სიახლეები

ალტერნატიული როკი „ვინილში”

30.05.2012
ალტერნატიული როკი „ვინილში”

22 ივლისს, საღამოს ცხრის ნახევრიდან თერთმეტ საათამდე კაფე „ვინილში” ჯგუფი „INNER VOICE” დაუკრავს.

ჯგუფი “Inner Voice” შეიკრიბა 2010 წ. 3 აგვისტოს — Batumi New Wave Rock — ფესტივალზე დასაკრავად. ჯგუფი თავიდან შედგებოდა ხუთი წევრისგან. საკუთარი თავით უკმაყოფილო ჯგუფმა ნოემბერში შეიცვალა შემადგენლობა და დროებით შეწყვიტა გამოსვლები.
ნახევარი წლის შემდეგ მისი შემადგენლობაა: მიშო ელიავა — ვოკალისტი და რითმ გიტარა (დ. 1994) თორნიკე ჯაფიაშვილი — გიტარა, კლავიში, ბექ-ვოკალი. (დ. 1994) გიორგი ჭილაია — ბასი. (დ. 1994) ბაჩი (ოთარა) ვალიშვილი — დასარტყამი ინსტრუმენტები, ბექ-ვოკალი (დ. 1995)

Inner Voice უკრავს ალტერნატიულ როკს კლასიკის, ჯაზის, ბლუზის, ინდის და ყველაფრის გავლენით, რაც როდესმე მოგვისმენია. რა საკვირველია, ეს არაფერს გეუბნებათ, ასე რომ — მოუსმინეთ ჩანაწერებს! – წერია ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე. 

[youtube https://www.youtube.com/watch?v=YDTGwF0DBas&w=560&h=349]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.