სიახლეები

ანზორ ქოქოლაძის პროცესი

30.05.2012
ანზორ ქოქოლაძის პროცესი

24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის განხილვა გაგრძელდება. ბიზნესმენის კომპანიის, “ტექნო ბუმის” მენეჯერის თქმით, “ანზორ ქოქოლაძე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამართლებრივ დავას აგრძელებს. ეს სასამართლოც თუ გაამტყუნებს, აუცილებლად მივმართავთ შემდგომ ინსტანციას”.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანზორ ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავება: “(ქოქოლაძემ) 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას”.
„ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილმა მმართველმა და მფლობელმა, ანზორ ქოქოლაძემ `თიბისი ბანკის~ გენერალურ დირექტორს დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ოფიციალური წერილით მიმართა და კომპანიის გაყიდული აქციების 55%-ის სამმაგ ფასად შესყიდვა შესთავაზა.
ქოქოლაძის „ელიტ-ელექტრონიქსი“ “თიბისი ბანკს” საკუთრებაში, ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგ, 2010 წელს გადაეცა.
ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აპრილში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.