Batumelebi | “ტელეარხ 25″–ის პირველი საგამოძიებო ფილმი –”ბათუმი ბარაკების გარეშე” “ტელეარხ 25″–ის პირველი საგამოძიებო ფილმი –”ბათუმი ბარაკების გარეშე” – Batumelebi
RU | GE  

“ტელეარხ 25″–ის პირველი საგამოძიებო ფილმი –”ბათუმი ბარაკების გარეშე”

ტელეარხ-25–ის-პირველი-საგა

ტელეარხი 25“-ის პირველი საგამოძიებო ფილმი ეთერში უკვე გავიდა.  ფილმში ასახულია ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრებთა პირობები და ქალაქის მერიის შეუსრულებელი დაპირება, რომელიც არჩევნების წინ გაიცა. მერიის პროექტი ითვალისწინებდა ქალაქს ბარაკების გარეშე. 2010 წლისთვის ბათუმში არცერთი  ბარაკი არ  უნდა ყოფილიყო . საგამოძიებო ფილმში კი ნაჩვენებია რომ  ბათუმის საბინაო ფონდიდან მერიამ მხოლოდ 4 ბინა გასცა. ბარაკები კი ქალაქში ისევ ხელუხლებლადაა. სამაგიიეროდ საბინაო ფონდი ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას გადასცა. ფილმში ნაჩვენებია რომ ქალაქის თვითმმართველობის მიერ მთავრობისთვის საჩუქრად გადაცემული საცხოვრებელი ბინები დაკეტილია.

ფილმის განხილვა ბათუმის პრესკაფეში გაიმართა. განხილვას ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ქალაქის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი განხილვას არ დაესწრებიან.

საგამოძიებო  პროექტის  პირველი ფილმი-„ბათუმი ბარაკების გარეშე“  ჟურნალისტმა ნათია როყვამ მოამზადა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge