მძღოლს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს – ავარია გონიოში, რომელსაც 3 ქალი ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულს, რომელიც გონიოში ავარიაში მოყვა, ამ ავარიის შედეგად კი, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფი სამი ქალი დაიღუპა.

საუბარია 2025 წლის 14 ივნისის შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

დაკავებულს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სუპერმარკეტებში არაფერს ამბობენ ფასების კლებაზე – ვის ეკუთვნის ისინი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია,“ – ეს სტატისტიკური ინფორმაცია 24 დეკემბრის დილას, სპეციალური ვიდეორგოლით მიაწოდა საქართველოს მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ იქვე მსხვილ სუპერმარკეტებს ირიბი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ აქვს ეჭვი კარტელურ გარიგებაზე.

„ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და, შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს.

მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ.

რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ბათუმელებმა“ 2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოში მოქმედ რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტს მიმართა შეკითხვებით. „ორ ნაბიჯს“, „ნიკორას“, „კარფურს“, „აგროჰაბს“, „დეილი ჯგუფს“ ვკითხეთ, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე როგორი იქნება მათი რეაგირება.

სუპერმარკეტებს ასევე ვკითხეთ:

  • აქვთ ქსელში ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა ე.წ. „ქსელის ქეშბექი“, მაღაზიაში შესვლის საფასური და მომწოდებლებისთვის გადახდის გადავადება?
  • არსებობს ქსელსა და სხვა დიდ სუპერმარკეტებს შორის რაიმე ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმება ფასებთან ან მომწოდებლების პირობებთან დაკავშირებით?
  • თუ ბაზარზე რეალურად არსებობს კონკურენცია, რატომ არის ფასები უმეტეს შემთხვევაში თითქმის იდენტური დიდ სუპერმარკეტებს შორის, მათ შორის აქციების პერიოდშიც? როგორ ხსნის თქვენი კომპანია ამას?
  • ხომ არ გეგმავს თქვენი კომპანია ქსელში არსებულ პროდუქტებზე ფასების შემცირებას?

თითქმის ერთი თვის თავზე არც ერთი ქსელური მარკეტიდან ინფორმაცია არ მიგვიღია.

  • ვინ ფლობს ქსელურ მარკეტებს საქართველოში

თიბისი კაპიტალის FMCG სექტორის კვლევის თანახმად, 2024 წელს გაყიდვების მოცულობით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია სს „ნიკორა ტრეიდი“.

2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით,  სს „ნიკორა ტრეიდი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობდა 654 მაღაზიას და ჰყავდა 8 600-ზე მეტი თანამშრომელი.

კომპანია თავის სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელს 20 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის 500-მდე დასახელების პროდუქტი „ნიკორას“ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერაა წარმოებული.

სააქციო საზოგადოება „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმენტის ქვეშაა ჰიპერმარკეტი „ლიბრე“, „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელი და „ჰოთ-დოგ რუმი“.

სს „ნიკორა ტრეიდის“ ძირითადი აქციონერია სს „ნიკორა“, რომელიც ამჟამად ფლობს კომპანიის აქციების 96.60021%-ს. დამფუძნებელი ვასილ სუხიაშვილი ამავდროულად არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (23%).

სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარეა ვასილ სუხიაშვილი. წევრები არიან: ტარას ნიჟარაძე, ირაკლი ბოქოლიშვილი, გია პეტრიაშვილი, ირაკლი ნიკოლაიშვილი, რუსეთის მოქალაქეები – ვასილ ტარადინი და ოლეგ გუბანოვი.

ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წელს კომპანიის დაუბეგრავი მოგება 11.3 მილიონი ლარი იყო.

„ნიკორა ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი ბოქოლიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე 21 იანვარი, 2026
  • ორი ნაბიჯი

შპს „ორი ნაბიჯი“ ადგილობრივი ბრენდია და ის 2009 წელს დაარსდა.

შპს „ორი ნაბიჯის“ წილის მფლობელები არიან გოჩა ცქიტიშვილი (33.34%), გიორგი ჩხეიძე (33.33%) და კახა ბექაური (33.33%). კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა.

2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯს“ ქვეყნის მასშტაბით 529 საცალო მაღაზია ჰქონდა,  მათგან 291 მდებარეობდა თბილისში, 43 – ქვემო ქართლში, 49- იმერეთში, 38 – კახეთში, 22 – აჭარაში, 28 – სამეგრელოში, 14 – მცხეთა-მთიანეთში, 22 – შიდა ქართლში და 22 – საქართველოს სხვა რეგიონებში.

2024 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 4 800- მდე თანამშრომელი.

2024 წლის ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მიხედვით, „ორი ნაბიჯის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წელს 64.4 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, “ორი ნაბიჯის” ერთ-ერთი მეწილე, კახა ბექაური მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე 21 იანვარი, 2026
  • აგროჰაბი

შპს „აგროჰაბი“ 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია 2015 წელსაა დაარსებული, თუმცა სახელის ცვლილებამდე შპს „ფერმა მარკეტი“ ერქვა.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „აგროჰაბს“ თბილისში აქვს 7 ჰიპერმარკეტი/სუპერმარკეტი, ხოლო ბათუმში – ერთი. დასაქმებული ჰყავდა 2 146 თანამშრომელი.

2025 წელს ,,აგროჰაბმა” კიდევ ერთი სუპერმარკეტი ქუთაისში გახსნა.

კომპანიის 100 % წილს აკაკი ახვლედიანი ფლობს.

,,აგროჰაბს” აქვს საკუთარი ფერმები, აწარმოებს რძეს, ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს, სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტით შემოაქვს თევზი და ზღვის დელიკატესები, აქვს საკუთარი სასათბურე მეურნეობა, სადაც წლის განმავლობაში 200-მდე ტონა ბოსტნეული მოჰყავს. აწარმოებს ჯემებს და მურაბებს. ცალკე აქვს საკონდიტრო ხაზი და პურ-ფუნთუშეულის საამქრო.

„აგროჰაბის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წლისთვის 25.8 მილიონი ლარი იყო.

  • დეილი ჯგუფი

„დეილის ჯგუფი“ ამჟამად აერთიანებს „სპარის“, „იოლის“, „დეილის“, „კალათას“, „გვირილასა“ და „მაგნიტის“ ქსელებს. ეს ნიშნავს, რომ „დეილი ჯგუფი“ საქართველოს მასშტაბით ფლობს დაახლოებით 1 700 სავაჭრო წერტილს, რაც ორგანიზებული ბაზრის 30%-ია.

შპს „დეილის“ სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის შემადგენლობაში შედიან უტა მაზიაშვილი, არჩილ გეგენავა, დავით კუხალაშვილი, ზურაბ ზაქარიაძე და ცეზარ ჩოჩელი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „დეილის“ წილებს ფლობენ – შპს „ჰოლდინგ.ჯი“ – 23,25%, ზურაბ ზაქარიაძე – 20.073%, შპს „დიენეი კაპილატი ინვესტი“ – 19.375 %, შპს „ჩოჩელი ინვესტმენტ გრუპ“ – 10 %, დავით კუხალაშვილი – 8.564%, რუსუდან მაისურაძე – 5.424 %, მარინა პეტრიაშვილი – 0. 814 % და სს „რითეილ მენეჯმენტ ჯორჯია“ – 12.5 %.

2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიას ამ წელს 5.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი ახალი ანგარიში, რომელიც 2024-2025 წლებში კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.

  • კარფური

„კარფური“ ფრანგული საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში Majid Al Futtaim Group-ის მეშვეობით ოპერირებს.

„კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2012 წელს გაიხსნა.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კარფურს“ საქართველოში ჰქონდა ექვსი ჰიპერმარკეტი, 19 სუპერმარკეტი და 72 არასპეციალიზებული მაღაზია. ამავე პერიოდისათვის კომპანიაში დასაქმებული იყო 2 725 ადამიანი.

კარფური არის შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსის“  შვილობილი საწარმო, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალის 100%-ს ფლობს.

შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ კაპიტალის“ მფლობელია მაჯიდ ალ ფუტაიმის ოჯახის 9 წევრი, ხოლო საკონტროლო წილის მფლობელია თარიქ ალ ფუტაიმი.

2024 წელს კომპანიამ 34 მილიონზე მეტი ლარი იზარალა.

„2024 წელს კომპანიის ზარალი განაპირობა როგორც საერთო მოგების შემცირებამ, ისე საოპერაციო ხარჯების, კერძოდ თანამშრომლებზე გაწეული დანახარჯებისა და კომპანიის შიდა გადანაწილებული ხარჯების ზრდამ, ასევე საპროცენტო ხარჯის გაზრდამ, რაც გამოიწვია მშობელი საწარმოს ნასესხები სახსრების მოდიფიცირებებმა და საკურსო სხვაობით  განპირობებულმა ზარალმა,“ – ნათქვამია „კარფურის“ 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში.

  • ევროპროდუქტი

„ევროპროდუქტი“ 2004 წელს დაარსებული ადგილობრივი ბრენდია.

ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული 2024 წლის რეპორტის თანახმად, კომპანიის ძირითად ბიზნესსაქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები და არასაკვები პროდუქტით. კომპანია 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამარაგებდა 2600-მდე მაღაზიას და ოპერირებას უწევდა 38 მაღაზიას.

2024 წელს კომპანიაში დასაქმებული იყო 748 ადამიანი.

2025 წლის 31 იანვრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ევროპროდუქტის“ უშუალო მფლობელი იყო ნინო ბრეგვაძე 50%-იანი წილით და შპს „ჯი-თი-გრუპი“ 50 %-იანი წილით.

2025 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯი-თი-გრუპში“ წილები სამ პირზე ნაწილდებოდა თანაბრად. გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი კომპანიაში თანაბარ – 33%-იან წილებს ფლობენ.

„ევროპროდუქტს“ ორი აღმასრულებელი დირექტორი მართავდა – დავით ოსეფაშვილი და გიორგი თავდიშვილი.

„ევროპროდუქტის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წლისთვის 19 523 391 ლარი იყო.

დავით ოსეფაშვილი და გიორგი თავდიშვილი 21 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე
  • კომისია სურსათის ფასების შესასწავლად

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, შეიქმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელიც სურსათის ფასების საკითხზე იმუშავებს. კომისიას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი  და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

20 იანვარს ირაკლი კობახიძემ კომისიის პირველი სხდომა გამართა.

ამ შეხვედრის ოფიციალური რელიზის მიხედვით, მომდევნო კვირიდან გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

დღეს, 21 იანვარს კი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

„როგორც ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს განვუცხადე, მათთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს.

ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც,“ – დაწერა შეხვედრის შემდეგ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ქართული ოცნების“ პრემიერმა.

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ამავე თემაზე:

რატომ ძვირდება პროდუქტი? – ინტერვიუ

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა რ.ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – იუწყება შსს.

„ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს აქვს კავშირი ბიზნესთან – „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი.

„გამჭვირვალობა“ წერს:

„7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი;

13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა;

იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ მიიღეს 465,900,569 ლარი.

მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი. აქედან, 66 500 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 39 000 ლარი „ხალხის ძალას“, ხოლო 2 633 086 ლარი „ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი)“.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, კვლევა ეყრდნობა საჯარო წყაროებს. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის მონაწილეობდნენ პარლამენტის საქმიანობაში.

„კვლევაში განხილულია პარლამენტის წევრების ბიზნეს კავშირები (წილები კომპანიებში), გამარტივებულ შესყიდვებსა და ტენდერებში დეპუტატების კომპანიების მონაწილეობა, წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დონაციები“ – წერს ორგანიზაცია.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, 87 დეპუტატიდან 41 კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს მხოლოდ 17.

საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:

  • ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
  • ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
  • ჭყონია გიორგი – 4 373 744,02 ლარი
  • ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
  • ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
  • ლაშა ტალახაძე – 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)

ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).

„გამჭვირვალობის“ თანახმად, 5 -ზე მეტი კომპანიის მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:

  • ვასილ ჩიგოგიძე – 21
  • გიორგი ჭყონია – 20
  • გიორგი ბარვენაშვილი – 11
  • ბეჟან წაქაძე – 8
  • ზაალ დუგლაძე 7
  • გიორგი ხახუბია – 6
  • ირაკლი კირცხალია – 6

7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, 465,900,569 ლარი.

13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მიღებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა, 7 736 986 ლარი.

ტენდერებში მონაწილეობა
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 229 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 587 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 23 938 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 36 463 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 621 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 279 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 112 159 ერთეული [+1 019]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 190 ერთეული [+27]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 75 238 ერთეული [+171]
  • სპეცტექნიკა – 4 049 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 110 524 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 248 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 648 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 731 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 462 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთს სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება“ – ზელენსკი

უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი 31%-ით გაიზარდა – გაერო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„არ არის კეთილი ბიძინა, რუსულია მთელი თავისი ცნობიერებით“ – ინტერვიუ ლაშა ბუღაძესთან

„ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა, მათ აშინებთ… ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია,“ – მიიჩნევს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელსაც ნათლისღებასთან დაკავშირებულ შეწყალებაზე ვესაუბრეთ.

რა გამოჩნდა 2026 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას, როცა თოვაში, ციხეების გამოსასვლელებთან მთელი დღე-ღამით მყოფ ადამიანებს ქრისტიანულ ღირებულებებზე მოსაუბრე „ოცნების“ მთავრობამ არც კი უთხრა, ვინ შეიწყალეს? – სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ მწერალ ლაშა ბუღაძეს.

  • ბატონო ლაშა, რა გამოჩნდა თქვენთვის ყაველაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ პროცესში? „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც საუბრობს ეკლესიურობასა და ტრადიციებზე, ციხეებთან თოვაში მთელი დღე და მთელი ღამე უპასუხოდ ტოვებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს… 

ალბათ ილუზია არავის ჰქონია, ან ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გვქონდეს ივანიშვილის მხრიდან გულმოწყალების, საერთოდ რაღაცნაირი ემპათიურობის თვისების ქონის. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია, ამ სიტყვის ძალიან გამოცდილი მეთოდით.

ვისაც შეიძლება კიდევ ჰქონდეს განცდა, რომ „ოცნებას“ იქნებ რაღაც შერჩა – თქვენი თქმისა არ იყოს, ქრისტიანული, ან ქართული, რაც ქართული ტრადიციებისა და ეთიკის გარკვეულ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს [ისინი ხომ თავს ასეთად დეკლარირებენ], ცხადია, ეს გულუბრყვილობაა.

ვიმეორებ, ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა.

ეს დიქტატორულ რეჟიმებს, ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ.

  • თქვენი დაკვირვებით, „ოცნების“ ამომრჩეველს მოსწონს ასეთი სასტიკი დამოკიდებულება სინდისის პატიმრების მიმართ? 

კვლევები, რაც მინახავს, რაც მსმენია, „ოცნების“ ამომრჩეველსაც, რომელიც მერყეობს სადღაც 35 %-მდე, აწუხებს სინდისის პატიმრების ციხეში ყოფნა, თუმცა მათ თანაგრძნობის განცდა არ აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, ეს ადამიანები პატიმრობაში არ იყვნენ.

თუკი ამას შევხედავთ ივანიშვილის პერსპექტივიდან, მდარე, მაკიაველური პერსპექტივიდან – რაში სჭირდება მას შეწყალება? ერთადერთი იმისთვის, რომ ქოცებს აი, ეს დისკომფორტი არ ჰქონდეთ? ეს ჩანდა, მაგალითად, საპატრიარქოს სიგნალებიდანაც, ხომ?! ცნობილია ეს განცხადებები.

მაგრამ „ოცნების“ თვალთახედვით, პროტესტი დღეს არ არის საფრთხის მომტანი – ტროტუარზეც კი აღარ გვაყენებენ, ისეთი დრაკონული კანონები მოქმედებს. პრინციპში აღიარება ვერ მიიღეს. ყაველაშვილმა თქვა კიდეც, მაღიარონ და კი ბატონოო.

რა გამოდის, რაში გაცვალონ მაშინ ეს შეწყალება? ამიტომაც, ვახსენე პრიმიტიული, მაკიაველისტური ლოგიკა.

  • ანუ ივანიშვილმა სინდისის პატიმრების შეწყალების საკითხი ვერ გამოიყენა პოლიტიკური ვაჭრობისთვის, ლეგიტიმაციისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ? 

ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] ვაჭარია. მისთვის მორალი მართლაც მგლის თავზე სახარების კითხვაა. რაში სჭირდება ეს? იმიტომ, რომ კეთილი იყოს? – არ არის კეთილი, ბოროტია, რუსულია მთელი თავისი ცნობიერებით. პირიქით, ღამესაც გაგათენებინებს, ღამეებსაც და კიდევ უფრო უარესს იზამს.

  • წუხელ ყველაზე ხშირად ახსენებდნენ ადამიანები სოციალურ ქსელში სიტყვა „სადისტს“…

დიახ.

მოგეხსენებათ, როგორია ირანული რეჟიმი: მკვლელობებამდე ჯერ არ მისულან პირდაპირი მნიშვნელობით… ირანელებმა დახოცეს ახალგაზრდები და ახლა ავაჭრებენ მშობლებს გვამების გაცემაზე.

ბოლომდე გადაჯეგვაა მიზანი. სტალინური ტერორიც ეს იყო: ხის მორებზე აწერდნენ გამქრალი ხალხის სახელებს და გვარებს… ვიღაც გვეტყვის, რომ ეს პარალელები ძალიან შორია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს პარალელები პირდაპირი გახდეს. მაგრამ ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც მუშაობს დეჰუმანიზაციაზე, ჩვენ დეჰუმანიზაციაზე. ისინი ჩვენ მიგვიჩნევენ არარაობებად, არაფრად.

ჩვენ „ოცნებისთვის“ პრობლემა ვართ. მზია ამაღლობელი მათი რეჟიმისთვის ცალსახად პრობლემაა. საფრთხეა მზია ამაღლობელი და ეზიზღებათ, არც მეტი, არც ნაკლები. საერთოდ, ამ ტერმინის, „შეწყალების“ გამოყენებაც, არა მგონია, რელევანტური იყოს. აქ ტყვეობიდან გათავისუფლების მცდელობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.

ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა – ევროკავშირის ჯილდო სწორედ ამაზე მეტყველებს – მათ აშინებთ. ნებისმიერი ჩვენი წელში გამართულობა, რასაც გამოიწვევს ნებისმიერი კარგი აქტი, ანუ ჩვენ ხომ გავბედნიერდებოდით დღეს მზია ან სხვა პატიმრები რომ გარეთ ყოფილიყვნენ, მათ აშინებთ.

ამიტომაც, ივანიშვილის შეკითხვაა: რატომ უნდა შეიწყალოს? არც აღიარება, არც პატივისცემა, არც ლეგიტიმაცია, არც მონანიება – არაფერი. გუშინდელი ღამე კიდევ ერთი შეხსენებაა: არანაირი, მინიმალური მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, რომ მათში ვიღაც არის ადამიანი. არ არის.

ამ ბანდის ნებისმიერი წევრის უკან დგას ივანიშვილი, რომელსაც არანაირი ემპათია და თანაგრძნობის აუცილებლობა არ უდგას.

  • გამოვა დეჰუმანიზაცია ჩვენს მოცემულობაში? საზოგადოების რეაქცია რას აჩვენებს? 

ყველაზე მძიმე არის ის, რომ ასეთ რეჟიმებს ეს გამოსდით. არსებობენ კონფორმისტები, აგრესიული ადამიანები, სეირის მაყურებლები ან ესკაპისტები, რომლებიც საერთოდ გაურბიან რეალობის დანახვას.

ვიცით არაერთი პროპაგანდისტული ფორმულა, რომელსაც ამეორებინებენ ხალხს. მაგალითად, ელენე ხოშტარია ქოცმა კი არ დაიჭირა, არამედ „თავი დააჭერინა“. ელენე ხოშტარიამ რაღაც ფლომასტერით მიახატა კალაძის ფოტოს – ამის გამო რომ ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს არგუმენტი ქრება და ანაცვლებს არგუმენტი: „თავი დააჭერინა“.

თუმცა წინააღმდეგობა არ არის გატეხილი. ეს წინააღმდეგობა ვერც გატყდება. ეს არის ჩემი განცდა და მოლოდინი.

მეორე მხრივ, ივანიშვილის ავტოკრატია არ არის ძლიერი. მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ისეთი რაღაც გააკეთონ ჯერჯერობით, რაც გააკეთა ლუკაშენკომ, მით უმეტეს პუტინმა, ან თუნდაც ალიევმა. აქ სხვადასხვა ფაქტორია.

ივანიშვილის დღევანდელ წერილში [მას ერთ-ერთი პროპაგანდისტი ავრცელებს თავისი სახელით, ვგულისხმობ შათირიშვილის მორიგ წერილს], ჩანს ივანიშვილის წუხილები. ივანიშვილმა ვერ გაიგო თავისი ადგილი ამ სამყაროში ტრამპისა და პუტინის პირობებში, ეწუწუნება პუტინს: აგერ, შენს მოკავშირეებს არ იცავ და მე რა ვქნა ახლაო?!

„ოცნებას“ კრიზისი აქვს – გაღატაკებული ქვეყანა, კლანებს შორის დაპირისპირება, ღარიბაშვილი ციხეშია – ეს ნამდვილად არ სიამოვნებთ, ვინაიდან ღარიბაშვილი ბნელ საქოცეთში იყო პოპულარული, ხოლო კობახიძე რაღაც გაურკვევლობაა მათთვისაც. ბნელი საქოცეთისთვის ღარიბაშვილია ავტორიტეტი და არა კობახიძე.

ხშირად ჩვენ მათი კრიზისები გვავიწყდება, იმდენად მოცულები ვართ მორალური თვალსაზრისით, შოკით, გვიჭირს ამდენი ამბის გადახარშვა, მაგრამ კრიზისი აქვს ივანიშვილს: უპირველეს ყოვლისა, აქცენტს მაინც სწორედ მის უიდეობაზე გავაკეთებდი. ეს არის უმთავრესად მათი სისუსტის საფუძველი.

  • „ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი – „აბა, ომი გინდათ?“ თვლით, რომ აღარ იქნება საკმარისი ივანიშვილისთვის მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად? 

გარანტია არც ივანიშვილისთვის არ არსებობს, რომ უსაფრთხოდ არის. ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველოს უსაფრთხოება კიდევ უფრო ფხვიერი გახდეს. პირიქით, დამოკლეს მახვილი თუ ვინმეზე კიდია, მასზე კიდია, როგორც ნებისმიერ ტირანზე, მით უმეტეს მისნაირ ტირანზე, რომელიც უბრალოდ ორიენტირებულია იმაზე, რომ თავისი კაპიტალი როგორმე არ დაკარგოს და მისი პირადი უსაფრთხოება იყოს შენარჩუნებული.

ამიტომაც, ჩვენ თუ არ ვართ მშვიდად, ქოციც არ არის მშვიდად და კიდევ უფრო მეტად არ არიან მშვიდად, ვიდრე ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები მაინც ვართ.

ცალკე თემაა, რატომაა საზოგადოების ნაწილი პასიური: ალტერნატივა არ ჩანს, აპათია იზრდება. მარცხის სინდრომის კულტივირებაში, ხელჩაქნეულობაში ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ივანიშვილის რეჟიმი, იმაში, რომ აპათია გაჩნდეს.

  • ამ ყველაფრის პირისპირ წუხელაც იგრძნობდა სოლიდარობა, მაგალითად, სინდისის პატიმრის, თორნიკე სხვიტარიძის ძმა სოლიდარობის ნიშნად გლდანის ციხიდან რუსთავის ციხესთან გადავიდა, აქ ქალი პატიმარია და იქნებ ის მაინც შეიწყალონო… 

დიახ, სწორედ სოლიდარობით არის ჩვენი პროტესტი ძლიერი, ჩვენთან არის სოლიდარობის და მხარდაჭერის წარმოუდგენელი მაგალითები. ამით ვართ ბედნიერი და ეს გვაცოცხლებს პირდაპირი მნიშვნელობით.

ჩვენ ვხედავთ, რა არის მათი სოლიდარობა: ღარიბაშვილები, ლილუაშვილები და მთელი მათი მინისტრები, რომელთაც ასე პანტაპუნტით ყრიან ციხეში – ერთი კაცი არ მიდის მათ სასამართლო სხდომაზე. ისევ და ისევ ქართულ ტრადიციებშია ის, რომ ვინმე ნათესავი მაინც იჯდა სასამართლოზე, ყოფილი მდივანი მაინც. ეს არის ამორალურობის და მექანიკურობის ფაბრიკა.

აქეთ კი, არის ხალხი, რომელიც აძლიერებს და ამაგრებს ერთმანეთს თავისი დიდი მორალური იმპერატივებით. იქეთ მხარეს სრულ არარაობებს ვხედავთ, დაცლილებს ინდივიდუალიზმისაგან, ზნეობისაგან.

ფსიქოლოგიაში არის ასეთი ცნება, რომ განწყობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოლოდინები სხვა რამეა. განწყობა კარგი უნდა გქონდეს, მაგრამ მოლოდინები არ უნდა შეიქმნა.

არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მზია რახან ქალია, მას შეიწყალებენ. ამათთვის ეს არ არსებობს. მზია მათთვის არის პრობლემა და ჯობია, განადგურდეს. აი, ასე პირდაპირ! მაგრამ ეშინიათ, რომ ეს უფრო დიდი საფასური არ აღმოჩნდეს ივანიშვილისთვის.

„ადამიანები დალეწეთ, მაგრამ არ მოკლათ“ – შარშან დეკემბერ-იანვარში ეს იყო ხომ მათი ბრძანება, როცა „მინივენებში“ ადამიანებს სისხლს ანთხევინებდნენ, მაგრამ არ კლავდნენ. ბრძანება რომ ყოფილიყო, მოკალითო, მოკლავდნენ კიდეც, მაგრამ უფრო საშიშია საქართველოში ზღვარის გადასვლა: კაცმა არ იცის, მერე მართლაც რა შეიძლება მოხდეს.

1989 წლის 9 აპრილის დილას საბჭოთა კავშირი საქართველოში უკვე დამთავრებული იყო და ამ დროს პირიქით ეგონათ. ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  • როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ამ დროს, თქვენი აზრით, როცა დე ფაქტო ხელისუფლება კანონს და მორალს მიღმა მოქმედებს? 

მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელებში, სახელდობრ, ფეისბუქში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პლატფორმა, განწყობის კონსტრუირება ძალიან ადვილია: იმას ვიჯერებთ და ვხედავთ, რისი დანახვა და დაჯერებაც გვინდა. ალგორითმი განაპირობებს ჩვენს განწყობებს იმგვარად, რომ როდესაც ეს არ მართლდება, უარეს აპათიაში ვვარდებით. ამიტომაც, მართვა უნდა ვისწავლოთ.

„ბათუმელები“ კარგი და სანდო გამოცემა არამხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის გადამოწმებულ ინფორმაციას ავრცელებთ და მადლობა ღმერთს, ასეთი რამდენიმე მედია საქართველოში არსებობს, არამედ განწყობასაც სწორად აყალიბებს. ტრადიციული, კარგი მედია ამიტომაა მნიშვნელოვანი.

ყველას გვახსოვს, სასამართლო პროცესებზე მზიას ეჭირა ხელში მარია რესას წიგნი – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. ბევრმა გადააზიარა ეს, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რამდენმაც ეს ფოტო დადო, იმდენს წაეკითხა მარია ეს წიგნი, რომელიც სწორედ ამაზე წერს: შეიძლება ტრადიციული მედია კი არა, საერთოდ დემოკრატია, თავისუფლება გაუქმდეს ალგორითმების პირობებში, რომელიც ჩვენ არარეალურ განწყობებს აყალიბებს.

რამდენი ასეთი მოლოდინი გაჩნდა თუნდაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში, საქართველოში? ეს „ნგრევა“ საბოლოოდ ბრძოლაზე აისახება, იბნევი ასეთ რეალობაში და იკეტები. აი, ესკაპიზმიც აქედან ჩნდება – მიმდინარე პროცესებიდან გათიშვა გინდა იმიტომ, რომ მოტყუვდი, არ დაემთხვა შენი მოლოდინი რეალობას, ირჩევ იმ კუთხეს, სადაც თერაპიული დოფამინის მიღების შესაძლებლობა უფრო გაადვილდება და ასე შემდეგ.

არ გამიგოთ, რომ ვიღაცას მივმართავდე: პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისხმობ, იმიტომ, რომ მეც ამ სამყაროს მძევალი ვარ. საკუთარი მოლოდინების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. განწყობა არ არის არგუმენტი. აი, გავბრაზდი და ამიტომ მართალი ვარ, ან გამიხარდა და ამიტომაც ასე მოხდება – ეს არ არის არგუმენტი.

  • ბოლოს წინააღმდეგობაზე მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, სად არის ყველაზე მეტად დღეს წინააღმდეგობის გადარჩენის და მისი გაძლიერის რესურსი? 

საკუთარი რესურსის გაფრთხილებასა და სწორად გამოყენებაში. ეს სერიოზული ბრძოლაა და გვჭირდება ფსიქიკური და ფიზიკური რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, რომ გავძლოთ.

გავძლოთ იმიტომ, რომ დადგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი დაემხობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერად ამ დროს.

_______________

ფოტოზე – ლაშა ბუღაძე; მზია ამაღლობელის ძმა, მალხაზ ამაღლობელი რუსთაველის ქალთა ციხესთან – ფოტო: Mo Se 

ECHR Rules Georgia Violated Rights of Protester Detained During 2023 ‘Russian Law’ Rallies

A citizen detained during protests against the so-called “Russian Law” has won a case against the Georgian government at the European Court of Human Rights in Strasbourg.

Giorgi Mekvabishvili was detained in 2023, when Georgian Dream first initiated the “Russian Law” [Law on transparency of foreign influence]. His rights were defended by the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA).

On 7–8 March 2023, a protest held near the Parliament building was dispersed by the authorities using police force. It is also noteworthy that police actively resorted to the practice of indiscriminate detention of protesters. According to GYLA, during the dispersal of the protest, Giorgi Mekvabishvili was filming on his phone an alleged instance of violence by law enforcement officers against another individual and was urging the police not to use force against a protest participant. At that moment, he was detained by the police on the basis of Articles 166 (petty hooliganism) and 173 (failure to comply with a lawful order or demand of a law enforcement officer) of the Code of Administrative Offences.

According to the police explanation, the applicant was detained for failing to comply with a lawful police order to clear the roadway, despite the fact that he was moving on the sidewalk. The applicant spent more than 35 hours in a temporary detention facility, and, according to GYLA, the state failed to substantiate the reasons for extending the duration of his detention. This issue was not examined by the judge during the consideration of the administrative offence case either. The applicant was held administratively liable under the Code of Administrative Offences adopted in 1984 and was fined 2,000 GEL.

In his application to the European Court of Human Rights, the applicant alleged violations of several articles of the European Convention on Human Rights.

The ECHR found that two articles of the Convention had indeed been violated in Mekvabishvili’s case: Article 6 (the right to a fair trial) and Article 11 (freedom of assembly).

Under the Court’s judgment, the state is obliged to pay the applicant:

  • EUR 665 in respect of pecuniary damage;
  • EUR 1,600 in respect of non-pecuniary damage;
  • any tax that may be chargeable on these amounts.

“This is the first case in which a judgment has been delivered in the context of the 2023 protests against the ‘Russian law.’ The Strasbourg Court condemns the Georgian courts for issuing a ‘conviction’ (finding of an administrative offence) against a demonstrator based almost exclusively on the unsubstantiated testimony of the police.

According to the Strasbourg Court, the domestic courts completely ignored the protest context when examining the administrative offence case.

This is precisely how GYLA assessed this practice in its documentation reports on the 2023 protests. As a result of this practice, hundreds of people were affected — found administratively liable without a fair trial,” – commented GYLA Chairperson, Tamar Onian in Social media post.

Judge Orders 11 Defendants in October 4 Case to Remain in Pre-Trial Detention

On January 20, Judge Tamar Mchedlishvili reviewed the use of pre-trial detention as a preventive measure for 11 defendants detained in connection with the October 4 case. However, the judge ruled to keep all 11 in custody.

The defendants are Abo Naveriani, Vakhtang Pitskhelauri, Guriel Kardava, Beka Kelekhsashvili, Mamuka Labuchidze, Giorgi Muladze, Avtandil Surmanidze, Temur Kurtsikidze, Aleksandre Khabeishvili, Nana Sander, and Anton Uper.

The latter is currently wanted and had previously been remanded in custody in absentia. Another defendant in the same case, Mariam Mekantsishvili, was released on bail shortly after her arrest in October last year on the grounds that she has a young child.

During the hearing, particular attention was drawn to Nana Sander, who has health problems. She told the court about the conditions she faces in prison, citing denial of medical care, delays in receiving essential medication, and what she described as aggressive and inhuman treatment by prison director Nestan Verulashvili. Despite these claims, Judge Mchedlishvili ruled that Nana Sander would remain in custody.

ვინ არიან ბათუმის მერიის ორგანიზაციების ახალი უფროსები და ვინ ელოდება შეთავაზებას

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, რამდენიმე მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი დანიშნა.

მერიის ინფორმაციით, შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე თემურ ჯიბლაძე დაინიშნა, ის ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა.

უწყების ყოფილი დირექტორი დავით ლეკვეიშვილი კი ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებს“ უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე ჯუმბერ კობალაძე მუშაობდა; ის ჯერჯერობით არსად გადაუყვანიათ.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე ნატალია ძიძიგური დაინიშნა, რომელიც 2025 წლის ოქტომბრამდე ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

ამავე თემაზე: „ოცნებამ“ ბიბლიოთეკის დირექტორად ნატალია ძიძიგური დანიშნა, მან საკრებულოში ოპოზიციის პროტესტი ჩაშალა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ამ დრომდე ჯონი საბაშვილი ხელმძღვანელობდა, როგორც თავად გვითხრა, შეთავაზება აქვს, მაგრამ ჯერ არ ამხელს, თუ სად განიხილება მისი დანიშვნა.

„ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელად თამარ გაბაიძე დანიშნეს, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობის სსიპ-ში – „ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. სერვისების სააგენტოს ამ დრომდე მამუკა შამილიშვილი ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად დანიშნავენ მას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯერ არსად დაუნიშნავთ თამაზ სალუქვაძეც, რომელსაც „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელის პოზიცია დაატოვებინეს და შეთავაზებას ელოდება დავით დიასამიძეც „ბაღების გაერთიანების“ ყოფილი უფროსი. თამაზ სალუქვაძემ გვითხრა, რომ ის კადრების განყოფილებაშია და მისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ.

შპს „მწვანე ბათუმს“ ახლა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს, მუნიციპალურ ინსპექციას კი – დავით მჭედლიძე.

გათავისუფლებულებმა რეორგანიზაციის პირობებში განცხადებები თავად დაწერეს და ახალ მერს საშუალება მისცეს, როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, „ისე დაალაგოს ყველაფერი, როგორც თავად სურს“.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც. ირაკლი არჩაიას წასვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე თენგიზ ტარიელაძე დანიშნეს.

ბათუმის მერმა რეორგანიზაცია მერიაში 9 იანვარს გამოაცხადა.

ამ დროისთვის მერიის ადმინისტრაციას ახალი კადრი, მარიამ ხაზარაძე ხელმძღვანელობს, ის გიორგი ცინცაძემ დანიშნა.

ამავე თემაზე: სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს

მერიაში ვაკანტურია ვიცე-მერის თანამდებობა – რეორგანიზაცია გრძელდება.

სად აშენდება ძაღლების თავშესაფარი ბათუმში – ხელშეკრულება 8,9 მილიონზეა გაფორმებული

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვის დასახლებაში, თამარ მეფისა და თბილისის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყონ. ეს ადგილი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან ახლოს [ჩაქვის მხარეს] მდებარეობს.

მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარზე ბათუმის მერია მეექვსე წელია საუბრობს, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ შეწყვიტეს.

მონიშნულია თავშესაფრის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია

ამჯერად „ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე“ – ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შპს „მტმ“-თან 8 მილიონ 944 ათას 444 ლარზე აქვს გაფორმებული.

ტენდერში „მტმ“-ის გარდა კიდევ ხუთი კომპანია  მონაწილეობდა.

„მტმ“-თან 2026 წლის 13 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით თავშესაფარი 2026 წლის 11 დეკემბრამდე უნდა მოეწყოს.

საპროექტო ტერიტორია ბათუმში [ჩაქვის დასახლებაში] სადაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი უნდა ააშენონ / ფოტო პროექტიდან
ცალკე ტენდერია გამოცხადებული თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე 96 ათას 85 ლარით, სადაც წინადადებების მიღება 25 იანვარს დაიწყება და 27 ინვარს დასრულდება.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე ბათუმში ბოლო ექვსი წელია ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამას და თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას აანონსებდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ განხორციელებულა.

  • დაპირებების 6-წლიანი ქრონოლოგია

2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. პროგრამა არ დაწყებულა.

ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც 2020 წელს დააანონსეს. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].

2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.

მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ იყო.

მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვში / გეგმა პროექტიდან

ჩაქვის დასახლებაში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობაზე ტენდერი ამჯერად 9 608 515 ლარით იყო გამოცხადებული.

ამ თემაზე:

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის მოწყობაზე ბათუმის მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა

„უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებას არ სურს სიტუაციის ნორმალიზება“ – სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე

სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე შეწყალების თემას ციხიდან გამოეხმაურა. დღეს, 20 იანვარს, მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საბა სხვიტარიძე წერს, რომ „ოცნების“ პრეზიდენტისგან შეწყალებას არც ელოდა და არც სჭირდება.

„მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება.

ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა – ეს იგივეა, პუტინი და მშვიდობა.

როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ ოცნებას არ სურს სიტუაციის ნორმალიზება, როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება არ სურს. არ უნდა ვიყოთ მიამიტები და ამ მიამიტობით არ უნდა მივცეთ ქოცებს ჩვენზე მანიპულაციის საშუალება.

ქოცების მიზანია ეს ქვეყანა დატოვონ მეგობრების გარეშე, მარტო, დაუცველი. სურთ, რომ რუსების ხელში ჩაგვაგდონ.

უნდა გვესმოდეს, რომ ქოცების მიზანია ვიყოთ იმ ვითარებაში, რომელ ვითარებაშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა და ილუზიას ნუ ვიქმნით, თითქოს სიტუაციის ნორმალიზება სურთ“ – წერს საბა სხვიტარიძე.

გუშინ, 19 იანვარს, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა გვიან საღამოს, 159 პატიმრის შეწყალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

სინდისის პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები, ფაქტობრივად მთელი დღე-ღამის განმავლობაში იდგნენ ციხესთან სოლიდარობის ნიშნად, თუმცა დღეს, 20 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ყაველაშვილის სიაში არც ერთი სინდისის პატიმარი არ არის.

Ombudsman Files Constitutional Complaint Against Protest-Limiting Legislation

The Public Defender has submitted a constitutional complaint to the constitutional Court challenging the restrictions defined by Georgia’s Law on “Assemblies and Manifestations,” including the blanket prohibition on covering one’s face with a mask or by any other means.

According to the Public Defender’s Office, in addition to the substantive restrictions related to the rules for holding assemblies and manifestations, the constitutional complaint also challenges provisions of the Administrative Offenses Code concerning penalties, including both mandatory imprisonment and the prescribed fines.

Furthermore, the constitutional complaint disputes the criminal liability under the Criminal Code, which provides for imprisonment for participants, including minors, and organizers if they repeat the same act that is punishable administratively during an assembly or manifestation.

In 2025, the “Georgian Dream” adopted several restrictive norms on assemblies and manifestations. Among them, amendments passed on October 16 stipulate that:

  • The first instance of covering one’s face with a mask, possession of tear gas or other harmful substances, blocking a road, or temporarily erecting a structure by a participant in an assembly or manifestation will result in administrative imprisonment of up to 15 days. If the offender is an organizer, administrative imprisonment can last up to 20 days.
  • Participation in an assembly or manifestation that is ordered to be dispersed by the Ministry of Internal Affairs will result, even at first instance, in administrative imprisonment of up to 60 days. Similarly, administrative imprisonment of up to 60 days applies to anyone carrying weapons, pyrotechnics, or any object capable of harming others’ life or health. Repetition of such prohibited acts leads to criminal liability for up to 1 year, and the third and any subsequent violation can result in up to 2 years of criminal liability.
  • A new article was added to the Criminal Code establishing criminal liability for anyone who insults or disobeys a law enforcement officer for the third time. Such a person may face imprisonment of up to 1 year, and in the case of recidivism, up to 2 years. No other forms of punishment will be applied.
  • In addition, Article 347 of the Criminal Code was revised. Any repetition of an act previously punished administratively will now be punishable under criminal law, with imprisonment of up to 1 year.

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

ახალ წელს ადამიანებს ბევრი  დადებითი ემოციის მიღება გვინდა: ზრუნვის, ოჯახური სიმყუდროვის თუ იმედის. სამეგრელოში, მშობლებთან ჩასული გიორგი ჯალაღონიასთვის 2025 წლის ბოლო დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თიბისის წინასაახალწლო ფულადი გზავნილების კამპანიის გამარჯვებული სწორედ ის გახდა და სუპერ პრიზი 15 000 ლარი მიიღო.

„აზარტული ადამიანი არ ვარ. არც არაფრის მოგების მჯეროდა ცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობდი- თუ თანხა გინდა, საკუთარი შრომით უნდა გამოიმუშაო.  საზღვარგარეთ ვმუშაობ და გზავნილების განაღდება  ხშირად მიწევს, თანხის მოგების მოლოდინი არც მქონია. წარმოიდგინეთ, ჩემი ემოცია, როდესაც ახალ წელს სამეგრელოში მშობლებთან ჩასულს თიბისი ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გათამაშების გამარჯვებული ვიყავი და ნახევარ საათში, ერთგულ ყულაბაში 15 000 ლარი დამერიცხებოდა. ბედნიერებისგან გავოგნდი. საოცარი ახალი წელი მქონდა“, – გვიზიარებს ემოციებს გიორგი ჯალაღონია.

17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით გზავნილების წინასაახალწლო კამპანიაში ჩართვა ყველას შეეძლო, ვინც მინიმუმ 100 ერთეულ ლარს/აშშ დოლარს, ფუნტს ან ევროს გაანაღდებდა.  ყოველდღიურად 1000 ლარი თამაშდებოდა და იმ მომხმარებელს გადაეცემოდა, ვისი გზავნილიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში განაღდებულ გზავნილებს შორის დღის განმავლობაში მე-1000 აღმოჩნდებოდა. სუპერ პრიზი 15 000 ლარი კი, ყველაზე აქტიურ მომხმარებელს ერგო, ვინც რაოდენობრივად ყველაზე მეტი გზავნილი გაანაღდა.

გიორგი ორმაგად იღბლიანი აღმოჩნდა. სანამ  საახალწლო კამპანიის გამარჯვებული გახდებოდა, იქამდეც  გაუღიმა ბედმა და კამპანიის პირველ დღეს 1000 ლარი მოიგო.

“ინტერესის გამო დღის ბოლოს მარათონის დავალებებს ვასრულებდი. მშობლებს დისტანციურად პროდუქტებს თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს აპლიკაციით ვუწერ და შესაბამისად, ერთგულ ბარათს აქტიურად ვიყენებ. ქეშბექებიც ხშირად მიგროვდება ხოლმე. როცა დღის ბოლოს მობაილბანკში შევედი და ყულაბაში 1000 ლარი დამხვდა დავიბენი, ვერ მივხვდი რომელმა ობიექტმა დამიბრუნა  ამ რაოდენობის  თანხა.  დიდი სიხარული იყო იმის გააზრება, რომ რაღაცაში გავიმარჯვე”,- იხსენებს გიორგი.

თიბისისთვის მსგავსი კამპანიები მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. გზავნილების კამპანია  ზაფხულშიც მიმდინარეობდა და აქტიური მომხმარებლები ყოველდღიურად იგებდნენ ფულად პრიზებს. სამი ყველაზე აქტიური იღბლიანი კი, სამოგზაურო ტურით დასაჩუქრდა. შემდეგი ტალღა მომავალშიც იგეგმება. ამიტომ მთავარია, გჯეროდეს და თვალი ადევნო სიახლეებს. იქნებ, მომდევნო გამარჯვებული შენ  ხარ?

გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს, 20 იანვარს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი წარადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილი საჯარო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

ის იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას; საქართველოს პარლამენტში მუშაობდა ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსად, ასევე შსს-ს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსად.

თამარ მემანიშვილის დანიშვნამდე ცენტრს ნინო წერეთელი ხელმძღვანელობდა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

მანამდე კი, ე.წ. რეორგანიზაციის საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 40-მდე თანამშრომელი გაუშვეს. ისინი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ასახელებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას ცენტრში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და მიიჩნეოდნენ კვალიფიციურ თანამშრომლებად.

_____________

მსგავს თემაზე:

რეორგანიზაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში – „ვინც აქციაზე დადის, ყველა გაუშვეს“

“She Has No Expectations” – Mzia Amaglobeli’s Brother Comments After Meeting Her in Prison

“Mzia thanks everyone. She has no expectations and has no information whatsoever regarding a possible pardon… No one from the prison administration has visited her today or yesterday either.

Due to the weather, she has not been able to watch television channels. Yesterday, only Formula was available until 7 p.m. Mzia is feeling well and remains strong and determined. She said, “I’ll see you all in a year,”Malkhaz Amaglobeli, brother of Georgia’s unlawfully imprisoned journalist Mzia Amaglobeli, told journalists.

On January 20, Mzia Amaglobeli was visited by her brother, Malkhaz Amaglobeli, at the Rustavi penitentiary facility. He spent last night outside Rustavi Prison. Family members of prisoners, relatives, supporters, and journalists waited throughout the night near penitentiary facilities for the appearance of those who had been pardoned.

As of now, it remains unknown whom the Georgian Dream-appointed President Mikheil Kavelashvili has pardoned.

On January 19, Mikheil Kavelashvili pardoned 159 convicted prisoners in connection with the Epiphany holiday.

Mzia Amaglobeli is the founder and co-director of the media outlets Batumelebi and Netgazeti. She has been unlawfully imprisoned for more than a year. On December 16, 2025, while still in detention, the journalist and media manager Mzia Amaglobeli was awarded the European Union’s highest human rights honor, the Sakharov Prize, at the European Parliament in Strasbourg.

Kutaisi Court Jails Four Miners as Defendants Denounce Case as Politically Motivated

The Kutaisi City Court has sentenced four miners to prison.

Merab Saralidze and Giorgi Neparidze were each sentenced to 6 years and 3 months in prison, while Tengiz Gvelesiani and Archil Chumburidze received sentences of 4 years and 3 months.

The verdict was announced by Judge Tamar Mazanashvili.

The prosecution charged the miners – Giorgi Neparidze, Merab Saralidze, Tengiz Gvelesiani, and Achiko Chumburidze – under Article 118, Part 2 of the Criminal Code (intentional infliction of less serious bodily injury).

The incident took place on April 28, 2025. According to the prosecution, the four miners allegedly attacked the director of the Shukruti mine, Tengiz Koberidze, and physically assaulted him. The miners deny the charges and say their prosecution is politically motivated.

The arrests followed an extended period of protests, including a hunger strike and mass demonstrations by miners in the city of Chiatura.

All four detained miners were prominent figures in the protest movement. They had called on other miners not to sign what they described as ‘an exploitative contract’ offered to miners by the company Georgian Manganese.

The court hearings of the four miners, who were detained under criminal law, were held at the Kutaisi City Court over a period of nine months.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 იანვრის 21 საათიდან 21 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით და დილით ნალექი, მთაში თოვა,  მაღალ მთაში მოსალოდნელია ნისლი და  ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
    ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში, 22 იანვარს გამოიდარებს, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში შაბათ-კვირას ნალექია მოსალოდნელი.

„არავითარი მოლოდინი არ აქვს“ – მზია ამაღლობელის ძმის კომენტარი დასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ

„მადლობას გეუბნებათ ყველას მზია. არავითარი მოლოდინი არ აქვს, შეწყალებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია მას არ გააჩნია… არც ხელმძღვანელობიდან მისულა ვინმე დღეს, ან გუშინ.

ამინდის გამო სატელევიზიო არხებს ვერ უყურებს. გუშინ 7 საათამდე გადიოდა მხოლოდ „ფორმულა“. მზია თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის,“ – უთხრა ჟურნალისტებს მზია ამაღლობელის ძმამ, მალხაზ ამაღლობელმა.

დღეს, 20 იანვარს რუსთავის დაწესებულებაში მზია ამაღლობელს თავისი ძმა, მალხაზ ამაღლობელი შეხვდა. მან წუხელ რუსთავის ციხესთან გაატარა. პატიმრის ოჯახის წევრები, ახლობლები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები მთელი ღამე ელოდნენ პენიტენციურ დაწესებულებებთან შეწყალებულების გამოჩენას.

ამ დრომდე უცნობია, ვინ შეიწყალა „ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. გუშინ, 19 იანვარს, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

 

„ანგარიშები დამიყადაღეს, საზღვარზე გავიგე, რომ დაჯარიმებული ვყოფილვარ“ – დავით ჯინჭარაძე

პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, სამოქალაქო აქტივისტს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან დღეს, 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“.

„ბათუმელებთან“ საუბარში დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ დაჯარიმების შესახებ ოქმი არ ჩაჰბარებია და მხოლოდ საზღვრის კვეთის დროს გაიგო, რომ დაჯარიმებულია.

„ლონდონში ვიმყოფები ამჟამად, 12 იანვარს გადავკვეთე საზღვარი და მაშინ გავიგე, რომ თურმე დაჯარიმებული ვარ.

ინფორმაცია გადავამოწმე protocol.ge-ზეც, police.ge-ზეც და ჩემი ჯარიმის ოქმი არ იძებნება არსად. არც საქართველოში ყოფნის დროს ჩაუბარებიათ დაჯარიმების ოქმი.

როგორც მესაზღვრემ მითხრა, მაქვს 5 სექტემბრის ჯარიმა. თბილისში, მელიქიშვილზე იყო საპროტესტო აქცია, სადაც მეგაფონით ვიყავი.

ჩემს მეგობარსაც გადავამოწმებინე და ვერავინ ვერ იპოვა ეს საჯარიმო ოქმი. არც ჩემი მშობლების სახლში მიუტანიათ ჯარიმა.

მხოლოდ ამ დილით მეილზე მივიღე შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყადაღა დამედო. TBC-ზეც მაქვს ანგარიში და იქაც განულებულს მაჩვენებს“ – ამბობს დავით ჯინჭარაძე.

დაყადაღების შესახებ ინფორმაცია დავით ჯინჭარაძემ დღეს მიიღო.

მისი თქმით, არც იმაზე აქვს ინფორმაცია, რამდენი ლარით არის დაჯარიმებული.

„არ ვიცი 5000-ლარიანი ჯარიმაა თუ არა. არც ის ვიცი, რისთვის ვარ კონკრეტულად დაჯარიმებული, ქუჩის გადაკეტვისთვის თუ, ვთქვათ, საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანები საზღვრის კვეთისას იგებენ, რომ დაჯარიმებული არიან. საზღვარზე ჯარიმის დახვედრა უკვე „ტრადიციად“ აქციეს, პოლიტიკოსებსაც და აქტივისტებსაც აყოვნებენ ამის გამო“ – გვითხრა დავით ჯინჭარაძემ.

მისი თქმით, თუ ვერ გაარკვია რისთვის დააჯარიმეს, ვერც გაასაჩივრებს.

„რომ ჩაებარებინათ ეს ჯარიმა, შემეძლებოდა გასაჩივრება და გადადება ამ ყველაფრის.

წესით, 30 დღის შემდეგ ითვლება ჯარიმა გამოქვეყნებულად და ჩაბარებულადაც, როცა გამოაქვეყნებენ. ამიტომ, თუ 12 იანვარს არ იყო ჯარიმა დადებული ონლაინ, ჩაბარებულადაც ვერ ჩაითვლება“ – ამბობს დავით ჯინჭარაძე.

მისი თქმით, ის დაუკავშირდება იურისტებს საქართველოში და ასე შეეცდება ჯარიმის დეტალების დაზუსტებას და გასაჩივრებას.

კიევში 5 ათასზე მეტი მრავალსართულიანი სახლი გათბობის გარეშეა რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინაში, კიევში, 5 635 მრავალსართულიანი შენობა დარჩა გათბობის გარეშე 20 იანვრის ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ წერს კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით.

ამავე დროს, კიევის მარცხენა სანაპირო წყლის გარეშე დარჩა.

„დედაქალაქზე ამ თავდასხმის შემდეგ 5 635 მრავალსართულიანი შენობა გათბობის გარეშეა. ამ შენობების თითქმის 80 პროცენტი 9 იანვარს გათბობის გარეშე იყო“ – წერს კლიჩკო.

ბოლო ცნობებით, 20 იანვარს კიევის ოლქში რუსეთის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

„უკრაინსკაია პრავდა“ რეგიონის გუბერნატორის კომენტარს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბუჩას რაიონში 50 წლის მამაკაცი დაიღუპა.

საჰაერო იერიშის შედეგად კიევის ოლქში ასევე დაზიანდა ორი ბენზინგასამართი სადგური.

მედიის ინფორმაციით, 20 იანვრის ღამეს დნეპრში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ბიზნესი, ინფრასტრუქტურა, სახლები და ავტომობილები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 228 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 579 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 928 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 36 393 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 618 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 279 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 111 140 ერთეული [+925]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 163 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 75 067 ერთეული [+191]
  • სპეცტექნიკა – 4 048 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 110 154 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 224 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 644 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 701 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 351 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კიევში 5 ათასზე მეტი მრავალსართულიანი სახლი გათბობის გარეშეა რუსეთის თავდასხმის შედეგად

„რუსეთს სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება“ – ზელენსკი

უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი 31%-ით გაიზარდა – გაერო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“ – ინტერვიუ

„გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“, – ამბობს განათლების სპეციალისტი, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი ნიკო სილაგაძე.

მისი თქმით, ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში სამინისტრომ უკვე დააკომპლექტა ავტორ-შემმოწმებელთა ჯგუფები ახალ სახელმძღვანელოებზე სამუშაოდ, „სამოქალაქო განათლების“ მიმართულებით კი ასეთი ჯგუფის შექმნაზე არაფერი სმენია.

რას უპირებს „სამოქალაქო განათლების“ საგანს „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ესაუბრა ნიკო სილაგაძეს „ბათუმელები“.

  • ბატონო ნიკო, მოდით ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რის გამოც გაგიჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი იმაზე, რომ შესაძლოა განათლების სამინისტრო აპირებდეს ამოიღოს „სამოქალაქო განათლება“ საათობრივი ბადიდან?

უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით არ გვინახავს ეროვნული სასწავლო გეგმის ის ვერსია, რომელიც შესაბამისობაში იქნება გივი მიქანაძის მიერ 2 დეკემბერს წარმოდგენილ ზოგადი განათლების კონცეფციასთან. კონცეფცია ისე წარმოადგინეს, მისი შესაბამისი სასწავლო გეგმა არ წარმოუდგენიათ – არც ის უთქვამთ, როდის წარმოგვიდგრნენ.

სწორედ ამიტომ გვიწევს საუბრები ამა თუ იმ საგნის მომავალთან დაკავშირებით ვარაუდის რეჟიმში. „სამოქალაქო განათლების“, იგივე „მოქალაქეობის“ შემთხვევაში ცუდ მოლოდინებს აჩენს რამდენიმე გარემოება:

განათლების რეფორმის პრეზენტაციაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ აძლიერებენ „ფუნდამენტურ საგნებს“ , ანუ „პირველხარისხოვან/„ფუნდამენტურ“ საგნებს მკაფიოდ მიჯნავენ „მეორეხარისხოვნებისგან“. ეს „მეორეხარისხოვან“ საგნებს კარგს არაფერს უქადის.

მინისტრის პრეზენტაციიდან გამოჩნდა, რომ სამინისტროში „ფუნდამენტურ საგნებად“ ქართულს, გეოგრაფიას, ისტორიას, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებს მიიჩნევენ. აქედან აშკარავდება, რომ „მოქალაქეობა“, „მუსიკა“ და „ხელოვნება“ მათთვის „მეორეხარისხოვანია“.

შემცირდა სასწავლო წლის ხანგრძლივობა: მე-12 კლასი „არჩევითად“ გამოაცხადეს, მე-11 კლასს კი რეპეტიტორიუმის სტატუსი მიანიჭეს.

ასეთ ვითარებაში ალბათ რიგი საგნების დაკნინება-გაქრობა დასჭირდეთ იმისთვის, რომ „ფუნდამენტური საგნების“ პროგრამა 7-10 კლასებზე ისე გადაანაწილონ, რომ საათობრივი ბადე ძალიან არ გადაიტვირთოს.

ბევრი იწერება „ღირებულებით განათლებაზე“, რომელიც სკოლებში სასულიერო პირებისა და პოლიციელების ხელით ხორციელდება, თუ უნდა განხორციელდეს – შესაძლოა ამ პროექტებს სამოქალაქო განათლების ალტერნატივადაც ხედავდნენ; შესაძლოა მისი კლუბურ-აუდიტორულ ფორმატში გადატანას აპირებენ.

ასევე დაანონსებული იყო ახალი სახელმძღვანელოების დაწერა სამინისტროს ბაზაზე. კერძოდ საუბრებიდან გავიგეთ, რომ უკვე დააკომპლექტეს ავტორების და შემსწორებლების ჯგუფები ყველა საგანში, რომლებმაც ამ დისციპლინებში ახალი წიგნები უნდა დაწერონ –  მხოლოდ სამოქალაქო განათლებისთვის არ შეუქმნიათ მსგავსი ჯგუფი.

  • ამან გაგიჩინათ ეჭვი, რომ შესაძლოა ამოიღონ საგანი „მოქალაქეობა“ საათობრივი ბადიდან?

დიახ. ბევრი ბუნდოვანებაა ამ საგანთან მიმართებით, თითქოს არ აპირებენ ახალი სახელმძღვანელოს დაწერას, ასეთი პირი უჩანს.

  • არის საჯარო იმ პირების ვინაობა, რომლებიც ახალ სახელმძღვანელოებზე იმუშავებენ?

არა, ეს არ გამოუქვეყნებიათ საჯაროდ. განათლების სამინისტრო დიდი ხანია აღარ აკეთებს საჯარო განცხადებებს და არც საქმის არსში ახედებს ვინმეს.

ვიცით მხოლოდ ის, რომ წინა წლების მსგავსად სამინისტროში თითოეული საგნობრივი მიმართულებით 3-4 საგნობრივი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს. ალბათ ისინი მოიაზრებიან ავტორ-შემსწორებლებად იმ პირებთან ერთად, რომლებიც ადრე გამომცემლობებთან თანამშრომლობდნენ ავტორის სტატუსით – დღეს კი აპირებენ სამინისტროს ბაზაზე განაგრძონ იმავე ტიპის საქმიანობა.

  • სკოლებში ამ საგანს ძალიან ბევრი მასწავლებელი ასწავლის. გარკვეული ნაწილი მხოლოდ ამ საგნის მასწავლებელია, ამიტომ, თუ „მოქალაქეობას“ გააუქმებს სამინისტრო, ეს მასწავლებლები ხომ დაკარგავენ საათებს და ბევრი სამსახურსაც. რა ისმის ამ პედაგოგებისგან, თუ გაქვთ ინფორმაცია?

არა მგონია პედაგოგებამდე ბევრი ინფორმაცია მიდიოდეს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ, პროფესიულ საზოგადოებასთან ნაკლებად განიხილავენ.

თუკი ჩვენი შიშები და ვარაუდი გამართლდა, ეს ნამდვილად გამოიწვევს მასწავლებლების უკმაყოფილებას, მაგრამ არა მგონია სამინისტროს ახლანდელ ადმინისტრაციას ეს დიდად აშინებდეს.

ბოლო ხანებში ისეთი კანონები შემოიღეს, ადვილად შეძლებენ კარისკენ მითითებას, თუ რომელიმე მასწავლებელი ამაზე გამოხატავს ღიად უკმაყოფილებას – რესურსცენტრების სახით სკოლებზე „პოლიციური ზედამხედველობა“ გაძლიერებული აქვთ; ახლად დამტკიცებული სქემა კი მასწავლებლების კონტროლის კარგ ბერკეტებს აძლევთ.

მასწავლებლებს პროფკავშირის იმედიც ვერ ექნებათ, ვინაიდან ეს ორგანიზაცია ღიად არის გარიგებული სამინისტროსთან.

არასამთავრობო ორგანიზაციებს კი, რომლებიც განათლების საკითხებზე და მასწავლებლების უფლებების დაცვაზე მუშაობდნენ დღეს სამოქმედო ასპარეზი შეზღუდული აქვთ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ალბათ სამინისტროში ფიქრობენ, რომ სერიოზული პროტესტი არ ემუქრებათ.

  • „სამოქალაქო განათლება“ მოქალაქედ ზრდის ბავშვს. ასწავლის რას ნიშნავს სახელმწიფო, დემოკრატიული ღირებულებები, როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება, საუბრობს კორუფციასა და საერთაშორისო სამართალზეც. ფიქრობთ, რომ ამ საგნის გაუქმებით, „ოცნება“ აპირებს დემოკრატიული ღირებულებები გააქროს სასწავლო პროცესებიდან?

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის მათი მოტივი. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ძალიან ცუდი იქნება, ვინაიდან სასწავლო გეგმა უმნიშვნელოვანეს კომპონენტს დაკარგავს.

აქამდე ასე ვამბობდით – თუკი ისტორია ბავშვს ქვეყნის სიყვარულს ასწავლის, „მოქალაქეობა“ მას ქვეყანაზე ზრუნვას აჩვევს. სწორედ ქვეყანაზე ზრუნვის კონტექსტში სწავლობდნენ მოსწავლეები ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო სტრუქტურები და მათი ფუნქციონირება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და მასში მონაწილეობის ფორმები და სხვა.

ამ საგნის სწავლება როგორც მოქმედი, ისე 10 + 2 ფორმატში რევიზირებულ სტანდარტში მე-7 კლასში იწყებოდა და უწყვეტად გრძელდებოდა მე-12 კლასამდე. გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი ზოგადი განათლების კონცეფციის ფორმატში ამის საშუალება ალბათ აღარ იქნება – ამ კონცეფციის მიხედვით მე-12 კლასი არჩევითია, მე-11 კლასი კი რეპეტიტორიუმად არის გამოცხადებული, რაც ამ ორ კლასს (და მასთან ერთად სამოქალაქო განათლების საგანსაც) ავტომატურად აშორებს ზოგად განათლებას. ის კი არა და უკვე საბაზო საფეხურზე მის სტატუსთან დაკავშირებითაც გაგვიჩინეს შიშები.

  • ფიქრობთ, რომ სამღვდელოებას გადააბარებენ „მოქალაქეობის“ საკითხებს, რახან თქვეს, რომ „ღირებულებებზე“ ისინი იზრუნებენ სკოლებში?

არ ვიცი. მე რასაც ვხედავთ არის ის, რომ არაფორმალური განათლების კონტექსტში ცდილობენ სასულიერო პირებისა და პოლიციელების გააქტიურებს, თუმცა, ყველაფერია მოსალოდნელი – რაღაც ეტაპზე შეიძლება თქვან, რომ რადგან „ღირებულებებზე“ მღვდლები იზრუნებენ, აღარ გვინდა ეს სამოქალაქო განათლება.

  • აქამდე, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იდგა დემოკრატიულ ღირებულებებზე, იმაზე, რაზეც დაფუძნებულია ზოგადად ადამიანის უფლებები. რამდენად რეალურია, რომ სკოლებში შემოყვანილი სასულიერო პირები სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჩაანაცვლებენ?  

გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების კონცეფციის პრეზენტაციისას არაერთხელ ახსენა ეროვნული მიზნები – ყოველ მეხუთე სიტყვაზე აცხადებდა, რომ ლიბერალიზმისგან უნდა იხსნას, მაგრამ ამ ლიბერალიზმებში რას გულისხმობენ ამას ამ დრომდე დიდად ვერ აკონკრეტებენ.

სანამ კონცეფციას ასე რიხით წარადგენდნენ, ლოგიკური იქნებოდა გვენახა ეროვნული სასწავლო გეგმა:

რას და როგორ ასწავლიან XI-XII კლასებში (არჩევითში და რეპეტიტორიუმში), როგორი იქნება საშუალო საფეხურის მოწყობა, რა შინაარსი ექნება სახელმძღვანელოებს, რომლის დაწერაზეც ასე დიდის ამბით იღებენ პასუხისმგებლობას.

ასეთ საკითხებზე საერთოდ არაფერი თქმულა. არ გვეუბნებიან, რომ აქვთ განახლებული სასწავლო გეგმა და ამის მიხედვით მოქმედებენ. არც რაიმეს ჩვენებას გვპირდებიან. ეს კი რეფორმას ფრიად არასერიოზულ, რომ არ ვთქვათ გროტესკულ სახეს აძლევს.

ითქვა მხოლოდ, რომ აკეთებენ „ანტილიბერალურ და ეროვნულ სტანდარტს“, მაგრამ ეს ლოზუნგის ტიპის განაცხადია, ვინაიდან არავის უთქვამს:

რა საგნებს ვასწავლით ამ კონცეფციის ფარგლებში, ამ საგნებში რა ღირებულებებს ვავითარებთ, რა დიზაინი აქვს კურიკულუმს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი მიდგომების განსხვავებები არავის უჩვენებია წინა „ლიბერალურ“ კურიკულუმთან, რომელიც სინამდვილეში არც ლიბერალური იყო და არც რომელიმე სხვა იდეური მიმართულებით იყო გადახრილი.

  • ის ხომ თქვეს, რომ სამ წელიწადში უნდა დაიწეროს ახალი სახელმძღვანელოები. თუ არ არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, რის მიხედვით წერენ სახელმძღვანელოებს?

ეს არის სწორედ გასაკვირი და უცნაური. წესით ჯერ უნდა არსებობდეს ეროვნული სასწავლო გეგმა, იგივე ზოგადი განათლების კონცეფცია. ლოგიკა ასეთია – ჯერ ამუშავებ ეროვნულ სასწავლო გეგმას და მერე წერ სახელმძღვანელოებს. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა. სასწავლო გეგმაზე არაფერს ამბობენ, სამაგიეროდ ინფორმაციები მოგვდის, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

  • ითქვა, რომ „მოქალაქეობის“ გარდა აპირებენ მუსიკის და ხელოვნების საგნების გაუქმებასაც?

დიახ, ამაზეც იყო კერძო საუბრები, რომ თითქოს ამ საგნებს საერთოდ არ სჭირდება სახელმძღვანელო. ეს ალბათ გვაფიქრებინებს, რომ საათობრივი ბადიდან ამ საგნების გაქრობის საფრთხეც არსებობს.

დისკუსიის მუხტი ძალიან  შესუსტებულია. ვერცერთი განათლების სპეციალისტი ვერ ვნახე, რომელიც იტყვის, რომ რაიმე ფორმით ჩართულია რეფორმის შემუშავების პროცესში.

ვიცით, რომ სარეფორმო საკითხებზე დაქირავებული ექსპერტები იმუშავებენ სამინისტროს ბაზაზე, მაგრამ ეს ექსპერტებიც კი არ არიან მათი მომხრე – ისინი სიჩუმეს ინარჩუნებენ და ცუდზე არ ამბობენ, რომ ცუდია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ რეფორმას კარგს არც ისინი უწოდებენ – არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ ახალი მიდგომები ძველს რაიმეთი სჯობს – უბრალოდ შიშის გამო სამინისტროსთვის სასარგებლო სიჩუმეს ინარჩუნებენ.

თუკი გვინდა ეს სიჩუმე დაირღვეს, უნდა მოვითხოვოთ ხელშესახები დოკუმენტი – სამინისტროს ახალი კონცეფციის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც დავინახავთ, რას ნიშნავს ახალი რეფორმა, კონკრეტული საფეხურების, კონკრეტული საგნების, კონკრეტული შინაარსების კონტექსტში, რაზეც მასწავლებლებს ყოველთვის ბევრი განსხვავებული მოსაზრება აქვთ და ძალიან რეაგირებენ – ხოლმე.

ვფიქრობ, ამიტომ არ აჟღერებენ ხმამაღლა ამ საკითხებს, მაგალითად არ ამბობენ, რომ აუქმებენ „მოქალაქეობას“, რადგან ეს გამოიწვევს კრიტიკას და დაძრავს მუხტს.

„მეგონა, პენსიაზე 400 ლარი დაგვიმატეს. რა ბედნიერი ვიყავი იცით?!“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში ფასებზე

„ვინ თქვა გაიაფდაო? პირიქით, ძვირდება“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს დღეს, 19 იანვარს, საკვები პროდუქტების ფასების დაკლებაზე ვკითხეთ.

„ოცნების“ პროპაგანდისტები ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საკვები პროდუქტი საქართველოში უკვე გაიაფდა.

მოქალაქეებს ასევე დავუსვით შეკითხვა – რას ნიშნავს, როცა პარლამენტარების და დეპუტატების ხელფასი – ათასობით, პენსია კი 20 ლარით იზრდება?

„ვინ თქვა გაიაფდაო, პირიქით, ძვირდება საკვები პროდუქტები“ - გამოკითხვა ბათუმში

გზის რეაბილიტაცია კერძო საკუთრების ხარჯზე? – ბათუმის მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს

ბათუმის შემოსასვლელში გზის რეაბილიტაციისთვის ქალაქის მერიას კერძო საკუთრების გამოყენებაც მოუწევს, რისთვისაც „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხუთ ოჯახთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ასეთ დროს ხდება გამოსყიდვა, ქონების გაცვლა, კომპენსაცია ან უკიდურეს შემთხვევაში – ექსპროპრიაცია, თუ შეთანხმება მერიასა და კერძო მესაკუთრეს შორის არ შედგება.

საუბარია პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციას თბილისის ქუჩის დასაწყისამდე.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული პროექტი მრავალწლიანია და სამუშაოების საერთო ღირებულება [2026-2027 წწ.] შეადგენს 58 მილიონ 712 ათას 832 ლარს. ამ პროექტისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 15 მილიონი ლარია გაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები ბათუმის მერიას არ დაუსრულებია, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი [თუმცა, მხოლოდ I მონაკვეთის] რეაბილიტაციაზე უკვე გამოაცხადა – 29,5 მილიონი ლარით.

I მონაკვეთი, როგორც პროექტშია აღნიშნული, არის თამარ მეფის გამზირი – თამარის დასახლებიდან [კულტურის ცენტრის შენობიდან] მწვანე კონცხამდე [თბილისის ქუჩის დასაწყისამდე]. ეს მონაკვეთი ქვემოთ, რუკაზე, წითელი ხაზითაა მონიშნული:

თამარ მეფის გამზირისა და თბილისის ქუჩის დასაწყისის მიმდებარე მონაკვეთთან დაკავშირებით, პროექტში აღნიშნულია, რომ „მონაკვეთზე გზის ღერძი მოწყობილია ორი მცირე რადიუსის ურთიერთშებრუნებული მრუდით. აღნიშნული კონფიგურაცია იწვევს საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან რისკებს – მძღოლებისთვის რთულად აღქმადი ტრაექტორია განსაკუთრებით წვიმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში ქმნის საავარიო სიტუაციებს“.

თამარ მეფის გამზირისა და თბილისის ქუჩის კვეთა ბათუმში. პროექტში საუბარია თამარის გამზირის ამ ადგილზე გზის მრუდის გასწორებაზე [დაახლოებით წითელი ხაზის მიხედვით]
„სიტუაციის ტექნიკურად და ფუნქციურად გამართვის საუკეთესო გზა არის მრუდების რადიუსების გაზრდა და მონაკვეთის მაქსიმალურად გასწორება. ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მოძრაობის გლუვ და უსაფრთხო ტრაექტორიას, ხელს შეუწყობს ტრანსპორტის შენელების საჭიროების შემცირებას და გააუმჯობესებს საერთო მოძრაობის დინამიკას.

აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელებისთვის აუცილებელია გზის ღერძის გარკვეული გადანაცვლება, რის შედეგადაც განიხილება [კერძო საკუთრებაში არსებულ] მიწის ნაკვეთზე შესვლის საჭიროება. ეს საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული გზის გეომეტრია, რაც შეამცირებს ავარიების რისკს და გააუმჯობესებს სატრანსპორტო მოძრაობის პირობებს“ – აღნიშნულია პროექტში.

ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან მერიას მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.

პროექტში კიდევ ერთი „პრობლემური ადგილია“ მითითებული. ეს არის თამარის დასახლებაში რკინიგზის ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორია [„ბენზეს“ ძველ 12-სართულიანებთან], სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

„გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს ბარაკების ტიპის თვითნებურად გაშენებული დასახლება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გზის ფუნქციური ელემენტების სრულყოფილად მოწყობის შესაძლებლობას. არსებული მიწის ვაკისის სიმცირის გამო, გზის ოთხი სამოძრაო ზოლის მოწყობის შემთხვევაში ფაქტობრივად აღარ რჩება სივრცე ტროტუარებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტებისთვის, რაც წარმოშობს შემდეგ პრობლემებს:

საგზაო უსაფრთხოება: ჭიშკრებიდან და ეზოებიდან ტრანსპორტის შესვლა-გამოსვლა ხდება შეზღუდულ არეზე, რაც ქმნის მაღალი რისკის საავარიო სიტუაციებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო მოძრაობა ინტენსიურია.

ფეხით მოსიარულეთა პირობების დარღვევა: სივრცის არარსებობის გამო შეუძლებელია სტანდარტების შესაბამისი ტროტუარების მოწყობა, რაც საფრთხეს უქმნის ფეხით გადაადგილების უსაფრთხოებას.

საპარკინგე ადგილების დეფიციტი: მონაკვეთი მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ არეში, სადაც ავტოსადგომების მოთხოვნა მაღალია, თუმცა არსებული მდგომარეობა არ იძლევა ამ სივრცეების განსათავსებლად საჭირო ფართობის გამოყოფის შესაძლებლობას.

ქალაქის იერსახის დაზიანება: ბარაკების ტიპის არაორგანიზებული დასახლება არსებითად ამახინჯებს ბათუმის ურბანულ იერსახეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული და ეკონომიკური კუთხით“ – წერია პროექტში.

ბათუმის მერია აქ „ბარაკების ტიპის დასახლების“ დემონტაჟს გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ამ ბარაკების მოპირდაპირედ მდებარე ერთ და ორსართულიანი სახლებიც უნდა დაანგრიონ – აქ, ზღვის პირას, მერიასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, 3 ცათამბჯენი უნდა ააშენონ.

პროექტში აღნიშნულია, რომ ამ „ბარაკების დემონტაჟის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება: ტროტუარების, ველობილიკებისა და სხვა საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობა; პარკინგის ზონების ინტეგრირება გზის მიმდებარედ; ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება; და რაც მთავარია, ქალაქის ესთეტიკური იერსახის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“.

იქვე აღნიშნულია, რომ „ეს ღონისძიებები სრულად პასუხობს როგორც თანამედროვე საგზაო სტანდარტებს, ისე ურბანული გარემოს განვითარების მიზნებს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიას დემონტაჟი გადაწყვეტილი აქვს და აქ მოლაპარაკებები ოთხ ოჯახთან მიმდინარეობს.

ტენდერში, რომელიც გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 2026 წლის 11 თებერვალს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 თებერვალს დასრულდება. სატენდერო თანხა [პირველი მონაკვეთის რეაბილიტაციის] 29 548 035 ლარია.

პირობებში აღნიშნულია, რომ „სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი“.

აქ აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერია პროექტებს დაგეგმილ ვადებში ხშირად ვერ ასრულებს, თუ საკითხი კერძო საკუთრებასაც ეხება. ამ დროს საქმე ექსპროპრიაციამდეც კი მიდის.

ასე მოხდა მაგალითად ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტთან დაკავშირებით – თანხა გამოყოფილი იყო, ტენდერიც დასრულებული, თუმცა კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების პროცესი გაიწელა, სამუშაოები კი ამ დრომდე არ დაწყებულა.

ამ თემაზე ვრცლად:

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

მთავარი ფოტო: ბათუმი, მწვანე კონცხი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ოქროსა და ვერცხლის ფასი რეკორდულად გაიზარდა ტრამპის განცხადების შემდეგ

გლობალურ ბაზარზე ოქროსა და ვერცხლის ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ევროპული ქვეყნის მიმართ, გრენლანდიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, 10%-იანი ტარიფები დააანონსა.

„ბიბისის“ ცნობით, 19 იანვარს, დილით, ერთი უნცია ოქროს ფასმა 4 689,39 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო უნცია ვერცხლის ფასმა – 94,08 აშშ დოლარს.

მედია წერს, რომ ძვირფასი ლითონები გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციის დროს უსაფრთხო აქტივებად ითვლება და ოქროსა და ვერცხლის ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ გასულ წელს ოქროს ფასი 60%-ზე მეტით გაიზარდა.

17 იანვარს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან გერმანია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი და შვედეთი შეერთებულ შტატებში გაგზავნილ საქონელზე 10%-იან ტარიფს დაექვემდებარებიან. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები 1-ელ ივნისს 25 პროცენტამდე გაიზრდება.

 

გზის რა მონაკვეთებზეა შეზღუდვები თოვის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. დეპარტამენტის განმარტებით, ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზეც.

„მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე,“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ დღეს, 19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ასევე შემდეგ მიმართულებებზე:

  • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე
  • კორშა-შატილის მონაკვეთზე
  • უშგული-ლასდილის მონაკვეთზე

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:

  • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე
  • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის კოდა-სოფ. ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე
  •  ნაქერალას უღელტეხილზე
  •  საჩხერე-რაჭის გზაზე
  • ფარცხისი-თეთრიწყაროს გზაზე
  • მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზაზე
  • ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე
  • ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

 

ზურაბ ცეცხლაძე ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე პატიმრობაში მყოფ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობაზე წერს.

ფეისბუქზე 18 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბ ცეცხლაძე წერს, რომ ანასტასია პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა რამდენიმე დღის წინ. მისი თქმით, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რამდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო.

ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება მისი პატიმრობა.

ამ უკომპრომისო, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ და თავგანწირულ გოგოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა, მინიმუმ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორთოპედიული მატრასი და ბალიში მაინც შევაძენინოთ მისთვის.

თუ ანასტასია ზინოვკინას რაიმე დაემართება ციხეში, ამ ცოდვას და სირცხვილს საქართველო და ქართული საზოგადოება საუკუნეები ვერ ჩამოირეცხავს.

მოგიწოდებთ პროტესტში ჩართულ აქტიურ საზოგადოებას, დავაორგანიზოთ აქცია სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან და სასწრაფოდ რაღაცით ვუშველოთ ამ მებრძოლ, დაუჩოქებელ და თავდადებულ გოგოს“ -წერს ზურაბ ცეცხლაძე.

ანასტასია ზინოვკინა რუსეთის მოქალაქეა. ის, არტემ გრიბულთან ერთად, 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.

ანასტასია ზინოვკინა პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა და ხშირად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში რუსეთშიც. ამის გამო ის სამშობლოშიც არაერთხელ დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით.

ანასტასია ზინოვკინა ამბობდა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა ის სექსუალურად შეავიწროვეს და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც.

ზინოვკინას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ არტემ გრიბულსა და ანტონ ჩეჩინს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 8,5- წლიანი პატიმრობა გასულ წელს მიუსაჯა.

ანასტასია ზინოვკინას მძიმე მდგომარეობას სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს. 2025 წლის წლის ნოემბერში პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს“.

სინდისის პატიმარი ანასტასია ზინოვკინა, რომელიც რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია, ციხიდან გამოგზავნილ წერილში საკანში არსებულ ანტისანიტარიასა და რთული პირობების შესახებ რამდენიმე თვეა საუბრობს. მან მიმართა სახალხო დამცველსაც. თუმცა ომბუდსმენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, „მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 227 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 573 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 922 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 36 333 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 617 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 278 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 110 215 ერთეული [+765]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 163 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 74 876 ერთეული [+170]
  • სპეცტექნიკა – 4 045 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 109 900 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 207 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 643 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 681 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 258 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთს სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება“ – ზელენსკი

უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი 31%-ით გაიზარდა – გაერო

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

აშშ-ში, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, დღეს, 18 იანვარს,  ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

“სახელმწიფო დეპარტამენტის წინ შევიკრიბეთ საქართველოს წარმომადგენლები, ქართველები, ვაპროტესტებთ რეჟიმს და მოვითხოვთ სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას.

შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმრის მიმართ”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია სირაბიძემ.

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

აჭარის პროკურორის ხელფასი გაიზარდა და 9 000 ლარი გახდა

აჭარის პროკურორის, გიორგი ცხოვრებაძის ხელფასი გაიზარდა და იანვრიდან 8 190 ლარის ნაცვლად 9 000 ლარი იქნება.

„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებას გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ხელი 2026 წლის 15 იანვარს მოაწერა.

ამ ბრძანების მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან აჭარის პროკურატურის თანამშრომელთა ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი – 9 000 ლარი [იყო 8 190 ლარი]

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე – 7 400 ლარი [იყო 6 730 ლარი]

სამმართველოს უფროსი – 6 330 ლარი [იყო 5 760 ლარი]

სამმართველოს უფროსის მოადგილე – 5 800 ლარი [იყო 5 280 ლარი]

უფროსი პროკურორი – 4 750 ლარი

პროკურორი – 4 640 ლარი [იყო 4 320 ლარი]

უფროსი გამომძიებელი – 4 710 ლარი [იყო 4 290 ლარი]

მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი – საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 720 ლარი [იყო 2 482 ლარი]

მრჩეველი – საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 720 ლარი [იყო 2 482 ლარი]

საქმისწარმოების განყოფილების უფროსი – საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 080 ლარი [იყო 1 898 ლარი]

მრჩეველი – საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1 920 ლარი [იყო 1 752 ლარი]

მრჩეველი – საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 240 ლარი [იყო 2 044 ლარი]

სტაჟიორი – 1 390 ლარი [იყო 1 270 ლარი]

გიორგი ცხოვრებაძე აჭარის პროკურორად 2025 წლის ივლისში დანიშნეს.

თავად საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 960 ლარით გაიზარდა და იანვრიდან 10 610 ლარი იქნება. გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის ხელფასი ამ დრომდე 9 650 ლარი იყო. ხელფასები გაეზარდათ პროკურატურის სხვა თანამშრომლებსაც.

პროკურატურაში ხელფასთან [ანუ თანამდებობრივ სარგოსთან] ერთად ყოველთვიურად „წელთა ნამსახურობის დანამატს“ და ასევე სპეციალური წოდებისთვის დადგენილ სარგოსაც მიიღებენ.

ამ თემაზე ვრცლად:

გენპროკურორს ხელფასი მოემატა და 10 610 ლარი გახდა

 

 

ხიმშიაშვილის ქუჩაზე კანალიზაცია დაზიანდა – მეორე დღეა მოსახლეობა ქუჩის გაწმენდას ითხოვს

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში საკანალიზაციო სისტემაა დაზიანებული.

საკანალიზაციო ქსელიდან ამოსული მასა მანქანის სავალ გზაზეა გადასული.

ფაქტის ამსახველი ფოტოები “ბათუმელებს” მოაწოდეს. როგორც მოქალაქებმა გვითხრეს, შეტყობინება საკანალიზაციო სისტემის დაზიანების შესახებ “ბათუმის წყალში” 17 იანვარს, დაახლოებით საღამოს 10 საათისათვის გააკეთეს, თუმცა ქუჩის გასაწმენდად ამ დრომდე [18 იანვარი, 17:00 საათი] არავინ მისულა.

“ბათუმელებმა” ინფორმაცია გაადაამოწმა “ბათუმის წყალში”.

როგორც ცხელ ხაზზე გვითხრეს, დაზიანების შესახებ ინფორმაცია აქვთ და ჯგუფი გავა.

“სელიმ ხიმშიაშვილის 22-იდან გვაქვს შეტყობინება. გვაქვს ჩანიშნული და გავლენ. ეტაპობრივად ყველა მისამართზე გავლენ. ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს როდის გავლენ, მაგრამ დღეს ღამის 12-მდე გავლენ,” – უთხრეს “ბათუმელებს” “ბათუმის წყალში”.

განახლება:

მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამოცემას დაუკავშირდნენ “ბათუმის წყლიდან” და გვითხრეს, რომ არსებული მონაკვეთი უკვე გაწმენდილია.

“როცა თქვენ დაგვირეკეთ, თურმე მაგ დროს იწმინდებოდა ეგ მონაკვეთი [იგულისხმება სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა 22]. ამჯამად ტერიტორია გაწმენდილია. მალე მივა სპეც ტექნიკა და გადარეცხავს ქუჩა”, – გვითხრეს “ბათუმის წყალში”.

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით დაზიანებული კანალიზაციის შესახებ ინფორმაცია მათთან მხოლოდ დღეს, 18 იანვარს შევიდა, დაახლოებით 16:00 საათისათვის და გუშინ, 17 იანვარს მათთვის არავის მიუმართავს.

რატომ არ მუშაობს ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდა

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით 2021 წელს დასრულდა, მუშაობას მინიმუმ 2027 წლამდე ვერ დაიწყებს.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ცეცხლაურში უნდა ააშენონ მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი [გამწმენდი ნაგებობა – MBT]; ასევე არ დაწყებულა მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობა ბათუმში; ხოლო ცეცხლაურის ნაგავსაყარის გახსნამდე ვერ დაიხურება ადლიასთან არსებული ნაგავსაყარი.

ეს სამუშაოები რომ უნდა დაწყებულიყო, ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2025 წლის მაისშიც მოგვწერეს [ახალი ნაგავსაყარის პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს].

ცეცხლაურის ნაგავსაყარი ქობულეთის შემოვლითი გზიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენები აქ უნდა გადამუშავდეს და განთავსდეს.

ნაგავსაყარის საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვით ამჯერად აჭარის მთავრობის პრესსამსახურს მიმართა, თუმცა, ჩვენს კითხვებს პასუხები კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასცა.

ბათუმელების კითხვები და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხები:

ბათუმელები: “რა ეტაპზეა მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობის პროექტი? [სადგურის მშენებლობა დაგეგმილი იყო ბათუმის სამრეწველო ზონაში]

სამინისტრო: ამ ეტაპზე საკონსულტაციო კომპანია მუშაობს და წარმოადგენს გადამტვირთი სადგურის დეტალური დიზაინის საბოლოო ვერსიას, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი.

ბათუმელები: როდის გამოცხადდება მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი?

სამინისტრო: უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი და 2026 წლის 10 თებერვალს დასრულდება პრეტენდენტების მიერ ტექნიკური წინადადებების წარმოდგენა. გეგმის მიხედვით 2026 წლის სექტემბრისთვის მშენებელი კომპანია გამოვლენილი იქნება.

ბათუმელები: რა ეტაპზეა აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სპეც.ტექნიკური საშუალებებისა და ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების შეძენის საკითხი.

სამინისტრო: აღნიშნული საშუალებები გადამტვირთ სადგურს უკავშირდება, ამდენად მათ შესაძენად ტენდერი, გადამტვირთი სადგურის პროექტის განხორციელების პარალელურად გამოცხადდება.

ბათუმელები: როდის დაიწყებს ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარი მუშაობას/ნარჩენების მიღებას?

სამინისტრო: როგორც კი ზემოთ აღნიშნული პროცესი დასრულდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე პარალელურად მიმდინარეობს ბათუმის 1 და ქობულეთის 2 არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები. კერძოდ, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მუშაობს, რომ წარმოადგინოს ნაგვსაყრელების კონსერვაციის დეტალური დიზაინი“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამინისტროს კომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა 2026 წლის 14 იანვარს მოგვაწოდა.

ცეცხლაურში მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამ ეტაპზე სკრინინგის პროცედურა მიმდინარეობს.

სააგენტომ წარდგენილი გზშ-ს საფუძველზე უნდა დაადგინოს დასაშვებია თუ არა არსებული პროექტის მიხედვით ახალი ობიექტის მშენებლობა ან/და რა ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო.

„ცეცხლაურის ტერიტორიაზე 2021 წელს დასრულდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონის მშენებლობა, რომელიც ექსპლოატაციაში ჯერ არ არის შესული…

ამ ეტაპზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული „მწვანე ქალაქების ჩარჩო პროექტის მე-2 ნაწილი (GrCF2 W2) – აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი, ფაზა II“ – ის ფარგლებში, მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (A.R.A.) მყარი ნარჩენების მართვის ხელშეწყობას, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვას, გადამტვირთავი სადგურების მოწყობას და ნარჩენების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ცეცხლაურის არსებული ნარჩენების პოლიგონის მიმდებარედ, ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა,“ – წერია სკრინინგის ანგარიშში, რომელიც 2025 წლის დეკემბერშია მომზადებული.

2025 წლის 11 ივლისის საგრანტო შეთანხმება [აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – ფაზა II] საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, საკანონმდებლო მაცნეზე ამავე წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.

ამ დოკუმენტის მიხედვით ცეცხლაურში, სანიტარიულ ნაგავსაყრელთან, ნარჩენების გამწმენდი ნაგებობის (MBT) მშენებლობისთვის 6 მილიონი ევრო გრანტია გამოყოფილი:

აღნიშნული პროექტის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებულ წერილობით შენიშვნებისა და მოსაზრებებს კი გარემოს ეროვნული სააგენტო 2026 წლის 9 თებერვლის ჩათვლით მიიღებს მისამართზე:

  • ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112
  • eia@mepa.gov.ge (შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გაგზავნისას უნდა მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, პოლიგონის უჯრედების გაფართოების გარეშე, ცეცხლაურის ნაგავსაყარი წლის განმავლობაში ადრე დაგეგმილი 75 000 ტონის ნაცვლად, 120 000 ტონამდე ნარჩენებს მიიღებს, პოლიგონის საექსპლუატაციო ვადა – 35 წელი კი, 20-22 წლამდე შემცირდება.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი იყო გამოყოფილი. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხი, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ამ თემაზე:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

 

////////

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აჭარაში 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარს – 1972 წელს დაბადებულ ზ.დ.- ს, ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. პოლიციამ ტ.მ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.“ – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი ფოტო: შსს

ხულოს, შუახევის და ქედის სოფლებთან მისასვლელი გზები თოვლისგან იწმინდება – დეპარტამენტი

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში 18 იანვრის დღის 2 საათის მდგომარეობით თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.“ – წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ორდღიანი თოვის შემდეგ მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინსიტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი ყველა გზა გაწმენდილია და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად გადაადგილდნენ.

ამ ეტაპზე თოვლის საფარისგან იწმინდება შიდა სასოფლო საავტომობილო გზები. აღნიშნულ სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 50-მდე სპეციალური ტექნიკაა ჩართული.

ბათუმი-ხულო-ახალციხის გზაზე კურორტ გოდერძიმდე მოძრაობა შეზღუდული არ არის.“ – აცხადებს დეპარტამენტი.

მაღალმთიანი აჭარა / აჭარის გზების დეპარტამენტის ფოტოები

ამინდის პროგნოზი: 18 იანვრის 21 საათიდან 19 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით ზოგან, დღისით ყველგან ნალექი, მთაში თოვა.

აჭარის მთაში თოვაა მოსალოდნელი 20 და 21 იანვარსაც.

ამავე თემაზე:

თოვლის გამო გზებზე დაწესებულია შეზღუდვები

 

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 იანვრის 21 საათიდან 19 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით ზოგან, დღისით ყველგან ნალექი, მთაში თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
    ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი, დღისით 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში, 20-21 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვა.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 226 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 571 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 919 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 36 294 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 616 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 278 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 109 450 ერთეული [+845]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 163 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 74 706 ერთეული [+105]
  • სპეცტექნიკა – 4 044 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 109 778 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 192 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 642 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 662 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 152 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთს სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება“ – ზელენსკი

უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი 31%-ით გაიზარდა – გაერო

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version