სიახლეები

აგვისტოს ერთი დღე

30.05.2012 • • 1033
აგვისტოს ერთი დღე

ნესტან ცეცხლაძე
„აგვისტოს ერთი დღე“ პოლონელი ჟურნალისტის და sourcefabric-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ჯეკუბ გორნიცკის პროექტია. იდეა მაშინ გაჩნდა, როცა თბილისში ვიზიტისას რენე ჰარლენის საქართველოზე გადაღებული ფილმი – „აგვისტოს ხუთი დღე“ ნახა. „ნეტგაზეთმა“ პროექტის ავტორთან ინტერვიუ ჩაწერა.

– ჯეკუბ, რას მოელოდით ამ ფილმისგან?
– ეს ფილმი ჟურნალისტებსა და ომის მონაწილე რეპორტიორებს მიუძღვნეს – მე არ ვიყავი ინფორმირებული, რომ ქართული მხარის მიერ დაფინანსებულ ფილმს ეს კუთხე ექნებოდა. სანამ ფილმს ვნახავდი, ვფიქრობდი, რომ ვნახავდი სიმართლეს, ან პროქართულ კინოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ.
მინდოდა, მენახა ვინ დაიწყო ომი, მერე როგორ განვითარდა სამხედრო მოქმედება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მენახა, რა პოლიტიკური სიტუაცია მოიტანა ამ ომმა. გავიხსენოთ, როგორ აშუქებდა ქართულ-რუსულ ომს მედია ორი-სამი წლის წინ, ეს ხომ ჯერ კიდევ ახლახან მომხდარი ისტორიული მოვლენაა! ამიტომაც იმედი მქონდა, რომ პოლიტიკურ ასპექტებსაც ვნახავდი (კინოს ენაზე რომ ვთქვათ, თრილერს) და ფილმში მთელი მოქმედებები ამ მთავარი ღერძის ირგვლივ იქნებოდა აგებული.
_ და როგორი აღმოჩნდა ფილმი, მოგეწონათ?
_ ფილმი პირველად რომ ვნახე, ძალიან გავბრაზდი. ბევრი რამ იყო, რამაც ჩემში ბრაზი გამოიწვია, მაგალითად ის, რომ ფილმი, რომელსაც პოტენციალიც ჰქონდა და ფულიც, უბადრუკი გამოვიდა. ავტორებმა მოისურვეს, რომ ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრი რამ ეთქვათ. კასტინგზე მსახიობების არჩევაშიც შეცდომებია დაშვებული („სუპერმენი“ მრჩევლად გამოდგება?!). ფილმის ნახვის შემდეგ ჯერ კიდევ დაბნეული ვარ, ვერ გამიგია, რეჟისორსა და სცენარისტებს რის შესახებ უნდოდათ მოეთხროთ: დამოუკიდებელ მედიაზე? ომზე? მამაც ქართველ მეომრებზე, ვინც ერაყში იბრძოდა?
– ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ამ ფილმს პრორუსული უწოდეთ. რატომ მიიჩნევთ, რომ „აგვისტოს ხუთი დღე“ პრორუსული ფილმია?
– რუსეთის უარყოფით როლს მხოლოდ ფრაგმენტულად თუ დაინახავთ, ისიც დასავლეთის მედიის რეპორტაჟებში, რაც ფილმშია ჩართული. „ცუდი ბიჭები“ სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოკავკასიის ბანდდაჯგუფებებში არიან… ხოლო მათ ერთი რუსი გენერალი მეთაურობს, ვისაც პიარის ენა კარგად ესმის. ომის დასასრულს ეს გენერალი ამბობს: „ერთი დღისთვის საკმარისია ხოცვა-ჟლეტა“ და ომიც სრულდება…
– რა არის „აგვისტოს ერთი დღის“ იდეა? თუ შეიძლება, ამ პროექტის დეტალებზე გვესაუბრეთ.
– „აგვისტოს ხუთი დღის“ ნახვამ გამაცნობიერებინა, ერთ ისტორიას რამდენი სხვადასხვა მხარე შეიძლება ჰქონდეს და რომ რთულია შექმნა პლატფორმა, რომლითაც ყველა ამ მხარეს წარმოადგენ და ამასთან სხვებისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.
ჩემი იდეაა, რომ შევქმნა ვებგვერდი და შევაგროვო კონფლიქტში მონაწილე ყველა ადამიანისაგან ინფორმაცია _ რა უძღოდა წინ ომს და რა მოხდა ამ ომის განმავლობაში.
– რატომ უწოდეთ პროექტს „აგვისტოს ერთი დღე?“
– იმის მიუხედავად, რომ კონფლიქტი ერთ დღეზე მეტხანს გრძელდებოდა, ის მაინც იმ ერთ დღეს ეხება, რომელთანაც მიგვიყვანა წინარე მოქმედებებმა. ეს დღე ცვლის ყველაფერს. იდეა იყო ის, რომ გვეჩვენებინა ყველა ფაქტი, რამაც ეს კონფლიქტი გამოიწვია და ასევე გვეჩვენებინა, ამ ერთმა დღემ, მეტაფორულად რომ ვთქვათ, როგორ შეცვალა რეალობა კონფლიქტის კვალდაკვალ.
– როდის აპირებთ საიტის ამოქმედებას?
– აგვისტოს ბოლო დღეს.

თარგმნა ხათუნა ბერიძემ

გადაბეჭდვის წესი