სიახლეები

200 ათასამდე ადამიანს C ჰეპატიტი აქვს

30.05.2012
200 ათასამდე ადამიანს C ჰეპატიტი აქვს

ხვალ, 12 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ მრგვალი მაგიდა გაიმართება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.
ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“ და ასოციაცია „თანადგომა“- ბათუმის ფილიალი.
მრგვალი მაგიდის მიზანია C ჰეპატიტის საკითხთან მიმართებაში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა.
ღონისძიებაზე გაიმართება მსჯელობა სამოქალაქო საზოგადოების სექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმ საკითხებსა და სტრატეგიაზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოში უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება ჩაიტაროს დიაგნოსტირება და მკურნალობა C ჰეპატიტზე.
წარმოდგენილი იქნება პეტიცია, რომელიც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გადაეცემა ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 170 მლნ ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული, რაც დედამიწაზე მცხოვრებთა 3%-ს შეადგენს.

C ჰეპატიტი ადამიანის ვირუსული დაავადებაა და მიმდინარეობს მწვავე და ქრონიკული ფორმით; რთულდება ციროზით და ღვიძლის პირველადი კიბოთი. დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს (სიყვითლის გარეშე), ჩივილები უკვე გართულებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამიტომ დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

არ არსებობს პრევენციული ვაქცინა მის წინააღმდეგ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრისა და BTEP (US Department of Health and Human Service’s Biotechnology Engagement Program) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს ზოგად პოპულაციაში C ჰეპატიტის პრევალენტობა 6,7%-ია ანუ აბსოლუტურ რიცხვებში ეს ნიშნავს, რომ საქართველოში 200 000-მდე პირია დაავადებული C ჰეპატიტით.
მთავარ პრობლემას C ჰეპატიტის დიაგნოსტირებაზე და მკურნალობაზე არსებული მაღალი ფასები წარმოადგენს, ვერც სადაზღვევო კომპანიები და ვერც სახელმწიფო ვერ ახერხებს C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯების დაფარვა/ანაზღაურებას.

შეხვედრის მიზანია, დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, რათა მოხდეს დროული და ეფექტური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არსებულ სიტუაციაზე. კერძოდ:

– ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მაკოორდინირებელი მექანიზმიC ჰეპატიტთან მიმართებაში;
– ჩატარდეს ფართომასშტაბიანი კვლევა C ჰეპატიტის გავრცელების რეალური სურათის დასადგენად და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად;
– სოციალური დაზღვევის პროგრამებში გათვალისწინებული იყოს ინფექციის დროული გამოვლენა, შემდგომი დაკვირვება და მკურნალობა.

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.