პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი დღეს, 30 აპრილს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც პროტესტის მონაწილეებს უცხოელ აგენტებს უწოდებს:
„საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მასუვერენიზებელი ხელისუფლება მათ გადათვლითა და რეგისტრაციით ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“.
საპროტესტო აქციებზე ფოტო-ვიდეო გადაღება აპრობირებული მეთოდია არა მარტო ინფორმაციის გავრცელების, არამედ პროტესტის მონაწილეების უფლებების ნებისმიერი დარღვევის დასაფიქსირებლად. ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროტესტის მონაწილეებმა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ საპოლიციო ძალებთან მიმართებაში ფოტო-ვიდეო გადაღების დროს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ხშირად, სწორედ დემონსტრანტების, მათი გარშემომყოფების მიერ გადაღებული ან/და მედიაში გავრცელებული ფოტო-ვიდეო კადრები გამხდარა დემონსტრანტების უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი მტკიცებულება ან დაცვის მექანიზმი იმის საჩვენებლად, რომ კონკრეტულ დემონსტრანტს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია;
აქვს თუ არა პოლიციას უფლება მოგვთხოვოს საჯარო სივრცეში გადაღებული ფოტო/ვიდეოს წაშლა?
ნებისმიერ პირს შეუძლია საჯარო სივრცეში გადაიღოს ფოტო და ვიდეო მასალა. შესაბამისად, მისი წაშლის ან [მასთან დაკავშირებული] რაიმე მოქმედების მოთხოვნის უფლება პოლიციელს არ აქვს. მეტიც, სწორედ ამას გულისხმობს მოქალაქე ჟურნალისტის ცნება, რომ დღეს, უახლესი ტექნოლოგიების ერაში, ჩვენ გვაქვს გაჯეტები და შეგვიძლია პირდაპირ, ანუ ე.წ. ლაივ რეჟიმში გადავცეთ ინფორმაცია – ეს კანონით გარანტირებული უფლებაა, რომ ჩვენ მივიღოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია შეუზღუდავად.
პოლიციელს აქციაზე ჩვენ მიერ გადაღებული ფოტო ან ვიდეო მასალის არც ნახვის და მით უმეტეს წაშლის მოთხოვნის უფლება არ აქვს. ვინაიდან ვიმყოფებით საჯარო სივრცეში, სადაც მსგავსი ქმედებები აკრძალული არ არის; მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ამით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი. როცა საქმე საპროტესტო აქციას ეხება, მინდა გითხრათ, რომ უმეტესად სწორედ მსგავსი ფოტო და ვიდეო ჩანაწერები გვჭირდება იურისტებს, რათა ვაჩვენოთ, როგორ მოქმედებს პოლიცია, როგორ არღვევს დემონსტრანტების უფლებებს და დავამტკიცოთ, რომ კონკრეტულ პირს, რაიმე ქმედება, მით უმეტეს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.
ასე რომ, აქციის მსვლელობისას ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ფოტო-ვიდეო გადაღება, მათ შორის გავიდეთ ლაივ რეჟიმში ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით.
აქვს პოლიციელს უფლება ჩამოგართვას მობილური ტელეფონი?
თუ ჩვენ ვართ დემონსტრანტი და პოლიცია უბრალოდ გვთხოვს, რაიმე ჩვენი ნივთს, მათ შორის მობილურ ტელეფონს, ჩვენ გვაქვს უფლება არ გადავცეთ აღნიშნული ნივთი. მათ არ შეუძლიათ ძალადობრივად ჩამოგვართვან ტელეფონი, რადგანაც ეს არის ჩვენი საკუთრება და იმისთვის, რომ სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს) ჰქონდეთ სათანადო უფლება რაიმე ნივთის ამოღების (ჩხრეკა- ამოღება) ეს უნდა იყოს სათანადოდ დადასტურებული კონკრეტული დოკუმენტებით, კერძოდ სასამართლოს განჩინებით;
სხვა შემთხვევაში პოლიციელს არ აქვს უფლება ჩამოგვართვას, წაგვართვას მობილური ტელეფონი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ აქციის მსვლელობის დროს პოლიციელები აქტივისტების წინააღმდეგ მსგავს ქმედებებს ჩადიან. ეს ცალსახად კანონდარღვევაა.
რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მობილური ტელეფონი აღმოჩნდეს პოლიციის ხელში?
დაკავების დროს, როდესაც პირს თავისუფლება აქვს შეზღუდული, ფორმდება შესაბამისი დოკუმენტები და მისი განთავსება ხდება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამ დროს კეთდება აღწერა და დაკავების ოქმში ჩამოწერა იმ პირადი ნივთებისა, რაც მას თან აქვს.
მაგალითად სახლის, მანქანის გასაღები, საფულე, ჩანთა და მობილური ტელეფონი, რომელიც ყველას თან დაგვაქვს. ეს ხდება როგორც კონკრეტული საპროცესო მოქმედება, ამის შემდეგ ეს ნივთები დაილუქება და შეინახება მანამ, სანამ იქნება განთავსებული სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, რომელიმე დაწესებულებაში (ეს იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ გადაყვანილი იქნება სასამართლოში).
სხვა შემთხვევაში მათ არ აქვთ უფლება ჩამოგვართვან პირადი ნივთები.
კიბერუსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ჩვენი ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები დაცული იყოს ე.წ. ორდონიანი ავტორიზაციით. ეს თითქმის ყელა აპლიკაციას აქვს.
აქვს თუ არა უფლება პოლიციას მოითხოვოს მობილურის პაროლი, მოითხოვოს სახის ან ანაბეჭდით ამოცნობის გამოყენება ტელეფონის განსაბლოკად?
რაც შეეხება პოლიციელის მიერ პინ კოდის გამორთმევას ან face ID-ს გამოყენებას, პირველ რიგში კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ თუ არ არსებობს შესაბამისი სასამართლო განჩინება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობის დათვალიერებას, ანუ აპლიკაციების გახსნას, ნახვას, კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას და ა.შ. არავის აქვს უფლება აღნიშნული ინფორმაცია მოიძიოს, გახსნას ჩვენი ტელეფონი, მათ შორის აპლიკაციები. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ არანაირი პინ კოდი და არ მისცეთ საშუალება ფეის აიდით გახსნან თქვენი ტელეფონი.
ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ ასეთ სიტუაციაში მოხვდებით, ეგრევე გამორთეთ ტელეფონი და შეგიძლიათ მისი ჩართვისთვისაც დამატებითი პაროლები გქონდეთ.
აქვს თუ არა უფლება პოლიციელს [აქციაზე ან მის გარეთ] გახსნას შენი პირადი ნივთები [ჩანთა, საფულე] და გაგჩხრიკოს? რას მოიცავს ზედაპირული შემოწმება?
ზედაპირული დათვალიერება განსხვავდება ჩხრეკისგან, ამ დროს არ ხდება პირადი ნივთების გახსნა და შიგთავსის შემოწმება; პოლიციელს შეუძლია ჩვენი გარე, ვიზუალური დათვალიერებით დარწმუნდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ნივთები, რომლებიც მას ან აქციის მონაწილეებს საფრთხეს შეუქმნის [შეკრების და მანიფესტაციის კანონში არის კონკრეტული ნივთები ჩამოთვლილი, რომლებიც არ უნდა იყოს აქციაზე].
რაც შეეხება ჩხრეკას, აუცილებელია ის ჩატარდეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილების საფუძველზე.
ზედაპირული დათვალიერება ასევე გულისხმობს ტანსაცმლის გარე ზედაპირის ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერებას.
ხშირად არის შემთხვევები, როცა პოლიციელი მკაცრი მენტორული ტონით ეუბნებიან მოქალაქეს – გვაჩვენე ჩანთა და ცდილობენ დაიყოლიონ, რომ კონკრეტულმა პირმა თვითონ გახსნას ჩანთა და თავისით ამოალაგოს პირადი ნივთები ჩანთიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ – ზედაპირული შემოწმება არ არის ჩხრეკა და ჩხრეკას სჭირდება ან სასამართლოს განჩინება, ან დადგენილება.
სოციალუი სამართლიანობის ცენტრი: საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ჩხრეკის უფლება პოლიციას არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზედაპირული დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი.
თუ თქვენ გაგაჩერეს, რეკომენდებულია თქვენმა მეგობარმა გადაიღოს ვიდეო ან ჩართოს ლაივი და შემდგომში თუ აუცილებელი გახდება ეს მასალა გამოყენებული იქნეს, როგორც მტკიცებულებები ამ საქმეზე;
თუ თქვენ ხედავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციელი ჩადის ისეთ ქმედებებს, რაც თქვენს უფლებებს არღვევს, შეგიძლიათ გამვლელებს/აქციის სხვა მონაწილეებს სთხოვოთ, რომ უყურონ ამ შემთხვევას, რომ შემდგომ უკვე ამ ადამიანების განმარტებები და მათი ჩვენებები გქონდეთ, როგორც მტკიცებულება სასამართლოზე;
ასევე მაქსიმალურად მოითხოვეთ, რომ დაცული იყოს თქვენი უფლებები და სცადეთ, რომ იმ ცოდნით იყოთ შეიარაღებული, რაც გამოგადგებათ პოლიციელებთან ურთიერთობაში.
ეს არის ის ზოგადი წესები, რომელთაც შეგიძლიათ მიჰყვეთ და გამოიყენოთ ისინი თქვენი უფლებების და ინტერესების დასაცავად ნებისმიერთან, ვინც საპოლიციო ძალების წარმომადგენლის სახელით მსგავს კომუნიკაციაში შემოდის თქვენთან.
ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად;
ცრემლსადენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება;
„რუსეთი მტერია! არა რუსულ მთავრობას“ – ამ შინაარსის პლაკატები გამოჩნდა დღეს, 30 აპრილს ქუთაისის ქუჩებში. პლაკატები გაავრცელა ორგანიზაციამ – „ევროპა ჩვენი სახლია“.
„წნეხი ხელისუფლების მიმართ არის გასაზრდელი, რადგან რუსული კანონი ვერ უნდა მიიღონ. ივანიშვილი პირდაპირ ემუქრება ყველას, ვინც მისი აზრით მოპირდაპირე ბანაკშია“ – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი, „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელი ქუთაისში. „ბათუმელები“ მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.
ბატონო თორნიკე, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ უარს ამბობს დასავლურ კურსზე, მიუხედავად იმისა, რომ „ღირსებით ევროპაში“ ბანერი აიფარეს წინ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაუყოვნებლივ, რომ ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდეს კრემლის გეგმა?
მგონია, რომ ეს საკითხი თითქმის კულმინაციას უახლოვდება, რადგან ივანიშვილმა დეკლარირება გააკეთა საკუთარი კურსის, გამიჯნა, სეგრეგაცია გაუკეთა საზოგადოებას. ის მოწინააღმდეგე ბანაკს პირდაპირ ემუქრება არჩევნების შემდეგ, ნაცებად იხსენიებს ყველას ვინც დარჩება წყალგამყოფს მიღმა.
ყველამ დავინახეთ რაც ხდებოდა ჩვენს რეგიონებში გუშინ, რა ფინანსური და ადამიანური რესურსების ფასად ჩამოიყვანეს ხალხი იმ აქციაზე და როგორ დარბოდნენ სიებით დღეების განმავლობაში.
ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია ის სურათი, რაც გუშინ ვნახეთ ივანიშვილის, დიქტატორობისკენ გადახრილი ხელისუფლების მხრიდან, თუ როგორ მოექცნენ თუნდაც მათ მხარდამჭერ ხალხს.
მკვეთრი წითელი ხაზია უკვე გავლებული ივანიშვილის ხელისუფლებასა და იმ საზოგადოებას შორის, რომელიც მის პოლიტიკას არ იზიარებს და ამ ადამიანებს პირდაპირ ემუქრება რეპრესიებით.
ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ევროპას უარს და გუშინდელი აქცია იყო მანიფესტი რუსული გზის.
თორნიკე ბართაშვილი
შედეგს რაც შეეხება, სასაცილოა, რადგან ერთი ადამიანის ანგარიშებს პუტინის ხელისუფლებასთან ვერ გადაჰყვება ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ირჩევს დასავლურ კურსს, ირჩევს ევროპას, რომელზეც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ოჯახი და ჩვენი სახლია.
რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ? – რა თქმა უნდა, აუცილებელია გაგრძელდეს საზოგადოების პროტესტის გამოხატვა იმ სტანდარტით, რაც გვაქვს ეს დღეები.
მე მგონი საზოგადოება არის მოწოდების სიმაღლეზე, იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც უნდა ჰქონდეს ევროპაზე ორიენტირებულ, ცივილიზებული სამყაროსკენ შეტრიალებულ ქართულ საზოგადოებას, მაგრამ მეორე ნაწილია აქ ასევე მნიშვნელოვანი – საზოგადოება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, პოლიტიკურ პროცესში საჭიროა პოლიტიკოსების არსებობა, განსაკუთრებით იმ პროცესის შემდეგ, რასაც ჰქვია რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანა.
ამიტომ, მგონია, რომ არცერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს აღარ უნდა ჰქონდეს შინაგანი ენერგია იმისთვის, რომ იჯდეს ბიძინას „ბუტკაში“ და იქიდან რაღაც პროცედურულ ბრძოლებში იყოს ჩართული იმ ფონზე, როცა ამ ბრძოლებს არანაირი ტურბულენტობის უნარი არ გააჩნია.
მაშინ როგორ უნდა მოხერხდეს რუსული კანონის გაწვევა, თუ აღარც ოპოზიცია იქნება პარლამენტში?
ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში, ვხედავთ უკვე, რომ [განსაკუთრებით მეორე მოსმენის ფონზე] არის არაეფექტური. ჩემი აზრით, პოლიტიკური ოპოზიცია ახლა არის ვალდებული საკუთარ თავში ნახოს რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არ არის მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ ერთმანეთს შორის სინერგიის პოვნის შესაძლებლობით უნდა შეძლონ უფრო დიდი ბოროტების, უფრო დიდი წინაღობის დაძლევა.
ვფიქრობ, ახლა მთავარია დაძლეული იქნას რუსული გავლენები საქართველოში, შემდგომ დემოკრატიულ პროცესს რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მმართველობა საქართველოში, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ვინ მართოს ეს ქვეყანა – ეს იქნება შემდეგი ეტაპის საქმე.
ერთადერთი შანსი, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რუსეთმა აქ დათმოს ხელისუფლება, არის ოპოზიციის გაერთიანება. თუკი ბიძინას წინააღმდეგ მისივე ტრიუკი იქნება გამოყენებული 12 წლის თავზე და ყველა ერთის წინააღმდეგ შევა არჩევნებში.
არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუპირისპირდეს მთელი პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი, მაგრამ თუ ამ არჩევნებზეც შევდივართ დანაწევრებულად, მგონია, რომ ეს იქნება ძალიან არაეფექტური იმ მიზნის მისაღწევად, რაც ახლა უნდა დავისახოთ.
თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება?
არსად ბუნებაში, დედამიწაზე, რუსს თავისუფალი არჩევნები არ ჩაუტარებია. რა თქმა უნდა, ჯერ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქეთ, რომ ვერ მიიღონ რუსული კანონი, შემდეგ კი, მე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ოპოზიციის გაერთიანებაში ვხედავ გზას.
თუ ივანიშვილი მეოთხედ დარჩება ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ივანიშვილის აღქმით მტრულ ბანაკში აღმოჩნდება, იქნება განადგურებული.
ამიტომ ვერ ვხედავ ოპოზიციის პარლამენტში დარჩენის აზრს, რადგან ვხედავდით გუშინ კომიტეტის სხდომაზე როგორ პანტაპუნტით ყრიდა ოპოზიციონერ დეპუტატებსოხანაშვილი. ეს არ არის ეფექტური პროცესი, ასე რომ ყველაზე კარგი საშუალებაა დიდ დემონსტრაციაზე ხალხისთვის მანდატების დაბრუნება.
ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
ქუჩიდან, საერთო ორგანიზებით, საკოორდინაციო რგოლის შექმნის საფუძველზე განისაზღვროს ყოველდღიური მოქმედების სტრატეგია.
როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის ღია რუსული პოლიტიკის შემდეგ, მისი მხარდამჭერების დამოკიდებულება შეიცვლება თუ არა იმის შემდეგ, რაც გუშინ ვნახეთ რუსთაველზე?
ივანიშვილს და მის შეგირდებს, რომლებიც აქციაზე გამოდიოდნენ, თითქოს უნდათ სხვაგვარი ევროპა, ისეთი ევროპა, რომელიც არ არსებობს.
ევროპა არის კონკრეტული სივრცე, კონკრეტული ოჯახი, რომელსაც შენ თუ უერთდები, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ მოსთხოვ რაღაცების შეცვლას. ევროკავშირის წევრები იღებენ მათ ოჯახში სხვისი შემოერთების გადაწყვეტილებას და ამ პირობებში, როცა შენ მიდიხარ რუსეთისკენ და თან იძლევი დაპირებას, მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრიო, რა თქმა უნდა, ეს იმთავითვე დიდი სიცრუეა.
ასე რომ ივანიშვილის ეკლექტური ამომრჩეველიც, თუკი აქამდე ფიქრობდა, რომ ივანიშვილი პროდასავლური მიმართულების ბელადია, გუშინდლის შემდეგ, უნდა დაფიქრდნენ, რადგან ივანიშვილის ყველა წინადადების მიღმა იყო ის განწყობა, რაც ნიშნავს ქვეყნის ძალიან სწრაფ დაბრუნებას რუსულ სივრცეში.
ამიტომ იყო ფსევდო ის პატრიოტული გზავნილები რაც გაჟღერდა გუშინ. რადგან ყველამ იცის, რომ ეს ხელისუფლება შორს დგას პატრიოტიზმისგან. ამაზე მეტყველებს თუნდაც მათი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
„არა რუსულ მთავრობას, რუსეთი მტერია“ – პლაკატი ქუთაისში
ჩვენ ვიცით მათი დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ, მტრის მიმართ და თუკი ვინმე ხელს უშლის ქართულ სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველს უთხრის, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის დეკლარირებული მტერი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე.
ამ ფონზე სასაცილოა ვისაუბროთ ბიძინას ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
ფაქტია, რომ ყველა, ვინც ივანიშვილის წყალგამყოფს მიღმა დარჩება, იქნება რეპრესირებული, თუკი რუსული ხელისუფლება დარჩება ამ ქვეყანაში.
უკვე ვხედავთ, რომ უბრალოდ გამოხატვის თავისუფლებაც კი აღარ არის ამ ქვეყანაში, ადამიანებს პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებენ და შემდეგ სასამართლოზე დადგმული სპექტაკლებით დამნაშავედ აცხადებენ. მეც, ჩემი ორგანიზაციის წევრებიც და სხვა არაერთი ადამიანი უკვე გახდა ამ სისტემის მსხვერპლი და კიდევ უფრო მძიმე სასჯელები აქვთ ადამიანებს მიღებული წლების მანძილზე.
ივანიშვილი უფრო ღრმად შევიდა იმ საქმეში, რასაც „ვა ბანკზე“ წასვლა ჰქვია და რა თქმა უნდა, ერთადერთი ფარი, რაც მას ამ პროცესში შეიძლება ეგულებოდეს, ეს არის რუსეთი, მისი პატრონები მოსკოვში.
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ქუთაისში ევროპულ მარშს აწყობენ. სტუდენტებმა მსვლელობა 17:30-ზე დაიწყეს უნივერსიტეტის კამპუსიდან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
„დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი აქტიურად ადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს. დღეს პარლამენტში იქნება კანონპროექტის მე-2 მოსმენა, რის პარალელურადაც თბილისში მასშტაბური აქციები მოეწყობა.
ამის ფონზე, ჩვენ, როგორც სტუდენტებს, მინიმალური რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, არის მხარდაჭერის ჩვენება და გამოცხადება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენთვისაც იბრძვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცხადზე ცხადია სტუდენტების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივად ამ პოზიციის დაფიქსირება (განსაკუთრებით გუშინდელი დღის მერე), რათა ყველამ იცოდეს, რომ კიუ-ს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო,” – დაწერეს სტუდენტებმა მარშის დაწყებამდე.
ამ წუთებში 18:40 სტუდენტები ფეხით მსვლელობას ახალგაზრდობის გამზირზე აწყობენ და ქუთაისის ცენტრისკენ მიემართებიან. მათი საბოლოო შეკრების ადგილი მესხიშვილის თეატრია.
არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებში სამსახურებრივი ფორმებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის სისტემის შემოღებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
„სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის და ამ ორგანოების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების სამსახურებრივ ფორმებსა და სპეციალურ საშუალებებზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნების/ნომრების დატანა;
ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს – აქტიურად განახორციელონ სამართალდამცავთა იდენტიფიცირების მექანიზმების საჭიროების ადვოკატირება” – წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად პოლიციელს აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას ანიჭებს. პასიურ სპეციალურ საშუალებებში მოიაზრება ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხვა ისეთი საშუალებები, რომელიც პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს. გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა, პასიური სპეციალური საშუალებები კონფიდენციალურობის დაცვის მიზანსაც შეიძლება ემსახურებოდეს.
„ბუნებრივია, რომ ფარის, ნიღბისა და სხვა საშუალებების გამოყენების განსაკუთრებული საჭიროება საპროტესტო აქციების ფარგლებში ვლინდება, ვინაიდან ამ დროს მაღალია ქიმიური გამღიზიანებლებისა და სხვა საფრთხეებისგან სამართალდამცავის ფიზიკური დაზიანების რისკები.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშვალდებულების, სავარაუდო დანაშაულის გამოძიებისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, აუცილებელია, რომ სპეციალურ საშუალებებზე ან სამსახურებრივ ფორმებზე დატანილი იყოს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი/ნომერი. არაიდენტიფიცირებადი ფორმა მნიშვნელოვნად აფერხებს სამართალდამცავების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიებას და დაუსჯელობის განცდას იწვევს პოლიციელებში.
სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ასახელებს აქციის საქმეების გამოძიების მთავარ სირთულეებს შორის.
სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში მითითებულია, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმებით (ე.წ. „რობოკოპით“/ჩაფხუტით ან/და ნიღბით), რომელზეც არ არის დატანილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.
სამართალდამცავების, განსაკუთრებით სპეცრაზმის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნებით უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებითაც არის განმტკიცებული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო აღნიშნავს, რომ დამცავი საშუალებები პოლიციამ მხოლოდ აშკარა წინააღმდეგობის რისკის პირობებში უნდა გამოიყენოს და ამ შემთხვევაშიც მას მოეთხოვება საიდენტიფიკაციო ნომრების თვალსაჩინოდ გამოჩენა.
პოლიციელების სპეციალურ ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნომრების დატანის ვალდებულება ევროპის არაერთი ქვეყნის [გერმანია, დანია, ნორვეგია და სხვა] კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. უმეტეს შემთხვევებში რეგულაციები ძირითადად მოიცავს ციფრებსა და სიმბოლოებს, რომლებიც დეკოდირების შემდეგ სასამართლოებსა და საგამოძიებო ორგანოებს, სამართალდამცავის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს.
ტერაბანკის ორგანიზებითა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-ის ინიციატივით, ბათუმმა პირველ რეგიონულ B2B შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიებს შორის ღირებული თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, მათი სერვისებისა და მომსახურებების სპეციფიკისა და უპირატესობების დეტალურ გაცნობას, შედეგად კი, ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებისა და ქვეყანაში მთლიანად SaaS ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერას.
შეხვედრის მიმდინარეობისას 10-მა SaaS სტარტაპმა სხვადასხვა ინდუსტრიის 200-მდე წარმომადგენელს ციფრული პროდუქტები და სერვისები, მათი გამოყენების დადებითი მხარეები და ეფექტიანობა გააცნო. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ იმ ციფრული გადაწყვეტილებებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც მათ საჭიროებებზეა მორგებული და ბიზნესსაქმიანობების განვითარებას ემსახურება. ტერაბანკის გენერალურ დირექტორთან, თეა ლორთქიფანიძესთან ერთად, სტუმრებს სიტყვით ბათუმის ვიცე მერმა, ლევან დავითაძემ და აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემაც მიმართა.
SaaSargeblo.ge ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში უწყობს ხელს. პლატფორმაზე ვიზიტორებისთვის SaaS კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგია განთავსებული. ამას გარდა, ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეუძლიათ.
„ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს, რომ SaaSargeblo.ge-ს შეხვედრების არეალი დედაქალაქს გასცდა და რეგიონული მასშტაბი მიიღო. უკვე გვაქვს მაგალითები, თუ რამდენად სასარგებლო როლი შეასრულა პლატფორმამ ბიზნესების საქმიანობების გაციფრულებაში და ვფიქრობთ, მისი მნიშვნელობა მეტად გაიზრდება. შედეგად, კიდევ უფრო ბევრი კომპანია შეძლებს ბიზნესპროცესების ეფექტიანად წარმართვას“, – აცხადებენ ტერაბანკში.
აღსანიშნავია, რომ SaaSargeblo.ge-ს B2B შეხვედრების დახმარებით, სტარტაპებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესკომპანიებს შორის წარმატებული თანამშრომლობები უკვე შედგა.
პლატფორმა SaaSargeblo.ge ამგვარი ღონისძიებების გამართვას სამომავლოდაც გააგრძელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 30 აპრილს ქართულ ჯარს მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე და „დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში“, რაც „დიდი ტყუილი და მავნებლობა“.
„მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს.
დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში, ემსახურებოდნენ იუნკრები, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უკლებლივ ყველა საქართველოს გუშაგი ემსახურებოდა და რამაც მოგვიყვანა დღემდე!
მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს – ტერორიზმთან ბრძოლას.
დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა!
ჩვენ, და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას.
იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!
ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის – ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში.
სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს – იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 468 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
ტანკი – 7 307 ერთეული [+22]
ჯავშანტექნიკა – 14 046 ერთეული [+39]
საარტილერიო სისტემა – 12 011 ერთეული [+26]
MLRS – 1 053 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 779 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 531 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 126 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 142 ერთეული [+33]
სპეცტექნიკა – 1 977 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 619 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 888 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 216 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 396 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
დღეს, 29 აპრილს, ნორვეგიაში მცხოვრებმა ქართველებმა ოსლოში აქცია გამართეს რუსული კანონის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები საქართველოს საელჩოსთან საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ. მათ საქართველოს ელჩთანაც სურდათ შეხვედრა და კითხვების დასმა, თუმცა საქართველოს ელჩი ნორვეგიაში, ზურაბ ბერიძე მათ არ შეხვდა. აქციის მონაწილეებს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ელჩი ადგილზე არ იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებითსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებითაქცია ოსლოში, საქართველოს საელჩოსთან
26 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ორგანიზაცია „კრებამ“, რომელიც ნორვეგიაში მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. მიმართვა გადაეცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნორვეგიის პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს.
„ჩვენ, ნორვეგიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოსთან ახლო კავშირის მქონე ადამიანები, ვგმობთ მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის თავიდან ინიციირებას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. შარშან, კანონის უკან გაწვევის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ დადო პირობა, რომ ისინი აღარ დაუბრუნდებოდნენ ამ კანონს. თუმცა, მათ პირობა დაარღვიეს და კანონპროექტში იცვლება მხოლოდ ტერმინი “უცხოეთის აგენტი” “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დააბრკოლოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და საფუძველი ჩაუყაროს ავტორიტარული მმართველობის მოდელს ქვეყანაში. ჩვენ ნორვეგიაში ვხვდებით უამრავ ადამიანს ამ ქვეყნებიდან, რომლებიც მსგავსი კანონმდებლობის გამო დევნის, სტიგმატიზებისა და ჩაგვრის მსხვერპლი გამხდარან.
…ჩვენ მოვუწოდებთ ნორვეგიის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ესპენ აიდეს და პარლამენტის წარმომადგენლებს, მკაცრად დაგმონ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს აღნიშნული კანონის საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღება. ვიმედოვნებთ, რომ გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვიოს აღნიშნული კანონი.
კანონის მიღების შემთხვევაში კი, ვთხოვთ ნორვეგიის მთავრობას, დაიწყოს მსჯელობა, ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის, და კანონის მხარდამჭერი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ“ – ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა დაიწყო რუსული კანონის განხილვა, საზღვარგარეთ, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან არ წყდება აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ.
თბილისში ათი ათასობით ადამიანი გამოდის მოთხოვნით – „ოცნებამ“ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც განადგურებით ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
პარლამენტარი თამარ კორძაია სპეციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს და მოუწოდებს, შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა, გამოვიდეს საჯაროდ და მოუწოდოს ხელისუფლებას არ მიიღოს რუსული კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
„მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემით და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა გამოვიყვანო დღეს ის იმ კომფორტიდან რომელშიც იმყოფება.
ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი, რომელთან დაკავშირებითაც, სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად – დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება; დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება; ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას.
პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და ის აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნეს მიღებული ნებისმიერ შემთხვევაში.
ბატონო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდზე ის მიუთითებს, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი.
ამიტომ მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ! ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად.
ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი” – აცხადებს თამარ კორძაია.
აჭარის სამინისტროებში, აჭარის მთავრობაში, უმაღლეს საბჭოსა და მერიაში არ მალავენ, რომ მათი თანამშრომლების ნაწილი დღეს, 29 აპრილს, თბილისში წავიდნენ „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე, თუმცა რაოდენობას არ აზუსტებენ.
„ბათუმელები“ ამ შეკითხვით დაუკავშირდა ოთხივე სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს, თუმცა უწყებებში აქციაზე წასული თანამშრომლების რაოდენობას არ აზუსტებენ. აქ გვითხრეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა.
სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
დღეს, დილის 7 საათიდან საჯარო მოხელეების და „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება იყო ბათუმის სტადიონთან, საიდანაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისის აქციაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები გაემგზავრნენ. აქციაზე წავიდნენ სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, შპს-ების, აიპებისა და სსიპების თანამშრომლები.
დღეს, 29 აპრილს, საღამოს „ქართული ოცნება“ თბილისში, პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას აანონსებს. ცნობილია, რომ აქციის მონაწილეებს მიმართავს ბიძინა ივანიშვილი, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, რომელიც გასულ წლის ბოლოს ოფიციალურად დაბრუნდაპოლიტიკაში.
______________
ფოტოზე: ბათუმი, 29 აპრილი, კონტრაქციაზე მიმავალი მოქალაქეები. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
„ამ დილით სკოლაში ვარ“ – წერს ფეისბუქში ირმა გორდელაძე, მასწავლებელი გურიიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებს და კოლეგებს მოუწოდებს, არ წავიდნენ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე.
„ოცნების“ კონტრაქციაზე საჯარო მოხელეები და სკოლის პედაგოგები დღეს, 29 აპრილს წაიყვანეს სპეციალურად დაქირავებული ავტობუსებით.
მასწავლებლების ნაწილმა უარი თქვა ანტიევროპულ მარშში მონაწილეობაზე და იმის ნიშნად, რომ ისინი დღეს გაკვეთილზე არიან და არა სახელისუფლებო აქციაზე, კლასში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.
საქართველოს დროშის ფონზე აქვს ფოტო გადაღებული პედაგოგ მარიამ სიჭინავას. „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“ – ჰეშთეგით – „არა რუსულ კანონს“.
„გაკვეთილის თემა „ძალა ერთობაშია“ – ამ წარწერით აქვეყნებს კლასიდან ფოტოს პედაგოგი ეკა წულუკიძეც.
ირმა გორდელაძე და ეკა წულუკიძე
ქართულის მასწავლებელი სოფო გოგოხიაც უერთდება კოლეგების ფლეშმობს და წერს – „გაკვეთილის თემა „ჯაყოს ხიზნები“, არა რუსულ კანონს“.
პედაგოგი გულგუნ მამედლი ასევე წერს: „დღეს ვარ სკოლაში, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, თავისუფლება განათლებაშია“.
პედაგოგი მიკო მიქავაც საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფონზე წერს: „სხვანაირად ვის წარმოუდგენია, მაგრამ მაინც“.
„გუშინ აქციაზე, დღეს სკოლაში – სხვანაირად შეუძლებელია, რადგან ეს ის შემთხვევაა, მიმდევრობის და ქრონოლოგიის გადანაცვლებით შედეგი და ჩემი და ჩემი მოსწავლეების მომავალი იცვლება“- წერს პედაგოგი ნანა ზარდიაშვილი.
გულგუნ მამედლი და ქეთი ცირეკიძე- პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ
„რა თქმა უნდა სკოლაში ვარ. გაკვეთილის თემაა ილია და ევროპა“- წერს კიდევ ერთი პედაგოგი ეთერ ხარებაშვილი.
„კი, ეს ფლეშმობიც იმის დემონსტრირებაა, რომ არ ვართ იქ [ხელისუფლების აქციაზე]. ჩვენი სკოლიდან ერთადერთი მასწავლებელი წავიდა სამთავრობო აქციაზე და ისიც იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წევრია.
ჩვენმა სკოლამ ყველაზე დემოკრატიული სკოლის ჯილდოც დაიმსახურა USAID-ის სამოქალაქო განათლების კონკურსის ფარგლებში და მაინც სხვანაირი სიტუაცია გვაქვს სკოლაში, მაგრამ გუშინდელმა აქციამაც, ვფიქრობ, განაპირობა ის, რომ ადამიანებმა თავი შეიკავეს და არ გავიდნენ დღეს, სამთავრობო აქციაზე“-ამბობს „ბათუმელებთან“ სოფო გოგოხია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი.
ფლეშმობს ის პედაგოგებიც შეუერთდნენ, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და აპროტესტებს რუსულ კანონს.
ახალგაზრდა პედაგოგი ნიკა მჭედლიშვილი ამ ფოტოთი ჩაერთო ფლეშმობში.
„საკლასო ოთახიდან გაკვეთილის თემა: „საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე“.
თემა, რომელზეც 2019 წელს საბაკალავრო დავიცავი დღესაც აქტუალურია. ევროპა, ევროკავშირი და ევროპული განვითარება ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების მომავალია“- წერს პედაგოგი ნიკა მჭედლიშვილი.
ფლეშმობს შეუერთდა ლადო აფხაზავაც, ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აპრილიდან 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.
სააგენტოს ცნობით, 2 მაისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
ზღვისპირა ქალაქებში, ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში [ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი] 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში [ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო] 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
მესტიასა და ბახმაროში 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს.
ქართლში [რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი] 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.
კახეთში [საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო] 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში [ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო] 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში [ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო] 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.
დღეს, 29 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან.
რუსულ კანონპროექტს დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავს.
აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები, პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, ყველა ვინც ეწინააღმდეგება რუსული კანონის დამტკიცებას და კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს.
დღეს საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც დილის 9 საათზე დაიწყო, ხმაურიან რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს. მისი შეფასებით, გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა.
პარალელურად, დღეს, დილის 7 საათიდან საჯარო მოხელეების და „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება იყო ბათუმის სტადიონთან, საიდანაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისის აქციაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები გაემგზავრნენ. საღამოს „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.
რა ხდება
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.
____________
ფოტოზე: ბრიფინგი ევროპის მოედანზე, სადაც ორგანიზატორებმა ბათუმში აქცია დააანონსეს
უკრაინის ომის დაწყებისთანავე საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, სადაც უკრაინელები ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდნენ. მათმა ნაწილმა საქართველო ეტაპობრივად დატოვა, თუმცა, არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც საქართველოში ცხოვრებას აგრძელებენ, მათი მცირეწლოვანი შვილები კი ცხოვრებას, ფაქტობრივად, საქართველოში იწყებენ. მათ შორისაა ქეთი რამიშვილი, რომელიც უკრაინაში 2022 წელს ომის დაწყებისას სამი წლის იყო.
“თბილისში ყველაფერი მომწონს. ყველაზე მეტად ყინულის მოედანი”, – ამბობს 5 წლის ქეთი რამიშვილი. ის თბილისში უკრაინიდან საცხოვრებლად 2023 წლის ზაფხულში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა.
ქეთი დედით უკრაინელი და მამით ქართველია. ოჯახმა უკრაინის ხმელნიცკის ოლქი 2022 წლის ომიდან წელიწად-ნახევარში დატოვა.
საქართველოში ჩამოსვლამდე ქეთიმ ქართული ენა არ იცოდა, თუმცა ახლა ბაღში ასწავლიან და საკუთარი თავის შესახებ – რა ჰქვია, რამდენი წლისაა და ბაღში რას აკეთებს- ქართულადაც თავისუფლად შეუძლია მოყოლა.
“დილით ადრე ვიღვიძებ და ბაღში წასასვლელად ვემზადები. იქ მეგობარი მყავს, მია ჰქვია. მასთან ერთად ვთამაშობ. აქ სხვადასხვა გაკვეთილზე მოვდივარ. ვსწავლობ უკრაინულს, ქართულს და ინგლისურს”, – გვიყვება ქეთი.
თბილისში მდებარე დაწესებულება, სადაც ქეთი დღეს ატარებს ხოლმე, სპეციალურად უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის World Vision-ის ბაღის მსგავსი სერვისის, Happy Space-ის ფარგლებში შეიქმნა. აქ დადის 5 წლის ქეთის დედა, 31 წლის ანჟელა ჰეძიუკიც.
“ჩვენც ვსწავლობთ აქ ქართულს, ინგლისურს. ასევე ძალიან ბევრს გვესაუბრებიან, თუ რას სწავლობენ ჩვენი შვილები აქ, როგორ უნდა დავეხმაროთ მათ. ასევე ჩვენთვის ტარდება მრავალი მასტერკლასი, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის შეხვედრები და კიდევ ბევრი საინტერესო რამ”, – ამბობს ბავშვის დედა.
ანჟელა უკრაინიდან ორ ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა. ამბობს, რომ თავდაპირველად, ენის ბარიერის გამო, ბავშვებისთვის რთული იყო საქართველოში ადაპტაცია.
“პირველი ორი თვე გაუჭირდათ, რადგან არაფერი ესმოდათ, თუმცა შემდეგ დაიწყეს სიარული ბაღში, ცოტათი შეისწავლეს ენა და უფრო გაუმარტივდათ ყველაფერი. სხვა მხრივ, თავიდანვე ყველაფერი მოეწონათ”, – ამბობს ანჟელა ჰეძიუკი.
ქეთი რამიშვილი Happy Space-ში
ჰეძიუკი გვიყვება, რომ უკრაინიდან წამოსვლა ბავშვების უსაფრთხოების გამო გადაწყვიტეს, რადგან ბაღში მუდმივი განგაშის ფონზე ისინი სარდაფში ჩაჰყავდათ, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახებოდა.
“ამის მერე გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით საქართველოში. ასეთი გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ ბავშვების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის მივიღეთ. აქ, საქართველოში, ახლობლები გვყავს და გვეგულებოდა ადგილი, სადაც ჩამოვიდოდით. ამიტომ უფრო მშვიდად ვიყავით, რადგან აქ მარტო არ ვიქნებოდით. ჩემი ქმარი ქართველია. მისი ოჯახის წევრები, ყველანი ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია. ზოგიერთმა იცის რუსული ენა და ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ზოგი ქართულად საუბრობს და ვცდილობთ, გავაგებინოთ ერთმანეთს სათქმელი. ზოგადად, საქართველოში ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ძალიან მოგვწონს აქ”, – ამბობს ჰეძიუკი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მშობელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აპირებენ დარჩენას.
“თბილისში ვიცხოვრებთ. ბავშვი სკოლაში წავა, ოღონდ უკრაინულ სექტორზე ისწავლის, ვინაიდან ქართული ენის არცოდნის გამო საფუძვლიანად ვერ დავეხმარები. ბავშვმა ახლა უკვე კარგად იცის უკრაინულად კითხვა, უკრაინული ასოები, ამიტომ ვგეგმავთ უკრაინულ სექტორში მის მიყვანას. ასევე, გვსურს, რომ კარგად შეისწავლოს ქართული ენა, რადგან შემდგომში, უფროს კლასებში, შესაძლოა, ქართულ სკოლაშიც იაროს”, – ამბობს ბავშვის დედა.
პროგრამები უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად
Happy Space-ის უკრაინელი კოორდინატორი სვიტლანა ვიშნევსკა ამბობს, რომ World Vision-ის პროექტი, რომელიც ხორციელდება World Vision International-ისა და Aktion Deutschland Hilft (ADH)-ს მიერ, საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერას ემსახურება. მისი თქმით, აქ უკრაინელებს ორი მიმართულებით ეხმარებიან – ფსიქო-სოციალური და არაფორმალური განათლების კუთხით.
“ჩვენი ორგანიზაცია, ძირითადად, მუშაობს ბავშვებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს მთავარ ბენეფიციარებს. თუმცა ბავშვების კეთილდღეობა პირდაპირაა დაკავშირებული უფროსებთან [მშობლებთან], ამიტომ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ბავშვებით და ვმუშაობთ მოსახლეობის ყველა ფენასთან – ნულიდან 103 წლამდე, როგორც ჩვენ აქ ვხუმრობთ”, – ამბობს ვიშნევსკა.
სვეტლანა ვიშნევსკას თქმით, ამჟამად Happy Space-ში 5- იდან 7-წლამდე ასაკის დაახლოებით 40 ბავშვი სწავლობს. სწავლება ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობას, მაგალითად – მუსიკათერაპიას, სასკოლო საგნებში მოსამზადებელ ან დამხმარე კურსებს, ინგლისური ენის შესასწავლ კურსს. კოორდინატორი ამბობს, რომ აქვთ ასევე შეხვედრები, მასტერკლასები, რომლებსაც ამ ასაკის ბავშვებისთვის მართავენ და ხშირად დედებთან ერთად ტარდება.
“ჩვენი ცენტრის სიამაყეს წარმოადგენენ ხანდაზმულები და უფროსი ასაკის ადამიანების ჯგუფი, 60+ ასაკით. არის ასევე კლუბი, რომლებიც თავად უკრაინელებმა შექმნეს უკრაინელებისთვის, სადაც ერთმანეთს უზიარებენ სასარგებლო ინფორმაციას. კლუბს ჰქვია Happy Space Talks. აქ სხვადასხვა ახალგაზრდული შეხვედრებიც ტარდება”, – ამბობს Happy Space-ის კოორდინატორი.
მისივე თქმით, მათთან ორგანიზებული სოციო-კულტურული აქტივობები უკრაინელებისთვის ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში, ძირითადად, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ეს ტერიტორიები ომისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
აქედან გამომდინარე, Happy Space-ის კოორდინატორის განმარტებით, ბავშვებს აქვთ გარკვეული სირთულეები და გამოწვევები, რომლის დაძლევაც საჭიროა.
ქეთი რამიშვილი დედასთან, ანჟელა ჰეძიუკისთან
“ჩვენს ცენტრში მუშაობენ პროფესიონალი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია ისეთი აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, მითოდრამა. დროდადრო ორგანიზებას ვუკეთებთ ჯგუფებს, რომლებიც მათ ეხმარება სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში და ზოგადად, ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. დღეისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ ცენტრის ფუნქციონირება წლის ბოლომდე, ხოლო აქტივობები, შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს“, – ამბობს ვიშნევსკა.
World Vision-ის ინფორმაციისა და თემთან ურთიერთობის ოფიცერ გიორგი ინალიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში და ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს.
“ვმუშაობთ თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიასთან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ხუთი-ექვსი წლის ბავშვებთან მუშაობას. მათთვის არის აქ შექმნილი სასწავლო, არაფორმალური სწავლების გარემო. ისინი აქ სწავლობენ ქართულ, ინგლისურ ენებს. ასევე, მეცადინეობენ უკრაინულ ენაში, რათა შეინარჩუნონ კავშირი სამშობლოსთან და მშობლიურ გარემოსთან. მათთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს ხელს უწყობს მათ ადაპტაციასა და შეგუებას ქართულ რეალობასა და გარემოში”, – ამბობს ინალიშვილი.
გიორგი ინალიშვილის თქმით, გარდა ბავშვებისა და მშობლებისა, პროგრამაში ჩართული არიან მოზარდებიც, რომლებისთვისაც შექმნილი არის შესაბამისი გარემო – მათთვის ტარდება ფილმების ჩვენებები, სადაც მათთვის სპეციალურად შერჩეულ ფილმებს უყურებენ, შემდგომ კი დისკუსიებს მართავენ.
“აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ Happy Space წარმოდგენილია არა მხოლოდ თბილისში, ასევე ბათუმში, სადაც მსგავსი ტიპის კურსები მიმდინარეობს როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთან და მათ მშობლებთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათი ადაპტაცია მოხდეს ქართულ გარემოში, პარალელურად კი, არ დაკარგონ კავშირი თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან”, – ამბობს World Vision-ის ინფორმაციისა და თემთან ურთიერთობის ოფიცერი გიორგი ინალიშვილი.
დღეს, 29 აპრილს, თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული საჯარო მოხელეები, მასწავლებლები და სხვადასხვა საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებული პირები, თბილისში, რუსულ მარშში მონაწილეობისთვის წაიყვანეს.
რუსულ მარშზე დასასწრებად წავიდა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძეც, რომელიც ასევე აორგანიზებდა პედაგოგების წაყვანას ამ აქციაზე.
„ბათუმელები“ გოჩა დავითაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ იღებს მონაწილეობას რუსულ მარშში.
მას ვკითხეთ, თუ რის „გამჭვირვალობას“ უჭერს მხარს, თუმცა ამ კითხვაზე აღარ გვიპასუხა.
განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებაა მთელ ქვეყანაში. სამინისტრო ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად არღვევს საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილ წესს და საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას სხვადასხვა საბიუჯეტო ხარჯების თუ პროგრამების შესახებ, თუმცა ამის გამო განათლების სფეროს წარმომადგენლებს კითხვები არასდროს გასჩენიათ.
„განათლების სამინისტროს გამჭვირვალობას არ ითხოვთ?“ – ვკითხეთ გოჩა დავითაძეს, რაზეც მან გვიპასუხა: „შვებულებაში ვარ“.
„ქართული ოცნების“ რუსულ მარშზე მასწავლებლები ბათუმის მე-6 საჯარო სკოლიდანაც წავიდნენ. ამ სკოლის დირექტორის თქმით, მისი სკოლიდან 7 მასწავლებელი წავიდა თბილისში ანტიევროპულ აქციაზე.
„ბათუმელები“ სხვა საჯარო სკოლის დირექტორებსაც დაუკავშირდა, მაგალითად მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ მისი სკოლის ყველა მასწავლებელი ადგილზეა. ზარებს არ უპასუხეს ბათუმის პირველი და მე-10 საჯარო სკოლის დირექტორებმა.
დავუკავშირდით მე-2 საჯარო სკოლის დირექტორსაც, რომელიც ადასტურებს ერთი მასწავლებლის და 2 ასისტენტის წასვლას თბილისში სამთავრობო აქციაზე.
დირექტორის თქმით, აღნიშნულ პედაგოგებს დღეს სკოლაში დატვირთვა არ აქვთ.
თბილისში „ოცნების“ რუსულ მარშზე საჯარო სკოლის მასწავლებლები ბათუმიდან ავტობუსებით წაიყვანეს. ფოტო: სულხან მესხიძის
______________
მთავარ ფოტოზე: ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე/ ფოტო: სულხან მესხიძე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 467 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320]
ტანკი – 7 285 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 14 007 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 11 985 ერთეული [+37]
MLRS – 1 051 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 778 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 528 ერთეული [+21]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 124 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 109 ერთეული [+44]
სპეცტექნიკა – 1 974 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 609 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 880 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 209 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 387 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
დღეს, 29 აპრილს, დილის 7 საათიდან საჯარო მოხელეების და „ოცნების“ აქტივისტების მობილიზებაა ბათუმის სტადიონთან, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისის აქციაზე მიმავალი მმართველი პარტიის მხარდამჭერები იკრიბებიან.
დღეს, საღამოს, თბილისში „ოცნების“ კონტრაქციაა დაანონსებული, რომელიც აქციის – „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას“ – საპირწონედ იმართება.
ადგილზე 15-მდე მიკროავტობუსია. მიკროავტობუსების ნაწილი ბათუმის სამარშრუტო ხაზებიდანაა მოხსნილი.
აქვე იმყოფება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი.
„მე ვაფინანსებ, თვითონ“ – ასე უპასუხა ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელების“ კითხვას, ვინ აფინანსებს მოქალაქეების ტრანსპორტირებას თბილისში.
ადგილზეა ასევე გიორგი გიორგაძე, ბათუმის მერიის შპს-ს თანამშრომელი, სამთავრობო აქტივისტი, რომელიც 2019 წლიდან დღემდე პერიოდულად ჩნდება საპროტესტო აქციებზე და აგრესიულობით გამოირჩევა.
აქციაზე მიმავალი ადამიანების ნაწილს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.
„არაფრის გასაპროტესტებლად არ მივდივარ, მივალ უბრალოდ ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად, ამდენი ორომტრიალი არ შეიძლება, სიმშვიდეა საჭირო. მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ვარ, არავის დაფინანსება არ მჭირდება“, – უთხრა ჟურნალისტებს დავით მამულაძემ, რომელიც დღეს აქციაზე წასასვლელად ემზადება.
„ენა, მამული, სარწმუნოება“ რომ დავიცვა, ამისთვის მივდივარ“ – უთხრა ჟურნალისტებს აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
„ბათუმელებმა“ ქალაქის სხვადასხვა უბანშიც შენიშნა სამარშრუტო მიკროავტობუსების მობილიზება. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსი გავიდა „ოცნების ქალაქიდან“, ასევე, თბილისისკენ მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსების სიმრავლე შეინიშნება ბათუმი-ახალციხის გზაზე.
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განახლდება, საღამოს კი „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს სამინისტროს მიმართავს.
„ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა.
საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით.
ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი. კადრებში, ასევე, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით, როგორიცაა ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მისამართით და რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება ერთმანეთის პარალელურად“-აცხადებს საია.
თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შს სამინისტრო აფრთხილებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს.
შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს.
მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.
პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს“.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 466 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 096]
ტანკი – 7 279 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 13 991 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 11 948 ერთეული [+43]
MLRS – 1 050 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 776 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 507 ერთეული [+22]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 124 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 065 ერთეული [+46]
სპეცტექნიკა – 1 971 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 587 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 869 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 189 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 372 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„საზღვაო აკადემიიდან 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთია. ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა პროტესტი, თუმცა ზოგიც, სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებულია წავიდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საზღვაო აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, მიშა განდელიძე.
„ბათუმელებმა“ არაერთი სტუდენტისგან მიიღო მსგავსი ინფორმაცია თუ მტკიცებულება კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით. მიშა განდელიძე კი თანახმაა საჯაროდ გაახმოვანოს სიმართლე, რაც პირადად იცის. სტუდენტი თვლის, რომ თუ ამ ინტერვიუს შემდეგ მასზე ზეწოლას გადაწყვეტენ, ამასაც გაასაჯაროებს.
როგორც მიშა ამბობს, თბილისში რუსულ მარშზე წასვლის სანაცვლოდ, სტუდენტებს გამოცდებზე ქულების მომატებას და კიდევ სხვა ბევრ შეღავათს ჰპირდებიან. ამავე დროს, მათ ვინც უარს იტყვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერებით და ქულების დაკლებით ემუქრებიან.
„ვინც უარზეა, იმათ აშინებენ, რომ სტატუსს შეუჩერებენ, ქულებს არ დაუწერენ გამოცდებზე, რამდენიმეს პირდაპირ უთხრეს, რომ პრობლემებს შეუქმნიან.
არის თხოვნებიც იმ ლექტორებისგან, ვისთანაც სტუდენტები ახლოს არიან, რომ „მოგიმატებთ ქულას“, რომ „გამოცდის დაწერა არც მოგიწევს“ და მსგავსი დაპირებებია რა.
არის ცოტა, ვისაც ეშინია ზეწოლის და აპირებს წავიდეს აქციაზე. ბევრმა უარი ვთქვით“, – ამბობს მიშა განდელიძე.
მისი თქმით, რუსულ მარშზე სტუდენტების წაყვანას ცდილობენ როგორც აკადემიიდან, ასევე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო და რობაქიძის უნივერსიტეტებიდანაც.
„ჩემი მეგობრები ბსუ-შიც სწავლობენ და იქაც ვიცი, რომ იგივე სიტუაციაა.
ორშაბათს სასწავლო პროცესი ალბათ არ იქნება აკადემიაში – ამაზეც იყო საუბარი, რომ არც „არებზე“ შეგექმნებათ პრობლემა და არც არაფერზეო.
მით უმეტეს, მომდევნო კვირას, ორშაბათიდან გამოცდები გვეწყება და ამ გამოცდებზეც პრობლემა არ გექნებაო უთქვამთ სტუდენტებისთვის, რადგან ლექტორები ყველა გაფრთხილებულიაო“, – გვეუბნება მიშა.
სტუდენტების წაყვანას რუსულ მარშზე ავტობუსებით გეგმავენ.
სტუდენტები ასევე ავრცელებენ მოწოდებას, არ წავიდნენ რუსულ მარშზე.
„სირცხვილია რასაც აკეთებენ ბათუმის უნივერსიტეტები.
ვიღაცებს ეგონათ, რომ ბათუმელი სტუდენტები ხმას არ ამოიღებდნენ და სამარცხვინოდ გაიყვანდნენ რუსულ მარშზე.
კარგად ვიცით, რომ თბილისში, ვერცერთ უნივერსიტეტში ვერავინ ვერ მოექცევა სტუდენტს ასე და ვხვდებით რატომაც. ბათუმელ სტუდენტებსაც გაგვაჩნია პროტესტის და სიტყვის თავისუფლად დაფიქსირების გამბედაობა.
ბათუმელი სტუდენტების ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენც წავიკითხეთ კანონი და რუსეთის მოწონებულ და შექებულ კანონს მხარს არ დავუჭერთ. არა რუსულ კანონს“-ამბობს მიშა.
___
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ აპირებს 29 აპრილს, თბილისში ჩაატაროს რუსული კანონის მხარდამჭერი მარში. მარშში მონაწილეობისთვის კი მმართველი პარტია აპირებს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი – საჯარო მოხელეებს სამსახურის დაკარგვის შიშით, აიძულებენ მიიღონ მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ცხადია, არსებობენ ისეთები, ვინც ნებაყოფლობით მიემგზავრება ამ მარშში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოში დასაქმებული სოციალური მუშაკების განცხადებით, მათთვის მიუღებელია რუსული კანონი და შესაბამისად, ისინი უარს აცხადებენ, ე.წ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე.
„ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად.
საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია.
ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, მოხუცების, პრობაციონერების, ბრალდებულების, ძალადობის მსხვერპლთა და სხვათა მხარდაჭერისათვის.
სოციალური მუშაკები უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე!
#არარუსულკანონს!“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 27 აპრილს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გვერდზე განთავსდა.
8 წლის გიორგი ბერიშვილის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
ეთერ ბარამიძე რამდენიმე წელია გიორგის გამოსაჯანმრთელებლად იბრძვის. დედის თქმით, გიორგი სამ-წლინახევრის იყო, როცა სიმსივნე დაუდასტურდა. მკურნალობის პერიოდში კი რამდენჯერმე გადაიტანა კოვიდი, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა.
„სამ-წლინახევრის იყო, ჩივილები ჰქონდა, გადავუღეთ და დაუდასტურდა კეთილთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობის ბოლო ეტაპზე იყო, როცა კოვიდი შეხვდა რამდენჯერმე.
გიორგის, რაც კოვიდი შეხვდა, უჭირს თამაში, გადაადგილება აპარატის გარეშე. სკოლაში ხან დაგვყავს, ხან ვერა, აპარატის გარეშე ვერ ძლებს“ – გვიყვება ეთერ ბერიძე.
მან გვითხრა, რომ ბოლო თვეებია სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად რაჭიდან ჩოხატაურში გადმოვიდა საცხოვრებლად, საცხოვრებლის შეცვლის გამო კი სოციალური დახმარება შეუჩერდათ.
დედას ახლა ყველაზე მეტად გიორგის მდგომარეობა აწუხებს და უნდა, შვილი თურქეთში წაიყვანოს დიაგნოზის დასაზუსტებლად:
„აქამდე, თბილისში, იაშვილის კლინიკაში ვმკურნალობდით, ჟანგბადის აპარატი დაუნიშნეს. ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით, შესაძლოა კოვიდმა დაუზიანა ფილტვი. სწორედ ამიტომ გვინდა თურქეთში წაყვანა გამოსაკვლევად და სამკურნალოდ. ჰაერის უკმარისობა აქვს, ჟანგბადის აპარატის გარეშე სუნთქვა უჭირს“ – ამბობს ეთერ ბერიძე.
ახლა ოჯახი თანხის შეგროვებას ცდილობს, რომ გიორგი თურქეთში გადაიყვანოს. დამოუკიდებლად ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ეთერ ბარამიძის თქმით, ოჯახმა დასახმარებლად მიმართა ონის მუნიციპალიტეტს, რომელმაც ერთჯერადი დახმარება გაუწია, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ არის.
გიორგის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ილია ჯინჯოლავა „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპის და ევროკავშირის კრიტიკას, ასევე რუსული კანონის განხილვას ფეისბუქში გამოეხმაურა.
„მხოლოდ ჩემს ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის შინაურებს, ასე საჯაროდ მოგმართავთ: თუ თქვენ გსურთ, რომ მე, ილია (ირაკლი) ჯინჯოლავას, ქრისტეს ერთ რიგით მღვდელს, მიწოდოთ აგენტი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის იარლიყო მომაწებოთ, როცა მე რაღაცას მწარედ ვწერ ამის საწინააღმდეგოს, ნუ გეწყინებათ, ნურც ჩემს ოჯახის წევრებს შეაწუხებთ ამის გამო, რომ თითქოს მე „რა დღეში ვარ”…
ეს იარლიყი რომ მარტივი ასატანი არაა და პიროვნულ შეურაცხყოფაზე მეტია, ამას რომ აცნობიერებდეთ, არ იქნებოდით იმ მხარეს, სადაც ხართ.
დიახ, ეს მეც მეხება…
რადგან საჯაროდ ვწერ ამას, აქვე განვმარტავ:
12 წელი მაქვს ევროპაში გატარებული, მათგან მრავალი სიკეთე მიღებული სწავლა-განათლების კუთხით – ჯამში 7 უნივერსიტეტში ნასწავლი, არავის ჩემთვის არასდროს რაიმეს სანაცვლოდ არ გაუწევია ეს დახმარება, არამედ იმისთვის, რომ მომეხმარა ეს საკუთარი ხალხისათვის, რასაც შეძლებისგადვარად ვახერხებ კიდეც დიდ ქალაქ კონსტანტინოპოლში/სტამბოლში და მთელს თურქეთში, მრავალათასიანი ქართული თემისთვის.
სამწუხაროდ, ეს პროცესი, დღევანდელ ხელისუფლებას მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და ნუ გავხდებით მტრის ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ერთმანეთი ასე მოვიძულოთ“, – წერს სასულიერო პირი.
მისი თქმით, შეუძლებელია საუბრობდე ღირსებაზე და ამავდროულად იყო პარტიული მონა-მორჩილი – „ერთი კაცის ნების უსიტყვოდ ამსრულებელი“.
„შეუძლებელია საუბრობდე სარწმუნოებაზე, რომლის ინსტრუმენტალიზებასაც ახდენ და შენი პარტიული ინტერესების იარაღად გამოყენება გსურს. ამავდროულად რაიმე საერთო გქონდეს ცოცხალ ქრისტეს რწმენასთან, რომელიც ყოველთვის ადამიანის სამსახურში დგას.
შეუძლებელია იყო პატრიოტი ამ ქვეყნისა, საუბრობდე მის სუვერენიტეტზე და შენი თანამემამულეების ძალიან დიდი ნაწილს აცხადებდე აგენტად და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად, ახდენდე რა მათ სტიგმატიზირებას – 100 ათასობით ადამიანისა, რომლებიც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებში, და ამავდროულად მთელი 12 წლის განმავლობაში ერთი მტრული ქვეყნის, რუსეთის აგენტი არ გყავდეს გამოვლენილი და ამაზე საერთოდ არ გქონდეს პრეტენზია და ხმა ამოღებული.
კიდევ ბევრი რამე არის შეუძლებელი თქვენთვის“, – წერს ილია ჯინჯოლავა, სასულიერო პირი.
„საჯარო მოხელეებს აიძულებენ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა მიქელაძე.
მან ამის თაობაზე განცხადება დღეს, 27 აპრილს გააკეთა.
„როგორც მეუბნებიან, ეს კეთდება მუქარანარევი თხოვნის ფორმით. მაგალითად, ეუბნებიან თანამშრომლებს: „ჩვენც არ მივესალმებით, მაგრამ ჩემი ხათრით უნდა წამოხვიდე“. როცა კონკრეტული ხელმძღვანელი, მის სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს ასე მიმართავს, თავისთავად ეს შეიცავს იძულებას და მუქარასაც.
ასე ცდილობენ საჯარო და ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების წაყვანას თბილისში აქციაზე.
გვაქვს ინფორმაცია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მაგალითად, მოცეკვავეების წაყვანა სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს მათგან და ახლა ცდილობენ საბავშვო ანსამბლები წაიყვანონ.
თუ ყველა უარს იტყვის, ყველას ვერ გაუშვებენ სამსახურებიდან, ამიტომ ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომ გამოიჩინონ შეუვალობა და პრინციპულობა, როგორც ავლენს ამ დღეებში ქართული საზოგადოება და ვერავის ვერაფერს დააკლებენ.
ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალია მნიშვნელოვანი და თუ გვინდა თავისუფალ, უსაფრთხო და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მოქალაქის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული, მაშინ არ უნდა შეუშინდნენ ამ მუქარებს და უნდა ჰქონდეთ საზოგადოების სოლიდარობის იმედიც“, – ამბობს კახა მიქელაძე.
მისი თქმით, აქციაზე წასვლას აიძულებენ მერიის აიპებსა და სიპებში დასაქმებულ პირებსაც:
„ვისაც არ ეშინია, ვხედავთ, რომ ღიად საუბრობენ ამაზე, ვიღაცებს მაინც აქვთ შიში და ანონიმურად გვწერენ, რომ აიძულებენ წასვლას.
ყოველ შემთხვევაში, მოახერხებენ თუ ვერა ბათუმის კრიტიკული მასის წაყვანას 29 აპრილის აქციაზე, ამ ადამიანებისგან ხელისუფლება მაინც მიიღებს უარყოფით დამოკიდებულებას, რადგან „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს აყენებს საფრთხის ქვეშ“, – ამბობს კახა მიქელაძე.
სტუდენტების იძულებით წაყვანაზე „ბათუმელებსაც“ არაერთი მოქალაქე გვწერს და გვიგზავნის მტკიცებულებებს, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიის და ბსუ-ს სტუდენტებს აიძულებენ შეუერთდნენ რუსულ მარშს თბილისში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა.
„აქტიურად ეწევიან აგიტაციას, მიმართავენ სხვადასხვა გზას – დაშინებას, რომ შეუჩერებენ სტუდენტის სტატუსს, ან პირიქით – დაეხმარებიან შუალედურებზე, გამოცდებზე და ასე შემდეგ, რომ დაითანხმონ „რუსულ მარშში“ მონაწილეობაზე.
„სირცხვილია, თუ როგორ მდგომარეობაში აყენებენ სტუდენტებს. ვფიქრობ, აუცილებლად მოუწევთ ამ იძულებაზე პასუხის გაცემა მათ, რადგან რუსულ მარშზე ჩვენი ადგილი არ არის“, – გვწერს ერთ-ერთ სტუდენტი, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ ვასახელებთ.
___
ნახეთ ამერიკელი სენატრების გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 465 054 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 124]
ტანკი – 7 268 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 13 971 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 11 905 ერთეული [+38]
MLRS – 1 049 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 775 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 485 ერთეული [+24]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 124 ერთეული [+5]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 019 ერთეული [+35]
სპეცტექნიკა – 1 968 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 541 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 864 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 167 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 336 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან აჩერებს თანამშრომლობას. გარდა ამისა, ყველა მათგანი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში.
25 აპრილის 18 საათის მონაცემებით, განცხადებას ხელს აწერს 140-ზე მეტი ორგანიზაცია და ეს სია შეიძლება, კვლავ გაიზარდოს.
გთავაზობთ განცხადებას, რომელთა ხელმომწერებს შორის არის „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელებიც“.
ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს;
ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში;
მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა.
სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია.
არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს, ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს. ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე; გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.
ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.
სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას.
ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის:
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.“
განცხადებას ხელს აწერენ:
Ad Hoc რეაგირების ცენტრი
Gundelik
ISFED მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის ოფისი
ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
ა(ა)იპ ,,მართლმსაჯულების სახლი”
ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
ა(ა)იპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი
ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
ა(ა)იპ ნეოგენი
ა(ა)იპ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
ა/ო საქართველოს ევროპული მომავალი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ალიქ მედია ჯორჯია
ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
ახალგაზრდების და ზრდასრულთა განვითარების ასოციაცია – YADA
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
ბათუმელები/ნეტგაზეთი
გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაცია – ADESI
განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
გერგარტი
გორის სათემო რადიო მოზაიკა
გურიის სამოქალაქო ცენტრი
დემოკრატიის ინსტიტუტი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
დემოკრატიის მცველები
ევროპის ფონდი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ვი2თექ ჯორჯია
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
თავისუფალი ასოციაცია
თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
თბილისი პრაიდი
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
თოლისკური
ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
ინდიგო
ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
იორმუღანლოს სათემო ცენტრი
კავშირი საფარი
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
კოგნიტიო
კომლი
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)
კოშკის სათემო განვითარების ცენტრი
კრეატიული განვითარების ცენტრი
ლომეკი
მართმსაჯულების განვითარების ცენტი
მედია სახლი–სამხრეთის კარიბჭე
მედიაომბუდსმენი
მედიის ინსტიტუტი
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
მონაწილებითი დემოკრატიის ინიციატივა (PDI)
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
მუხრანის საინიციატივო ჯგუფი
მწვანე ალტერნატივა
მწვანე სექტორი
მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
ონალაინ-გამოცემა „პუბლიკა”
ორბელიანი საქართველო
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის -პსკ
პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
პლატფორმა სალამი
პრევენცია პროგრესისთვის
პროიუზ საქართველო
პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
რადიო ნორ
რაჭის სათემო ორგანიზაცია
რეგიონული პარტნიორობის ცენტრი
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საზოგადოება და ბანკები
საზოგადოებრივი მონიტორინგის და კვლევის ცენტრი PMRC
საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
სათემო კავშირი ჰერეთი
სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
საინიციატივო ჯგუფი – აქტიური მოქალაქეობის აკადემია
საინიციატივო ჯგუფი “მოძრაობა”
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA)
სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
საორსა
საუნჯე
საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
საქართველოს ამბები / მთის ამბები
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს ევროპული ორბიტა
საქართველოს მომავლის აკადემია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითრების ასოციაცია (ACSDG)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
საქართველოს შეფასების საზოგადოება
სბგც კავკასია ახალციხის ოფისი
სოლიდარობის თემი
სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარი
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური საწარმო “გუმბათი”
სტრატეგიული, ორგანიზაციული, და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
უფლებები საქართველო
ფემეა
ფემინა
ფენიქსი 2009
ფოლკლორული საქართველო
ფორსეტი
ფსიქოლოგიის სახლი
ქალები თავისუფლებისთვის
ქალები რეგიონის განვითარებისათვის
ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო
ქალთა ასოციაცია გვირილა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ქალთა სოლიდარობის ცენტრი
ქალთა ფონდი საქართველოში
ქალი და განვითარება
ქართული მედია ჯგუფი
ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
ღია სივრცე კავკასია (COS)
ყვარლის ევროკლუბი
შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”
ჩემი ხარაგაული
ჩვენ განათლებისთვის
ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო NEO TV
ცოდნის კაფე
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
„აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს თბილისში გამართულ მიტინგზე წამსვლელთა ტრანსპორტირებას. მსურველები ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან,“ – ეს განცხადება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სამივე სართულზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დღეს, 26 აპრილს იყო გამოკრული.
სამუსიკო სასწავლებელში მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განცხადება დირექციამ გამოაკრა.
„ჩვენ პედაგოგები [მიგვყავს]. თუ მშობელი ხართ და თბილისში გინდათ წასვლა „ოცნების“ ოფისში მიდით და იქიდან წაგიყვანენ,“ – უთხრეს სამუსიკო სასწავლებელში მისულ „ბათუმელებს“.
რატომ გასცა განათლების სამინისტრომ მსგავსი დავალება და რა ფინანსებით უზრუნველყოფს მასწავლებლების თბილისში ტრანსპორტირებას? – ამ კითხვებით მიმართა „ბათუმელებმა“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.
„მსგავსი დავალება, რომ სკოლაში, კონსერვატორიაში განთავსდეს, არ გამიცია არც მე და არც სამინისტროს სახელით არავის არ გაუცია. თუმცა, რატომ გაჩნდა ეს წარწერა მე ამას აუცილებლად გავარკვევ“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
განცხადება ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის შესასვლელში
„ბათუმელები“ დაუკავშირდა სამუსიკო სკოლის დირექტორს, ნინო ჩაიძეს. მან დაადასტურა, რომ განცხადება ნამდვილად იყო გამოკრული, თუმცა თქვა, რომ უკვე გამოცვალა.
„იცით რა, შეცდომა არის დაბეჭდვაში გაპარული. ჩვენ გამოვცვალეთ. არასწორად იყო და შეცვლილია ტექსტი უკვე. არასწორად ჩავწერეთ სამინისტრო, გადმოჰყვა ტექსტს. ჩვენ არავის არსად წაყვანას არ ვაპირებთ. არაპოლიტიკური სასწავლო დაწესებულება ვართ. თუკი ექნებოდა ვინმეს სურვილი [აქციაზე წასვლის] სკოლის დირექცია რომ ყოფილიყო საქმის კურსში,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ნინო ჩაიძე.
ნინო ჩაიძეს ვკითხეთ, სხვა რომელიმე პარტიას რომ ეთხოვა მსგავსი განცხადების გამოქვეყნება სასკოლო დაწესებულებაში, თუ დასთანხმდებოდა.
ამ კითხვის პასუხად დირექტორმა გვითხრა: „ახლა თქვენ რა კითხვებს მისვამთ. ჩვენ ვართ სამუსიკო სკოლა, ნუ გავიწყდებათ, თქვენ არ ესაუბრებით რაღაცა ისეთ დაწესებულებას, სადაც ეგეთი კითხვებით მომმართავთ. თქვენი კითხვები სხვა შინაარსის უნდა იყოს. ძალიან გთხოვთ შინაარსი გააკონტროლეთ და ისე გამესაუბრეთ“.
აჭარის განათლების მინისტრს ვკითხეთ, აპირებს თუ არა სამართლებრივ რეაგირებას, სამუსიკო სკოლაში გამოკრულ განცხადებაზე.
„დიახ, დავბრუნდები და გავარკვევ საკითხს,“ – გვითხრა მაია ხაჯიშვილმა.
„რუსული კანონი, თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელიც დღემდე წვალებით მოვიტანეთ და ასევე დიდი წვალებით ვცდილობთ, ბოლომდე მივიტანოთ ევროპის კარამდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მექნება ჯანსაღი დამოკიდებულება ისეთი კანონის მიმართ, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს“ – ამბობს მარიამ ჯვართავა, სამოქალაქო აქტივისტი ბათუმიდან.
მარიამმა გვითხრა, რომ შვებულება აიღო, რომ თბილისში, საპროტესტო აქციებზე ჩასულიყო. მან „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა მოსაზრება, თუ რატომ ეწინააღმდეგება რუსულ კანონს:
„ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ დაემშვიდობება დიდ ევროპულ ოჯახს და მის სიკეთეებს.
მე პირადად წლების მანძილზე ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მქონია შეხება და მათი სიკეთეები საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ვარ ძალადობის მსხვერპლი ქალი და სწორედ ამ ორგანიზაციების ტრენინგების დახმარებით მივხვდი, თუ როგორ უნდა დავიცვა თავი, თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება.
ვიღებდი ინფორმაციას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სკოლებში არ ისწავლება და ხშირ შემთხვევებში, ოჯახისგანაც ვერ იღებ ამ ინფორმაციას.
არსებობს უამრავი პროექტი, რომელიც ეხმარება შშმ პირებს, ონკოპაციენტებს, უმცირესობაში მყოფ ადამიანებს და სხვებს ცნობიერების ამაღლებაში, შესაბამისად, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, უამრავ სერვისზე იქნება ხელმიუწვდომლობა და ბოლოს გავხდებით ისეთივე სახელმწიფო, როგორც არის ჩვენი მეზობელი რუსეთი.
ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მათ ხელი შეეშლებათ საქმიანობაში და იმ პროექტების და დაფინანსებების განხორციელებაში, რასაც წლებია უკვე დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
დიდი ხანია უკვე ვიცით, რომ ახლანდელი მთავრობა და მათი ლიდერი გამოირჩევა განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობით რუსეთთან, შესაბამისად მათი ერთობლივი მიზანია, საქართველო ისევ დაბრუნდეს რუსეთის „დიდ ოჯახში“ და დავკარგოთ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს წოდება.
სანამ ჩვენს ქვეყანაში არ დასრულდება რუსული მმართველობა, მანამდე მოგვიწევს ჩვენ ბრძოლა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ არ დავიღლებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ეს კანონი, რა თქმა უნდა, გამიზნული ქმედებაა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნის შეფერხების. ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? ჯერ იყო შარშანდელი მცდელობა გაეტანათ ეს კანონი და ისევ ჩვენი, ხალხის ძალისხმევით მოხდა კანონის უკან გაწვევა. წელს ისევ შემოაბრუნეს.
ადამიანი, რომელიც სულით და ბუნებით არის მონა, ვერასოდეს შეიგრძნობს თავისუფლების გემოს და ვერასოდეს გამოვა კომფორტის ზონიდან. მისთვის მცირედიც კი საკმარისია. მთავარია ულუკმაპუროდ არ დარჩეს, თორემ საკუთარ ქვეყანას დაუფიქრებლად გაყიდის ორი კაპიკის გულისთვის.
ევროპა ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი.
ჯერ კიდევ როდის თქვა ზურაბ ჟვანიამ „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ჩვენ გვყავდა უდიდესი ილია და აკაკი, რომელთა სიტყვებით აქციების პოსტერები გადაჭრელებული იყო. ჩვენ სულით ევროპელები ვართ და არასოდეს შევეგუებით რუსობას.
თუ გაქრება კრიტიკული მედია, გაქრება სიტყვის თავისუფლება და გავხდებით ჩრდილოეთ კორეა, ან თუნდაც რუსეთი, სადაც მიზანმიმართულად ხდება ტვინის გამორეცხვა და ხალხის დაჯერება, რომ თითქოს ევროპა და ამერიკა „ხიხიაა“ და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ქვეყანას უნარჩუნებს სტაბილურობას და სიმყარეს.
გაქრება ყველა ის დახმარება, რასაც ვიღებთ სხვადასხვა სეგმენტის ადამიანები: შშმ პირები, ონკოპაციენტები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ლგბტ ადამიანები და სხვა. ჩვენთვის გაქრება ყველანაირი შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ვრეალიზდეთ, როგორც ადამიანები და გარკვეული ადგილი დავიმკვიდროთ საზოგადოებაში.
სამსახურში ავიღე შვებულება და ერთი კვირით წავედი თბილისში, აქციებზე. ეს იყო მყისიერი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმშიც იმართებოდა მშვიდობიანი მსვლელობა, მე მინდოდა ჩემს ბევრ მეგობართან ერთად დამეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია იმ ადგილიდან, სადაც 35 წლის წინ იდგა დეიდაჩემი, ჩემი ბევრი ნათესავი ჩემს ასაკში და ზუსტად იგივე ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი, რომელშიც ახლა ჩვენი თაობა ვართ.
გული მწყდება, რომ ასეთი ისტორია მეორდება და ისევ იმ მტერთან გვიწევს ბრძოლა, ასევე მინდოდა, ჩემი პოსტერით მიმეწვდინა ხმა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რა ხდება და ჯერ კიდევ სვამს კითხვას – „რა არის ეს რუსული კანონი?“
მარიამ ჯვართავა
აქციაზე დგომა ახლა ნიშნავს იმას, რომ შენთვის სულერთი არ არის ქვეყნის მომავალი, რომ შენ მზად ხარ აჩვენო მთავრობას და შენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ შენი სიტყვა არის თავისუფალი, შენი ქმედებები არის თავისუფალი და შენ ხარ თავისუფალი. რომ შენთვის არ არის სულერთი 9 აპრილს საკუთარი ქვეყნისთვის დაღუპული გმირები.
ჩვენ გმირთა მოედანზე პატივი მივაგეთ დაღუპულთა სულებს და დავიფიცეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დავნებდებით და არ შევშინდებით. ჩვენ ყველანი იქ ვიდექით საკუთარი ქვეყნისთვის და იმის დასანახად, რომ არასოდეს შევეგუებით რუსეთს და მის მმართველობას, რადგან ჩვენი თაობა დაიბადა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში. არა რუსულ კანონს !” – ამბობს მარიამ ჯვართავა.
მარიამი აქციაზე
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
„ჩემთვის რუსეთი აღიქმება როგორც მტერი და, შესაბამისად, სწორად არ მიმაჩნია ამ კანონის შემოღება ჩვენს ქვეყანაში“ – ამბობს გივიკო ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი. გივიკო ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსზე სწავლობს.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის შემოღებამ, არის ის, რომ ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი. რაც შეეხება მთავრობას, ჩემი აზრით, ისინი ქვეყანაზე კი არა, უფრო საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ.
სავარაუდოდ, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გამიზნულ შეფერხებას უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის დაბრუნება“, – ამბობს სტუდენტი.
სტუდენტი მიიჩნევს, რომ კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა საქართველოში შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის სტუდენტების განვითარებასაც.
„სტუდენტები ვეღარ ვისარგებლებთ გაცვლითი პროგრამებით“, – ამბობს გივიკო.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული.
ბრალდებულმა დაზარალებული მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა.
ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა“ – იუწყება საგამოძიებო სამსახური.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოიპოვა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. კერძოდ, გამოკითხული იქნა დაზარალებული და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის კერძო ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და ა.შ.
სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა. დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონს უკვე საჯაროდ ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ამ კანონს უკან არ გაიწვევს, ის პარტიასაც დატოვებს და თანამდებობასაც.
ლევან ბერძენაშვილის განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს 26 აპრილს გავრცელდა.
„მინდა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას.
ვინაიდან, თეთრი სახლი, ევროკავშირი, მოგვიწოდებს, 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება.
ამიტომ, მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, რომ ეს კანონი გაითხოვოს უკან. და თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტიას „ქართულ ოცნებას“, დავტოვებ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და დავტოვებ თანამდებობას, ამას გპირდებით.
უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, ნუ დაარღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას. გთხოვთ, რომ ეს კანონი უკან გაიწვიოთ“, – განაცხადა ლევან ბერძენაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
4 წლის შემდეგ მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება „თეონა ბაკურიძის საქმეზე“ – ეს ის ტელეწამყვანია, რომელიც „აჭარის ტელევიზიაში“ დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ხელისუფლების კრიტიკის გამო ეთერიდან მოხსნეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად მიიჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს უკვე ყოფილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„არ ვიცი შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს, რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც. სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა, რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო, რომელიც მოიგეს – 4 წელი, სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან. ჩვენ მაშინაც ვიცოდით რომ „ოცნების“ ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით,“ – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე.
სააპელაციომდე თეონა ბაკურიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. მან თეონა ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თეონა ბაკურიძის სარჩელი დისკრიმინაციის ნაწილში, რაზეც დავა გაგრძელდება.
ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიაში აღარც გიორგი კოხრეიძე მუშაობს, რომელმაც საინფორმაციო სამსახურს კრიტიკული ჟურნალისტები ჩამოაშორა.
————
თეონა ბაკურიძე სასამართლოში ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას.
თეონა ბაკურიძე „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, როცა 2020 წელს სამსახურიდან გაუშვეს, მას შემდეგ, რაც ამ ტელევიზიის დირექტორს – ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. მაშინ, როცა ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საქმიანობის უფლება წაართვეს და გაჩნდა შეფასება „პოლიტიკურ ზეწოლაზე“, სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა. ამ საქმეებით საგრძნობია ერთი ტენდენცია, რაც ბოლო წლებში, ზოგადად, ქვეყანაში შრომით დავებს ახასიათებს:
გათავისუფლებულები მეტწილად შრომით დავებს იგებენ, დასტურდება უკანონო გათავისუფლება და ადამიანების დევნა, სასამართლოში დავას აგებს სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებებით ცნობილი მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა ასევე მეტწილად სასამართლო სამსახურში არ აბრუნებს სისტემას ჩამოშორებულ ადამიანებს.
აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო — იმ პერიოდიდან, როდესაც დირექტორი, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს.