სიახლეები

ანკესით კოლექტორთან

30.05.2012 • • 2610
ანკესით კოლექტორთან

ბათუმის სანაპიროზე სარგანი არ მოდის

ავტორი: ნანა კვაჭაძე 

64 წლის ბათუმელი ნოდარ მელაძე კვირაში ორჯერ სანაპიროზე, ეგრეთ წოდებულ „მორვაგზალთან“ ანკესით თევზაობს. „თევზაობა ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, ჩემი შვილიშვილისთვის კვირაში ორჯერ ახალი, ცოცხალი თევზი მიმაქვს“.  ბატონმა ნოდარმა იცის, რომ თევზი სასარგებლო პროდუქტია, თუმცა სასარგებლო თევზი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა სახიფათოც იყოს, თუ მისი კვების მთავარი წყარო კანალიზაციის წყალია, რომელიც ზღვაში ჩაედინება.

ბათუმში მეთევზეებისთვის ყველაზე პოპულარული სწორედ ის ადგილებია, სადაც სანიაღვრე არხებით კანალიზაციის წყლები ზღვაში ჩაედინება. ამ ადგილებს თევზი ყველაზე მეტად ეტანება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე, შავი ზღვის ეროვნული მონიტორინგის ცენტრის მთავარი მეცნიერთანამშრომელი, არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ასეთი ადგილები განსაკუთრებით კეფალისებრი ჯიშის თევზებისთვისაა მიმზიდველი. ამ კუთხით ყველაზე აქტიური პელენგასი, წითელთვალა კეფალია, რომლის დაჭერა კანალიზაციის ზღვაში ჩადინების ადგილებში განსაკუთრებით ადვილია, რადგან ფეკალიები ამ ჯიშის თევზებისთვის კვების წყაროს წარმოადგენს. ბათუმის სანაპირო ზოლში ზღვას 13-მდე სანიაღვრე არხი უერთდება. გუჩმანიძის თქმით, მათ უმრავლესობაზე უკანონოდაა მიმაგრებული საკანალიზაციო არხები, მაგრამ მეთევზეებს ეს გარემოება არ აფრთხობთ: „გვისაუბრია მეთევზეებთან ამ საკითხზე, ზოგი მათგანისთვის ცნობილია, რომ ეს ადგილები დაბინძურებულია, მაგრამ თევზაობაზე უარს არ ამბობენ. ერთმა მე-თევზემ ისიც კი გვითხრა, სახლში არ მიმაქვს, ბაზარში ვყიდიო, თითქოს ეს იყოს გამოსავალი“.

ბათუმის თევზის ბაზარში ახალი თევზის ფასი 6-10 ლარია. საკმაოდ ძვირადღირებული თევზეული კი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საში-ში აღმოჩნდეს.  არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ თევზი ადამიანის დაავადებით არ ავადდება, რადგან ცივსისხლიანია, მაგრამ თუ იგი ფეკალიებით და დაბინძურებული ნარჩენებით იკვებება, თევზის ორგანიზმში ნაწლავური დაავადებების აკუმულირება ხდება. არასაკმარისი თერმული დამუშავების პირობებსა და თევზის გასუფთავებისას სანიტარული წესების არა-სათანადოდ დაცვის შემთხვევაში ეს დაავადებები შესაძლოა ადამიანზეც გადავიდეს. ამ დაავადებებს შორისაა სალმონელოზი, რომელიც მომაკვდინებელიც შეიძლება იყოს.

ანკესით აღჭურვილ მეთევზეებს არა მარტო ზღვის სანაპიროზე, არამედ ნური გელისა და არდაგანის ტბასთანაც შეხვდებით. ანკესით თევ-ზაობა კანონმდებლობით არ იკრძალება. არჩილ გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ აკრძალვა გამოსავალი არც არის და მოსახლეობასთან და მეთევზეებთან მეტი მუშაობაა საჭირო, რომ მათ ამ ადგილებში თევზაობისაგან თავი შეიკავონ.

„ფლორა და ფაუნაში“, სადაც ბათუმის ტბების ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენაზეც მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ნური გელის ტბა ამჟამად სუფთაა და ახალი არხის გაკეთების შემდგომ აქ კანალიზაციის წყალი არ ჩაედინება. რაც შეეხება არდაგანის ტბას, აქ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ტბაზე არაერთხელ აიღო წყლის სინჯი და წყლის დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის დახმარებით ტბაში ორჯერ გაუშვა ეგრეთ წოდებული „სანიტარი თევზები“, სქელშუბლა და ამური, რომლებიც საკვების მოპოვებით ფილტრავენ და ასუფთავებენ წყალს.

იმის მიუხედავად, რომ ამ თევზების დაჭერა აკრძალული იყო, ბრაკონიერებმა „სანიტარი თევზების“რაოდენობა ისე შეამცირეს, რომ დარჩენილი მცირე რაოდენობა საერთო სურათს ვერ ცვლის. ზღვის სისუფთავეს სპეციალისტები გარკვეული სახეობის თევზებზე დაკვირვებითაც ამტკიცებენ. ასეთ თევზებს ბიოლოგიურ ინდიკატორებს უწოდებენ. თევზის ეს სახეობები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გარემო-პირობების მიმართ და მათი გამოყენება ეკოსისტემის ხარისხის შესაფასებლადაც შესაძლებელია. შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე აღიარებული ინდიკატორი სარ-განია, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა წყლის დაბინძურების მიმართ. იქ, სადაც სარგანია, ზღვა უფრო სუფთაა, მისი არარსებობა კი ეკოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებს.

არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ სარგანი ბათუმის სანაპიროზე სულ უფრო იშვიათად გვხვდება.

გადაბეჭდვის წესი