სიახლეები

ავღანეთში მე-10 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

30.05.2012 • • 1169
ავღანეთში მე-10  ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო ამის თაობაზე ინფორმაცია ცხედრის ჩამოსვენებიდან მხოლოდ მეორე დღეს გამოაქვეყნა. გარდაცვლილი 35 წლის ჯარისკაცი – რეზო ბერიძეა, რომელიც წარმოშობით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს მკვიდრია, თუმცა ბოლო პერიოდში ვანის რაიონის სოფელ ზეინდერში ცხოვრობდა, ოჯახთან ერთად.

ცაგო კახაბერიძე

„გარდაცვლილი ჯარისკაცი საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენეს“, – ამბობს ასლან ლორთქიფანიძე, „აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა“ კავშირის თავმჯდომარე, რომელმაც „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია მიაწოდა. ასლან ლორთქიფანიძის თქმით, გარდაცვლილს, რომელიც მისი მეგობრის ნათესავია, სასიკვდილო ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.
რეზო ბერიძეს მეუღლე და სამი თვის შვილი დარჩა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „უმცროსი სერჟანტი ბერიძე III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. რეზო ბერიძე პატრულირებისას, თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბერიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა, ის ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა“.
ნატოს საინფორმაციო ცენტრის უფროსი და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი: „მომავალ წელს საქართველო დაამატებს კიდევ ერთ ბატალიონს თავის კონტინგენტს „აისაფში“ და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გადააჭარბებს 1500 ადამიანს. ამით საქართველო გახდება ქვეყანა, რომელსაც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტი ეყოლება ავღანეთის ოპერაციაში. ეს არ არის მარტივი არც ტექნიკური, არც ადამიანური თვალსაზრისით თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე ათეული ჯარისკაცი დაგვეღუპა ამ თვეების და წლების განმავლობაში ავღანეთში, მაგრამ საქართველო აბსოლუტურად განზრახ მიდის ამ მსხვერპლზე და აბსოლუტურად განზრახ იღებს ამ ტვირთს, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ევროპელ პარტნიორზე უკეთესად ვიცით, ტერორიზმის ფასი და ტერორიზმის საფრთხე“.

გადაბეჭდვის წესი