ითხოვს.
საია ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში 20-მდე შემაჯამებელი ოქმი ჰქონდა გასაჩივრებული.
საარჩევნო დავები სასამართლომ ორ დღეში უნდა განიხილოს.