სიახლეები

21 მაისის აქციის გაგრძელება სასამართლოში

30.05.2012
21 მაისის აქციის გაგრძელება სასამართლოში

ბრალის აღიარება, 2-წლინი პატიმრობა და 2 ათასი ლარი ჯარიმა, _ ამ პირობებზე პროკურატურას ბათუმში სახალხო კრების აქციაზე დაკავებული შვიდი პირიდან, სამი უთანხმდება. ადვოკატ მზია დიასამიძის ინფორმაციით, საპროცესო გარიგება შესაძლოა მათგან კიდევ სამმა გააფორმოს, შვიდი ბრალდებულიდან აღიარებაზე უარს მხოლოდ დიმიტრი ჭეიშვილი აცხადებს.

ცაგო კახაბერიძე

გოჩა მუხაშავრიას, დიმა ჭეიშვილის, ვახტანგ სიორიძის, დათო ფარტენაძის, ტარიელ ფუტკარაძეს, ანზორ სოლომონიძეს და ხვიჩა გამარჯობაძის სასამართლო პროცესი დრეს განახლდება. პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 353-ე მუხლების მე-2 ნაწილით წაუყენა, რაც 2-დან 4 წლამდე და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მუხლები მედიისთვის და პოლიციისთვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ბრალდებულები 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან მიმდინარე აქციის შემდეგ დააკავეს.
ადვოკატის ინფორმაციით, `მისი დაცვის ქვეშ მყოფებისგან საპროცესო გარიგებაზე გოჩა მუხაშავრია და ხვიჩა გამარჯობაძე თანხმდებიან. ჭეიშვილი კი ბრალის აღიარებაზე უარს აცხადებს~, რაც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. სწორედ ამიტომ ადვოკატმა მზია დიასამიძე გადაწყვიტა აცილება მისცეს მუხაშავრიასა და გამარჯობაძეს. ის მხოლოდ ჭეიშვილის დაცვას აგრძელებს.
მზია დიასამიძის ინფორმაციით, `საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკება კიდევ სამი ბრალდებული აწარმოებს.
პროკურატურას საპროცესო გარიგებაზე უთანხმდება ანზორ სოლომონიძეც. `ამის გამო საქმიდან გამოვდივარ, მე შეთანხმებებში არ ვმონაწილეობ~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ სოლომონიძის ადვოკატმა. ირაკლი შავაძის თქმით, თუ მისის დაცვის ქვეშ მყოფი საპროცესო შეთანხმებაზე წავა, ის აცილებას გააკეთებს: `პრინციპულად არ მივიღებ კონსულტაციებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გარიგებაზე არ უნდა წავიდეს~.
გასულ კვირას განახლდა სტუდენტ ცოტნე ანანიძის სასამართლო პროცესი. ისიც აჭარის ტელევიზიის პიკეტირებისა და ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით, ანუ 21 მაისის აქციაში მონაწილეობისთვის არის დაკავებული. ცოტნე ანანიძის ბოლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს თანამშრომლები დაკითხა მოსამართლემ. ადვოკატების ინფორმაციით, საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკება მოდის ცოტნე ანანიძის საქმეზეც. `თუმცა პროკურატურის პირობა _ ორწლიანი პატიმრობა ბრალის აღიარებით, მათთვის მისაღები არ არის~.
შვიდი ბრალდებულის პროცესი დღეს განახლდება.
21 მაისის აქციის მონაწილეების საქმეს ბათუმის სასამართლოში მოსამართლე ვერა დოლიძე იხილავს. ცოტნე ანანიძის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილი უნდა მიიღოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.