გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 სექტემბრის 21 საათიდან 7 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დღისით დროგამოშვებით ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც დღისით ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი, დღისით 4-5 ბალი.
ზღვის, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 8 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა, მომდევნო ორ დღეს, 9 და 10 სექტემბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.






