თიბისისა და “ზეტ ტრანს ჯგუფის” პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც სრულად თიბისის დაფინანსებულია.
ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი–საქართველოს მიმართულებით და კარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეში საშუალოდ სამ–ოთხ ბრუნს ასრულებს. ამ პერიოდში ბათუმის პორტის მიმართულებით დაახლოებით 40 000 ტონა ტვირთი უკვე გადაზიდულია.
ვაგონების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში სარკინიგზო გადაზიდვების შესაძლებლობებს – პროექტი ხელს უწყობს რეგიონში არსებული სპეციალიზებული სატვირთო ვაგონების დეფიციტის შემცირებასა და ზრდის ტვირთების გამტარუნარიანობას. ასევე აძლიერებს, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის, როლს.
„უკვე 10 წელზე მეტია “ზეტ ტრანს გრუპთან” ვპარტნიორობთ და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ წარმოებისა და სერვისების მიმართულებით. ეს ინვესტიცია კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და ბანკის პარტნიორობას შექმნას ღირებულება როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი ვაგონები აძლიერებს შუა დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს უწყობს ლოგისტიკური სექტორის განვითარებას. ლოგისტიკა კი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი წილი მშპ–ში 6%-ია. სექტორის ზომიდან და სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი და დასაწყობება თიბისისთვისაც პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ აქტიურად ვაფინანსებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამის შედეგია, რომ ბოლო სამ წელში თიბისის ლოგისტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს“, – დავით კონცელიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულების ვიცე–პრეზიდენტი.
„კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო ტვირთბრუნვის ზრდისა და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის მიმართულებით. ჩვენთვის მთავარი პრინციპებია დროის ოპტიმიზაცია, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და ხარისხის სრული დაცვით. ახალმა, თანამედროვე სავაგონე პარკმა ამ მიმართულებითჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რაც შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, ჩვენ კი ამ მასშტაბურ პროექტს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით – განახლებული, თანამედროვე სავაგონე პარკით, რომლის გაფართოებაც, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც შეგვიძლია. ეს გვაძლევს ჯანსაღ ამბიციას, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო პარტნიორული ქსელითა და რეალური მატერიალურ–ტექნიკური რესურსით შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ანაკლიის პორტის განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობა ხელს შეუწყობს შუა კორიდორისა და მთლიანად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას“,- ალექსი ნიკოლაიშვილი, Ztrans Group-ის დამფუძნებელი.
„ფიზიკური არ იყო“ – უთხრა გოგონამ და ადვოკატი მიხვდა, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულთან ჰქონდა.
პედოფილიის მსხვერპლი პირველი ბავშვი მარი ვარამაშვილთან 2024 წლის თებერვალში მივიდა. უფრო ზუსტად, დედამ მიიყვანა. 15 წლის გოგონას ქცევებისა და ხასიათის იმდენად თვალშისაცემი ცვლილებები ჰქონდა, რომ დედა მიხვდა, ეს არ იყო მხოლოდ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები.
მცდელობის მიუხედავად, დედამ ვერ შეძლო ბავშვისგან გაეგო, რა აწუხებდა. საბოლოო, როცა მოზარდმა საკუთარი თავის დაზიანება სცადა, დედამ გადაწყვიტა დასახმარებლად „საფარისთვის“ მიემართა – ბავშვთა და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციისთვის, რომელშიც მარი ვარამაშვილი მუშაობს.
ეს იყო პედოფილიის პირველი საქმე, რომელზეც მარიმ, როგორც იურისტმა იმუშავა.
ქალმა მარი ვარამაშვილს გაუზიარა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა მის შვილს ვინმემ რამე დაუშავა. თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად აღიარა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბავშვი პედოფილის მსხვერპლი გახდა. ადვოკატი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მოზარდმა ეს ამბავი გაუმხილა.
„ეს იყო ძალიან მძიმე საქმე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად არ არსებობდა მტკიცებულებები, მაგრამ არსებობდა ძალიან მძიმედ დაზიანებული ბავშვი, რომელსაც სჭირდებოდა სამართალი. ის ამ თემაზე არ ლაპარაკობდა არავისთან. პირველი ადამიანი, ვისთანაც ბავშვი გაიხსნა და დაიწყო ლაპარაკი, ვიყავი მე. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის. მან მკითხა, „დამეხმარებით?“ და საუბარი დაიწყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ნდობა გაუჩნდა.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში, არაერთხელ შეფერხდა გამოძიება და მე სულ მახსოვდა, რომ ის ჩემგან ელოდა დახმარებას. არ ელოდა პოლიციისგან, პროკურორისგან, ელოდა ჩემგან, რადგან ის მე მენდო. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. მახსოვს უძილო ღამეები ამ საქმეზე ფიქრით. საბოლოოდ დაიგეგმა ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რითაც მოვიპოვეთ ამ კაცის აღიარება“, – გვიყვება მარი ვარამაშვილი.
აღმოჩნდა, რომ ბაბუა – მამინაცვლის მამა ბავშვზე 9 წლის ასაკიდან ძალადობდა. ისინი ერთ ოჯახში არ ცხოვრობდნენ, თუმცა ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე ბავშვი დედასთან და მამინაცვალთან ერთად მოძალადის სახლში ჩადიოდა.
თავდაპირველად, კაცმა ბავშვზე ძალადობა სხვადასხვა სახის სექსუალური შინაარსის ქმედებით დაიწყო. ერთ ზაფხულს, ბავშვი გარკვეული პერიოდით მასთან მარტო, დედის გარეშე დარჩა. სწორედ მაშინ დაიწყო მძიმე ძალადობა, მათ შორის გაუპატიურების არაერთი შემთხვევა.
მარი ვარამაშვილს ვკითხეთ, რა ცვლილებები დაინახა დედამ გოგონას ქცევაში, რაც საგანგაშოდ მიიჩნია და დასახმარებლად მიმართა.
„დედამ ნახა ბავშვის ჩანახატები, რომელთა შინაარსი ეუცნაურა. ბავშვს ჰქონდა ქცევითი ცვლილებები, უკუსვლა აკადემიურ ნაწილში, გაღიზიანება ყველას მიმართ. ასევე, ჰქონდა თვითდაზიანების შემთხვევები და სხვა გამოვლინებები. თვითონ როცა ეკითხებოდა, ბავშვი არ პასუხობდა, მინიშნებებით ელაპარაკებოდა.
ზოგადად, ბავშვებს ჰგონიათ, რომ ასე სხვებს დაიცავენ – საკუთარი სიმძიმე აღარ გადააქვთ დედაზე. ტკივილს იტოვებენ თავისთან, ოღონდ დედამ არ გაიგოს, დედა ვერ გადაიტანს და ა.შ. ეს არის მანიპულაციის ფორმაც – მოძალადეები შთააგონებენ, რომ დედაშენი ვერ გადაიტანს ამას. მათაც ეს სჯერათ და ბოლო მომენტამდე არ უნდათ, რომ გაიგონ მშობლებმა“, – ამბობს მარი.
ბავშვის მიერ დახმარების თხოვნიდან სამ თვეში კაცი დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს გაუპატიურების, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლებით. ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე, ციხეში გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
„დაკავებული მამაკაცი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა“ – წერს შსს.
უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 424 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 144 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 940 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 46 019 ერთეული [+66]
MLRS – 1 936 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 492 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 411 005 ერთეული [+1 801]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 919 ერთეული [+12]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 120 727 ერთეული [+420]
სპეცტექნიკა – 4 420 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 906 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
მწვავე დებატები იმის შესახებ, კვდება ტრანსატლანტიკური ალიანსი თუ, როგორც იქნა, ზრდასრულობის ფაზაში შედის – ორი განსხვავებული ხედვა დასავლეთის მომავალზე
კვდება ტრანსატლანტიკური ალიანსი თუ, როგორც იქნა, ზრდასრულობის ფაზაში შედის? ამ კითხვამ მწვავე ინტელექტუალური დაპირისპირება გამოიწვია ევროპის ორ წამყვან საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსს შორის: ესენი არიან იტალიელი პოლიტოლოგი ნატალი ტოჩი და ფრანგულ-ნიდერლანდელი მკვლევარი ალექსანდრა დე ჰუპ შეფერი.
ის, რაც თავდაპირველად ჟურნალ Foreign Policy-ს ფურცლებზე იდეების ბრძოლით დაიწყო, საბოლოოდ გადაიზარდა პირდაპირ დებატებში პოდკასტში FP Live, სადაც დასავლური ალიანსის მომავლის შესახებ არსებული ღრმა შფოთვა საჯაროდ გამოაშკარავდა.
ტოჩის დიაგნოზი: „ლიბერალური ლევიათანის“ აღსასრული
პირველი დარტყმა ტოჩიმ, საერთაშორისო ურთიერთობების იტალიური ინსტიტუტის (IAI) დირექტორმა, განახორციელა. Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ესეიში მან ალიანსს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვა და აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური კავშირი სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
მისი ხედვით, ეს კავშირი იყო უნიკალური ისტორიული ეპოქის პროდუქტი, როდესაც „ლიბერალური ლევიათანი“ – ამერიკის შეერთებული შტატები – გლობალურ წესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს განამტკიცებდა. თუმცა დღეს, როდესაც ამერიკის საშინაო პოლიტიკა უკიდურესად პოლარიზებულია, ხოლო გლობალური წესრიგი იშლება, ტოჩიმ ეს ეპოქა დასრულებულად გამოაცხადა.
მისი აზრით, კრიზისი სტრუქტურული და მუდმივია, იმის მიუხედავად, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს.
დე ჰუპ შეფერის საპასუხო დარტყმა: ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა
გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) პრეზიდენტმა, ალექსანდრა დე ჰუპ შეფერმა, კატეგორიულად უარყო ეს პესიმისტური პროგნოზი. საპასუხო წერილში მან ალიანსის ნაადრევად დამმარხავები ნეკროლოგების ნაჩქარევ წერაში დაადანაშაულა.
ფრანგულ-ნიდერლანდელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეს პარტნიორობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ იდეალისტური „ღირებულებების პროექტი“, რომელიც საერთო სენტიმენტებს ეყრდნობოდა. პირიქით, იგი კვლავაც მყარად დგას ცივ და ურყევ რეალობაზე: ღრმა ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და უსაფრთხოების ინტერესებზე ორ რეგიონს შორის, რომლებიც ერთად გლობალური მშპ-ის 40 პროცენტზე მეტს აკონტროლებენ.
დე ჰუპ შეფერისთვის ვაშინგტონის მხრიდან წამოსული წნეხი სასიკვდილო განაჩენი კი არა, არამედ სასტიკი, დიდი ხნის დაგვიანებული გამაფრთხილებელი ზარია, რომელიც ევროპას „გეოპოლიტიკური სიმწიფისკენ“ უბიძგებს.
პირდაპირი ეთერი: იდეების შეჯახება ეკრანზე
დებატებმა პიკს მიაღწია პოდკასტში FP Live, რომელსაც Foreign Policy-ს მთავარი რედაქტორი, რავი აგრავალი უძღვებოდა. ეკრანზე ორი განსხვავებული ხედვის შეჯახება მკვეთრი და დამაჯერებელი იყო. მაშინ, როდესაც ტოჩი შეუქცევად, სისტემურ გათიშვაზე აფრთხილებდა მაყურებელს, დე ჰუპ შეფერი ადგილზე არსებულ რეალურ ცვლილებებზე მიუთითებდა – როგორიცაა ევროპის თავდაცვის ბიუჯეტების მკვეთრი ზრდა და ახლად აღებული სამხედრო ვალდებულებები.
საბოლოო ვერდიქტი: ნგრევა თუ გარდაქმნა?
საბოლოო ჯამში, ეს შეტაკება უბრალო აკადემიურ უთანხმოებაზე მეტია; ეს არის ბრძოლა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვმარტოთ გარდამავალი გლობალური ლანდშაფტი. იქ, სადაც ტოჩი სასიკვდილო ბზარსა და ეპოქის დასასრულს ხედავს, დე ჰუპ შეფერი უფრო მომწიფებული, მდგრადი და დაბალანსებული პარტნიორობის ქაოტურ, მტკივნეულ, მაგრამ უაღრესად საჭირო დაბადებას ამჩნევს.
მარი დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად. გოგონა ენდო და მოუყვა, როგორ ძალადობდა მასზე ბაბუა – მამინაცვლის მამა წლების განმავლობაში.
„ფიზიკური არ იყო“ – უთხრა გოგონამ და მარი მიხვდა, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულთან ჰქონდა.
ეს იყო პედოფილიის პირველი საქმე, რომელზეც მარი ვარამაშვილმა, როგორც იურისტმა იმუშავა. მას შემდეგ, თითქმის სამი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი სასამართლო საქმე მოიგო ბავშვებზე მოძალადეების წინააღმდეგ. მათგან 6-7 პედოფილია იყო, დანარჩენი – სხვადასხვა სახის გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანების მიმართ. დაახლოებით ამდენივე მიმდინარე საქმე აქვს და იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში, სხვა მოძალადეებიც დაისჯებიან.
„ბათუმელები“ მარი ვარამაშვილს ესაუბრა ბავშვთა მიმართ სქესობრივი ძალადობის პრაქტიკაზე, სწორი და შესაფერისი მხარდაჭერის მნიშვნელობასა და შედეგებზე, რომელსაც 3-წლიანი მუშაობის პერიოდში მიაღწია.
„საქმე, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება“
პედოფილიის მსხვერპლი პირველი ბავშვი მარისთან 2024 წლის თებერვალში მივიდა. უფრო ზუსტად, დედამ მიიყვანა. 15 წლის გოგონას ქცევებისა და ხასიათის იმდენად თვალშისაცემი ცვლილებები ჰქონდა, რომ დედა მიხვდა, ეს არ იყო მხოლოდ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები. მცდელობის მიუხედავად, დედამ ვერ შეძლო ბავშვისგან გაეგო, რა აწუხებდა. საბოლოო, როცა მოზარდმა საკუთარი თავის დაზიანება სცადა, დედამ გადაწყვიტა დასახმარებლად „საფარისთვის“ მიემართა – ბავშვთა და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციისთვის, რომელშიც მარი ვარამაშვილი მუშაობს.
ქალმა მარის გაუზიარა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა მის შვილს ვინმემ რამე დაუშავა. თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად აღიარა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბავშვი პედოფილის მსხვერპლი გახდა. მარი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მოზარდმა ეს ამბავი გაუმხილა.
„ეს იყო ძალიან მძიმე საქმე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად არ არსებობდა მტკიცებულებები, მაგრამ არსებობდა ძალიან მძიმედ დაზიანებული ბავშვი, რომელსაც სჭირდებოდა სამართალი. ის ამ თემაზე არ ლაპარაკობდა არავისთან. პირველი ადამიანი, ვისთანაც ბავშვი გაიხსნა და დაიწყო ლაპარაკი, ვიყავი მე. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის. მან მკითხა, „დამეხმარებით?“ და საუბარი დაიწყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ნდობა გაუჩნდა.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში, არაერთხელ შეფერხდა გამოძიება და მე სულ მახსოვდა, რომ ის ჩემგან ელოდა დახმარებას. არ ელოდა პოლიციისგან, პროკურორისგან, ელოდა ჩემგან, რადგან ის მე მენდო. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. მახსოვს უძილო ღამეები ამ საქმეზე ფიქრით. საბოლოოდ დაიგეგმა ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რითაც მოვიპოვეთ ამ კაცის აღიარება“, – გვიყვება მარი ვარამაშვილი.
აღმოჩნდა, რომ ბაბუა – მამინაცვლის მამა ბავშვზე 9 წლის ასაკიდან ძალადობდა. ისინი ერთ ოჯახში არ ცხოვრობდნენ, თუმცა ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე ბავშვი დედასთან და მამინაცვალთან ერთად მოძალადის სახლში ჩადიოდა. თავდაპირველად, კაცმა ბავშვზე ძალადობა სხვადასხვა სახის სექსუალური შინაარსის ქმედებით დაიწყო. ერთ ზაფხულს, ბავშვი გარკვეული პერიოდით მასთან მარტო, დედის გარეშე დარჩა. სწორედ მაშინ დაიწყო მძიმე ძალადობა, მათ შორის გაუპატიურების არაერთი შემთხვევა.
მარი ვარამაშვილს ვკითხეთ, რა ცვლილებები დაინახა დედამ გოგონას ქცევაში, რაც საგანგაშოდ მიიჩნია და დასახმარებლად მიმართა.
„დედამ ნახა ბავშვის ჩანახატები, რომელთა შინაარსი ეუცნაურა. ბავშვს ჰქონდა ქცევითი ცვლილებები, უკუსვლა აკადემიურ ნაწილში, გაღიზიანება ყველას მიმართ. ასევე, ჰქონდა თვითდაზიანების შემთხვევები და სხვა გამოვლინებები. თვითონ როცა ეკითხებოდა, ბავშვი არ პასუხობდა, მინიშნებებით ელაპარაკებოდა.
ზოგადად, ბავშვებს ჰგონიათ, რომ ასე სხვებს დაიცავენ – საკუთარი სიმძიმე აღარ გადააქვთ დედაზე. ტკივილს იტოვებენ თავისთან, ოღონდ დედამ არ გაიგოს, დედა ვერ გადაიტანს და ა.შ. ეს არის მანიპულაციის ფორმაც – მოძალადეები შთააგონებენ, რომ დედაშენი ვერ გადაიტანს ამას. მათაც ეს სჯერათ და ბოლო მომენტამდე არ უნდათ, რომ გაიგონ მშობლებმა“, – ამბობს მარი.
ბავშვის მიერ დახმარების თხოვნიდან სამ თვეში კაცი დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს გაუპატიურების, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლებით. ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე, ციხეში გარდაიცვალა.
მარი ვარამაშვილი გვყვება, რომ მას ხშირად მიმართავენ ზრდასრული ქალები და უყვებიან ბავშვობაში მიღებულ ძალადობის გამოცდილებაზე. ზოგჯერ მათ მხოლოდ ამბის გაზიარება უნდათ, თუმცა უარს ამბობენ სამართლებრივი დავის დაწყებაზე. ზოგჯერ აინტერესებთ, რა შანსები აქვთ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
მარი ვარამაშვილი (ფოტო: ნინა ბაიდაური / ქალები საქართველოდან)
მეორე საქმე, რომელზეც მარი გვიყვება სწორედ ასეთია: ახალგაზრდა ქალმა „საფარში“ დარეკა – თქვა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი და სურდა კონსულტაციის გავლა.
ქალი მარის მოუყვა, რომ 8 წლის ასაკში მამამ მასზე რამდენჯერმე იძალადა. ამ ამბის შემდეგ 14 წელი იყო გასული. ეს დრო დასჭირდა ქალს იმისთვის, რომ ამის შესახებ მოეყოლა და დახმარება ეთხოვა.
გაუპატიურება და სხვა სახის სქესობრივი დანაშაულები სპეციფიკურია იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად არ არსებობს პირდაპირი მოწმე ან მტკიცებულება. სხვა სახის მტკიცებულებების მოპოვებისას კი დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, წლების წინ მომხდარ შემთხვევაზე მტკიცებულებების მოძიება მარტივი არ არის.
იურისტი ამბობს, რომ არასწორია ძალადობის მსხვერპლს დამნაშავის დასჯის გარანტია მისცე. თუმცა, მას უკვე ჰქონდა წლების წინ მომხდარი დანაშაულის გახსნის გამოცდილება, ამიტომ ის ქალს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად.
ადვოკატი ხაზგასმით ამბობს, რომ საქმის წარმატებით დასასრულებლად მნიშვნელოვანია ნდობა.
„დანაშაული 14-15 წელის წინ იყო მომხდარი და ერთი შეხედვით ჩანდა უიმედო. უბრალოდ, მე არ შემეძლო კონსულტაციის შემდეგ გამეშვა ქალი, რომელიც ჩემთან სასაუბროდ შორ გზიდან ჩამოვიდა თბილისში. მე მას ვუთხარი, რომ თუ მენდობოდა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ბრძოლას შედეგი ჰქონოდა. ნდობა მნიშვნელოვანია. ყველა საქმე, რომელიც წარმატებით დასრულდა, დასრულდა იმიტომ, რომ დაზარალებული სრულად მენდობოდა.
ვგრძნობდი, რამდენად რთული იყო მათთვის ამ ბრძოლაში შესვლა, რამდენი წინააღმდეგობა ხვდებოდათ, მაგრამ თუ ვიწყებდით, უნდა დაგვესრულებინა.
სქესობრივი დანაშაულის და პედოფილიის გამოცდილების მქონე ქალები არიან ყველაზე ძლიერი ადამიანები, ვისთანაც ოდესმე შეხება მქონია. ხშირად მეუბნებიან, რომ მე ვარ ძლიერი, რომ ამ საქმეებზე ვმუშაობ. სინამდვილეში, ძალა ამ ადამიანებისგან მოდის და ეს ისეთი გადამდებია, რომ უკან ვერ დაიხევ“, – ამბობს ადვოკატი.
ახალგაზრდა ქალი მარის მოუყვა, რომ მამა ძალადობდა როგორც მასზე, ისე დედაზე. შვილის გაუპატიურების რამდენიმე შემთხვევის შემდეგ კაცი სახლიდან წავიდა. 14 წლის განმავლობაში ქალს მამასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. თუმცა, ტრავმა, რომელიც ბავშვობაში მიიღო, მისი ცხოვრების თანმდევი გამხდარიყო.
ქალს ამ ტრავმისგან გათავისუფლება სურდა და მიხვდა, რომ მოძალადის დასჯის გარეშე ამას ვერ მოახერხებდა.
„ამ ამბიდან ვერ გამოდიოდა. საკუთარ თავს ებრძოდა მუდმივად, რომ დაევიწყებინა, მაგრამ ვერ ივიწყებდა. მუდმივად იყო ძიებაში, რის გაკეთება შეეძლო. არ იცოდა, რომ ამდენი ხნის შემდეგაც იყო შესაძლებელი, შედეგი დამდგარიყო. როცა გაიგო „საფარის“ შესახებ, გადაწყვიტა კონსულტაცია გაევლო. როცა საქმე დავასრულეთ, მან მითხრა: საერთოდ არ მქონდა იმედი, რომ ვინმე დამიჯერებდა, მხარს დამიჭერდა და პოლიციაში გამომყვებოდა; შენ რომ გელაპარაკე, გენდე და თბილისში ჩამოვედი, რომ დახმარება მიმეღოო. ასე ხდება – დაზარალებულები მუდმივად ამ ამბავში ტრიალებენ და რაღაცა ეტაპზე კი იღებენ ტელეფონს და რეკავენ, რომ გაიგონ პასუხი, შეიძლებოდა თუ არა ეს ისტორია დასრულდეს“, – ამბობს მარი ვარამაშვილი.
ქალი „საფარში“ 2024 წლის ნოემბერში მივიდა, დეკემბრის ბოლოს კაცი დააპატიმრეს, 2025 წლის 12 სექტემბერს კი მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის ივლისში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაში მთავარი მტკიცებულება აღმოჩნდა კაცის აღიარებითი ჩვენება, რომელიც იურისტების წინასწარ გაწერილი გეგმით მოიპოვეს.
„სააპელაციოს განაჩენში ეწერა, რომ დაზარალებულის ჩვენება ძალიან მძიმე ტკივილით იყო გაჯერებულიო. ზოგადად, განაჩენში ასეთი სენტიმენტალური აქცენტები არ იწერება. ამ განაჩენით მე მივხვდი, რამდენად მიაღწია გოგონას ტკივილმა მოსამართლემდე. მართლა ძალიან მძიმე ტკივილით იყო გაჯერებული პროცესი.
როცა მოსამართლემ დაუსვა სტანდარტული კითხვა, იცით თუ არა, რა საქმეზე ხართ გამოცხადებულიო, მან უთხრა, მე ჩემი 8 წლის თავი უნდა დავიცვაო. აი, ამიტომ იწყებენ ბრძოლას – საკუთარ თავს იცავენ ბავშვობის ასაკში. როცა ჩვენთან მოვიდა, მას ბრაზი ჰქონდა, რომ საკუთარი თავი ვერ დაიცვა. ახლა არის მშვიდად, რომ ეს შეძლო.
ყველაზე საინტერესო იცით რა არის?! მოდიან 25-30 წლის ქალები, იწყებენ ბავშვობაში მომხდარ დანაშაულზე საუბარს და მოყოლისას ხდებიან ის ბავშვები – მათი ლაპარაკის მანერა, ის, თუ როგორ გადმოსცემენ ამბავს, არის იმ პერიოდში მყოფი ბავშვის ისტორია. იმ ტკივილზე ჰყვებიან, რაც მაშინ განიცადეს. ეს არ არის გადააზრებული და ასაკობრივად გადახარშული ტკივილი. როცა უსმენ, შენ უსმენ იმ მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც ამ ყველაფერს პირველად ჰყვება“, – გვიხსნის მარი ვარამაშვილი.
როგორ ვერ შენიშნა ოჯახის სხვა წევრმა ძალადობა? რატომ ვერ დაიცვეს ბავშვი? – იურისტი ამბობს, რომ ერთი შეხედვით მსგავსი კითხვები ლოგიკურია, თუმცა ისეთ დისფუნქციურ ოჯახებში, სადაც ძალადობა ნორმალიზებულია, ხშირად, არავის შესწევს ძალა დაინახოს, ან დაიცვას ბავშვი. მაგალითად, ამ შემთხვევაში, კაცი ბავშვს ემუქრებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდა, დედას რამეს დაუშავებდა.
„ხშირად მოძალადიდან ფოკუსი გადადის ოჯახის სხვა წევრზე – როგორ ვერ ხედავდა დედა, როგორ ვერ ხედავდა სხვა და ა.შ. სხვადასხვანაირი მოწყვლადობით გამოირჩევიან ხოლმე დედები. ხშირად, თავადაც არიან ძალადობის მსხვერპლები. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ანგარიშსწორება. ასეთ დროს, იმდენად არიან გადართულები გადარჩენაზე, ან სოციალურ საკითხებზე, რომ ვერ ამჩნევენ ბავშვზე ძალადობას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე იყო: დედა იყო დასაქმებული დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე. იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რადგან ეს კაცი არ მუშაობდა. დედა ყველაფერს აკეთებდა ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად. თვითონ თქვა, მეგონა, რომ ბავშვს გარემო პირობებისგან ვიცავდი და თურმე დასაცავი მყავდა სახლში, როცა მამასთან ვტოვებდიო. მისთვისაც ძალიან მძიმე იყო ამ ამბის გამომჟღავნება, როცა გაიგო შვილისგან და თვითონაც საკუთარ თავს იდანაშაულებდა სასამართლო დაკითხვის დროს“, – გვიყვება მარი ვარამაშვილი.
„მამას ძალიან უყვარხარ და უბრალოდ გეფერება“
ერთ-ერთ ბოლო საქმეზე, რომელზეც მარი ვარამაშვილმა იმუშავა, განაჩენი 2026 წლის 2 ივლისს გამოცხადდა.
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა გაუპატიურებასთან, არამედ 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასთან. დაზარალებულმა ამ შემთხვევაშიც წლები შემდეგ, ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა დამნაშავის დასჯა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით ის დახმარებას უშუალოდ ძალადობის პერიოდშიც ითხოვდა, თუმცა – უშედეგოდ.
როგორც მარი გვიყვება, 2026 წლის იანვარში 21 წლის გოგო სახლიდან გაიქცა და პირდაპირ „საფარში“ მივიდა. ის ამბობდა, რომ 14-15 წლის ასაკში მამა მას უნებართვოდ ეხებოდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე უხამსი შინაარსის კომენტარებს უკეთებდა. წინა შემთხვევის მსგავსად, კაცმა ამ შემთხვევაშიც დატოვა ოჯახი და შვილს მასთან შეხება აღარ ჰქონდა. თუმცა, 6 წლის შემდეგ კაცი ოჯახში დაბრუნდა. ახალგაზრდა ქალს შიში გაუჩნდა, რომ მამასთან ფიზიკური სიახლოვისას ის შეიძლება ისევ გამხდარიყო ძალადობის მსხვერპლი.
„ძალადობის მომენტში გოგონა 14-15 წლის იყო, ის აცნობიერებდა ამ ქმედების შინაარსს და ამაზე მუდმივად ლაპარაკობდა: ეუბნებოდა კაცს, რომ გაჩერებულიყო, რომ არ სიამოვნებდა, რომ ეს არ იყო სწორი, მაგრამ მამის პასუხი მუდმივად იყო ის, რომ მას ამის უფლება ჰქონდა.
ბავშვმა დახმარება სთხოვა ოჯახის სხვა წევრებსაც, მაგრამ ისინი ეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ეჩვენებოდა, რომ ეს იყო მისი ფანტაზიის ნაყოფი, რომ მამას ის, უბრალოდ, ძალიან უყვარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვმა თავიდანვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი, მაგრამ მაინც მხარდაჭერის გარეშე დარჩა. მხოლოდ დედა ცდილობდა შვილის დაცვას, თუმცა თავადაც მძიმე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და ვერ მოახერხა ქმრის შეჩერება.
გოგონას წლების წინაც ჰქონდა შიში, რომ უფრო მძიმე რამე შეიძლება მომხდარიყო, ამიტომ მუდმივად გაურბოდა მამასთან მარტო დარჩენას. გარკვეული პერიოდით მამა ტოვებს ოჯახს. ამ დროს ბავშვი თავისუფლად ცხოვრობს სახლში და აღარ აქვს შიში. როცა კაცი ბრუნდება, გოგონა უკვე გაზრდილია. თუ პატარა ასაკში მან არ იცოდა, როგორ დაეცვა თავი, ახლა მეგობრის დახმარებით მოვიდა “საფარში” და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მის გადასარჩენად“, – გვიყვება მარი.
მან მოიპოვა არაერთი მტკიცებულება. მათ შორის მოწმეთა ჩვენებები – გოგონა ბავშვობაშივე უზიარებდა წუხილს მეგობრებს, რომლებიც ახლა უკვე ზრდასრული ქალები არიან და დაადასტურეს მისი მონაყოლი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა – იურისტი გვიხსნის, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა ბავშვობის ასაკში განცდილი ძალიან მძიმე ხარისხის ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელიც შეუძლებელია შევადაროთ სხვა, ყოფითი პრობლემიდან მიღებული ტანჯვის ხარისხს.
განაჩენს გამოცხადების დღეს დაზარალებულს ადვოკატისთვის უთქვამს, რომ მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენ წელს მიუსჯიდნენ მოძალადეს.
„განაჩენის გამოცხადებაზე უნდა შევსულიყავი, როცა შემომიბრუნდა და მითხრა – ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელს მიუსჯიან, ეს ვერაფერს შეცვლის, იმიტომ, რომ ეს ტანჯვა და ტკივილი ჩემგან არ წავა. მაგრამ მიხარია, რომ დავამტკიცე, რომ ეს მართლა გამოვიარე და მართალი ვარო“, – გვყვება მარი.
ამ საქმეზე მოძალადე კაცს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
„ბავშვს უნდა ეგულებოდეს მხარდამჭერი“
„მოუსმინეთ საკუთარ შვილებს მაშინაც კი, როცა ისინი არ ლაპარაკობენ“ – გვითხრა მარი ვარამაშვილმა, როცა ვკითხეთ, რა რჩევას მისცემს მშობლებს, რათა შვილები დაიცვან მსგავსი ტიპის დანაშაულებისგან.
იურისტის თქმით, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ სახელი დაარქვან იმას, რაც მათ თავს ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია პრობლემა მათ ქცევაში ამოვიცნოთ.
სქესობრივი დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი, ვისთანაც მარი ვარამაშვილს უმუშავია 7 წლის იყო.
„ცუდ რაღაცებს მიკეთებს“ – ამბობენ, თურმე, ამ ასაკის ბავშვები.
მარი ვარამაშვილის თქმით, ქცევითი ცვლილებები აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი სქესობრივი ძალადობის მსხვერპლია. თუმცა, ეს ნიშნავს იმისა, რომ მშობლებმა მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
მარი ვარამაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პრევენციის მნიშვნელობაზე, რისთვისაც აუცილებელია ბავშვისთვის ასაკის შესაბამისი ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდება.
„ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი სახის შეხება არ შეიძლება. ამაზე თავად მშობელმა უნდა დაიწყოს ლაპარაკი და მიწოდოს ასაკის შესაბამისი ინფორმაცია. ბავშვს უნდა ეგულებოდეს მხარდამჭერი, ოჯახის წევრი – დედა იქნება თუ მამა, ვისაც ამბავს მოუყვება და მისგან ადეკვატურ რეაქციას მიიღებს. ამ შემთხვევაში მოძალადე ვერ შეაშინებს იმით, მშობელმა თუ გაიგო, ინერვიულებსო. მოძალადეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ბავშვის სიჩუმე, ბავშვის მიმართ გამოხატული უნდობლობა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ.
ლაპარაკის დაწყების შემდეგ, რეაქცია უნდა იყოს ძალიან სწორი. არ შეიძლება ბავშვის დაშინება, შერცხვენა. ისინი ისედაც საკუთარ თავს იდანაშაულებენ – ჰგონიათ, რომ რაღაც არასწორი გააკეთეს, თვალებში ვერ გიყურებს საუბრისას.
ასევე, არანაირი ზედმეტი კითხვა არ უნდა იყოს დასმული. მშობელმა უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია ისე, როგორც ბავშვი მიაწვდის, მინიმალურ დონეზე, ჩაკითხვების, ჩაძიების და დეტალების მოყოლის გარეშე. შემდეგ უნდა მიმართოს ფსიქოლოგს და აუცილებლად იურისტს.
მშობელი ვერასდროს ვერ დაუსვამს საჭირო კითხვებს იმ ფორმით და სტანდარტით, რომ ბავშვი არ დაზიანდეს. ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ შევძლო ბავშვთან სწორი კომუნიკაცია“, – ამბობს მარი ვარამაშვილი.
რაც შეეხება ზრდასრულ ქალებს, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, ან პირადად უკავშირდებიან – „მათ ვეტყოდი, რომ არასდროს არ არის გვიან ხმის ამოღება“.
„ძალადობის ფაქტები თავისთავად არსად არ მიდის და ეს ანომალიურ მოვლენად რჩება. ამიტომ, იმ ადამიანებს, ქალებს, რომლებსაც ჯერ არ განუცხადებიათ, ვეტყოდი, რომ შეუძლებელი არაფერია . ვაჩვენებდი ამ საქმეებს, რაც ბევრისთვის გახდა საწინდარი იმის, რომ მომართვიანობა გაზრდილიყო.
ეს არ არის მარტივი პროცესი, სიმართლის დამტკიცებას სჭირდება დიდი ნებისყოფა და ბევრი ძალა. თუმცა, სანამ „საფარი“ არსებობს, აქ დახვდებათ ადამიანები, რომლებიც მოგისმენენ და მარტო არ დატოვებენ ამ ბრძოლაში“, – ამბობს მარი ვარამაშვილი.
ბათუმში, გორგასლის #70-ში ისტორიული სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოებს მოსახლეობა აპროტესტებს. პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ გამოაქვეყნა, რასაც მოქალაქეები აქტიურად გამოეხმაურნენ.
მოქალაქეებმა ამ ამბავთან დაკავშირებით დაწერეს სამოცზე მეტი კომენტარი, სადაც მეტწილად სინანულს გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ბათუმის ისტორიული სახლები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ისტორიული სახლები სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს ისე, რომ მისი ავთენტური სახე უცვლელი დარჩეს.
ამ პოსტის კომენტარებში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი გამოყენება რეკონსტრუქციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ინფორმაციის დასადასტურებლად მან სახლის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები და ექსპერტიზის დასკვნაც გამოაქვეყნა. მას უპასუხეს, რომ ისტორიული სახლის ამ მდგომარეობამდე მიყვანა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას.
მოქალაქის ფოტო, რომელიც წერს, რომ სახლის რესკონსტრუქცია აუცილებელი იყომოქალაქის ფოტო, რომელიც წერს, რომ სახლის რეკონსტრუქცია აუცილებელი იყო
ნგრევის ამსახველი ფოტო მასალა მოქალაქეებმა „ბათუმელებსაც“ გამოუგზავნეს.
ადგილზე გამოკრულია მშენებლობის ნებართვის ასლი, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ ამ სახლის რეკონსტრუქციის ნებართვა 2025 წელს გასცა.
გორგასლის #70
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია არსებული შენობის რეკონსტრუქცია და სახურავის ნაცვლად ღია ფუნქციური ტერასის მოწყობა, შენობა ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან 7.0 მეტრ სიმაღლეზე. ნებართვაში ვკითხულობთ, რომ ნებადართულია გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ადგილზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მხოლოდ წინა, გორგასლის ქუჩის მხარეს არსებულ ფასადს ინარჩუნებენ. ითვალისწინებს თუ არა ამას ნებართვა არ ვიცით.
პროექტის რენდერი
სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს – ამ ქუჩაზე რამდენიმე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
ბოლო წლებში ბათუმში არამხოლოდ ისტორიული სახლები, ძეგლის დაცვის ზონაში არსებული ნაგებობები, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც დაანგრიეს, ბევრმა ძეგლმა კი ავთენტური სახე იმ სტრუქტურის თანხმობით დაკარგა, რომელსაც მისი დაცვა და შენარჩუნება ევალება.
ბათუმის მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბოლო წლების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული სახლების მოვლა-შენარჩუნება ბათუმის მერიის პრიორიტეტი არ არის და მთავარი მშენებლის სურვილია, რომელსაც „ფულის კეთება“ სწორედ ძველის ნგრევის ხარჯზე სურს.
იშვიათად ნახავთ ან შეიძლება უფრო სწორი იყოს თუ ვიტყვით, რომ საერთოდ ვერ ნახავთ ბათუმში მშენებელ კომპანიას, რომელსაც მართლა სურს ახალი უბნის მშენებლობა – ახლის შექმნა, მათ უმეტესად ჩანაცვლება სურთ.
ბათუმმა ვერც ძველი ბათუმის განაშენიანების შენარჩუნება შეძლო მისი ავთენტური სახით, წლების წინ კონსერვაციის შესახებ ხმამაღლა გამოაცხადეს, თუმცა მალევე ამ გადაწყვეტილებას „ფულმა სძლია“.
სახლი ბათუმში, გორგასლის #70-ში რეკოსტრუქციის დაწყებამდე ფოტო: შოთა გუჯაბიძე
ხელშეკრულება ქალაქის გენგეგმის მომზადებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“, 2021 წლის აპრილში გააფორმეს. დოკუმენტზე მუშაობა 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში უნდა დასრულებულიყო და ჯერაც არ დასრულებულა.
ბოლო ცვლილების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აპრილამდე გაუგრძელებიათ, გადაწყვეტილებას ხელი ბათუმის მოქმედმა მერმა გიორგი ცინცაძემ მოაწერა.
„გადმოდით, თქვენ სახლი ბათუმში უკვე გელოდებათ“, „აქ ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის არის შექმნილი: ფართო და მყუდრო სამსართულიანი ვილები 4+1 განლაგებით და 193 კვადრატულ მეტრამდე ფართობით“, – ამ ფრაზებით ეპატიჟებიან რუსი ბლოგერები საქართველოში რუსეთის სხვა მოქალაქეებს. განსაკუთრებით სოციალურ ქსელ youtube-სა და tik-tok-ზე არეკლამებენ საქართველოს სამშენებლო კომპანიები რუსულად, ზოგჯერ ინგლისურად, თავიანთ გასაყიდ ქონებას – ბინებს და აპარტამენტებს. რეკლამას თითქმის ვერ ნახავთ ქართულად. გარდა ამისა, საქართველოდან უძრავი ქონების რეკლამას ძირითადად რუსები ეწევიან.
ათეულობით რუსი ბლოგერი ოკუპანტი სახელმწიფოდან, აქტიურადაა ჩართული საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვაში. ყიდიან ყველაფერს – სახლებს, ბინებს, მიწებს რუსებზე, თანაც აფრთხილებენ თავიანთ თანამემამულეებს, რომ დროულად იზრუნონ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებაზე.
რუსი ბლოგერები არეკლამებენ თითქმის ყველა სფეროს – მეღვინეობას, დასასვენებელ ადგილებს, კაფე-ბარებს, სადაზღვევო კომპანიებს და რა თქმა უნდა, სამშენებლო კომპანიებს, დეტალებში აწვდიან რუსეთის მოქალაქეებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ კორპუსში სად, რამდენი ბინა იყიდება.
რუსებს გაყიდვების არაერთი სააგენტო აქვთ ბათუმში, თბილისში და ამაზე ინფორმაცია უხვად მოიპოვება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე.
ბინებს ყიდიან ჯერ კიდევ აუშენებელ კომპლექსებშიც კი. მაგალითად, ბათუმის ე.წ კუნძულზე, Sky Castle-ის ევროპულ სოფელში თუ გონიოში NEXTI-ის პრესტიჟულ საცხოვრისში.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, თავად რუსები აქტიურობენ და საკუთარი ინიციატივით არიან ჩართული საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვით, თუ სამშენებლო კომპანიები ქირაობენ მათ?
ჩვენ ბათუმში არაერთ სამშენებლო კომპანიას დავუკავშირდით ამ კითხვით. კომპანიების ნაწილმა გვიპასუხა, ნაწილმა კი თავი აარიდა პირდაპირ პასუხს.
იყო შემთხვევები, როცა მითითებულ ნომრებზე რუსულენოვანმა პირებმა გვიპასუხეს – „უკაცრავად, მე არ ვიცი კართული“.
რუსი ბლოგერები ხშირად არეკლამებენ კომპანია „ორბი ჯგუფის“ გასაყიდ ბინებს. კომპანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ რუს ბლოგერებს არ ქირაობენ, თუმცა ასეც რომ იყოს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„თუ სააგენტო ლეგალურად საქმიანობს, მასთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა, რუსი ბლოგერები ჩვენ დაქირავებული არ გვყავს“, – გვეუბნება ის.
ვესაუბრეთ სამშენებლო კომპანია GURU HOLDING-ის წარმომადგენელსაც, რომელსაც ძალიან ბევრი რუსულენოვანი ბლოგერი არეკლამებს. კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ შეკითხვებს გადასცემდა ხელმძღვანელობას და ისინი თავად დაგვიკავშირდებოდნენ. თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს.
სამაგიეროდ Sunrise Residence-ში დაგვიდასტურეს, რომ ისინი თანამშრომლობენ რუსულენოვან პირებთან უძრავი ქონების გაყიდვის კუთხით.
„საშუამავლო მომსახურებას გვიწევს ბევრი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ზოგს შპს-ები აქვთ რეგისტრირებული, ზოგი ინდმეწარმეები არიან. ისინი ინდივიდუალურად აწარმოებენ სარეკლამო სამუშაოებს, მაგრამ ჩვენი ნებართვით, რა თქმა უნდა. სტანდარტული საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ყველა შუამავალთან და ჩვენგან მხოლოდ ნებართვას იღებენ“, – გვეუბნება კომპანიის წარმომადგენელი.
მას ვკითხეთ, თავად თუ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები ყიდულობენ და ყიდიან საქართველოში ქონებას და რამდენად არის ეს ამ ქვეყნის საფრთხე?
„მე ვარ გაყიდვების მენეჯერი და ცალკე თანამშრომელი ასეთ საკითხებთან დაკავშირებით არ გვყავს. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ამაზე სამსახურის ტელეფონით ვერ გაგესაუბრებით და ვერც კომპანიის პოზიციას გაგაცნობთ, რადგან კომპანიის მენეჯერი ქვეყანაში არ იმყოფება“, – გვეუბნება ის.
ვესაუბრეთ European village-ის ხელმძღვანელს, არჩილ ფარტენაძესთანაც, რომელიც ამბობს, რომ ზოგიერთ სამაკლერო კომპანიებთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.
„ზოგი რუსულენოვანია, ზოგი ქართულენოვანი. მარტო რუსები არ არიან, ებრაელებიც არიან, უკრაინელები, ამერიკელები. ვიღაც მაკლერი ვიღაცას ეპატიჟება, ამას მე ვერ გავაკონტროლებ“, – გვეუბნება ის.
თუ თქვენ ქირაობთ რუსულენოვან მაკლერებს, ეს ნიშნავს, რომ რუსულ ბაზარზეც მუშაობთ, არა? – ვკითხეთ მას. „ბაზარია, რეკლამა კეთდება, მსოფლიო ნახულობს. როგორც ვიცი, კანონმდებლობა მკაცრდება ახლა უცხოელებთან მიმართებით და რაღაც კვოტები იქნება, როგორ მითხრეს. მე ვარ ძირფესვიანად ქართველი და ყველაფერ ქართულს ვუჭერ მხარს“, – ამბობს არჩილ ფარტენაძე.
საერთოდ რომ არ იმუშაოთ რუსულ ბაზარზე, გაყიდვების პრობლემა გექნებათ? – ისევ ვკითხეთ მას. არჩილ ფარტენაძე ამბობს, რომ ამას მაინც ვერ გააკონტროლებს, „რადგან რეკლამა ყველგან კეთდება და იმას რუსიც ნახულობს და ამერიკელიც“.
მას ასევე ვკითხეთ, რამდენად გაიზარდა რუსი მაკლერებისა თუ ბლოგერების მუშაობით გაყიდვების მაჩვენებელი ვთქვათ წინა წლებთან შედარებით? „მაგ დეტალებს ნამდვილად ვერ გეტყვით“, – გვეუბნება ის.
დავუკავშირდით კიდევ რამდენიმე კომპანიას, მაგალითად Alliance Centropolis, რომელსაც ასევე ძალიან ხშირად არეკლამებენ რუსები. მათაც ვკითხეთ, თუ ჰყავთ რუსი ბლოგერები დაქირავებული რეკლამისთვის ან რუსულ სამაკლერო კომპანიებთან თანამშრომლობენ თუ არა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, ისინი საკითხს მარკეტინგის სამსახურთან შეათანხმებენ და შემდეგ თავად დაგვიკავშირდებიან.
მომდევნო დღეს, კომპანიისგან ზარი ან შეტყობინება არ მიგვიღია.
რუსი ბლოგერების ფოკუსში აქტიურადაა მოქცეული DreamLand Oasis-ის საცხოვრებელი აპარტამენტები. ოპერატორი, რომელმაც მითითებულ ნომერზე გვიპასუხა ამბობს, რომ ბლოგერებს ძირითადად თავად უკავშირდებიან.
„ჩვენ თვითონ ვახდენთ კომუნიკაციას ვინც ჩვენთვის საინტერესოა. რუსეთიდან ძალიან ბევრი მოთხოვნა მოდის. გადავხედავთ მათ კონტენტს, თუ ჩვენთვის მისაღებია, ვთანამშრომლობთ, რადგან არის ხოლმე რაღაც კონტენტი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და თანამშრომლობაზე უარს ვეუბნებით“, – გვეუბნებიან DreamLand Oasis-ში.
___
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით ბათუმის მოსახლეობა 2014 წელთან შედარებით 54%-ით არის გაზრდილი და დღეს ქალაქში 235 668 ადამიანი ცხოვრობს.
ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37 715 პირი, რუსეთის მოქალაქეა. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რუსები საქართველოში არა მარტო ბინებს და საცხოვრებელ აპარტამენტებს ყიდულობენ, არამედ მიწებსაც. მაგალითად 2023 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს სოფლებშიც უპრობლემოდ შეიძინეს მიწის ნაკვეთები.
მაგალითად, 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა ზუსტად 7 709 ბინა, მთლიანობაში 424 449 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში.
2023 წლის შემდეგ სახელმწიფო უწყებები ასაიდუმლოებენ ინფორმაციას, რომელიც რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ ქონებას თუ ბიზნესს უკავშირდება.
დღეიდან, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #30-ში შესაძლებელი იქნება სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება როგორც საცალო, ისე კორპორაციული მიმართულებით.
კომპანია მომხმარებლებს ჰპირდება, რომ უფრო დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ სივრცეში მეტად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. აქ შესაძლებელი იქნება როგორცდაზღვევისშეძენა, ისემოქმედპოლისებთანდაკავშირებული ყველა სახის მომსახურების მიღება.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ფილიალის გახსნის ცერემონია ბათუმში
„ბათუმი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. 21 წლის წინ სწორედ აქ გავხსენით დასავლეთ საქართველოში ჩვენი პირველი ფილიალი, დღეს კი რეგიონში განვითარებისა და ინვესტირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით.
ახალი, თანამედროვე და უფრო ფართო ფილიალის გახსნით ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურება და მომხმარებლისთვის შევქმნათ კომფორტული, თანამედროვე გარემო, სადაც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ყველა პროდუქტი და სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.
დღეს მომხმარებელს სჭირდება პარტნიორი, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე სწრაფ, პროფესიონალურ და საიმედო მომსახურებას შესთავაზებს. სწორედ ამ ხედვას ემსახურება ჩვენი ახალი ფილიალიც და, ზოგადად, კომპანიის გაფართოების სტრატეგია,“ — განაცხადა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა, გურამ მუხსელიშვილმა.
გურამ მუსხელიშვილი, ჯიპიაის გაყიდვების დირექტორი
ორგანიზაციის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელის, გიორგი ხაჟომიას თქმით, სადაზღვევო სერვისებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. მისი ინფორმაციით, ბათუმში, როგორც საპორტო ქალაქში, განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა ტვირთების გადაზიდვის დაზღვევაზე.
„ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ცნობიერება დაზღვევის მიმართულებით და შესაბამისად, მოთხოვნაც.
ამ ეტაპზე, ბათუმში, განსაკუთრებული მოთხოვნა გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევაზე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე საცალო მომხმარებლებზე გათვლილი. ასევე, ავტომობილების და ტვირთების დაზღვევაზე. ბათუმი არის საპორტო ქალაქი, სადაც ხდება ტვირთების გადაზდვა, შესაბამისად, მოთხოვნა ამ მიმართულებითაც მზარდია ბოლო წლების განმავლობაში.
ბათუმში თანამშრომლების საკმაოდ დიდი რაოდენობით ვართ წარმოდგენილი და ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტ პოტენციურ მომხმარებელს მივაწოდოთ ჩვენი სერვისები.
პირველ სართულზე გვაქვს სერვის-ცენტრი, სადაც ვემსახურებით საცალო მომხმარებლებს, მე-6 სართულზე კი გვაქვს ოფისი, სადაც ჩვენი თანამშრომლების ძირითადი ნაწილი არის განთავსებული და იქაც შეგვიძლია მივაწოდოთ სხვადასხვა ტიპის მომსახურება დაინტერესებულ ადამიანებს”, – ამბობს გიორგი ხაჟომია.
გიორგი ხაჟომია, ჯიპიაის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი
15 ივლისს, ახალი ფილიალისგახსნისას, „ჯიპიაის“ ახალი ფილიალის გახსნაზე მისულ მომხმარებლებსა და პოტენციურ მომხმარებლებს ავტომობილისა და ქონების დაზღვევის შესაძენად 50 და 100-ლარიან ვაუჩერები გადასცეს.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ბიზნეს-სტრატეგია დასავლეთ საქართველოში გაფართოებასა და ფიზიკური ფილიალების ქსელის განვითარებას ითვალისწინებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია ბათუმში ახალი ფილიალის გახსნა, რომლის მიზანია გაძლიერდეს პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან.
ნინო ფაცია, დასავლეთ საქართველოს კორპორაციული გაყიდვების უფროსი, ამბობს, რომ ბათუმში, კიდევ ერთ ახალ მისამართზე ელოდებიან ძველ და ახალ მომხმარებლებს:
„ჯიპიაი ჰოლდინგი უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ოპერირებს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბათუმში – სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორპორაციული პორტფელით ვართ წარმოდგენილი და რეგიონის უმსხვილეს კომპანიებს ვიცავთ გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან და ვთანამშრომლობთ.
დღეს ჩვენ გავხსენით განახლებული ფილიალი და გაყიდვების ოფისი, სადაც როგორც კორპორაციული, ისე საცალო კლიენტები შეძლებენ დაზღვევის შეძენას და საკუთარი რისკების ევროპის უმსხვილესი საფაზღვევო ჯგუფის კომპანიისთვის მინდობას.
ამიერიდან გელოდებით ბარათაშვილის 30 ნომერში!”
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ფილიალის გახსნის ცერემონია ბათუმში
„ძალიან ემოციური ვარ, როცა ბუნებას ანადგურებენ და ბოდიშს გიხდით ამისთვის. არ ვიცი, რატომ სძულს ამ ხალხს მიწა და ბალახი, ყველაფრის ჩაბეტონება რატომ უნდათ“, – გვითხრა მკითხველმა, რომელმაც ბულვარის კონკრეტული ადგილიდან ფოტოები გამოგვიგზავნა.
ჩაბეტონებულ საბავშვო კუთხეს ბათუმის ახალ ბულვარში ბულვარის ადმინისტრაცია აწყობს. პროექტის ფარგლებში გამწვანებული ადგილი ჩააბეტონეს და კაუჩუკით დაფარვას გეგმავენ. ასევე დაგეგმილია ბეტონის სკამების მოწყობა.
ჩაბეტონებული სკვერიჩაბეტონებული სკვერი ბათუმის ბულვარში
ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 2026 წლის მარტში გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულება 374 201 ლარი იყო, ელექტრონული ვაჭრობა კონკურენტულ გარემოში წარიმართა, საბოლოოდ ხელშეკრულება შპს „კომპასი ჯ.კ“ – ს 299 361 ლარით გაუფორმეს.
მიმდინარე სამუშაოები
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, საბავშვო კუთხის მოწყობა დაგეგმეს ახალი ბულვარის მწვანე ზოლში. ამ ზოლის პარალელურად ისედაც იყო სასეირნო ბილიკები და საბაღე ხის სკამები.
საპროექტო ტერიტორია სამუშაოების დაწყებამდე
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გამწვანებული ადგილის ჩაბეტონებას და საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. რკინა-ბეტონის ფილით და კაუჩუკით სულ მცირე 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიფარება. მოეწყობა ბეტონის სკამები.
პროექტის რენდერი
ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძეა, რომელიც პოლიციიდან გადმოიყვანეს ამ თანამდებობაზე. ის მზია ამაღლობელის საქმეში ცრუ მოწმედ გამოვიდა სასამართლოში. ვიდეო კადრების თანახმად, არჩილ ანთაძე დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართულებით იფურთხებოდა.
According to a family member, opposition politician Zurab (Girchi) Japaridze has been taken to hospital after being hit by a car.
Japaridze himself confirmed the incident in a Facebook post.
“A car hit me while on scooter, I am good. Have no fractures, only bruises. I have a concussion, and I can’t remember certain things. I’m at the clinic undergoing examinations. The police came and said they would obtain the CCTV footage. So far, I don’t remember where it happened, who was there, or how it happened,” Japaridze wrote.
His brother, Gia Japaridze, also commented on the incident.
“He was hit by a car. He can’t remember the moment when the car struck him. He’s still undergoing examinations at the clinic, and visitors aren’t allowed inside, so we don’t yet know the full extent of his injuries. I was able to see him briefly. As far as I know, he has bruises,” Gia Japaridze told Formula TV.
Zurab Japaridze was admitted to Mediclab Clinic at around 12:00 p.m.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კლინიკაშია გადაყვანილი. მას ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაცია ამის თაობაზე თავადა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ფეისბუქზე.
„სკუტერზე მანქანა დამეჯახა. მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ. ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს. კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად რა მოხდა, არაფერი მახსოვს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შემთხვევის შესახებ ისაუბრა ზურას ძმამ, გია ჯაფარიძემაც.
„მანქანა დაეჯახა. იმ მომენტს, რა მომენტშიც მანქანა დაეჯახა, ვერ იხსენებს. ჯერ კვლევები მიდის კლინიკაში, კლინიკაში შესვლა არ შეიძლება და არ ვიცით, ზუსტად რა აქვს დაშავებული. მე ცოტა ხანში ვიყავი შესული და დაჟეჟილობები აქვს, როგორც ვიცი“, – ამბობს „ფორმულასთან“ კომენტარში გია ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე კლინიკა „მედიქლაბში“ დღის 12:00 საათზე შეიყვანეს.
300-ნაჭრიანი ტორტი და ტორტის გაჭრის ცერემონია, ლურჯი ხალიჩა, ლედ-ეკრანი, ფოიერვერკები, დეკორაციები და სხვა მომსახურება უნდა გასწიოს ტენდერში გამარჯვებულმა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] კურსდამთავრებულ სტუდენტთა გაცილების ღონისძიების ორგანიზება დაევალება.
მომსახურების შესყიდვაზე ბსუ-მ ტენდერი 56 ათას 350 ლარით გამოაცხადა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება.
„მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 1 დღის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 16 აგვისტომდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად“, – აღნიშნულია ტენდერში.
ბსუ-ს კურსდამთავრებულ სტუდენტთა გაცილების ღონისძიების ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს:
სცენა, ლედ ეკრანი, ღონისძიების გახმოვანება;
ფოტო-ვიდეო გადაღება [დრონით გადაღება, კურსდამთავრებულთა გამოშვების ვიდეოკლიპის დამზადება; ღონისძიების ოფიციალური ნაწილის სრული
ვიდეო ჩანაწერის დამზადება [არაუმეტეს 90 წუთი];
მასშტაბური კულტურულ-გასართობი ღონისძიებების წაყვანის გამოცდილების მქონე წამყვანი [შემსყიდველთან შეთანხმებით], რომელმაც უნდა უზრუნველყოს ღონისძიების ოფიციალური ნაწილის წაყვანა;
მომენტალური ფოტოს ბეჭდვის აპარატის განთავსება – 3 საათის ხანგრძლივობით და მინიმუმ 500 ფოტოს ბეჭდვის შესაძლებლობით. ასევე ღონისძიების დაწყებიდან დასრულებამდე უნდა განხორციელდეს 360 Photo აპარატის განთავსება, რომლითაც სტუდენტები შეძლებენ 360 გრადუსით SLOW MOTION ვიდეოების გადაღებას;
ტორტის გაჭრის ცერემონიის პარალელურად უნდა განხორციელდეს სცენის ფოიერვერკის-შადრევნის გაშვება სცენის 8 ლოკაციიდან;
პროფესიონალური ფეიერვერკი; სხვადასხვა დეკორაციები: მათ შორის დეკორატიული ჩარჩო ვარსკვლავი და კლასიკური სათვალე, ჰალსტუხი, დეკორაცია –
კურსდამთავრებულის ქუდი;
სერტიფიკატი ჩარჩოში, A4 ფორმატი, 300 გრ. ტილოს ფაქტურა. ბეჭდვა ფერადი 4X0; ჩარჩო – A4 ფორმატის, ოქროსფერი, კედელზე მისამაგრებლით, მასალა – პლასტმასი. ცალი 150;
ხალიჩის ბილიკი – ლურჯი ხალიჩა 1,5 მეტრი სიგანე, 30 მეტრი სიგრძე. 5 მეტრი სიმაღლეზე ლურჯი და თეთრი ქსოვილებით საჩრდილობლის მოწყობა სკამების ტერიტორიაზე, ესკიზის შესაბამისად. ეს ყველაფერი დამკვეთთან შეთანხმებით.“
პირობის მიხედვით მომსახურების გაწევის ადგილია ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35 [ბსუ].
ამასთან, „ღონისძიების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განახორციელოს ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი სცენის, დეკორაციების, ხმის, განათებისა და სხვა დროებით დამონტაჟებული კონსტრუქციების/ინვენტარის სრული დემონტაჟი და ღონისძიების ჩატარების ადგილის თავდაპირველ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ მდგომარეობაში დატოვება.
დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება ასევე ეკისრება მიმწოდებელს.“
ბსუ-ს კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული „კურსდამთავრებულთათვის მანტიების, საყელოებისა და ქუდების შესყიდვაზე“. ამ ტენდერის ფარგლებში 500-500 ცალ მანტიას, ქუდს და მანტიის საყელოს შეიძენენ. ტენდერი 26 680 ლარით იყო გამოცხადებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. ბსუ-ს შპს „ჩუდაკი“ მომსახურებას 19 950 ლარად სთავაზობს.
მთავარ ფოტოზე – ესკიზები ტენდერიდან
აღსანიშნავია, რომ გასულ, 2025 წელს, ბსუ-მ პირველკურსელებიც დაპატიჟა ტორტზე. მაშინ ტორტი 150-ნაჭრიანი იყო, ღონისძიების ორგანიზებაში კი უნივერსიტეტმა 18 850 ლარი გადაიხადა.
ბრალდებული ლევან გამრეკელი, რომელსაც პროკურატურა 5 მილიონი ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობას ედავებოდა, 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი კიდევ ორ პირთან ერთად 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. სამივე ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაში იყო. სასამართლომ ბრალდებულები 10-10 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2026 წლის 14 ივლისს გაათავისუფლა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
2025 წლის ნოემბერში პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი – პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა. ეს მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
15 ივლისს, 21:00 საათზე, ბათუმის წინააღმდეგობის აქციაზე აჩვენებენ ქართველი რეჟისორის, ქეთი ვაშაგაშვილის 2025 წლის დოკუმენტურ ფილმს – „ცხრათვიანი კონტრაქტი”.
რეჟისორი დედა-შვილის, ჟანასა და ელენეს ისტორიის გაცნობით გვაჩვენებს სუროგაციის ლაბირინთებში საქართველოში.
ფილმმა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების მეთაურის, რობერტ ბროვდის განცხადებით, 15 ივლისს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემებმა შავ ზღვაში, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს დაარტყეს.
მისივე თქმით, 20 გემიდან 17 ნავთობტანკერი, ორი გაზის ტანკერი და ერთი ბუქსირი იყო.
უკრაინული მედია ბროვდის განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემებმა ცხრა დღის განმავლობაში აზოვის ზღვაში 116 გემი დააზიანეს.
რუსული მხარე აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ბროვდის თქმით, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მცირე და საშუალო ზომის ტანკერების დაზიანება, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ნავთობის ექსპორტს პორტებიდან ვოლგა-დონის არხითა და აზოვის ზღვის გავლით.
„თუ გახსოვთ, როდის მიიღეს ეს გადაწყვეტილება?“ – სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე საუბრის დროს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, პირველ რიგში, იმაზე გვიყვება, რომ „ოცნების“ მთავრობამ სასამართლო სხდომებზე გადაღების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, როცა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სილის გაწვნის შედეგად დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელი – ირაკლი დგებუაძე სასამართლოში დაკითხეს.
„დიახ, ირაკლი დგებუაძის დაკითხვის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს იყო იმდენად სამარცხვინო პროცესი და იმდენად გააშიშვლა ირაკლი დგებუაძის დაკითხვის პროცესმა მთელი სახელისუფლო სისტემა – დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული მართლა ირაკლი დგებუაძით, რომ უკვე ხიფათი დაინახეს: სასამართლო თუ იქნება ღია, ეს საზოგადოებას აუცილებლად ამოუვა ყელში…“ – გვიყვება ზვიად ქორიძე.
მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობამ სასამართლო დარბაზებსა თუ შესასვლელებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე ხმის ჩაწერა ფაქტობრივად აკრძალა, ერთ წელზე მეტი დრო გავიდა.
რა დაკარგა სასამართლოს ღიაობაზე უარის თქმით საზოგადოებამ, მედიამ, თავად სასამართლომ?
ელისო კილაძის შვილი: გახსნილი სასამართლოს პირობებში, საზოგადოება კარგად დაინახავდა ამ საქმის აბსურდულობას
„სხდომები რომ გახნილი იყოს, ყველა ნათლად დაინახავს ამ საქმის აბსურდულობას, მტკიცებულებების არარსებობას და გამჟღავნდება მათი მოწმეების ვინაობაც, რომლებიც რეალურად ამავე საქმის ბრალდებულები არიან. ბანდიტების ის ორგანიზებული ჯგუფი, ვინც დედას დაკავებაშია გარეული და მათ მიერ შეკერილი საქმე ვერ გაუძლებდა საზოგადოების კრიტიკას. სხდომების დახურვას ითხოვს სწორედ ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შესახებაც საკმაოდ დიდი და სენსიტიური ინფორმაციის მატარებელია ელისო კილაძე,“ – ამბობს ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, მარიამ ხარშილაძე.
„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელს, ელისო კილაძეს 4 თვეზე მეტია შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარების, მიმოწერისა და შეხვედრების უფლება. ადვოკატის თქმით, დადგენილებებში პროკურატურა უთითებს, რომ არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე. დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა 2026 წლის 4 ივლისს განცხადება გაავრცელეს და შეზღუდვების მოხსნა მოითხოვეს. მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ ელისო კილაძის სასამართლო პროცესების დახურვასა და საქმის სრულად გასაიდუმლოებას. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისგან ჟურნალისტისა და თავად პროცესის სრულ იზოლაციას ისახავს მიზნად.
ელისო კილაძე შვილთან, მარიამ ხარშილაძესთან ერთად
მარიამ ხარშილაძე გვიყვება, რომ დედის, ელისო კილაძის დახურული სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაციას ადვოკატებისგან იგებს. ჟურნალისტის შვილის დაკვირვებით, „ოცნებას“ ამ გზით სურს გააჩუმოს ადამიანები, რომლებიც სისტემას ამხელენ.
„ჩემთვის, როგორც შვილისთვის პროცესების დახურვა სხვა არაფერია თუ მისი [იმედია დროებით] ბოლომდე გაჩუმების ერთადერთი გზა. ეს საქმე ელისოს წინააღმდეგ თავად წარმოადგენს კირუფციულ გარიგებას – ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილს.
სასამართლო სხდომებზე პროკურორი წარმოადგენდა ხოლმე შუამდგომლობას სხდომის დახურვის შესახებ, რასაც სასამართლო, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებდა, მაგრამ პროტოკოლით დედასაც ეკუთვნოდა სიტყვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებას ასწრებდა. ახლა ამის უფლებასაც არ აძლევენ. სხდომები პირველივე წუთიდან დახურულია. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გეშინოდეს ამ იდიოტობის დამკვეთს, რომ მას 5-10 წუთიანი სიტყვის უფლებაც არ მისცე.
ჩემი აზრით, მათი მთავარი მიზანი ახლა არის ელისოს რეპუტაციული განადგურება, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში,“ – გვითხრა მარიამ ხარშილაძემ.
ჟურნალისტი, რომელიც სასამართლო პროცესებს აშუქებს: ჩვენ მაინც დავრჩით სასამართლოს დარბაზებში, ამას არ ელოდნენ
ნათია ამირანაშვილი „პუბლიკის“ ჟურნალისტია და აქტიურად აშუქებს სასამართლო პროცესებს. იგი აშუქებს სასამართლო სხდომებს მას შემდეგაც, რაც ივანიშვილის დაჯგუფებამ მედიას და საზოგადოებამ პრაქტიკულად გამოუხურა სასამართლოების კარი. დღეს ჟურნალისტი შეიძლება დაესწროს სხდომას [თუ დარბაზში ბრალდებულები ოჯახის წევრებს შორის თავისუფალი ადგილია], თუმცა ის ვერც ფოტოს გადაიღებს და ვერც ვიდეოს, ვერც ხმას ჩაიწერს, რომ შემდეგ ზუსტად მოუყვეს საზოგადოებას: რა თქვა, მაგალითად, სინდისის პატიმარმა თავის ბოლო სიტყვაში?
„შეიძლება მათი მოლოდინიც ეს იყო, რომ მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო სასამართლო პროცესები, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენ მაინც განვაგრძეთ მუშაობა სასამართლოს დარბაზში… ამას არ ელოდნენ.
ფაქტია ისიც, რომ ნამდვილად გართულდა ჩვენი მუშაობა და მას ახალი გამოწვევები დაემატა,“ – გვიყვება ნათია ამირანაშვილი და ხაზს უსვამს ვიზუალური ეფექტის მნიშვნელობას: ერთი წლის წინ ჟურნალისტებს გვქონდა კადრი, სადაც პირდაპირ ხედავ, როგორ ამხელენ, მაგალითად, მოწმე პოლიციელს სიცრუეში და დღეს ჟურნალისტი აღწერს პროცესს ყოველგვარი ფოტოს და ვიდეოს გარეშე.
ნათია ამირანაშვილი
„ამ აკრძალვის შემდეგ ზოგიერთმა ნახატების მომზადება დაიწყო სასამართლო დარბაზებიდან, ზოგიერთმა მედიამ დაიწყო ლაივ-ბლოგები. ვცდილობდით, რომ ყურადღების ეპიცენტრში სასამართლო შეგვენარჩუნებინა… ჩვენ ძირითადად სოციალურ ქსელებში ქარდებზე გავაკეთეთ აქცენტი. მნიშვნელოვანი დიალოგები, შეპასუხება, მოწმეების დაკითხვის პროცესი – ეს ყველაფერი იკარგება.
ძნელია, როცა არ გაქვს არცერთი ფოტო და კადრი, დააინტერესო ადამიანი, რომელიც ფეისბუქს სქროლავს და ამ დროს შესაძლოა გული შესტკიოდეს კიდეც იმ ყველაფერზე, რაც ხდება. ამის უკუკავშირსაც ვხედავ თუნდაც აქტივისტებში: მათშიც აღმომიჩენია, რომ არ იციან კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის შესახებ. ადამიანების ისტორიის სათანადოდ გაცნობა ვეღარ ხერხდება.
სასამართლოში მუშაობა ამ ხელისუფლების პირობებში, ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, არასოდეს არ ყოფილა მარტივი. ჩემთვი,ს პირადად, ეს იყო ყოველთვის დაკავშირებული სტრესთან, მტრულ გარემოსთან, თუმცა მეგონა, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლება ჟურნალისტს სასამართლო ხელისუფლებაში დახვედროდა. თურმე ეს არ ყოფილა ბოლო საფეხური და კიდევ უფრო მეტად რთული გარემოს შექმნა ყოფილა შესაძლებელი… წინა წლებში დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც აკეთებდი რაღაცას და ეს გიბალანსებდა ჟურნალისტს იმის განცდას, რომ გაწვალეს, შეურაცხყოფა მოგაყენეს, შეიძლება ფიზიკურადაც გაგისწორდნენ,“ – ამბობს ნათია ამირანაშვილი.
სასამართლოებში მედიასაქმიანობის შეზღუდვის შემდეგ, „ოცნების“ პარლამენტმა კანონში დატოვა დაშვება, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებას შეუძლია სასამართლოს სხდომის გამართვამდე პროცესის გაშუქების მოთხოვნით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
მას შემდეგ, რაც ირაკლი დგებუაძემ მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს და უკვე 2025 წლის ივლისიდან სასამართლოებში ფოტო და ვიდეო გადაღება აიკრძალა, „ბათუმელებმა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 10-ჯერ მიმართ წერილობით „მზია ამაღლობელის საქმის“ გაშუქებაზე ნებართვის მიღების თხოვნით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წერილების მიღება თითოეულ შემთხვევაში დაადასტურეს, თუმცა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს.
რა ხდება სხვა მედიასაშუალების შემთხვევაში – როდის უშვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიასაშუალებას სასამართლო სხდომაზე? – ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი გვიყვება, რომ მასაც არავინ პასუხობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როცა იქ წერილებს აგზავნის და სხდომების გაშუქებას ითხოვს.
ნათია ამირანაშვილი იხსნებს გამონაკლისსაც, როცა „ოცნებამ“ სასამართლოს კარი პროსახელისუფლებო მედიისთვის გახსნა:
„დაახლოებით 20-მდე განცხადება მაქვს დაწერილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არცერთზე პასუხი არ მიმიღია. ბოლოს ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც მივმართე…
ამ ერთი წლის განმავლობაში ერთადერთი გადაღებული პროცესი მახსოვს მედიის მხრიდან – „გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი“, რომელიც გადაიღეს პროსახელისუფლებო მედისაშუალებებმა. ეს „შესაძლებლობა“, რომელიც კანონმდებლობაში ვითომ დატოვეს, მედიისთვის არის უსარგებლო და პრაქტიკაში არ მუშაობს,“ – აღნიშნა ნათია ამირანაშვილმა „ბათუმელებთან“.
„მედიაომბუდსმენის“ თანამშრომელი: საზოგადოება იღებდა ინფორმაციას და ჩნდებოდა ემპათია…
სასამართლო პროცესების დახურვაზე შეკითხვის დასმისთანავე „მედიაომბუდსმენის“ თანამშრომელს, ჯანო ჭკადუას თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები ახსენდება და მანდატურების დაპირისპირება მოქალაქეებთან, რაც ჟურნალისტებმა ასევე გადაიღეს.
იურისტის დაკვირვებით, ივანიშვილის დაჯგუფებაზე გავლენა სასამართლოს ამბების აქტიურად გაშუქების დროს საზოგადოების რეაქციამ მოახდინა – „ადამიანებში ჩნდებოდა ემპათია“, – ამბობს ჯანო ჭკადუა.
„როდესაც სასამართლო პროცესები შუქდებოდა Live რეჟიმში, საზოგადოებას პირდაპირ შეეძლო დასკვნების გაკეთება. ამ დროს საზოგადოებას უჩნდებოდა ემპათია – ადამიანები პირდაპირ ხედავდნენ, რეალურად რის გამო უშვებდნენ ადამიანებს ციხეებში.
ფაქტია, ასევე, რომ ჟურნალისტები უქმნიდნენ მოწმეებს დისკომფორტს, მათ შორის, შსს-ს იურიდიულ დეპარტამენტის იურისტებს, რომლებიც ითხოვენ აქციაზე მყოფი პირებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. ჟურნალისტები მათგან ითხოვდნენ ახსნა-განმარტებებებს. ესეც დისკომფორტი იყო.
შეზღუდვის დაწესების რეალური მიზეზი იყო ის, რომ ყოველგვარი დისკომფორტის შეგრძნების გარეშე, თავისუფლად ყოფილიყვნენ სასამართლოში. ეს იყო მიზეზი და, რა თქმა უნდა, ამ გადაღებით სასამართლო სხდომის ჩატარებას არანაირად ხელი არ ეშლებოდა,“ – გვითხრა ჯანო ჭკადუამ.
ჯანო ჭკადუა
რამდენად შეიცვალა მედიაგარემო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებს სასამართლოებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე ხმის ჩაწერა აუკრძალეს?
„ეს პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს ღიაობის პრობლემას. ფორმალურად შეიძლება სასამართლომ თქვას, რომ ჩვენ ღია ვართ, არ ვართ შეზღუდული, მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარეობს პროცესებზე, მაგრამ, როცა ჟურნალისტები უბრალოდ ჩანაწერებს აკეთებენ და ჩანაწერების საშუალებით ცდილობენ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, ეს რეალობა არსებითად განსხვავდება იმისგან, როცა ჟურნალისტებს ჰქონდათ ფოტო-ვიდეოს გადაღების საშუალება, როცა ჰქონდათ მათ ამ შემთხვევაში შესაძლებლობა ჩაეწერათ: რას ამბობდა მოწმე, რაზე იყო კამათი, გადაეღოთ ფოტოები და გისოსებს მიღმა მყოფ ბრალდებულს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი დაემსახურებია,“ – ამბობს ჯანო ჭკადუა.
ზვიად ქორიძე: სასამართლო უნდა ჩაიგდოს ხელში ავტორიტარულმა რეჟიმმა და მერე უკვე წინააღმდეგობა აღარ აქვს
ზვიად ქორიძის დაკვირკვებით, ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში პირდაპირპროპორციულად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე. მისი აზრით, შემდეგი ნაბიჯი, შეიძლება იყოს, სასამართლოდან ადვოკატების მიერ სხდომის ჩანაწერის გამოთხოვის აკრძალვა – ავტორიტარების სვლები ავტორიტარული ქვეყნების მაგალითებით უკვე ცნობილია.
„ძალიან კარგად აცნობიერებს ავტორიტარიზმი, რომ ღიაობა, პირველ რიგში, მას ურტყამს – არა მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, არა იმ მოსამართლეებს, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებზე გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს გამჭვირვალობა ურტყამს ბიძინა ივანიშვილს.
ივანიშვილი, ერთი მხრივ, ამბობს: ნახეთ სასამართლო, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, მაგრამ ამ „გათავისუფლებას“ მოქალაქე ვერ ხედავს. მოქალაქეს დაუტოვეს განცდა, რომ ესენი ცუდი მოსამართლეები კი იყვნენ ოდესღაც, მაგრამ მაშინ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა იყო, შიშით და მათზე ზეწოლით მუშაობდნენ. მაგრამ ახლა თურმე ესენი კარგები გახდნენ.
ეს განწყობა არ უნდა რომ დაერღვეს ხელისუფლებას, არ უნდა რომ მოქალაქეს ეჭვი გაუჩნდეს ამ მოსამართლეების შესახებ,“ – მიიჩნევს ზვიად ქორიძე.
ზვიად ქორიძე
როგორ მივედით სასამართლო პროცესების დახურვამდე?
„საწყის ეტაპზე იყო მეტი გამჭვირვალობა სასამართლო სისტემაში,“ – გვესაუბრება ზვიად ქორიძე. – „2016 წლიდან უკვე ყალიბდება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელმაც ერთგვარი გარიგება დადო პირადად ივანიშვილთან: მოსამართლეები გააკეთებდნენ ყველაფერს, რაც სურდა ივანიშვილს, შესაბამისად, ივანიშვილმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს სასამართლო კლანს. დაცული უნდა იყოს ერთის ძალაუფლება, მეორეს – ხელშეუხებლობა.
ზვიად ქორიძის აზრით, ივანიშვილმა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეში“ ირაკლი დგებუაძის დაკითხვის სააშკარაოზე გამოტანის დროს დაინახა: სასამართლოს ღიაობა საფრთხეს მის ძალაუფლებას უქმნის.
რა ეფექტი ჰქონდა სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომების საზოგადოებისთვის ჩვენებას? – ვკითხეთ ზვიად ქორიძეს.
„თუ ადამიანი მიადევნებდა თვალს სასამართლო პროცესებს, ნახავდა, მაგალითად, როგორ მივიდა ერთ-ერთ პროცესზე მოწმე, რომელიც არ არის მოწმე, მან არც იცის საქმის დეტალები – არ ყოფილა იქ. გვინახავს მოწმე პოლიციელი, რომელსაც იმ დღეს მორიგეობა არ ჰქონია და ქუჩაშიც კი არ გამოსულა, მაგრამ ის ვალდებულია, გახდეს მოწმე – თავისი წილი ანგარიში აქვს მთავრობასთან.
ვნახეთ, ბრალდებულს როგორ ვერ სცნობდა მოწმე, არ იცოდა, ხელს ვის ადებდა. აღარ მაქვს საუბარი მართლაც კომიზმამდე მისულ სიტუაციამდე, რაც მზიას პროცესებზე იყო. ეს აგიჟებს ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია.
მომისმენია კომენტარები: მე სულ არა მაქვს სასამართლოსთან საქმე და რატომ უნდა იყოს სასამართლო ღიაო. იმიტომ კი არ უნდა იყოს სასამართლო ღია, რომ შენ გაქვს სასამართლოში საქმე და შენი საქმე როცა იქნება, მაშინ გაიღოს, არამედ იმიტომ უნდა იყოს სასამართლო ღია, იმიტომ უნდა იყოს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი კონტროლი მაღალი, რომ არავინ არ იგრძნოს სასამართლო სისტემის რეალური სახე საკუთარ თავზე.
დღეს ჩვენ განვიხილავთ სასამართლოში უმძიმეს საქმეებს. ალეკო ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯეს საქმეზე, რომლის არაფერი არ იცის საზოგადოებამ. არ იცის იმიტომ, რომ სასამართლო არის დახურული. ადვოკატს ხელი მოაწერინეს, არ გათქვას საიდუმლოება. რეალურად ჩვენ არ ვიცით არაფერი. ვართ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის ნათქვამზე.
ასევე, არის უმძიმესი საქმე „ელისო კილაძის საქმე“, როდესაც ბრალდება არის ძალიან შემაშფოთებელი. დაკავებული ჰყავთ ჟურნალისტი, რომელიც ძალიან მწვავე გამოძიებებს აკეთებდა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ ნამუშევრების ხარისხზე – მოგვწონს ეს გამოძიებები, თუ არ მოგვწონს, მაგრამ ელისო კილაძე ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა წლებია და მას ჰყავს თავისი აუდიტორია.
რატომ უნდა იყოს ეს საქმე დახურული? რატომ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, როგორც მას მოუნდება, რომ რაღაც საქმე დაიხუროს, რომ ამ საქმის მიმართ არ არის საჯარო ინტერესი? პირიქით, ძალიან მწვავე საქმეებზე, მათ შორის, საქმეზე, სადაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები შეიძლება გაჟღერდეს, დემოკრატიულ ქვეყნებში მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ იმდენად მაღალია საჯარო ინტერესი, რომ ეს საქმე უნდა გაიხსნას,“ – მიიჩნევს ზვიად ქორიძე.
ჟურნალისტის აზრით, სასამართლო პროცესების საზოგადოების დახურვა პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების დაცულობას: ვერავინ იქნება დაცული, როცა არ ვიცით, რის გამო სვამენ ციხეებში ადამიანებს.
„როდესაც დახურულ პროცესებზე ასამართლებენ ალეკო ელისაშვილს, ან ელისო კილაძეს, რამდენად დაცულია ამ დროს საზოგადოება? როდესაც ცრუ მოწმეები მიდიან სასამართლო პროცესზე და ჟურნალისტები ამას ვეღარ იწერენ, რამდენად არის დაცული საზოგადოება და მისი უსაფრთხოება?
მიმაჩნია, რომ სწორედ აი ეს ანგრევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტანდარტებს და საზოგადოებრივი ინტერესის სტანდარტებს.
ამიტომაც ჩვენ ვეღარ ვსაუბრობთ სასამართლოზე, როგორც დემოკრატიულ ინსტიტუციაზე. ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, როგორც ავტოკრატიული ხელისუფლების ხელსაწყოზე,“ – გვითხრა ზვიად ქორიძემ.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ღიაობის პრობლემა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რადგან ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს. ზვიად ქორიძე გვახსენებს საბჭოთა რეპრესიებს, სადაც ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებების შესაბამისად ხვრეტდნენ, ასახლებდნენ ადამიანებს:
„თუ გადავშლით იმ პერიოდის პრესას: „პრავდას“, ან „იზვესტიას“, ბოლო გვერდებზე ვნახავთ პატარა ქრონიკას, სადაც წერია, რომ უზენაესი სასამართლოს რომელიღაცა კოლეგიამ განიხილა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე ბრალდებულების საქმე და დახვრიტა ამდენი ადამიანი. რას იღებდა ამით საზოგადოება? ხშირ შემთხვევაში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათი მეზობელი იყო დაჭერილი და დახვრეტილი, მათი მეზობელი იყო გადასახლებული, მათი მეზობლის სახლში ვიღაც ჩეკას თანამშრომელი შესახლდა, მაგრამ უკვე წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ ამას…“ – გვიყვება ზვიად ქორიძე.
დღესაც არის იგივე საფრთხე, რომ საბჭოთა რეალობა მივიღოთ და აბსოლუტურად ფორმალური სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს?
„აუცილებლად ასე მოხდება. სხვა რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს ჯიბეში ჩადებას, სასამართლოს სახის დაკარგვას?“ – შეკითხვას გვიბრუნებს ზვიად ქორიძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 423 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 141 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 24 938 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 45 953 ერთეული [+42]
MLRS – 1 936 ერთეული [+5]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 492 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 409 204 ერთეული [+2 003]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 907 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+1]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 120 307 ერთეული [+445]
სპეცტექნიკა – 4 420 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 906 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
Tbilisi City Court Judge Liana Kajashvili has fully upheld the civil lawsuit filed by Georgian Dream propagandist film director Goga Khaindrava against the critical TV broadcaster Formula TV.
The court ordered “Shabatis Formula” to retract the “materially false statements containing information damaging to the claimant’s reputation, honour and dignity” broadcast in its report. It also ordered the broadcaster to pay GEL 10,000 in compensation for non-pecuniary (moral) damages.
“What happened is, in principle, exactly what we had expected. The court fully upheld Goga Khaindrava’s claim and ordered us to pay compensation for moral damages. Under the current circumstances in this judicial system, this was certainly not surprising, given the situation that has been created,” said Formula’s lawyer, Eto Katamadze.
According to Katamadze, the broadcaster will exhaust all available domestic legal remedies and will most likely continue the case before the European Court of Human Rights in Strasbourg.
The lawyer also said that the judge provided no explanation during the hearing as to what the ruling was based on.
In addition to the civil proceedings, the Prosecutor’s Office is also investigating the case involving Formula TV. According to the lawyer, the Tbilisi City Court’s ruling serves as an incentive for the Prosecutor’s Office to ensure “this case does not end here” and to continue the investigation.
The Prosecutor’s Office has said it launched an investigation into the possible commission of a crime by Formula TV against Goga Khaindrava under Article 373, Part 1 of the Criminal Code, which concerns false denunciation. According to the prosecution, the investigation was initiated following a complaint filed by Khaindrava’s lawyers.
The case stems from a “Shabatis Formula” report based on a confidential source, which alleged that “in 2016–2017, Goga Khaindrava, in coordination with the State Security Service, brought citizens of India and Pakistan into Georgia in exchange for payment.”
Both Khaindrava and the Prosecutor’s Office maintain that the journalistic report is sufficient grounds to initiate criminal proceedings for “false denunciation.”
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ 9 ივლისს ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ რუსულ პროექტში – „მეხსიერების მატარებელი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა „ბელარუს და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, რუსეთის და ბელარუსის 13 ქალაქი მოიარეს“.
მათივე ინფორმაციით, ეს მარშრუტი „დიდი სამამულო ომის ისტორიას ეძღვნება“.
რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ „რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა, ქართველი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძალიან გვიხარია, რომ უკვე პირველი წელი არ არის, რაც ქართველი ახალგაზრდები ჩვენთან ერთად არიან „მეხსიერების მატარებელში“. ის ბავშვები, რომლებმაც ეს მარშრუტი გაიარეს, კეთილი ნების ელჩები ხდებიან“, – ნათქვამია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
„ბათუმელებმა“ რუსეთის ინტერესების სექციას ფეისბუქზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა. ვთხოვეთ ინფორმაციის დაზუსტება, რომელი საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ამ პროექტში, რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა და ამ პროექტის შესახებ თუ არის ინფორმირებული საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო?
ასევე, სექციას ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ ქალაქების შესახებ, სადაც ქართველი მოსწავლეები იმყოფებოდნენ ამ ვიზიტის ფარგლებში. რუსეთის ინტერესების სექცია ამ საკითხზე ჯერ არ გამოგვხმაურებია. პასუხის მირების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფეისბუქზე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს განათლების სამინისტროს შეკითხვით – თუ იცის სამინისტრომ ამ პროექტში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობის შესახებ და თუ ინფორმაცია რეალურია, ვისი ორგანიზებით მოხდა ქართველი მოსწავლეების ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი; ასევე, რამდენი მოსწავლე გაიყვანეს და რომელი სკოლებიდან?
საქართველოს განათლების სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „აღნიშნულ პროექტში არც ერთი სკოლა არ არის ჩართული“ და ამ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას სამინისტრო არ ფლობს.
„აღნიშნულ პროექტში სამინისტროს და სკოლების ჩართულობით ბავშვებს მონაწილეობა არ მიუღიათ“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
რამდენად რეალურია რუსულ პროექტში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა, მით უფრო იმ პირობებში, როცა რუსეთში უკრაინული დრონები დაფრინავენ, საწვავის კრიზისია და ბავშვების სამოგზაუროდ ხელსაყრელი პირობი არ არის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.
ბატონო ვალერი, თქვენ ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ამ რუსული ბანაკის შესახებ და რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ პირობებში, მოზარდების მშობლებს რუსეთსა და ბელარუსში შეიძლება სურდეთ შვილების გაყვანა?
ზოგადად, რუსული საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც საერთოდ რუსული პოლიტიკა, დიდწილად აგებულია ტყუილზე. თუ ადრე მეტ-ნაკლებად იცავდნენ ამ პროპორციებს და სიმართლის მარცვალზე აშენებდნენ ტყუილს, ახლა იმ ვითარების გამო, რაც რუსეთშია და რუსეთის ირგვლივ, იძულებულები არიან ეს პროპორცია უფრო და უფრო დაარღვიონ ტყუილის სასარგებლოდ.
მაგალითად, მთელმა მსოფლიომ იცის იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც შექმნილია ახლა რუსეთში ბენზინის დეფიციტის გამო, მაგრამ რუსეთის ახალ ამბებს რომ ვუყუროთ, არაფერი არ ხდება, ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ რაღაც-რაღაც პატარა გართულებებია ადგილებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან წარმატებით ართმევს თურმე თავს.
შესაბამისად, ის ამოცანები, რომელიც რუსეთშია ჩამოყალიბებული ჰიბრიდული ომის და ეგრეთ წოდებული რბილი ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, კარგად არის ცნობილი.
მაგრამ საქართველოში ამის განხორციელების კონტექსტი საკმაოდ შეზღუდული აქვს რუსეთის ინტერესების სექციას. ამის მიუხედავად, ყველანაირად სარგებლობენ ნებისმიერი შემთხვევით ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება იცვლება დადებითისკენ, რომ ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ინტერესდებიან რუსეთში განათლების მიღებით და ასე შემდეგ.
ჩემი შეფასებით, ეს ინფორმაცია ქართველ ბავშვებთან დაკავშირებით, ისეთი ფორმით და მეთოდით არის მიწოდებული საზოგადოებისთვის – სახელების, გვარების, სკოლების დასახელების გარეშე, არც ის უწერიათ, რომელ 13 რეგიონში იმყოფებოდნენ და ასე შემდეგ, არის მანიპულაციური. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკუთარი სოფლის მეურნეობის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ ბენზინით, მოსავალს ვერ იღებენ და ამის ფონზე ჩაატარეს ეს პროგრამა?!
მარტო საქართველოდან ხომ არ იქნებოდნენ იქ ბავშვები, ძალიან დიდი პროგრამა უნდა ყოფილიყო. თანაც რუსეთის არცერთ არხზე არ შემხვედრია ინფორმაცია ამ ბანაკის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს საინფორმაციო მანიპულაციასთან.
მით უმეტეს, რომ განათლების სამინისტროს არ ადასტურებს ამ ინფორმაციას თქვენთან. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს სიცრუე.
რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსები ყოფილიყვნენ ჩართული და ისე წარმოაჩინეს ეს ამბავი, თითქოს ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ?
შეიძლება ასეთ იყოს, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი მკვიდრი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თუ აქ მცხოვრები ადამიანი, დღეს არსებულ პირობებში, რაც არის რუსეთში, რაც საკმაოდ სახიფათოა უკრაინული დრონების შეტევების გამო და თუნდაც 1-2%-იანი იყოს ეს რისკი, რატომ გარისკავს საკუთარი შვილის სიცოცხლით და გაუშვებს ამ არასტაბილურ ქვეყანაში თავის შვილს?
გამახსენდა ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი [არგენტინასა და ბრიტანეთს შორის] და წარმოიდგინეთ, რომ იმ დროს ვიღაცას არგენტინაში ბავშვების მოგზაურობა შემოეთავაზებინა. ან კოსოვოში რომ ხდებოდა რაღაც და მაშინ ადგილობრივ ადმინისტრაციას გამოეცხადებინა მსგავსი პროგრამა.
ვის მოუვა თავში და ვინ დათანხმდება სარისკო ზონაში საკუთარი შვილის გაგზავნას? – ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე.
ბევრი გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ინფორმაციით მანიპულირება და პროპაგანდა.
რადგან საუბარია ოკუპანტ რუსეთზე უსაფრთხოების სამსახურს ხომ უნდა ჰქონდეთ ამაზე ინფორმაცია, თუ ვის გაჰყავს ბავშვები უცხო ქვეყანაში და რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება?
თეორიულად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ არ იცოდეს, რადგან, როგორც ჩემი გამოცდილება მკარნახობს, არასრულწლოვანის ქვეყნიდან გასვლა დაკავშირებულია ორივე მშობლის მიერ ოფიციალურად, ნოტარიულად დადასტურებულ თანხმობასთან.
თანაც, თუ საუბარია პატარა ჯგუფზე, მაგალითად 5-7 ბავშვი გაჰყავთ, შესაძლოა ინდივიდუალურად გაიყვანოს რუსეთის ინტერესების სექციამ. მით უმეტეს, თუ ისინი არიან ეთნიკური რუსები ან დიასპორის წარმომადგენლები.
„ოცნების ხელისუფლება“ დასავლეთიდან დაფინანსებულ პროექტებს ებრძვის და ლამის ყველა „აგენტად“ გამოაცხადოს, ვინც დასავლეთთან თანამშრომლობს. რატომ არ აკონტროლებს რუსულ პროექტებს და დაფინანსებას?
თუ ამ ყველაფერს სისტემური სახე აქვს და დიდი ჯგუფების გაყვანაზეა საუბარი, ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურების.
მაგრამ, მე მაინც პროპაგანდის ნაწილი მგონია ეს ამბავი, რადგან ეს იყო ცალკე აღებული ამბავი და სისტემატური სახე არ ჰქონია ასეთი ინფორმაციის გავრცელებას რუსული ინტერესების სექციის მხრიდან.
გვახსოვს, როგორ სთავაზობდნენ ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლას, მაგრამ მას შემდეგ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, ისარგებლა თუ არა ვინმემ ამ შეთავაზებით და რამდენმა ახალგაზრდამ. თუ ისარგებლეს, მათ შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, რომ ჩვენც ვნახოთ.
ეს რომ ყოფილიყო წარმატებული პროგრამა, იტყოდნენ აუცილებლად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაციაც არის მანიპულაციური და გავრცელებული პროპაგანდისთვის.
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სავარაუდოდ თხევადი გაზის ბალონი აალდა.
როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე გამოცემა „აჭარა თაიმსს“, რომელმაც ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, უთხრეს, რომ კორპუსი ჩაუბარებელია და იქ ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.
„სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება“ – წერს დღეს, 2026 წლის 14 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლანჩხუთი-ხაჯალიას მონაკვეთზე, რომლის ერთი ნაწილი [ლანჩხუთი-ლესა] 2025 წლის ბოლოს გაიხსნა და რომელიც დროებით 9 ივლისამდე იყო ჩაკეტილი.
რაც შეეხება მეორე ნაწილს [ლესა-ხაჯალიას], გზის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით დეპარტამენტი 17 ივნისს წერდა, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა. სწორედ ამ მონაკვეთის გახსნით ავტობანზე მოძრაობა ჯაპანადან სუფსამდე მონაკვეთში უწყვეტად იქნება შესაძლებელი.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] მიმდინარეობდა. აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.
ლესა-ხაჯალიას მონაკვეთის გახსნის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დარჩება გაუხსნელი 9,5 კილომეტრიანი მონაკვეთი [სამტრედიიდან ჯაპანამდე]. ეს მონაკვეთი გადადის მდინარე რიონზე, სადაც ხიდი ჩაინგრა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული ხიდის დასრულება დაგეგმილია 2027 წელს.
შესაბამისად, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილ 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მომავალ, 2027 წელს [წლის პირველ ნახევარში] არის დაგეგმილი.
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი. სამტრედია-ჯაპანას მონაკვეთი გაიხსნება 2027 წელს [აღნიშნულია წითელი ფერით. ლურჯი წერტილით კი მონიშნულია ჩანგრეული ხიდი რიონზე] / ჯაპანა-ლესა – გახსნილია / ლესა-ხაჯალია – უნდა გაიხსნას უახლოეს პერიოდში [მონიშნულია ყვითელი ფერით] / ხაჯალია-გრიგოლეთი[სუფსა] – გახსნილია.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მიმდინარე, 2026 წელს არის დაგეგმილი ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაც. ეს მშენებარე მონაკვეთი გრიგოლეთთანაა და მდინარე სუფსას კვეთს.
განახლება: ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 18 ივლისს გაიხსნა.
2026 წელს, საქართველოში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ავტოავარიაში 92 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 33 ადამიანი ავტომანქანაში არ ყოფილა, ისინი ქვეითები იყვნენ, თუმცა ავტოავარიის მსხვერპლები გახდნენ.
ეს შს სამინისტროს ოფიციალური, მხოლოდ 3 თვის სტატისტიკაა. გასული წლების მონაცემებიც ცხადად აჩვენებს, თუ რა მაღალია საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად ქვეითთა დაღუპვის მაჩვენებელი.
მაგალითად, გასულ, 2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 469 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 164 ქვეითი იყო: 58 ქალი და 110 კაცი.
2024 წელს კი საქართველოში ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი იყო.
მხოლოდ ეს მონაცემები რომ დავაჯამოთ, გამოდის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მინიმუმ 298 ქვეითი დაიღუპა ავარიის შედეგად. ბოლო თვეების სტატისტიკა ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა ბოლო თვეებში ინფორმაცია გავრცელდა ავტოავარიის შედეგად არაერთი ქვეითის დაღუპვის შესახებ – ბოლო ასეთი შემთხვევა 13 ივლისს მოხდა გორში, სადაც ქვეითად მიმავალ 44 წლისა ქალსა და 3 წლის ბავშვს ავტომობილი შეეჯახა. დედა-შვილი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებს შორისაა.
იგივე შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ავარიების ყველაზე ხშირად გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია:
მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; შეჯახება დაბრკოლებაზე; საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა და ა.შ.
ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით.
„შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც“ – წერს მერია შესყიდვების სააგენტოს.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტი ურეკში 2026 წლის 15 ივლისს უნდა ჩატარდეს.
ოზურგეთის მერია ურეკში დიჯეი ალეკა სამუშიასაც იწვევს.
„სოფ. ნაგომარში დოღი „ოზურგეთის თასი 2026“-სა და დაბა ურეკში, ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიებების ფარგლებში გასამართ კონცერტებთან დაკავშირებით“ კი მერია დიჯეი ალეკა სამუშიას 6 ათას ლარს გადაუხდის.
ურეკი / 5.07.2026
„ურსა“ ხშირად მონაწილეობს ბიუჯეტის ფულით დაფინანსებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.
ამ ბოლოს „ურსას“ 30 ათასი ლარი გადაუხადეს ბათუმშიც – ზაფხულის სეზონის გახსნაში მონაწილეობისთვის.
ტექსკოლა თიბისის ონლაინ განათლების ინიციატივაა, რომელიც უკვე სამი წელია უფროსკლასელებს თანამედროვე და ყველაზე მოთხოვნად პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას სრულიად უფასოდ აძლევს. 4 500-ზემეტიმონაწილე მთელი საქართველოდან, მათგან35% სხვადასხვარეგიონიდან და100-მდეახალიკურსდამთავრებული– ასეთია თიბისი ტექსკოლის სამი წლის შედეგი.
ტექსკოლის მიზანია ახალ თაობას შესძინოს ტექნოლოგიური უნარები, განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და მომავლის პროფესიებისთვის საჭირო კომპეტენციები. ტექსკოლის გაკვეთილები, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ონლაინ შეხვედრების ფორმატში ტარდება, რაც პროგრამას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები უფროსკლასელისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
თიბისი ონლაინ მოდელის სწავლებით შლის გეოგრაფიულ და ფინანსურ ბარიერებს და ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობა სხვა შემთხვევაში ნაკლებად ექნებოდათ.
ტექსკოლის პროგრამა პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული. თიბისისა და მისი პარტნიორ „ჯეოლაბის“ გამოცდილი ლექტორების ხელმძღვანელობით მონაწილეები სწავლობენ ვებპროგრამირებას, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX და გრაფიკულ დიზაინს, სოციალური მედიის მარკეტინგსა და სხვა მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებს. მიღებულ ცოდნას ისინი რეალურ პროექტებზე მუშაობით ამყარებენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია„თიბისიტექსკოლისელჩების“ პროგრამა, სადაც ტექსკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები. ტექსკოლის ელჩები თანატოლებისთვის რთული ტექნოლოგიური საკითხების პრეზენტაციის ტექნიკებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივ და გასაგებ ფორმატში აზიარებენ. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“, რომელსაც თიბისი ჯეოლაბთან და ბაქსვუდითან თანამშრომლობით ახორციელებს, თანატოლთა სწავლების საერთაშორისო მოდელებზეა დაფუძნებული და რეგიონებში ტექნოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
თიბისი, ტექსკოლის პროგრამებს, მუდმივად ავითარებს, რათა ის ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფ ცვლილებებსა და ახალი თაობის ინტერესებს პასუხობდეს. სწორედ ამიტომ, ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღება სექტემბრიდან განახლდება და მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს შესთავაზებს.
14 ივლისს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს – ბაშკირეთში მდებარე „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარეობს.
ტელეგრამ არხებზე, რომელიც, ძირითადად, მსგავს შეტევებზე ინფორმაციის პირველწყაროა, წერენ, რომ დარტყმის ქვეშ მოჰყვა ნავთობის პირველადი გადამუშავების AVT-6 დანადგარი და მე-20 საამქრო, რომელიც მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენს აწარმოებს.
სპეციალისტების თქმით, აქამდე ეს ქარხანა რჩებოდა ბენზინის ერთადერთ მსხვილ მწარმოებლად, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები 2026 წლის განმავლობაში არ შეხებია.
ბაშკირეთის ხელმძღვანელმა, რადი ხაბიროვმა დაადასტურა „სალავატის სამრეწველო ზონაზე“ თავდასხმის ფაქტი, თუმცა მან განაცხადა, რომ დრონები ჩამოაგდეს, ხოლო კვამლი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ასევე, უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა კრასნოდარის მხარეში მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელზეც ხანძრის გაჩენის შესახებ ადგილობრივმა საოპერაციო შტაბმა განაცხადა.
პლატფორმა „Крымский ветер“-ი წერს, რომ პირველი აფეთქებები შუაღამისას გაისმა, რის შემდეგაც ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, გაზის კონდენსატის დისტილატებს, მძიმე ნავთობის ნარჩენებსა და გოგირდს. წინა თავდასხმა ქარხანაზე 11 ივნისს ღამით განხორციელდა.
სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 28 პირი, სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
„საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი.
სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.
„საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს.
ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები.
აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.
სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე, 7 პირს ბრალდება წარედგინა.
საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი, სისხლის სამართლის სამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს.
სამ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სხვადასხვა დროს, ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 196-ე მუხლის I ნაწილით და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 221-ე მუხლის IV ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილით, 338-ე მუხლის I ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 421 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 131 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 24 932 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 45 911 ერთეული [+46]
MLRS – 1 931 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 491 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 407 201 ერთეული [+1 508]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 905 ერთეული [+11]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 119 862 ერთეული [+330]
სპეცტექნიკა – 4 416 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 899 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საიდუმლო წესით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას აგრძელებს. სამინისტრომ ასეთ შესყიდვაზე წელს 3 განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 7,6 მილიონი ლარია.
შსს-ს განცხადებებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეისყიდის, თუმცა მათი დანიშნულება, ტიპი, მარკა, რაოდენობა და სხვა მახასიათებლები სრულად გასაიდუმლოებულია.
შსს ასეთ განცხადებებს სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე აქვეყნებს, თუმცა, ეს არ არის ასე ვთქვათ სტანდარტული, მაგალითად, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, არამედ ესაა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
განცხადებებში აღნიშნულია, რომ „პროცედურაში მონაწილეობაზე დაინტერესებულ პირს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ინტერესის გამოხატვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელზე.“
ასეთ პროცედურაში მონაწილეობა კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.
პროცედურას თან ახლავს საიდუმლო შესყიდვის დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „შესყიდვის დოკუმენტაცია შედგენილია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილების საფუძველზე.“
ამასთან, პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარადგინოს ალტერნატიული წინადადება, ხოლო განმარტებების მიღება შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში.
ყველა განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ უფლებამოსილ პირ(ებ)ს გადაეცემათ შესაბამისი მომართვის საფუძველზე.“
შსს საიდუმლო წესით არა მხოლოდ ტრანსპორტზე, არამედ სამშენებლო თუ სხვა მომსახურების შესყიდვაზეც ხშირად აქვეყნებს განცხადებებს. შესაბამისად უცნობია, სად და რას აშენებს სამინისტრო.
მაგალითად, ამ ბოლოს შსს-მ „მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების“ შესყიდვაზე განცხადება 33 772 974 ლარით გამოაცხადა, თუმცა მხოლოდ წინადადებების მიღებისა და მომსახურების ვადებია ცნობილი, დანარჩენი ყველაფერი გასაიდუმლოებულია. „შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა დაინტერესებულ პირს, დოკუმენტაციით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდუმლო შესყიდვებს რომ დავუბრუნდეთ:
2026 წლის 20 ივლისს დასრულდება წინადადებების მიღება საიდუმლო წესით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 387 ათას 500 ლარია.
წინადადებების მიღება 2026 წლის 5 მარტს დამთავრდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 767 797 ლარი იყო. ამ შემთხვევაში შსს-ს ზუსტად აღნიშნული თანხით შესთავაზა მომსახურება შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“. სხვა მონაცემები შესყიდვების პორტალზე არ იძებნება.
შესყიდვების პორტალზე შსს-ს არათუ საიდუმლო წესით გაფორმებული ხელშეკრულებები, არამედ 2019 წლიდან საჯარო ხელშეკრულებები და გადახდილი თანხების შესახებ მონაცემებიც არ იძებნება [კონკრეტულ CMR მოდულში].
2024 წელს „ბათუმელებმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ კი იმავე წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში [CMR] გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს“.
ეს „ხანგრძლივი დროის პერიოდი“ კი მეშვიდე წელია, ანუ დღემდე გრძელდება.
შსს-ს 2026 წლის თებერვალში კიდევ ერთი განცხადება ჰქონდა გამოქვეყნებული 4,5 მილიონი ლარით ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდუმლო წესით შესყიდვაზე. ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 27 თებერვალს დასრულდა. მომსახურება კი შსს-ს კვლავ შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ შესთავაზა ზუსტად 4,5 მილიონ ლარად.
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, შოთა ფუტკარძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა.
საუბარია ბათუმის პორტთან ახლოს, თევზის ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2 შენობაზე. აუქციონის პირობის მიხედვით, ამ ადგილას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს.
მიწის ნაკვეთის ფართობი 848 კვადრატული მეტრია, ხოლო ორი ორსართულიანი შენობის ჯამური ფართობი – 417,72 კვადრატული მეტრი. შესყიდული ქონება ბაქოს ქუჩის #29-ში, ტურისტულ არეალში, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტების მიმდებარედაა. მაგალითად, ერთ მხარეს ხელოვნური კუნძული შენდება, მეორე მხარეს კი ბათუმის პორტი და საბაგიროა, ახლოსაა ბათუმის იახტკლუბიც.
ბაქოს ქუჩა #29
ამ მისამართზე, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ისინი შენობაში თვითნებურად შესახლდნენ. 2026 წლის 7 თებერვალს, გამთენიისას, ისინი შენობიდან გამოასახლეს და დროებით, ურეხის თავშესაფარში გადაიყვანეს.
უსახლკარო ოჯახების გამოსახლებიდან ერთი თვის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ოფიციალური კომუნიკაცია ბათუმის მერიასთან შენობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად.
ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ედნარ ნატარიძეს წერდა, რომ „მერია არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება“.
ამავე პერიოდში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურმა ბონი-გოროდოკის სერვისცენტრი-სერვისცენტრის მენეჯერთან, ანზორ დავითაძესთან დააზუსტა, რომ „აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რაიმე შეზღუდვა (თვითნებურად დაკავება ან/და სხვა) არ ფიქსირდება“.
მერიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს მიწის ნაკვეთი და შენობები აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.
ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 655 000 იყო და საბოლოოდ, შპს „იუან პროჯექტსმა“ 2 855 000 ლარად შეისყიდა. ვაჭრობის ბიჯი 40 000 ლარი იყო. აუქციონის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საყიდლად ერთმანეთთან კონკურენციაში 3 კომპანია შევიდა. გამარჯვებული, შპს „იუან პროჯექტსმა“ 15 მაისს გამოვლინდა.
კომპანიას ქონების საფასურის გადახდის ვალდებულება ორ ეტაპად აქვს – 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გადაიხადოს თანხის 30%, ანუ დაახლოებით 856 500 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა – პირველ დეკემბრამდე.
შესყიდვის პირობები მიხედვით, აქ მომდევნო ორი წლის განმავლობაში 2 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამ ვადაში უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, „სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დადგენილი პირობის მიხედვით, დასაქმებულთა ეს თანაფარდობა უნდა შენარჩუნდეს ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წელი.
შოთა ფუტკარაძე (ფოტო მისი ფეისბუქ გვერდიდან)
კომპანია „უან პროჯექტსის“ დირექტორი შოთა ფუტკარაძეა – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, თხილნარის თემის მაჟორიტარი.
კომპანია საჯარო რეესტრში 2024 წელის ივლისში დარეგისტრირდა. თავდაპირველად მისი ერთპიროვნული მფლობელი შოთა ფუტკარაძე იყო, რეგისტრაციიდან ორ თვეში კი მისი 50%-იანი წილის მფლობელი ლუკა გერეხელია გახდა.
შოთა ფუტკარაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2021 წლიდან. ის არაერთი კომპანიის დირექტორი და მფლობელია და ბიზნეს საქმიანობას საკრებულოში შესვლამდეც ეწეოდა. მაგალითად, მას ეკუთვნის შპს „გრანდ მაისონის“ 20%. ეს არის კომპანია, რომელმაც ააშენა საცხოვრებელი კომპლექსი „კალიგრაფ თაუერი“ ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს. კომპლექსი აშენდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2019 წელს, ბათუმის მერიის პირობიან აუქციონზე იყიდა შპს „ბონდი 2009-მ“ [შპს „გრანდ მაისონი“ ამ პროექტში ბონდი 2009-ის“ უფლებამონაცვლე იყო].
„ბონდი 2009-ის“ მეოთხედს ფლობს შოთა ფუტკარაძის მამა, ბიზნესმენი ოთარ ფუტკარაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველია. 2023 წელს მას პარტიას 50 000 ლარი შესწირა. „ოცნების“ შემწირველები არიან ოთარ ფუტკარაძის ბიზნეს-პარტნიორები – ნუკრი დოლიძე და დავით დევაძეც. მეწილეების მიერ მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვის პარალელურად, „ბონდი 2009“ ხშირად იღებს მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს სახელმწიფოსგან.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად საჯარო მოხელეს ეკრძალება საწარმოს მართვა, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას აქვს უფლება ფლობდეს წილს, თუმცა არ აქვს უფლება იყოს კერძო მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, შპს-ს დირექტორი. ასეთი საქმიანობის უფლება მას მაშინაც და დღესაც ეკრძალება.
ჩიტაში კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირმა მის მიერვე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ არხები წერენ.
8 ივლისს, ჩიტაში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე გაუმართიათ, სადაც მონაწილეებს შორის გათამაშდა Lada Granta. ეს გათამაშება იმით დასრულდა, რომ მანქანა კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლაი გურულევმა მოიგო.
თავდაპირველად, თანამშრომლის მიერ ავტომანქანის მოგების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომაც გაავრცელა.
„გათამაშების ყველა მონაწილის მსგავსად, ისიც მოქმედებდა დადგენილი წესების შესაბამისად: მან ბილეთი ჩვეულებრივი წესით წარადგინა და არანაირი პრივილეგია არ ჰქონდა, როდესაც გამარჯვებული ლატარიის აპარატის გამოყენებით გამოვლინდა. მეორე დღეს გამარჯვებულმა პირადად მომმართა ახალი გათამაშების ჩატარების შეთავაზებით. ის მზადაა, მანქანა ახალ მფლობელებს გადასცეს“, – განმარტავენ სამინისტროში.
მას შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმეორებითი გათამაშების ჩატარების პირობა დადო. ტრანსბაიკალის კულტურის მინისტრმა, ალენა იაჩმენევამ, იმის პირობაც დადო, რომ მომავალ წელს ორგანიზატორებს ლატარიაში მონაწილეობა აეკრძალებათ.
ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებს განზრახ ბომბავს.
დღეს, 13 ივლისს, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში ჯანდაცვის სისტემასა და სამედიცინო პერსონალზე თავდასხმები „მიზნობრივი სტრატეგიის“ ნაწილია.
„ეს დარტყმები სისტემატური, ძალიან ხშირი და ძალიან ზუსტია, რომ შემთხვევითი იყოს“, – განაცხადა რობინ მელდრუმმა, „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ კოორდინატორმა უკრაინაში.
ორგანიზაციის ანგარიშის – „განკურნებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არსებობს“ – თანახმად, 2022 წლის აპრილიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში რუსეთი უკრაინაში 20-ზე მეტ საავადმყოფოს დაესხა თავს, რომელსაც „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მხარს უჭერდა.
ოთხი საავადმყოფო, სადაც ორგანიზაცია მუშაობდა, განადგურდა და შვიდი სასწრაფო დახმარების განყოფილება დაიხურა. დარჩენილი დაწესებულებების უმეტესობა ამჟამად „კრიტიკულად არასაკმარისად არის დაკომპლექტებული“.
„ექიმები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები; რუსეთზე გავლენის მქონე სახელმწიფოებს – გამოიყენონ ეს ვალდებულება ჯანდაცვაზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნით და გაეროს უშიშროების საბჭომ სათანადოდ გამოიძიოს და საჯაროდ დაგმოს ჯანდაცვაზე თავდასხმები, როგორც 2286 რეზოლუციისადმი ერთგულების დემონსტრირების საშუალება.
_____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO
ბათუმში, 26 მაისის #70-ში, მოქალაქეები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ – ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 13 ივლისს.
აღნიშნულ მისამართზე კორპუსის აშენებას კომპანია „გეო 2020“ გეგმავს. ადგილზეა პოლიციაც, რომელსაც მოქალაქეების თქმით, სამშენებლო კომპანიამ გამოიძახა. მოქალაქეების თქმით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა მერიისგან უკვე მიღებული აქვს. ახალი, 26-სართულიანი კორპუსი ორსართულიანი სახლის ადგილზე უნდა აშენდეს.
„ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი არის ამ ახალი მშენებლობის გვერდით. ისე ახლოსაა, აქ რომ მშენებლობა დაიწყება, შესაძლოა ჩვენი კორპუსი დაიშალოს. საფრთხეს უქმნის ეს მშენებლობა ჩვენს საცხოვრებელს.
მარტო ჩვენსას არა, აი, გვერდით რომ კორპუსია, იმასაც საფრთხეს უქმნის, დაბზარულია უკვე შენობა და შესაძლოა ჩამოინგრეს“, – ამბობს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.
„ვინ მაძლევს გარანტიას, რომ ჩემი სახლი არ დაზიანდება? მოვიდეს მშენებელი და დაგვიწეროს, რომ თუ რაიმე დაინგრევა, პასუხი აგოს და მიხედოს საქმეს. გადავყევი ჩემ ბინას, 5 წელია ვაკეთებ და ახლა უნდათ, რომ დამიზიანონ“, – ამბობს შოთა ცინცაძე.
მოსახლეობა ეზოში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, სადაც მშენებელმა პოლიცია გამოიძახაკორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი მშენებლობით, საჭიროების შემთხვევაში ეზოში სახანძროც ვერ შევა, რაც სერიოზული პრობლემაა.
„17 მეტრო აქვთ ეზოს ნაწილი მითვისებული. ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შემოდიან და გვიმცირებენ. სამშენებლო ღობის ფარგლებში მიაქვთ ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, შემდეგაც მიითვისებენ. ჩვენ ვდავობთ სასამართლოშიც, ვეუბნებით კომპანიას, რომ სერვიტუტით დაგვიმტკიცონ ეს ადგილი და შემდეგ გააგრძელონ მუშაობა. 110 ოჯახი ცხოვრობს ამ ეზოში“, – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე.
კიდევ ერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წერილი გაგზავნილი აქვთ ზურაბ პატარაძესთანაც და ელოდებიან პასუხს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ახალი მშენებლობა ისე ხერგავს ეზოში შესასვლელს, რომ ვერც სახანძროს შეიყვან, ვერც სასწრაფოს და ვერც ავტომობილს.
„ვერც მშენებლობის პროცესში შემოვა და ვერც მერე, რადგან გადმოაქვს საზღვარი და ცენტრალური შემოსასვლელი ვიწროვდება, რომელიც საერთოა ყველასთვის“, – ამბობს მოქალაქე.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი კი განმარტავს, რომ ყველაფერი კანონიერად აქვს შესყიდული. „თუკი რაიმე არასწორად მაქვს ნაყიდი, დამიმტკიცონ სასამართლოში. მე მერიაში შევიტანე პროექტი, ამიტომ მიმართონ მერიას – გეოლოგიური დასკვნაც, არქიტექტურულიც და ავიღე მშენებლობის ნებართვა. დანარჩენი გაარკვიონ. თუ გინდათ მედავეთ“, – უთხრა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მოქალაქეებს.
მოქალაქეების თქმით, ბათუმის მერია მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს.
Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze has not ruled out the possibility that the government may choose not to invite an OSCE/ODIHR election observation mission to monitor the 2028 parliamentary elections.
Asked whether the government would invite the mission, Kobakhidze said the decision would only be made in 2028.
“I can’t tell you anything about that today. The elections are still a long way off. They will be held on 28 October 2028, and decisions on inviting election observation missions are usually made at the beginning of the election year. Therefore, I would advise everyone to wait until 2028,” Kobakhidze said.
When asked whether this meant that Georgian Dream does not rule out not inviting an OSCE/ODIHR mission at all, Kobakhidze replied that “the decision could go either way,” adding that since it will be made in 2028 rather than today, “naturally, we cannot rule anything out.”
The remarks came during a press briefing on 13 July, convened by Kobakhidze to criticize a resolution –Upholding Election Integrity and Fundamental Freedoms in Georgia – adopted by the OSCE Parliamentary Assembly that was critical of developments in Georgia. During the briefing, he reiterated the ruling Georgian Dream party’s conspiracy theory about the so-called “deep state,” claiming it is working against the party founded by oligarch Bidzina Ivanishvili and linking the OSCE resolution to those alleged efforts.
“Like other European institutions operating under informal oligarchic influence, the OSCE has now also been openly drawn into a process aimed at changing the government in Georgia through unjust and disgraceful accusations, sanctions, and other instruments of pressure and blackmail, replacing it with agents obedient to the ‘deep state’,” Kobakhidze said.
Kobakhidze was also asked how the government intended to continue cooperating with the OSCE following the adoption of the critical resolution.
“Cooperation with the OSCE will continue. However, the quality of that cooperation will depend on how the OSCE Parliamentary Assembly conducts its work going forward — whether it remains at Joe Wilson’s level or rises above Joe Wilson’s level,” Kobakhidze said.
OSCE/ODIHR is the principal international election observation mission for OSCE participating states, including Georgia.
The organization did not observe Georgia’s 2025 local elections after the Georgian Dream government initially failed to invite the mission and, following mounting criticism, extended an invitation only four weeks before election day. OSCE/ODIHR had previously stated that, under normal circumstances, it should receive an invitation four to six months in advance. The organization ultimately announced that the invitation came too late to prepare and deploy a full observation mission and therefore did not monitor the elections.
Cover Photo:Irakli Kobakhidze voted in Georgia’s parliamentary elections, October 26, 2024; screenshot from video by party propagandist Imedi TV