სიახლეები

NDI-ის კვლევა და „ბედაური ტყუილი“

30.05.2012 •
NDI-ის კვლევა  და „ბედაური ტყუილი“

„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინც და მაინც გულზე არ მეხატება“, – განაცხადა პრეზიდენტმა საკაშვილმა პარლამენტართა რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მომავალ პარლამენტში 40 დეპუტატით მეტი რომ იხილოს, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 8 %-ია მომხრე. ოპოზიცია დღესაც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ეს პრეზიდენტის „ბედაური ტყუილია“ და პარლამენტართა რიცხოვნობის გაზრდა მათი ინიციატივა არ ყოფილა.
მიმდინარე წლის ივნისში, მთავრობის ერთ-ერთი შეთავაზება პარლამენტართა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ეხება. კითხვაზე, დაუჭერთ თუ არა მხარს ამ შეთავაზებას, გამოკითხულთა 8 პროცენტმა დადებითად უპასუხა, ხოლო 60-მა პროცენტმა – უარყოფითად.

ავტორი: ნათია ზოიძე

2003 წელს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. დღესაც რომ ჩატარდეს რეფერენდუმი ამ საკითხზე, როგორი იქნება თქვენი პოზიცია? – ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 3 პროცენტი პასუხობს, რომ მომხრეა 235 დეპუტატი იყოს პარლამენტში, 18 პროცენტს ეს საკითხი არ ადარდებს, ხოლო დეპუტატების შემცირების მომხრე 58 პროცენტია.
40 დეპუტატით მეტი მომავალ პარლამენტში იმ შეთანხმების საფუძველზე იქნება, რომელსაც წელს, 27 ივნისს მოეწერა ხელი. ამ დროისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ხელისუფლებამ დასრულებულად გამოაცხადა. შეთანხმებას ნაციონალურმა მოძრაობამ, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და ახალმა მემარჯვენეებმა მოაწერეს ხელი.
დღეს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა Ndi-ის კვლევის შედეგები პარლამენტართა რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებით: „ეს ყველამ იცის, „მემარჯვენებმა“ და მათ შორის ხელისუფლებამაც, რომ ეს დაკვეთა ხალხისგან არ მოდის“.
დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ „ასეთი ტიპის გამოკითხვების დროს რესპონდენტები არ არიან გულწრფელები: „მე ვფიქრობ, მოწინააღმდეგეთა რიცხვი შესაძლებელია 80%-იც ყოფილიყო, ხალხი სამართლიანად ფიქრობს, რომ რიცხოვნობის გაზრდა არ არის სწორი გადაწყვეტილება“.
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარლამენტართა რაოდენობა ორჯერ შეიცვალა. პირველად 2005 წლის თებერვალში რეფერენდუმის საფუძველზე. მაშინ მიხეილ საკაშვილმა განაცხადა: „ის, რომ პარლამენტმა, მისმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო პარლამენტის რიცხოვნობის 235-დან 150-მდე შემცირების ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, მიუთითებს იმას, რომ საქართველოს ჰყავს პარლამენტი, რომელიც უსმენს ამომრჩევლის ნებას“.
„ისტორიული გადაწყვეტილებს“ შეცვლის მოტივად 6 წლის შემდეგ სააკაშვილი ოპოზიციის მოთხოვნას ასახელებს. „ოპოზიციის მოთხოვნით ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინც და მაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნო სისტემის შეცვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო“, – განაცხადა პრეზიდენტმა 26 ივლისს ბათუმში.
პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მემარჯვენე ნაჭყებია ამბობს, რომ საკაშვილმა მაშინ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა: „ეს ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა, ჩვენ ვითხოვდით მაჟორიტართა რიცხვის შემცირებას და პროპორციული სიით დეპუტატთა რიცხოვნობის გაზრდას, არსებული ფორმულა კი ხელისუფლების შემოთავაზებაა. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი და მასზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს მხოლოდ ხელისუფლებამ“, – განაცხადა ნაჭყებიამ.
დავით ზურაბიშვილი: „ჩვენ მიჩვეული ვართ მისგან ბედაური ტყუილების თქმას, თუ თორთლაძე ითვლება ოპოზიციად, ალბათ, მას შეუძლია მაშინ ეს თქვას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – რვიანისგან ასეთი შეთავაზება არ ყოფილა, ეს ხელისუფლების ინიციატივა იყო“.
„რეფერენდუმის შესახებ“ კანონის თანახმად, რეფერენდუმის შედეგის შეცვლა მხოლოდ ახალი რეფერენდუმითაა შესაძლებელი.
Ndi-კვლევის შედეგები დღეს გახდა საჯარო. საზოგადოებრივი აზრის კვლევას 12 დღე დასჭირდა. კვლევის მეთოდად პირისპირ ინტერვიუს ფორმა იქნა გამოყენებული. სულ გამოკითხულია 2 425 რესპონდენტი. რამდენიმე დღეში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის შედეგები გახდება პარტიებისთვის ცნობილი, რომელიც საჯარო არ იქნება.

გადაბეჭდვის წესი