სიახლეები

აგვისტოს ომის შემდგომ ივანიშვილი დევნილებს არ დახმარებია

30.05.2012
აგვისტოს ომის შემდგომ ივანიშვილი დევნილებს არ დახმარებია

რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, „2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დევნილებს რაიმე სახის დახმარება თუ აღმოუჩინეთ ან შვილმკვდარ დედებს, ან იმ პირებს, რომლებიც ომის დროს დასახიჩრდნენ? ივანიშვილმა უპახუხა, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა მას ქველმოქმედება არ გაუწევია.
„მე ძალიან ვერიდებოდი გახმაურებულ პროექტებში მონაწილეობას, სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ და სახელმწიფოსაც ჰქონდა პროგრამა. სურვილიც რომ გამჩენოდა, იქ არავინ საშუალებას არ მოგცემდა… ეს იყო ძალიან პოლიტიზირებული, მე გახმაურებელ პროცესებს ვერიდებოდი, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი და ამას არ ვგულისხმობ, მაგრამ წელს დევნილებს შეშა ჩვენ ვუყიდეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
რეგიონულ მედია ბიძინა ივალიშვილს დღეს ორი საათის განმავლობაში უსვამდა კითხვებს. პირველი პრესკონფერენციისგან განსხვავებით, ამ შეხვედრაზე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. შეკითხვის დასმის საშუალება თითქმის ყველა ჟურნალისტს მიეცა. შეხვედრა ნეტგაზეთზე ლაივსტიმის საშუალებით გადაიცემოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.