სიახლეები

25 წლის „წლის ბიზნესმენი“

30.05.2012 •
25 წლის „წლის ბიზნესმენი“

ასტამურ ჩაზმავა

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ხავერდოვან ჩარჩოში მოთავსებულ ჯილდოს, რომელიც გატყობინებს, რომ 25 წლის ასტამურ ჩაზმავა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წლის წარმატებულ ბიზნესმენად არის აღიარებული, სამუშაო ოთახში თვალსაჩინო ადგილი უკავია. ოფისი მოკრძალებულად გამოიყურება: რბილი ავეჯი, კომპიუტერები, უცნაური დანადგარები და რუკები – ყველაფერი რაც სამშენებლო პროექტებზე მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ. ჩემი ყურადღება კიდევ ორმა დეტალმა მიიქცია, ოფისის ერთ კუთხეში, სადაც საპროექტო კომპანიის ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდაა განთავსებული, კედელზე აინშტაინის ცნობილი საპასპორტო ფოტო კიდია, მეორე კუთხეში კი მის მიერ მომზადებული პროექტების ფოტოებია გამოფენილი.

„ბევრს მუშაობს“ და ფიქრობს, რომ „ბოლო ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია“, მაგრამ როცა ეკონომიკის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ წლის საუკეთესო ბიზნესმენის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. „რამდენიმე დღეა სულ ვუსვამ ჩემს თავს კითხვას, რატომ? დაჯილდოებაზე როცა მივედი, იქ შეკრებილ ადამიანებს ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა, იყო თუ არა კიდევ ვინმე ჩემი ასაკის“.

ჩართულ დიქტოფონთან თავს უხერხულად გრძნობს. ადრე კადრში შემთხვევით თუ მოხვედრილა, ამიტომ ინტერვიუს მიცემა „მისთვის ცოტა ისეთია“.
ასტამურ ჩაზმავამ ბათუმის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, პროფესიით მშენებელ-ინჟინერია და სწავლის პარალელურად 19 წლის ასაკიდან მუშაობს: „ბათუმის ნავთობტერმინალში ვმუშაობდი, შემდეგ სამშენებლო კომპანიაში გადავედი, დასავლეთ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურშიც ვიმუშავე, მხაზველ ინჟინრად. ამის შემდეგ კი საპროექტოში გადავედი, სადაც დიდ ხანს შემოვრჩი, არქიტექტორის დამხმარე ვიყავი, პროექტებს 3D-ში ვამუშავებდი“.

ასტამურ ჩაზმავა კოლეგებთან

2008 წელს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მაშინ „გეპეის“ მაგისტრანტი იყო, სასწავლებელში კერძო პირი მივიდა, რომელმაც სტუდენტებს იტალიაში კვალიფიკაციის ამაღლება შესთავაზა და მათი შერჩევის კრიტერიუმებიც თავად განსაზღვრა – „ინგლისური ენის კარგად ცოდნის გარდა სტუდენტს სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ამ დროს მაგისტრანტ ასტამურ ჩაზმავას საპროექტო კომპანია – Beaotiful World Construction-ი, შემოკლებით BWC, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „სამყაროს ლამაზი კონსტრუქციები“, ახალი დაარსებული ჰქონდა, თუმცა რადგან კვალიფიკაციის ამაღლების შანსი გამოუჩნდა, საქმე მიატოვა და ერთი წლით იტალიაში წავიდა სასწავლებლად. „იქ მართვის გარდა დიზაინსაც მასწავლიდნენ. როგორ უნდა იმუშაოს საპროექტო ორგანიზაციამ, რის მიხედვით უნდა აირჩიო დიზაინი, როცა პროექტზე მუშაობ და ასე შემდეგ…“

საქართველოში დაბრუნებამდე ასტამურ ჩაზმავამ ერთ-ერთ იტალიურ კომპანიასთან 17-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ის საქართველოში ამ კომპანიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. „გონიოს ხიდს რომ გადახვალთ, იქ უნდა აეშენებინათ მეტალო-კონსტრუქციის ქარხანა, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებდი. როცა ჩამოვედი, დიდხანს ველოდებოდი პროექტის დაწყებას. ვურეკავდი, ვეხმიანებოდი, მაგრამ ამ დროს იტალიაში კრიზისი დაიწყო და პროექტი ჩაიშალა. მერე ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიის ამუშავება გადავწყვიტე“.

საპროექტოში ძირითადად შვიდი სპეციალისტი მუშაობს, რამდენიმე მოწვეული სპაციალისტიც ჰყავთ. საქმე განაწილებული აქვთ, ყველა პროექტის თავის ნაწილს ამუშავებს.

„…ჩვენ ვიცით, რაც აკლია და სჭირდება აჭარის საპროექტო ბაზარს. არიან კომპანიები, რომლებიც კლიენტს მხოლოდ სამუშაოს რაღაც ნაწილის შესრულებას სთავაზობენ, ჩვენთან კი არის pully, ანუ როცა ინვესტორი მოდის და გვეუბნება კონკრეტულ ადგილს, რომლის ათვისებაც უნდა, ჩვენ ვთავაზობთ ყველაფერს – ვუთვლით, რამდენად მომგებიანია მისი ჩანაფიქრი და შესაბამის რეკომენდაციებს ვაძლევთ. ჩვენ ვიცით, როგორი ბინები იყიდება, გვყავს ეკონომისტი, რომელიც დაითვლის, ჩაიდება აქ ინვესტიცია თუ არა. მუდმივად ვსწავლობთ ბაზარს, ბევრ მშენებელთან გვაქვს ურთიერთობა, გვაინტერესებს, როგორ იყიდება. უმეტესად უცხოელ ინვესტორებზე ვართ ორიენტირებულები“.

კომპანიის პირველი მნიშვნელოვანი პროექტი სარფის საბაჟო გამსვლელი პუნქტი იყო, რომლის დაპროექტებაზეც ტენდერში გამარჯვებულმა გერმანულმა კომპანიამ ხელშეკრულება კონსტრუქციების შექმნისა და პროექტის ქართულ კანონმდებლობასთან სისრულეში მოყვანის სამუშაოებში დახმარებისთვის ხელშეკრულება BWC-სთან გააფორმა.

„ვმუშაობდით სვანეთის აეროპორტის პროექტზეც. ახლა ადაპტირებას ვუწევთ ბათუმის ყველაზე დიდ პროექტს, ახალი ავტოსადგურისა და სავაჭრო ცენტრის პროექტებს, „ფორუმ ავრასი“-ს მშენებლობას ვგულისხმობ. გარდა ამისა, ჩვენი დაპროექტებულია სასტუმრო, რომელიც სასტუმრო „მარინას“ მაგივრად აშენდება. ეს იქნება გათანამედროვებული კოლიზეუმი. ქალბატონმა მარინამ გადაწყვიტა, შეცვალოს პროექტი. დაშლის ამ სასტუმროს და ახალს ააშენებს, იმიტომ, რომ უკვე პატარაა, პატარას კი უფრო ცოტა შემოსავალი აქვს, ჩვენ გავუკეთეთ მას 120-ნომრიანი პროექტი, თავისი სპაცენტრით“.

ასტამურ ჩაზმავას კომპანიის დაპროექტებულია ასევე მშენებარე საცხოვრებელი სახლი გორგილაძის ქუჩაზე, მერიის შენობის წინ, ასევე მშენებარე სასტუმრო „ბენზეს“ დასახლებაში, პურის ქარხანა ბენზეში.
„ბი ვი სი“-ს არასოდეს ჰქონია სახელმწიფო შეკვეთები და არც ტენდერებში მიუღია მონაწილეობა.

ასტამურის მოსაზრებით, მის საქმეში მთავარი ცოდნა და შეთავაზების ეფექტურობაა, წარმატების საფუძველი კი – შრომა: „მე ვერ დავჯდებოდი სახლში და ვერ დაველოდებოდი, ვიპოვიდი თუ არა სამსახურს, ჩემი მოტივია ვიარო წინ და ცხოვრების არც ერთ საფეხურზე არ გავჩერდე. საკუთარ თავს არასოდეს უნდა უთხრა, რომ არ გამოვა“.

ახალგაზრდა ბიზნესმენს აკვირვებს კითხვა – რა თანხა დახარჯა საქმის დასაწყებად, ამბობს, რომ ეს არ არის ბიზნესი, რომლის წამოწყებასაც დიდი ფული სჭირდება – „ეს ინტელექტუალური ბიზნესია, ჩვენ ინტელექტს ვყიდით და სხვას არაფერს“. ის არც შემოსავლებზე საუბრობს, მის კომპანიაში ე.წ „პრაის ლისტი“ არ აქვთ: „რომ გითხრათ ოცი დოლარია ჩემი პროექტის ფასი, უნდა გითხრათ რა შედის ამაში. ამას ვერ მიხვდება ის, ვისაც პროექტთან შეხება არ ჰქონია“.

ასტამურს ბათუმში ყველაზე მეტად ძველი ბათუმის არქიტექტურა იზიდავს, ყველაზე „მაგარი პროექტი“ კი, რაც ბათუმში ხორციელდება, მისი შეხედულებით „კემპინსკია“.

კითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა ბათუმის ახალი არქიტექტურა – რამდენიმე წუთით დაფიქრდა, შემდეგ კი თქვა, რომ მისთვის, როგორც ახალგაზრდა, 25 წლის კაცისთვის „ასეთი განცხადების გაკეთება არ შეიძლება. არქიტექტორების მიმართ, ვინც პროექტებს ამზადებს, შეიძლება არასწორი იყოს ჩემი მხრიდან შეფასება, მე ასე ვფიქრობ. ბევრი რამ მომწონს… არის რაღაც ნიუანსები, რომლებზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ უმეტესი ნაწილი მომწონს. ძველი ბათუმი უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ცვლილებებიც საჭიროა, იმიტომ, რომ სიახლე ტურისტისთვის საინტერესოა“.

კითხვაზე, რომ შეეთავაზებინათ დათანხმდებოდა თუ არა ქალაქის არქიტექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე მუშაობას? – პასუხობს, რომ იფიქრებდა, შეიძლება დათანხმებულიყო კიდევაც,მაშინ კი აუცილებლად გააჩენდა ბათუმში თავის ხელწერას.

გადაბეჭდვის წესი