Batumelebi | აზიზეს მეჩეთი გმირთა მოედანზე არ აშენდება აზიზეს მეჩეთი გმირთა მოედანზე არ აშენდება – Batumelebi
RU | GE  

აზიზეს მეჩეთი გმირთა მოედანზე არ აშენდება

აზიზეს-მეჩეთი-გმირთა-მოე

ავტორი: ლელა დუმბაძე

აჭარის მთავრობა ბათუმში აზიზეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, გაზეთ „ბათუმელებთან“ ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს. მთავრობის განცხადებით, აზიზეს მეჩეთი გმირთა საფლავების ადგილზე არ აშენდება

„მშენებლობის ზუსტი ადგილი განსაზღვრული არ არის, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ და ეს ადრეც იყო ნათქვამი, რომ აზიზეს მეცეთი არ აშენდება მეომრების საფლავების სკვერში. რატომ იყო არასწორად გაგებული საზოგადოების მხრიდან ამაზე ვერაფერ გეტყვით“-ამბობს, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსი, მირიან ლებანიძე.
ის რომ საქართველოს მთავრობა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს, ამის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ „ინტერპრესნიუსთან“-განაცხადა. „აზიზეს მეჩეთი აშენდება იქ, სადაც მათ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს“-ამბობს ნიკა რურუა. მინისტრის განცხადებით, ოშკი არის ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი და მისი დანგრევის პასუხისმგებლობას, საქართველოს მთავრობა ვერ გაექცევა: „ამიტომ, ეს არის გადასარჩენი და ამის სანაცვლოდ თურქული მხარე მოითხოვს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მცირე მეჩეთის აშენების უფლებას, იქ სადაც ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი არის გადასადგმელი და ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ“.
სად აშენდება აზიზეს მეჩეთი, ამის თაობაზე აჭარის მთავრობას ჯერ გადაწყვეტილება მირებული არ აქვს: „ზუსტად ვიცით რომ იუნკრების საფლავზე არ აიგება, მაგრამ ჯერ არც სხვა ადგილი გვაქვს განსაზღვრული“-ამბობს, მირიან ლებანიძე.
კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ინფორმაციას არც მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე ფლობს: „ჯერ არაფერი არ ვიცით ადგილთან დაკავშირებით. პირადად ცემთვის არავის დაუვალებია წინადადების მომზადება. არც მსგავსი ტიპის განხილვას დავსწრებივარ, მაგრამ მიწა ქალაქის საკუთრებაა და აქედან გამომდინარე მერიის ჩართულობა იქნება. რადგან საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არის მღელვარება, ვამბობთ რომ ტერიტორიის შერჩევა საზოგადოების მონაწილეობით მოხდება“.
როდის მოეწერება ოფიციალურად ხელი დოკუმენტს, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობა მეჩეთის ასაშენებელ ადგილს ოფიალურად დაასახელებს, თუ მანამდე?- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პრესსამსახურის მთავარი სპეციალისტის ქეთი ებანოიძის განცხადებით, ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოეწერება, როცა აჭარის ხელისუფლება მშენებლობის ადგილს დაასახელებს: „პირველ რიგში შეირჩევა ადგილი, გადაწყდება რა ზომის, რა მასშტაბის იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ მოეწერება ხელი დოკუმენტს. ზუსტად არ ვიცი რა ვადებში მოხდება ეს, მაგრამ წესით მალე უნდა გადაწყდეს“. ქეთა ებანოიძის განცხადებით, მეჩეთის პროექტს თურქეთის კულტურის სამინისტრო წარმოადგენს, „თუმცა მოხდება პროექტის განხილვა. ვიცი რომ აზიზეს მეჩეთი აშენდება, მაგრამ კონკრეტულად რა დატვირთვა ექნება, არ ვიცი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge