სიახლეები

Radisson Blu მუშაობას იწყებს

30.05.2012 • • 1734
Radisson Blu მუშაობას იწყებს

დღეს, საღამოს 7 საათზე სასტუმრო Radisson Blu ოფიციალურად გაიხსნება. სასტუმრო 18 სართულიანია და 164 ნომერზეა გათვლილი.

წინასწარი ინფორმაციით ბათუმის „რედისონი“ 4–ვარსკვლავიანი იქნება, თუმცა თანდათან სერვისები დაემატება და ხუთვარსკვლავიან მომსახურეობაზე გადავა.

ოფიციალური ინფორმაციით ბათუმის „რედისონი“ ყაზახური კომპანიის „სილქროუდ ჯგუფის” მფლობელობაში მყოფი „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V” ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 70 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოში სულ 186 სასტუმრო ატარებს Radisson Blu-ს სახელს. მეზობელი ქვეყნებიდან ამ ბრენდის სამი სასტუმროა: სამი თურქეთში, ერთი აზერბაიჯანში, სამი უკრაინაში და ოთხი რუსეთში. საქართველოში დღეს მეორე Radisson Blu გაიხსნება თბილისის შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი