სიახლეები

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების ცხოვრება

30.05.2012 •
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების ცხოვრება

ომარ ასლანიძის მამა და ძმისშვილი

ავტორი: მირანდა მიქაძე

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 1440 ოჯახი ცხოვრობს, ახალგაზრდები არჩევანს, ძირითადად, მიწათმოქმედებასა და ჯარისკაცობას შორის აკეთებენ. ამ დაბიდან 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში 351 ჯარისკაცი იბრძოდა. ხუთი დაიღუპა.

უმცროსი სერჟანტი ომარ ასლანიძე

“შვილო, სულ მალე მოვალ და დაგძახებ საფლავზე – თქვენი დაწყებული საქმე დასასრულში მივიდა და ქვეყანა გამთლიანდა”, – ეს სიტყვები ომარ ასლანიძის მამამ ლეომ დაკრძალვის დღეს შვილის საფლავზე თქვა. “ერთი სურვილი მაქვს, ეს გავაგებინო ჩემს შვილს და მერე თუგინდა მოვკვდე. რომ ჩამომიყვანეს და დავასაფლავე, ეს პირობა მივეცი ჩემს შვილს და უნდა შევუსრულო”.

26 წლის უმცროსი სერჟანტი ომარ ასლანიძე ზემო ნიქოზში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის დროს ჩამოგდებულმა ჭურვმა იმსხვერპლა.

ლეო ასლანიძე: “გულში არ გამივლია, ჩემი შვილი რატომ დაიღუპა-მეთქი, ომი მსხვერპლს მოითხოვს, ჩემი შვილი თუ არ მოკვდებოდა, სხვისი მოკვდებოდა. მსხვერპლი უნდა გაღებულიყო ქვეყნისთვის და წილად ჩემს შვილს ხვდა. ვერაფერი აანაზღაურებს შვილის დაკარგვას, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ ღმერთის, ასეთი შვილი რომ გამიჩინა. რომ გაცოცხლდეს და ასეთი რამე კიდევ მოხდეს, უკან არ დეიხევს, ისე ჰქონდა სამშობლოს სიყვარული ჩაბეჭდილი. მეორე შვილიც მზადაა, იბრძოლოს. მეც არ დავიხევ უკან, მომავალმა უკეთ რომ იცხოვროს”.

ომარ ასლანიძე სახლიდან 6 აგვისტოს წავიდა, ბოლოს ტელეფონზე 7 აგვისტოს დედას და დას ესაუბრა…

ლეო ასლანიძე: “მე მეგონა ორფოლოში მიდიოდნენ სავარჯიშოდ, თურმე განგაში იყო. მერე დამირეკა – მამიკო ქობულეთში თუ ხარ, გაჩერდი აღმაშენებლის ქუჩაზე და მოვალთო… წინ დიდი მანქანები მოდიოდნენ, თურმე საბრძოლო პრიპასები მიჰქონდათ. უკან ჯარი მოჰყვებოდა. ყველას ხელს ვუქნევდი. მანქანებში 6-6 კაცი იყო ერთნაირი ფორმით, ბრონეჟილეტებით, ავტომატებით. ერთ-ერთი წამოდგა, ავტომატი ეკავა _ აგერ ვარ მამიკო, მალე დავბრუნდებიო. ეს სიტყვები მაქვს ყურებში და თვალწინ მიდგას… საღამოს 6 საათზე გორიდან დამირეკა, გორში რა გინდა, ხაშურიდან არ უნდა წასულიყავი ორფოლოში-მეთქი. არა, ჩემ თავს გაფიცებ, დედიკოს არ უთხრა, ომში ვარ, დაღამებას ველოდებით, უნდა დავარტყათო… დილას აგენს შეეხმიანა, მე არ ვიყავი სახლში… ასე დასრულდა ჩვენი საუბარი და ერთად ყოფნა… ხელფასს რომ ეიღებდა, მეიტანდა და ჩამოანაწილებდა ოჯახში. 12 აპრილს დაბადების დღე მქონდა და ოპელი მაჩუქა… “

შვილის ბოლო სიტყვებს იხსენებს ომარ ასლანიძის დედაც: ” შვებულება ჰქონდა, დილას რომ ადგა, მეიცა შვილო საჭმელი გაჭამო-მეთქი ვუთხარი. არა, საღამოს დავბრუნდებიო და წავიდა…  სამ საფეხურს ერთად ჩაირბენდა ხოლმე… ბოლოს რომ დაველაპარაკე, დაღლილი ხო არ ხარ შვილო-მეთქი და არა დე, მოვალ საღამოსო… ეგ იყო მისი ბოლო სიტყვები…”

ოჯახში გული წყდება, რომ ძმებმა ერთმანეთის ნახვა ვერ მოასწრეს. დაღუპული ჯარისკაცის ძმა, რომან ასლანიძეც სამხედროა. ის სამშობლოში ბაღდათის სამშვიდობო ოპერაციიდან 9 აგვისტოს დაბრუნდა…

ლეო ასლანიძე: “2 ოქტომბერს 27 წლის შესრულდებოდა, შემოდგომაზე დაქორწინებას ვაპირებდით, უფროს ძმას ელოდა, 7 თვის უნახავი ჰყავდა. უფროსი ერაყში მსახურობდა, ვერ ცოცხალს ჩამოუსწრო… შეიძლებოდა მეთხოვა ხელისუფლებისთვის ერთი ბიჭი დამრჩა და არ წაიყვანოთ-მეთქი, მარა უფროსმა მითხრა _ მამა ჩემი `ძვალოს~ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოო. მე ორმაგი მისია მაკისრია ჩემი და ჩემი ძმისო და ისიც წავიდა გორში…”

მამა იხსენებს, მისი შვილი ყოველ დილით როგორ ავარჯიშებდა ბავშვებს. “ჩემი შვილი 100 კილოს იწონიდა,  კუნთიანი, ჩაფსკვნილი ბიჭი იყო, რკინასავით მაგარი, ტკივილს ვერ გრძნობდა. ჭიდაობა და ბოქსი უყვარდა. ყველა “ძვალოთი” იცნობდა. ახალგაზრდა ბაღნებს დილას ააყენებდა, 3-4 კილომეტრს არბენინებდა. რამდენჯერ ჩემთან გარეშე პირი მოსულა და უთქვამს, ბაღნებს კლავს ვარჯიშითო. იმის სიკვდილის მერე იშვიათად რომ აქ ახალგაზრდები შეიკრიბონ…”

ოჯახში განსაკუთრებით უფრთხილდებიან დაღუპული შვილის ნივთებს. ერთ კარადაში ინახება მისი ფოტოსურათები, პირადი მოხმარების ნივთები, ბოტასები, სამხედრო ფორმა და ორდენი სამხედრო მამაცობისთვის...

ოჯახში განსაკუთრებით უფრთხილდებიან დაღუპული შვილის ნივთებს. ერთ კარადაში ინახება მისი ფოტოსურათები, პირადი მოხმარების ნივთები, ბოტასები, სამხედრო ფორმა და ორდენი სამხედრო მამაცობისთვის…

“სოფელმა ისურვა ჩემი შვილის სახელი რაღაცას მონიჭებოდა, ამიტომ ჯიხანჯურის საშუალო სკოლას ომარ ასლანიძის სახელი მიენიჭა. იმ წუთებში ჩემი გული ორად იყო გაყოფილი. ერთი სიმწრის და მეორე სიხარულისგან. მიხაროდა იმიტომ, რომ ჩემი შვილის სახელი ისტორიას დარჩებოდა. ხელისუფლების დიდი იმედი მქონდა, რომ ჩემი შვილი შეუფასებელი არ დარჩებოდა და არც დარჩენილა. რა თქმა უნდა, შვილის დაკარგვას ვერანაირი ხელისუფლება ვერ აანაზღაურებს, მაგრამ სულ რომ არ შეეფასებინათ, როგორც აფხაზეთის ომში დაღუპულები? ჩემმა შვილმა 5 დღე იომა და ასეთი შეფასება მიიღო. თბილისში ვარკეთილში 2-ოთახიანი ბინა მოგვცეს, მერე აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე გადმოგვირიცხა ფული. ყოველ წელს პატივს გვცემენ. წელს აჭარის მთავრობამ ყველაზე მეტი გადმორიცხა _ 2000 ლარი, სხვა რეგიონებში უფრო ნაკლები მიიღეს. ეს პატარა ამბავი არ არის.

ბაღჩა გვაქვს, ცოლი მეორე ჯგუფის ინვალიდია და პენსია აქვს, მაგით ვირჩენთ თავს და ერთჯერადი დახმარებებითაც გვეხმარება მთავრობა. შვილიშვილი სოციალურ დახმარებას იღებდა და მომიხსნეს, არ გეკუთვნისო… ის ოპელი გავყიდე და რაფი ვიყიდე, მანქანა რომ დეინახეს, მოუხსნეს.”

ოჯახის მთავარი საფიქრალი ახლა 7 წლის ლუკაა. 4 წლის წინ ლუკას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, იტალიაში ოპერაციაც გაიკეთა, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ექიმებმა ჯერ ვერ დაუსვეს…

“3 წლის იყო ბავშვი ღვიძლისა და ელენთის გადიდება ჰქონდა, ახლა შვიდი წლისაა, გონებრივად ჭკვიანია. თბილისში ვერ დაუდგინეს რა ჭირდა, იტალიაში გვყავდა. ახლა გერმანიაში გვინდა გაშვება, 3-დღიან კვლევაში 8 ათას ევროს ითხოვენ. ქალბატონი სანდრა გვეხმარება ძალიან. ჰოლანდიიდან სანდრას ექიმი იყო ჩამოსული თბილისში და დაგვირეკეს, ბავშვი მოიყვანეთო. სისხლის ანალიზები უფასოდ აუღეს, მოვა ალბათ პასუხები… გასულ წელს აჭარის ხელმძღვანელობა მკურნალობისთვის 15 ათასი ლარით დაგვეხმარა. მაქვს იმედი, გერმანიისთვის საჭირო ფულს გადმოგვირიცხავენ, ხარჯთაღრიცხვაც მაქვს გამზადებული.

ყველას დიდი მადლობა _ რომ მაძლევთ საშუალებას ჩემი გულისტკივილი გამოვხატო და ჩემი შვილის ვაჟკაცობა მოვახსენო სხვის შვილებს, ეს არის ჩემი გამხნევება…”

კაპრალი ამირან შაინიძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში, ზღვის დონიდან 315 მეტრზე ამირან შავაძის უბანში, მისივე სახელობის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი დგას, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 30 წლის კაპრალი – ამირან შაინიძე ცხოვრობდა. ახლა ამ სახლის აივნიდან მწვანეში ჩაფლული სოფელი და ამირანის საფლავი მოჩანს… ჯარისკაცი 7 აგვისტოს დაბომბვის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. ის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა.

ამირან შაინიძის მამა და შვილები

ნოდარ შაინიძე, ამირან შაინიძის მამა: “სამხედრო სამსახური მისი ოცნება იყო, ამბობდა ჩემი ცხოვრება ჯარია, მე ფიზიკურად ვერ ვიმუშავებო. მაღალი კაცი იყო და ჩაის კრეფა უჭირდა, წელი მტკივაო, ხოდა წევიდა ჯარში. 2002 წლის 10 აგვისტოს დავაქორწინე, 6 წლის მერე კი, 10 აგვისტოს მკვდარი მომიყვანეს. რომ დეიჭრა, უთქვამს ბიჭებო, მტერს არ შეუშინდეთ, შევახვევინებ ჭრილობას და ისევ დავბრუნებიო.”

ამირან შაინიძეს ორი შვილი დარჩა, 8 წლის მარიამი და ოთხი წლის თამთა. თამთა ორი წლის იყო და მამა არ ახსოვს. მარიამი კი მე-2 კლასშია, ის მამაზე მოთხრობას წერს. ჯერჯერობით საკუთარ ნაწერებს მხოლოდ ოჯახის წევრებსა და მასწავლებელს უზიარებს.

ნოდარ შაინიძე: “ამირანი პირველ აგვისტოს ვნახე, შვებულება ჰქონდა, მის მერე არ მინახავს. ომში თუ მიდიოდა, არ ვიცოდი, ცოლს დაუბარა, მშობლებს არ უთხრა ომში რომ მივდივარ და თუ არ დავბრუნდი, ბაღნებს მიმიხედეო. რომ ვიხსენებ და მერე მის შვილებს რომ ვხედავ, უფრო მეტი ტკივილი და სიმწარეა. მეგობრებთან უთქვამს, რა დროს ჩემი ომია, ბიჭი არ მყავს სამშობლოსთვის რომ გამეზარდაო… შვილი რომ გამოგაკლდება, მაგაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ რას იზამ, ბუნების წერაა. ვართ ასე, ველოდები შვილს, რომელიც ვეღარასდროს შემოვა ოჯახში…”

ამირანის მშობლები – მარო და ნოდარი სოფელ ჯიხანჯურში ცხოვრობენ, მათი ერთადერთი შემოსავალი ამირანის დედის – მაროს პენსიაა. თამთა და მარიამი დედასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებში ცხოვრობენ. ისინი ყოველ თვეში საქველმოქმედო ფონდ “იავნანასგან”  55-55 ლარს იღებენ.

ნოდარ შაინიძე:  “რაც შეუძლიათ, აკეთებენ. თავიდან 15500 ლარი ჩამოგვირიცხეს, მერე ფინანსთა სამინისტრომ 8200 დაგვირიცხა… დახმარება კია, მარა ამ ობოლ, გაჭირვებულ ბაღნებს შველის მაი საქმე? ცოტა გულნატკენი ვარ, ბაღნებს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ერთმა თქვა, 15500 ლარი რომ მივეცით, ის ხელფასი ათ წელზეა გადანაწილებულიო… რძალი თითქმის უმუშევარია, ცოლი პენსიონერია, მეც უმუშევარი ვარ, საკარმიდამო მიწაზე ვმუშაობთ _ თხილი, სიმინდი, ციტრუსი მოგვყავს. ვშრომობთ ჩვენით და ვარსებობთ, რას იზამ…”

ნანი შაინიძე, ამირან შაინიძის და: “ჩემი ძმა ცოლ-შვილთან ერთად ბათუმში, ნაქირავებში ცხოვრობდა. სამუშაო ვერ იშოვა, ცოლი მუშაობდა სამკერვალოში… გადაწყვიტა სამხედროში ემსახურა. თან სამშობლოს გამოვადგები და თან ოჯახსო… უფროსი, მარიამი ხშირად იხსენებს _ მამას სულ ხელში ვყავდი აყვანილი, მასეირნებდა და რაც მინდოდა, ყველაფერს ყიდულობდაო… ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ ჩემი მშობლებიც დაბერდნენ, ჯანმრთელობა გაუუარესდათ”.

გადაბეჭდვის წესი