სიახლეები

ადვოკატის დაკავება

30.05.2012
ადვოკატის დაკავება

ავტორი: ეთერ თურაძე

ზეგავლენით ვაჭრობა, – ამ ბრალდებით დააკავეს ბათუმელი ადვოკატი ილია ქამადაძე, რომელიც აბაშიძის ხელისუფლების დროს აჭარის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ილია ქამადაძემ, რომელიც კომპანია „დორუკ ნათ ენდ ფუდ კომპანის“ იურიდიულ მომსახურებას ეწეოდა, თავისი ზეგავლენით ისეთი დოკუმენტები შეადგინა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ზარალი განიცადა. მის მიმართ წაყენებული ბრალდება 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა ქაჩიბაიამ და პროკურორმა გიორგი კონდახაშვილმა წელს, 7 აპრილს, ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ „ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სესხების განკარგვის კანონიერების შესწავლის მიზნით… თურქეთის მოქალაქე, „დორუკ ნათ ენდ ფუდ კომპანის“ დირექტორი იამან ჩაღათაი დააკავეს“.

გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენს საქართველოს ბიუჯეტიდან მიღებული იაფი სესხის ფარგლებში ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, უნდა აეშენებინა ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა. ოფიციალური ცნობით, იამან ჩაღათაის მაშინ ხელისუფლებამ მილიონ 955 ათასი ლარი ასესხა. შეთანხმების თანახმად, ამ საწარმოში 300 მოქალაქე უნდა დასაქმებულიყო.

გამოძიების ვერსიით, რომელიც თავის დროზე ზაზა ქაჩიბაიამ გაახმოვანა, „ნაცვლად ამისა, ჩაღათაიმ მიღებული თანხიდან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ლარი მიითვისა ისე, რომ არ შეუსრულებია არც ერთი სასესხო ვალდებულება, არც ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა ამუშავებულა.

იამან ჩაღათაის ბრალი ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ასევე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებასა და საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბებაში“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

იამან ჩაღათაის პატიმრობიდან რამდენიმე თვეში გამოძიებამ ადვოკატი ილია ქამადაძე დააკავა, რომელიც გამოძიების ვერსიით, ამ კომპანიას იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში ეხმარებოდა. ასევე, გამოძიების ვერსიით, ილია ქამადაძის ჩარევით მოახერხა ბიზნესმენმა დოკუმენტების გაყალბება, ანუ საბაჟოზე შემოტანილი 300 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკის 700 ათას ლარად გაფორმება.

„ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა პირების დაკავებაც ხომ არ იგეგმება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.