ავტორი: ეთერ თურაძე
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე სარჩელი დასაშვებად ცნო და არასამთავრობო ორგანიზაციები სათანადო მოსარჩელეებად მიაჩნია. ამის მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მირზა ცეცხლაძემ, მოსამართლეს უთხრა: „არ ვარ ვალდებული, სარჩელის დასაშვებობის დროს ვამტკიცო, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“. ბულვარის გაჩეხვის შესაჩერებლად არასამთავრობოების საჩივრის განხილვა სასამართლოში განახლდა.
არ ვაკმაყოფილებ, რადგან…
სტენოგრაფიულთან მიახლოებული ჩანაწერები 21 მაისის აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესიდან
ეთერ თურაძე
ანკესით კოლექტორთან
ბათუმის სანაპიროზე სარგანი არ მოდის
ავტორი: ნანა კვაჭაძე
64 წლის ბათუმელი ნოდარ მელაძე კვირაში ორჯერ სანაპიროზე, ეგრეთ წოდებულ „მორვაგზალთან“ ანკესით თევზაობს. „თევზაობა ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, ჩემი შვილიშვილისთვის კვირაში ორჯერ ახალი, ცოცხალი თევზი მიმაქვს“. ბატონმა ნოდარმა იცის, რომ თევზი სასარგებლო პროდუქტია, თუმცა სასარგებლო თევზი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა სახიფათოც იყოს, თუ მისი კვების მთავარი წყარო კანალიზაციის წყალია, რომელიც ზღვაში ჩაედინება.
ბათუმში მეთევზეებისთვის ყველაზე პოპულარული სწორედ ის ადგილებია, სადაც სანიაღვრე არხებით კანალიზაციის წყლები ზღვაში ჩაედინება. ამ ადგილებს თევზი ყველაზე მეტად ეტანება.
ანზორ ქოქოლაძის პროცესი
24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის განხილვა გაგრძელდება. ბიზნესმენის კომპანიის, “ტექნო ბუმის” მენეჯერის თქმით, “ანზორ ქოქოლაძე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამართლებრივ დავას აგრძელებს. ეს სასამართლოც თუ გაამტყუნებს, აუცილებლად მივმართავთ შემდგომ ინსტანციას”. Continue reading “ანზორ ქოქოლაძის პროცესი”
ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ავტორი: ნათია ზოიძე
„ბათმვაჭრობის“ დირექტორს, თენგიზ ნაგერვაძეს, რომელიც დაკავებული ბიზნესმენის ანზორ ქოქოლაძის ახლო ნათესავია, სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო. თენგიზ ნაგერვაძე თავს უდანაშუოლოდ მიიჩნევს – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში და ასევე ციტირებულია ნაგერვაძის შეკითხვა, რომლითაც მან სხდომაზე სასამართლოს მიმართა: „მაინტერესებს, ჩვენს ქვეყანაში ვინ არის თაღლითი: ის ვინც ნულიდან შექმნა ბიზნესი და დაასაქმა ათასობით ადამიანი, თუ ის, ვინც სხვისი შექმნილი მიითვისა? ვის უფრო მეტად ებრძვის დღეს ხელისუფლება და პროკურატურა?“
ანზორ ქოქოლაძის საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული: მალხაზ ნაგერვაძე და ლევან დუმბაძე. მათ გამოძიება თაღლითობას და ფულის გათეთრებას ედავება. ადვოკატის, მაია ხუციშვილის განცხადებით დაკავებულების მიმართ საქმე აღძრულია სსკ–ის 180 მუხლის მე–2 ე ნაწილისა და სსკ–ის 194–ე მუხლის მეორე ნაწილის პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
მალხაზ ნაგერვაძეს 6,6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარი ჯარიმა მიესაჯა. ლევან დუმბაძეს კი 9 წელი და 10 000 ლარი ჯარიმა.
ბრალს არც მალხაზ ნაგერვაძე და ლევან დუმბაძე აღიარებენ. მალხაზ ნაგერვაძე „ტექნო სერვისის“ დირექტორი იყო. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეა, ხოლო თენგიზ ნაგერვაძე „ბათმვაჭრობის” დირექტორი იყო. ამ კომპანიების საქმიანობა შეჩერებულია.
დაკავებულების ადვოკატი მაია ხუციშვილი „ბათუმელებთან” აცხადებს, რომ ამ საქმის გასაჩივრებისთვის ემზადებიან, რადგან განაჩენი დაუსაბუთებელია. Continue reading “ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს”
ანბანის კოშკი ბათუმში
[slideshow]
ფოტო: თედო ჯორბენაძე
გასულ წელს ანბანის კოშკის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი დაიხარჯა; 10 მილიონიც წელს უნდა დაიხარჯოს. ამ ფასის მიხედვითი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ანბანის კოშკი ბათუმში დგას – ერთი ასო-ბგერის ფასი, საშუალოდ, 2 მილიონი გამოდის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოშკზე ჯერ კიდევ არ არის განთავსებული ქართული ანბანის პირველი „ა“ და ბოლო – „ჰ“ ასო-ბგერა.

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმში
დღეს ბათუმის ნავსადგუ რში ამერიკული სამხედრო ხომალდი Monterey 20 პორტში შემოვიდა.
საქართველოში აშშ–ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ , «აშშ-ს საზღვაო ძალების გემი “მონტერეი” რამდენიმე წელია უკვე რეგულარულად არის შავი ზღვის რეგიონში და გამოხატავს აშშ-ს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე».
173 მეტრის სიგრძის გემს აშშ-ს საზღვაო ფლოტის კაპიტანი, ჯეიმს კილბი მართავს. გემზე მსახურობს 43 ოფიცერი და 323 რიგითი შემადგენლობის მოსამსახურე.
ხომალდი ბათუმის ნავსადგურში 23 ივნისამდე დარჩება.

ალტერნატიული როკი „ვინილში”
22 ივლისს, საღამოს ცხრის ნახევრიდან თერთმეტ საათამდე კაფე „ვინილში” ჯგუფი „INNER VOICE” დაუკრავს.
ჯგუფი “Inner Voice” შეიკრიბა 2010 წ. 3 აგვისტოს — Batumi New Wave Rock — ფესტივალზე დასაკრავად. ჯგუფი თავიდან შედგებოდა ხუთი წევრისგან. საკუთარი თავით უკმაყოფილო ჯგუფმა ნოემბერში შეიცვალა შემადგენლობა და დროებით შეწყვიტა გამოსვლები.
ნახევარი წლის შემდეგ მისი შემადგენლობაა: მიშო ელიავა — ვოკალისტი და რითმ გიტარა (დ. 1994) თორნიკე ჯაფიაშვილი — გიტარა, კლავიში, ბექ-ვოკალი. (დ. 1994) გიორგი ჭილაია — ბასი. (დ. 1994) ბაჩი (ოთარა) ვალიშვილი — დასარტყამი ინსტრუმენტები, ბექ-ვოკალი (დ. 1995)
Inner Voice უკრავს ალტერნატიულ როკს კლასიკის, ჯაზის, ბლუზის, ინდის და ყველაფრის გავლენით, რაც როდესმე მოგვისმენია. რა საკვირველია, ეს არაფერს გეუბნებათ, ასე რომ — მოუსმინეთ ჩანაწერებს! – წერია ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=YDTGwF0DBas&w=560&h=349]

აზიზეს მეჩეთი გმირთა მოედანზე არ აშენდება
ავტორი: ლელა დუმბაძე
აჭარის მთავრობა ბათუმში აზიზეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, გაზეთ „ბათუმელებთან“ ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს. მთავრობის განცხადებით, აზიზეს მეჩეთი გმირთა საფლავების ადგილზე არ აშენდება Continue reading “აზიზეს მეჩეთი გმირთა მოედანზე არ აშენდება”
ავღანეთში მე-10 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო ამის თაობაზე ინფორმაცია ცხედრის ჩამოსვენებიდან მხოლოდ მეორე დღეს გამოაქვეყნა. გარდაცვლილი 35 წლის ჯარისკაცი – რეზო ბერიძეა, რომელიც წარმოშობით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს მკვიდრია, თუმცა ბოლო პერიოდში ვანის რაიონის სოფელ ზეინდერში ცხოვრობდა, ოჯახთან ერთად.
ცაგო კახაბერიძე
Continue reading “ავღანეთში მე-10 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა”
ავღანეთში კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროების: კაპრალების ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძის და პაატა კაჭარავას გარდაცვალების გამო.
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
mod.gov.ge

ავღანეთის მე-16 ქართველი მსხვერპლი
ავტორი: ეთერ თურაძე 34 წლის ვალერიან ხუჯაძე, რომელიც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ვალერიან ხუჯაძის დაკრძალვანაღმზე აფეთქდა, 1-ელ მაისს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში, სადაც ჯარისკაცის მშობლების ოჯახი შუახევის რაიონიდან არის ჩასახლებული. ვალერიან ხუჯაძე ჩაქვში დაკრძალეს. დაკრძალვას მხოლოდ რიგითი ჯარისკაცები ესწრებოდნენ. ოჯახის ახლობლების თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დაღუპული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდს სამეგრელოში დაესწრნენ. ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ქართულ მედიაში მწირი ინფორმაცია გავრცელდა. Continue reading “ავღანეთის მე-16 ქართველი მსხვერპლი”
ავიარესი ბათუმი-მოსკოვი განახლდება
„აირზენა” კვირაში ორჯერ შეასრულებს ავიარეისებს ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით. ბილეთის ფასი 193 ევრო (275.5 აშშ დოლარი) იქნება.
წყარო: english.peopledaily.com.
„აირზენა” კვირაში ორჯერ შეასრულებს ავიარეისებს ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით. ბილეთის ფასი 193 ევრო (275.5 აშშ დოლარი) იქნება.
წყარო: english.peopledaily.com.
ადვოკატის დაკავება
ავტორი: ეთერ თურაძე
ზეგავლენით ვაჭრობა, – ამ ბრალდებით დააკავეს ბათუმელი ადვოკატი ილია ქამადაძე, რომელიც აბაშიძის ხელისუფლების დროს აჭარის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ილია ქამადაძემ, რომელიც კომპანია „დორუკ ნათ ენდ ფუდ კომპანის“ იურიდიულ მომსახურებას ეწეოდა, თავისი ზეგავლენით ისეთი დოკუმენტები შეადგინა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ზარალი განიცადა. მის მიმართ წაყენებული ბრალდება 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ადვოკატების დაკავება
სამართალდამცავებმა გასულ შაბათს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს თაღლითობის ბრალდებით, მათ შორის ორი მოქმედი ადვოკატია. დაკავებულები არიან ბათუმში მცხოვრები ადვოკატები – ა.ხ. და ნ.ჯ. პოლიციის ინფორმაციით, მათთან ერთად დააკავეს თბილისში მცხოვრები ქალი – მ.პ. რომელიც ჯგუფის ორგანიზატორად განიხილება. ერთ-ერთი დაკავებული ადრე საგამოძიებო ორგანოში მუშაობდა.
Continue reading “ადვოკატების დაკავება”
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების ცხოვრება
ავტორი: მირანდა მიქაძე
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 1440 ოჯახი ცხოვრობს, ახალგაზრდები არჩევანს, ძირითადად, მიწათმოქმედებასა და ჯარისკაცობას შორის აკეთებენ. ამ დაბიდან 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში 351 ჯარისკაცი იბრძოდა. ხუთი დაიღუპა. Continue reading “აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების ცხოვრება”
აგვისტოს ომის შემდგომ ივანიშვილი დევნილებს არ დახმარებია
რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, „2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დევნილებს რაიმე სახის დახმარება თუ აღმოუჩინეთ ან შვილმკვდარ დედებს, ან იმ პირებს, რომლებიც ომის დროს დასახიჩრდნენ? ივანიშვილმა უპახუხა, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა მას ქველმოქმედება არ გაუწევია. Continue reading “აგვისტოს ომის შემდგომ ივანიშვილი დევნილებს არ დახმარებია”
აგვისტოს ერთი დღე
ნესტან ცეცხლაძე
„აგვისტოს ერთი დღე“ პოლონელი ჟურნალისტის და sourcefabric-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ჯეკუბ გორნიცკის პროექტია. იდეა მაშინ გაჩნდა, როცა თბილისში ვიზიტისას რენე ჰარლენის საქართველოზე გადაღებული ფილმი – „აგვისტოს ხუთი დღე“ ნახა. „ნეტგაზეთმა“ პროექტის ავტორთან ინტერვიუ ჩაწერა.
აბიტურიენტი მოდელები 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე
ნინო და ქეთი მოდელები არიან. გაუმართლათ, მოდელობაზე ბევრი გოგონა ოცნებობს, თუმცა ყველას როდი უმართლებს. მთავარი მოთხოვნა პარამეტრებია, რასაც ყველა მოდელი უნდა აკმაყოფილებდეს.
ნინო გოთუა, 17 წლის, სიმაღლე – 1.76 სმ. პარამეტრები: 80-60-87;
ქეთი ყურაშვილი, 17 წლის, სიმაღლე – 1.73 სმ. პარამეტრები: 83-60-90. Continue reading “აბიტურიენტი მოდელები 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე”
აბაშიძის ქუჩის მოკირწყვლა
<!** Image 1 align="" width="500" height="333" >
<!** Image 1 align="" width="500" height="333" >
Soulmama – გოგონა თმაში ქაღალდის ყვავილებით
ავტორი: ნანა კვაჭაძე
“когда встает,
когда встает,
когда встает,
мой сыночек,
иду на риначек, на рынок,
и покупаю там чесночок.
варю лобио я
варю лобио я
и кушает мая семья
мая семья
чесночок.”
/ ნაწყვეტი Soulmama-ს სიმღერის ტექსტიდან мама я/ Continue reading “Soulmama – გოგონა თმაში ქაღალდის ყვავილებით”
Radisson Blu მუშაობას იწყებს
დღეს, საღამოს 7 საათზე სასტუმრო Radisson Blu ოფიციალურად გაიხსნება. სასტუმრო 18 სართულიანია და 164 ნომერზეა გათვლილი.
წინასწარი ინფორმაციით ბათუმის „რედისონი“ 4–ვარსკვლავიანი იქნება, თუმცა თანდათან სერვისები დაემატება და ხუთვარსკვლავიან მომსახურეობაზე გადავა.
ოფიციალური ინფორმაციით ბათუმის „რედისონი“ ყაზახური კომპანიის „სილქროუდ ჯგუფის” მფლობელობაში მყოფი „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V” ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 70 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოში სულ 186 სასტუმრო ატარებს Radisson Blu-ს სახელს. მეზობელი ქვეყნებიდან ამ ბრენდის სამი სასტუმროა: სამი თურქეთში, ერთი აზერბაიჯანში, სამი უკრაინაში და ოთხი რუსეთში. საქართველოში დღეს მეორე Radisson Blu გაიხსნება თბილისის შემდეგ.

NDI-ის კვლევა და „ბედაური ტყუილი“
„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინც და მაინც გულზე არ მეხატება“, – განაცხადა პრეზიდენტმა საკაშვილმა პარლამენტართა რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მომავალ პარლამენტში 40 დეპუტატით მეტი რომ იხილოს, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 8 %-ია მომხრე. ოპოზიცია დღესაც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ეს პრეზიდენტის „ბედაური ტყუილია“ და პარლამენტართა რიცხოვნობის გაზრდა მათი ინიციატივა არ ყოფილა.
მიმდინარე წლის ივნისში, მთავრობის ერთ-ერთი შეთავაზება პარლამენტართა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ეხება. კითხვაზე, დაუჭერთ თუ არა მხარს ამ შეთავაზებას, გამოკითხულთა 8 პროცენტმა დადებითად უპასუხა, ხოლო 60-მა პროცენტმა – უარყოფითად.
ავტორი: ნათია ზოიძე
Litklubi.ge ლიტერატურული “პორტალი“ თუ უბრალოდ „კერძო სამოსახლო?“
„მოცემული პროექტის არსი მდგომარეობს შემდგომში:აღმოაჩინოს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები, მწერლები და წარუდგინოს ისინი ფართო საზოგადოებას.
პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის უცნობი შემოქმედების გაცნობას, აგრეთვე მოსწავლეთა ექსკურსიებსა და აუდიენციებს თანამედროვე შემოქმედებთან.აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ ახორციელებს სხვადასხვა ლიტერატურულ, შემოქმედებით და საქველმოქმედო პროექტებს. Continue reading “Litklubi.ge ლიტერატურული “პორტალი“ თუ უბრალოდ „კერძო სამოსახლო?“”
Global east rock festival-ის ქრონიკა
განაწყენებულმა Dark Tranquility-იმ სცენა დროზე ადრე დატოვა
ავტორი: ია ფრანგიშვილი
გუშინ ბათუმში Global east rock festival-ი გაიხსნა. კონცერტი დაახლოებით რვა საათის დაგვიანებით დაიწყო და ერთიანად შეიცვალა პირველი დღის მონაწილეთა სიაც. ნაცვლად რვა ჯგუფისა: Tanelorn (საქართველო),Signs (საქართველო),Carthagods (ტუნისი),Moribund oblivion (თურქეთი),Cemetary of scream (პოლონეთი),W.H.I.T.E. (უკრაინა),Dark tranquility (შვედეთი) და Sabaton (შვედეთი) – ფესტივალის გახსნაზე მხოლოდ Sabaton, Dark Tranquility და Moribund oblivion გამოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ორგანიზატორებმა თავდაპირველად შეპირებული, ბრაზილიური ჯგუფის Sepultura -ს ჩამოყვანა ვერ მოახერხა, რის გამოც განაწყენებულმა მსმენელმა, ბილეთების ღირებულების ანაზღაურებაც კი მოითხოვა მათგან – დღეს დილით, ყველასათვის მოულოდნელად, მათ ფესტივალის ჩატარების ადგილიც შეცვალეს – ნაცვლად ანგისის სტადიონისა, კონცერტი ერას მოედანზე, რამოდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. გარკვეული მღელვარება შეინიშნებოდა კონცერტზე თავმოყრილ ახლაგაზრდებშიც, რომელთა უმრავლესობაც უნდობლობას გამოხატავდა ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ და როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე უმიზეზოდ. კონცერტზე ერთ მეტად უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი – Dark Tranquility, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო, აპარატურის გაუმართაობის გამო იძულებული გახდა, გამოსვლა თითქმის ერთი საათით ადრე დაემთავრებინა. მათ ბოდიში მოუხადეს მაყურებელს და მხოლოდ სამი-ოთხი სიმღერით შემოიფარგლენ, რის შემდეგაც „კულისებში“ პირადად შეხვდნენ, ფესტივალის ორგანიზატორებზე გულმოსულ მაყურებელს და მათთან ერთად მოკლე ფოტოსესიაც კი მოაწყვეს. მართალია Global east rock festival-ი ბევრი ხარვეზით გაიხსნა, მაგრამ მთლიანობაში მსმენელი მაინც ბედნიერი ჩანდა, თავისი საყვარელ ჯგუფებთან შეხვედრით და ცოცხალი შესრულების მოსმენით. იმედია ფესტივალის მეორე დღე ბევრად უფრო გამართული იქნება ტექნიკური თვალსაზრისით და ორგანიზატოები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მსმენელის მოთხოვნებს.

Facebook-ი მედიის წინააღმდეგ
ავტორი (მოქალაქე ჟურნალისტი) გიგლა ახალაია.
Facebook_ის საშუალებით ჩვენ შევძელით ჩაგვეტარებინა გამოკითხვა მომხმარებლებს შორის და გაგვერკვია რამდენად ეხმარებოდა მათ და რამდენად კონკურენტუნარიანი იყო მედიასთან მიმართებაში.
მომხმარებლების 95%–მა უპასუხა, რომ Facebook-ი არის მათთვის კარგი ინფორმაციის წყარო. ის სწრაფი საშუალებაა იმისთვის, რომ არ ჩამორჩე ცხოვრების დინებას, ეცნობოდე იმ პროცესებსა და მოვლენებს რაც ხდება მსოფლიოში.
88 წლის პედაგოგის ღია გაკვეთილი ფერიის საჯარო სკოლაში
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
[youtube https://www.youtube.com/watch?v=_25YJgYi4pM&w=560&h=315]
ფერიის საჯარო სკოლა, 25 ნოემბერი, 2011წელი
88წლის პედაგოგის ვახტანგ მაკარაძის ღია გაკვეთილი. რეპორტაჟი ფერიის საჯარო სკოლიდან წაიკითხეთ გაზეთ ბათუმელების ახალ ნომერში.

400 ლარი რეპრესირებულებს
ავტორი: ეთერ თურაძე
400-ლარიანი კომპენსაცია მათთვის, რომელთა მშობლებიც რესპრესიების დროს დახვრიტეს, 210 ლარი კი – მათთვის, ვინც გადაასახლეს, – ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
25 წლის „წლის ბიზნესმენი“
ხავერდოვან ჩარჩოში მოთავსებულ ჯილდოს, რომელიც გატყობინებს, რომ 25 წლის ასტამურ ჩაზმავა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წლის წარმატებულ ბიზნესმენად არის აღიარებული, სამუშაო ოთახში თვალსაჩინო ადგილი უკავია. ოფისი მოკრძალებულად გამოიყურება: რბილი ავეჯი, კომპიუტერები, უცნაური დანადგარები და რუკები – ყველაფერი რაც სამშენებლო პროექტებზე მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ. ჩემი ყურადღება კიდევ ორმა დეტალმა მიიქცია, ოფისის ერთ კუთხეში, სადაც საპროექტო კომპანიის ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდაა განთავსებული, კედელზე აინშტაინის ცნობილი საპასპორტო ფოტო კიდია, მეორე კუთხეში კი მის მიერ მომზადებული პროექტების ფოტოებია გამოფენილი. Continue reading “25 წლის „წლის ბიზნესმენი“”
21 წლის პარლამენტში
ავტორი:ნათია ზოიძე
საქართველო შესაძლოა გახდეს ქვეყანა, სადაც 21 წლის პარლამენტარები ეყოლება. პროექტი მმართველი გუნდის მიერ უკვე ინიცირებულია. ინიციატივას ოპოზიციამ „არასერიოზული~ უწოდა. მმართველი გუნდისთვის ეს სიახლე დემოკრატიულობის ნიშანია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის _ „გაუგებარი და მოულოდნელი“. მოსამართლეების შემდეგ საქართველოში ასაკობრივი ცენზი დეპუტატებისთვისაც მცირდება. Continue reading “21 წლის პარლამენტში”
21 მაისის აქციის მონაწილეთა პროცესის დასასრული
„2 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი, ბრალის აღიარების გარეშე დამტკიცებულია“, – ეს სასჯელი მიესჯება საბოლოოდ ბრალდებულ ცოტნე ანანიძეს, რომელსაც 21 მაისის აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, სისხლის სამართლის 2 მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული. ეს შეთანხმება, ჯერჯერობით, მხოლოდ განსასჯელსა და პროკურატურას შორის შედგა. მისი გაფორმების პატივი მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილს ექნება. Continue reading “21 მაისის აქციის მონაწილეთა პროცესის დასასრული”
21 მაისის აქციის გაგრძელება სასამართლოში
ბრალის აღიარება, 2-წლინი პატიმრობა და 2 ათასი ლარი ჯარიმა, _ ამ პირობებზე პროკურატურას ბათუმში სახალხო კრების აქციაზე დაკავებული შვიდი პირიდან, სამი უთანხმდება. ადვოკატ მზია დიასამიძის ინფორმაციით, საპროცესო გარიგება შესაძლოა მათგან კიდევ სამმა გააფორმოს, შვიდი ბრალდებულიდან აღიარებაზე უარს მხოლოდ დიმიტრი ჭეიშვილი აცხადებს. Continue reading “21 მაისის აქციის გაგრძელება სასამართლოში”
200 ათასამდე ადამიანს C ჰეპატიტი აქვს
ხვალ, 12 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ მრგვალი მაგიდა გაიმართება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.
ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“ და ასოციაცია „თანადგომა“- ბათუმის ფილიალი.
მრგვალი მაგიდის მიზანია C ჰეპატიტის საკითხთან მიმართებაში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა.
Continue reading “200 ათასამდე ადამიანს C ჰეპატიტი აქვს”
12 კვერცხი და ორი „შლოპანცი“ ბათუმში
12 კვერცხი და ორი ზღვის ე.წ შლოპანცი. მონუმენტი სასტუმრო“ კემპინსკსა“ და „რედინონს“ შორის არის განთავსებული. ბათუმელების ნაწილმა ამ ქანდაკების არსებობის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქიდან გაიგო, რამდენიმე მათგანმა გაზეთ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მონუმეტის ფოტოშოპის შედეგად მიღებული ეგონათ და დღეს აქ გადასამოწმებლად მოვიდნენ.
2011 წლის ბიუჯეტში კონკრეტეულად გაწერილი არ არის ამ ქანდაკქებისთვის რა დაიხარჯა.
20011 წლის ბიუჯეტში პროგრამის გარგლებში „ისტორიული უბნებისა, და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“ არის მხოლოდ ერთი ზოგადი ჩანაწერი – „ქანდაქებების დამზადება-დადგმის სამუშაოები“, რისთვისაც გამოყოფილია 328206.89. ლარი. გამარტივებული შესყიდვის ფორმით ეს თანხა შპს არტ სტუდია „DOTCOMMA”-თვის არის გადაცემული.
თანხის გაცემის თარიღია 13 მაისი. 1 სექტემბრი მითითებულია, როგორც პროექტის შესრულების ვადა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის წევრები ირაკლი ჩავლეიშვილი ამ ქანდაკებაზე დახარჯული თანხის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ ბათუმის მერიაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სახიფათო თქვენი“ ასე ჰქვია ლილი ფანტოცის მონუმენტურ ნამუშევარს, რომელიც იდეალურად უხდება კვერცხებზე დადებულ „შლოპანცებს”. მონუმენტი სიგრძეში 5.5 მეტრია, სიგანეში 2.30 მეტრი. 12 კვერცხის სიმაღლე 1.6 მეტრია ხოლო სიგანე 1 მეტრი. მონუმენტის დამზადებას 3 თვე დასჭირდა.
2009 წელს ლილი ფანტოცი მეგობართან ერთან ბათუმში იყო მოწვეული. მან წარადგინა თავისი ნამუშევარი წყვილი კედები კვერცხებზე, რომელიც ქვეყნის სახიფათო გზას აღნიშანვს. ეს მაკეტი თბილისის მერმა საკუთარ კაბინეტში განათავსა. ეს მონუმენტი პირველად ბათუმის მერიამ შეუკვეთა და კედები „შლოპანცებით“ შეცვალა.

“ყოველგვარ სტანდარტს გავექეცით”
ავტორი: ტატო ცეცხლაძე
24 წლის მერაბ დვალისა და 19 წლის ლალიკო ხვედელიძის ქორწილი 6 ნოემბერს გაიმართა. დედაქალაქიდან ჩამოსული მაყრიონისა და ადგილობრივი ოჯახ-სანათესაოს განწყობაზე “კომედი შოუს” ბიჭების გარდა დარბაზის მიერ დაქირავებულმა მოცეკვავეებმა იზრუნეს. ცეცხლოვანი შოუ, მაესტრო მორისი, ქართული ტრადიციული ცეკვები და მყუდრო გარემო.
Continue reading ““ყოველგვარ სტანდარტს გავექეცით””
“ტელეარხ 25″–ის პირველი საგამოძიებო ფილმი –”ბათუმი ბარაკების გარეშე”
ტელეარხი 25“-ის პირველი საგამოძიებო ფილმი ეთერში უკვე გავიდა. ფილმში ასახულია ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრებთა პირობები და ქალაქის მერიის შეუსრულებელი დაპირება, რომელიც არჩევნების წინ გაიცა. მერიის პროექტი ითვალისწინებდა ქალაქს ბარაკების გარეშე. 2010 წლისთვის ბათუმში არცერთი ბარაკი არ უნდა ყოფილიყო . Continue reading ““ტელეარხ 25″–ის პირველი საგამოძიებო ფილმი –”ბათუმი ბარაკების გარეშე””