სიახლეები

არ ვაკმაყოფილებ, რადგან…

30.05.2012 • • 1408
არ ვაკმაყოფილებ, რადგან…

სტენოგრაფიულთან მიახლოებული ჩანაწერები 21 მაისის აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესიდან
ეთერ თურაძე

13 ივლისი, ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოქმედი პირები
მოსამართლე: ვერა დოლიძე;
განსასჯელები: ვახტანგ სიორიძე (ბრალი აღიარა), ხვიჩა გამარჯობაძე, დავით ფარტენაძე, ანზორ სოლომონიძე, ტარიელ ფუტკარაძე (თავს მიიჩნევს დამნაშავედ), გოჩა მუხაშავრია, დიმა ჭეიშვილი;
პროკურორი: ზვიად ფხაკაძე;
მოწმე-პოლიციელები: ლაშა ბარამიძე, ამირან დევაძე ვახტანგ არძენაძე, მერაბ აბაშიძე, ამირან ფუტკარაძე, ნუგზარ კონცელიძე;
ადვოკატები: რამინ პაპიძე, დათო ჯაფარიძე, ირაკლი შავაძე, მზია დიასამიძე, სოლომონ კოჩალიძე…
დარბაზი: ხალხით სავსე;
ბრალი: პროკურორის მტკიცებით, 21 მაისის აქციაზე ზემოთ ჩამოთვლილმა განსასჯელებმა მოახდინეს აჭარის ტელევიზიის ბლოკირება და პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს (222-ე და 353-ე მუხლები);
პოზიციები: ადვოკატებმა უნდა დაამტკიცონ ამ ხალხის უდანაშაულობა, პროკურორმა – მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის უტყუარობა, მოსამართლე უსმენს მხარეებს და გამოაქვს განაჩენი.
ადვოკატი ირაკლი შავაძე: ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ მოგვცეთ უფლება, ამ სხდომის აუდიოჩანაწერი განვახორციელოთ, რადგან მდივანი ვერ ახერხებს ზუსტი ჩანაწერების გაკეთებას… სხდომის ჩანაწერებში ჩნდება ისეთი ციტატები, რომელიც მე არ მითქვამს. არსებობს რისკი, რომ წინა სასამართლო სხდომის ოქმების მსგავსად მოწმეთა ჩვენების სხდომის ოქმებიც გაყალბდეს… ან იქნებ სასამართლომ უზრუნველყოს სხდომის ჩაწერა (ყველა ადვოკატი იზიარებს ამ შუამდგომლობას).
პროკურორი ზვიად ფხაკაძე: არ უნდა გაიზიაროთ ეს შუამდგომლობა, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ეს ჩანაწერები გავრცელდება საინფორმაციო საშუალებაში, რომელსაც მოისმენენ მოწმეები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაკითხულნი…
მოსამართლე ვერა დოლიძე: არ ვიზიარებ შუამდგომლობას, რადგან… (მოსამართლე იღებს ფურცელს და თითქმის 10 წუთის განმავლობაში კითხულობს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას. შიგადაშიგ წყვეტს კითხვას და მანდატურს აძლევს ბრძანებას, წინ გადახრილი მოქალაქე გაასწოროს).
ადვოკატი რამინ პაპიძე: ბატონო მოსამართლევ, შუამდგომლობით მოვითხოვ თქვენ ჩამოშორებას ამ საქმეზე, რადგან თქვენ არ ხართ ფსიქოლოგიურად მზად ამ საქმის განხილვისთვის. თქვენ იცოდით, რომ ჩვენ შემოვიდოდით აუდიოჩანაწერის გაკეთების თხოვნით და თქვენ წინასწარ გქონდათ ამ შუამდგომლობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიღებული (მოსამართლე ადვოკატს აწყვეტინებს სიტყვას და სთხოვს ნელა ისაუბროს, მდივანმა ჩანაწერი რომ გააკეთოს). ფაქტია, თქვენ ეს გადაწყვეტილება ფურცელზე გაქვთ წინასწარ დაწერილი (ამ შუამდგომლობას ის ორი ადვოკატი არ იზიარებს, რომელთა დაცვის ქვეშ მყოფებმა ბრალი უკვე აღიარეს).
პროკურორი ზვიად ფხაკაძე: არ ვეთანხმები ადვოკატების მოთხოვნას. თქვენ ხართ დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლე და ამიტომაც მოახერხეთ ამ აზრის ასე სწრაფად ჩამოყალიბება.
მოსამართლე ვერა დოლიძე: არ ვაკმაყოფილებ თქვენ შუამდგომლობას, რადგან… (ახლა უკვე 15 წუთის განმავლობაში კითხულობს კანონიდან მუხლებს).
ადვოკატი ირაკლი შავაძე: ბატონო მოსამართლევ, მოგმართავთ შუამდგომლობით, სასამართლომ გამოითხოვოს მაგთიკომისგან მოწმე ვაჟა შარაბიძის ტელეფონზე 21 მაისს განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია. ამას ერთი მიზეზით გთხოვთ, მაქვს ინფორმაცია – ეს მოწმე 21 მაისს ბათუმში საერთოდ არ იმყოფებოდა, შესაბამისად, ის ვერ დაინახავდა, რა ხდებოდა აჭარის ტელევიზიასთან, ანუ მისი ჩვენება გაყალბებულია (ამ მოთხოვნას ყველა ადვოკატი ეთანხმება). ჩვენ ეს ინფორმაცია ორი დღის წინ გავიგეთ, ამიტომ ვერ მოვასწარით მისი გამოთხოვა.
პროკურორი ზვიად ფხაკაძე: არ უნდა გაიზიაროთ ეს შუამდგომლობა, რადგან, ჯერ ერთი, ადვოკატი არ ასახელებს წყაროს, თუ ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია და მეორეც, ადვოკატს თვითონ შეეძლო ეგ ინფორმაცია გამოეთხოვა.
მოსამართლე ვერა დოლიძე: არ ვიზიარებ თქვენ შუამდგომლობას, რადგან… (ახლა 20 წუთის განმავლობაში კითხულობს კანონებს. შიგადაშიგ ჩერდება და ვიღაცას სხდომის დარბაზიდან აძევებს, ვიღაცას კი თავს ზემოთ ატანილი ხელების ჩამოღებას უბრძანებს).
ადვოკატი მზია დიასამიძე: ბატონო მოსამართლევ, შუამდგომლობით მოგმართავთ მოწმის სახით დავკითხოთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. ახლახან გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ გიორგი ჩარკვიანმა ტელევიზიასთან აქციის მიმდინარეობის დროს გოჩა მუხაშავრია მედეას ძეგლთან დაინახა. ის თუნდაც ამიტომ ვერ მოახდენდა ტელევიზიის ბლოკირებას.
პროკურორი ზვიად ფხაკაძე: არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან…
მოსამართლე ვერა დოლიძე: არ გავიზიარებ, რადგან…
ხუთი საათი ხდება. მოსამართლე კანონების კითხვის რეჟიმში მუშაობს. დარბაზი დაიღალა და თანდათან დაცარიელდა… სხდომა გრძელდება. მომდევნო სხდომის დეტალები მალე.
პ.ს. ამ მასალაში გამოყენებულ ციტატებს არ აქვს 100-პროცენტიანი სიზუსტის პრეტენზია. მოსამართლე ვერა დოლიძემ უარი თქვა ჟურნალისტებისთვის ავუდიოჩანაწერის გაკეთების უფლებამოსილების მინიჭებაზე. „ჩვენი პასუხი ეს არის – არა“, – თქვა ვერა დოლიძის თანაშემწემ ტელეფონში. შესაბამისად, სრული სიზუსტე გამორიცხულია.

გადაბეჭდვის წესი