სიახლეები

აბიტურიენტი მოდელები 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე

30.05.2012 • • 2517
აბიტურიენტი მოდელები 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე

ნინო და ქეთი მოდელები არიან. გაუმართლათ, მოდელობაზე ბევრი გოგონა ოცნებობს, თუმცა ყველას როდი უმართლებს. მთავარი მოთხოვნა პარამეტრებია, რასაც ყველა მოდელი უნდა აკმაყოფილებდეს.
ნინო გოთუა, 17 წლის, სიმაღლე – 1.76 სმ. პარამეტრები: 80-60-87;
ქეთი ყურაშვილი, 17 წლის, სიმაღლე – 1.73 სმ. პარამეტრები: 83-60-90.

პოდიუმზე გამოსვლის მსურველ გოგონებს ბათუმში საკმაოდ მწირი არჩევანი აქვთ, ბათუმში არც თუ ისე ბევრი დიზაინერია და ჩვენებებიც საკმაოდ იშვიათად იმართება. თბილისში საკმაოდ წარმატებულმა სამოდელო სააგენტო „ნატალიმ“ ბათუმში მხოლოდ ერთი წელი იარსება. ნინო გოთუას სამოდელო კარიერაც სწორედ ამ სააგენტოს უკავშირდება: „ნატალი“ დედაჩემის ახლობელმა გახსნა ბათუმში, სწორედ მან შემომთავაზა „ნატალიში“ მისვლა. სააგენტოს დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ გოგონების უმეტესობა საფასურს არ იხდიდა, ხოლო ვინც იხდიდა, ისინი მოდელის მონაცემებით არ გამოირჩეოდნენ. გოგონებმა სიარული არ იცოდნენ და ჩვენებებზე მონაწილეობას ითხოვდნენ, თუმცა ამისთვის მზად არ იყვნენ. მოდელს მინიმუმ ერთი წელი მომზადება სჭირდება, რომ პოდიუმზე გამოვიდეს, სიარულის, მეტყველების სწავლა. უმეტესობა ამას არ აქცევდა ყურადღებას და ჩვენებებზე გასვლას ითხოვდა, ხოლო ჩვენებებზე რომ ვერ გადიოდნენ, ტოვებდნენ სააგენტოს. ნატალია თავად ამბობს ხშირად – არ მჭირდება მოდელი, რომელსაც არა აქვს ჭკუა, იყო მოდელი არ ნიშნავს, რომ ჭკუა არ გჭირდება“.

შემთხვევითობის წყალობით გახდა მოდელი ქეთი ყურაშვილი. მოდელობაზე ყოველთვის ოცნებობდა, მარგამ ოცნების ახდენაზე არასდროს უზრუნია, სანამ მეგობარმა არ შესთავაზა ჩვენებაზე გასვლა: „ჩემი მეგობარია ირაკლი აგირბა დიზაინერი, რომელმაც თავის ჩვენებაზე გამოსვლა შემომთავაზა, მე დავთანხმდი, ასე აღმოვჩნდი პოდიუმზე. იმის გამო, რომ ბათუმში სამოდელო სააგენტო არ არის, არსად მისწავლია ეს პროფესია, სკოლის გამო წასვლას ვერ ვახერხებდი თბილისში, გერმანიიდანაც მქონდა შემოთავაზება, რასაც ვერ დავთანხმდი“.

ნინო ამბობს, რომ გოგა ნიქაბაძესთან ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული: „დიზაინერების ჩვენებებზე ანაზღაურებას მართალია არ ვიღებთ, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს ერთგვარი პრაქტიკაა, ვსწავლობთ ყველაფერს“.

ქეთი ყურაშვილი კი ამ ეტაპზე საპროდუსერო ჯგუფთან თანამშრომლობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებთან აქვს კავშირი და დამწყებ მოდელებს ხელს უწყობს საზღვარგარეთ წასვლაში. სანამ საზღვარგარეთ წავა, მანამდე ქეთის რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს, თბილისში ის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების წინაშე უნდა წარსდგეს, სწორედ მათზეა დამოკიდებული ქეთის, როგორც მოდელის, კარიერა. მალე პორტფოლიოც ექნება.

გოგონა პოდიუმსა თუ პრიალაკანიან ჟურნალზე ყველას მოსწონს, თუმცა მოდელის ცხოვრება საკმაოდ შრომატევადია, ფოტოსესიები, უძილო ღამეები, მთელი ცხოვრება დიეტაზე ყოფნა – ასეთია მოდელის ყოველდღიური ცხოვრება. ნინოსაც და ქეთისაც იმავე რეჟიმში უხდებათ ცხოვრება, თუმცა მათ სხვებზე მეტად გაუმართლათ, დიეტის დაცვა გოგონებს ჯერჯერობით არ დასჭირვებიათ. ნინო: „მოდელი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, ეს ძალიან მომწონს, ამიტომაც მიზიდავს ეს სფერო. მოდელობა ჩემგან განსაკუთრებულ მსხვერპლს არ მოითხოვს, დიეტაზე ყოფნა არ მიწევს, ბევრს ვჭამ, თუმცა ბევრ მოდელს უწევს მუდმივად დიეტაზე ყოფნა, რაც მართლაც რთულია. მართალია, ძალიან დამღლელია გადაღებები და ვარჯიში, მაგრამ ეს არაფერია. ბევრი მოდელისთვის მიუღებელია თამამი სცენები, მათ შორის ჩემთვისაც. ჯერჯერობით არ დავთანხმებულვარ პოდიუმზე საცურაო კოსტიუმით გამოსვლაზე, მაგრამ ამის გამო პრობლემები არ შემქმნია. მოდელობა არ ნიშნავს, რომ მაინცადამაინც საცურაო კოსტიუმით გამოხვიდე პოდიუმზე, თუ არ გინდა არავინ არ დაგაძალებს“.

ქეთი ყურაშვილის თქმით კი ყველაზე რთული 15-სანტიმეტრიან ფეხსაცმელებზე სიარულის სწავლა იყო: „ძალიან ბევრი დრო მიაქვს მოდელობას, ჩვენებების გამო სწავლაშიც მეშლება ხელი, თუმცა ისე მიყვარს ეს სფერო, რომ 15-სანტიმეტრიან ფეხსაცმელებზე სიარულიც შევძელი (იცინის)“.

ნინო და ქეთი ჯერ სკოლაში სწავლობენ, წელს ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, თუმცა მათი მომავალი პროფესია მოდას კი არა, ეკონომიკას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ თუ საზღვარგარეთ ვერ წავლენ, მოდელად მუშაობას ამ პირობებში დიდხანს ვერ გააგრძელებენ, ამიტომაც სწავლა მათთვის მნიშვნელოვანია. გოგონები ფიქრობენ, რომ საქართველოში მოდელობას დიდი წარმატებები არ მოსდევს, ამიტომ ორივე საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობს.

ქეთი ყურაშვილი: „საქართველოში ბოლო დროს გამოცოცხლდა მოდა, ახალგაზრდა დიზაინერები ცდილობენ, რომ მოდა წინა პლანზე წამოწიონ, მოდის კვირეულები ეწყობა, რაც ძალიან კარგია“.

ნინო გოთუა: „თუ ძალიან გინდა მოდელობა და მონაცემებიც ხელს გიწყობს, საზღვარგარეთ წასვლის შანსი შეიძლება მოგეცეს, მერე უფრო მოთხოვნადი გახდები. საქართველოში ისე ვერ დაფასდები, როგორც სხვაგან, ჩვენთან ცუდ მდგომარეობაშია მოდის სივრცე“.

აბიტურიენტ მოდელებს თავისუფალი დრო თითქმის არ აქვთ, თუ დროს გამონახავენ, მეგობრებთან გარბიან. არც თაყვანისმცემლების სიმცირეს უჩივიან. ნინო: „არ მომწონს, ვინმე ძალიან რომ გაფანატებს. ნორმის ფარგლებში უნდა იყოს ყველაფერი, გამორჩეული არ ვარ, ბევრი ჩემზე უკეთესია. საერთოდ, ბიჭმა თავი რომ მომაწონს, ყურადღებიანი უნდა იყოს“.

ქეთი: „ჯერ არავინ მომწონებია სერიოზულად. რაც შეეხება გარეგნობას, როგორც ყველა გოგოს, მომწონს სიმპათიური ბიჭები, მაგრამ არა – ლამაზი, რადგან ბიჭს სინაზე არ უხდება. ძირითადად პიროვნულ თვისებებს ვაქცევ ყურადღებას. მომწონს, როდესაც ბიჭი არის ჭკვიანი, ამბიციური და ყურადღებიანი, მაგრამ ზედმეტი ყურადღებაც მოსაბეზრებელია“.

გადაბეჭდვის წესი