Batumelebi | ავღანეთის მე-16 ქართველი მსხვერპლი ავღანეთის მე-16 ქართველი მსხვერპლი – Batumelebi
RU | GE  

ავღანეთის მე-16 ქართველი მსხვერპლი

ავღანეთის-მე-16-ქართველი-მს

ავტორი: ეთერ თურაძე 34 წლის ვალერიან ხუჯაძე, რომელიც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ვალერიან ხუჯაძის დაკრძალვანაღმზე აფეთქდა, 1-ელ მაისს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში, სადაც ჯარისკაცის მშობლების ოჯახი შუახევის რაიონიდან არის ჩასახლებული. ვალერიან ხუჯაძე ჩაქვში დაკრძალეს. დაკრძალვას მხოლოდ რიგითი ჯარისკაცები ესწრებოდნენ. ოჯახის ახლობლების თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დაღუპული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდს სამეგრელოში დაესწრნენ. ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ქართულ მედიაში მწირი ინფორმაცია გავრცელდა.

ვალერიან ხუჯაძე და მისი ოჯახი

ვალერიან ხუჯაძეს ორი ბიჭი ჰყავს – მეოთხე და მეხუთე კლასში. მისი მეუღლე, ინდირა, შვილებთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ვალერი 2004 წლიდან მსახურობდა ჯარში საკონტრაქტო პირობით, იყო ერაყშიც. ვალერი ხუჯაძე ავღანეთში აქამდეც იბრძოდა, მაგრამ მაშინ ოჯახს ცოცხალი დაუბრუნდა. მისიაში ყოფნის მეორე ვადა კი 25 მაისს ეწურებოდა. ოჯახის ცნობით, ის 23 აპრილს დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრომ ვალერი ხუჯაძის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად 25 აპრილს განაცხადა. ასევე ოფიციალური წყაროების ცნობით, გასულ წელს ვალერი ხუჯაძეს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მედალიც აქვს მიღებული.

სამხედრო პირია ვალერის უმცროსი ძმა სანდრო ხუჯაძეც. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ სანდრო აგვისტოს ომის დროს ცხილვანში იბრძოდა, ახლა კი სენაკის ბატალიონში მსახურობს. ჯარისკაცია ვალერის ცოლის ძმაც, ზაზა სამუშია. ოჯახის ახლობლების თქმით, აგვისტოს ომში ისიც ცხინვალში იბრძოდა და ცალი თვალი დაკარგა. ზაზა ახლაც ჯარისკაცია, თადარიგისა და ჯარისკაცის ხელფასი ისევ ერიცხება.

რაც შეეხება თავად ვალერის, ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მისი დაღუპვის შესახებ ზუსტი ცნობები ოჯახს არ აქვს. ის თითქოს დაჭრილი ყოფილა, მაგრამ ამის შესახებ ოჯახისთვის არ უცნობებიათ. “ითქვა, რომ პირველი ქირურგიული ოპერაციის დროს კიდურები მოკვეთეს. კიდევ სჭირდებოდა მეორე ოპერაცია, რაც თითქოს ვერ გადაუტანია. მეუღლე ურეკავდა, მაგრამ ტელეფონზე არავინ პასუხობდა. შეეშინდა… მერე ვალერის ძმას დაურეკა სენაკში. მერე თავდაცვის სამინისტროდან მოვიდნენ და უთხრეს, რომ ვალერი დაიღუპა. რა პირობებში და როგორ, ოჯახისთვის უცნობია”, – გვიყვება დაღუპული ჯარისკაცის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ითხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ.

ვალერი ხუჯაძის დაკრძალვისა და გადმოსვენების ხარჯები სახელმწიფომ დაფარა. ოჯახის ახლობლების თქმით, ვალერის დაღუპვისთვის კომპენსაცია ოჯახს, ჯერჯერობით, არ მიუღია. “ითქვა, რომ სოციალურ დახმარებას დაუნიშნავს სახელმწიფო. ზუსტად რა იგულისხმება ამაში, მე არ ვიცი”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

ჯარისკაც ვალერი ხუჯაძეს 700 ლარი ჰქონდა ხელფასი. ზუსტად ამდენივეს, ოღონდ ამერიკულ დოლარებში, იღებდა იგი ავღანეთის მისიაში ყოფნის პერიოდშიც.

ვალერი ხუჯაძე მეთექვსმეტე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში დაიღუპა.

ხელფასი და კომპენსაცია

რას სთავაზობს ქართული სახელმწიფო იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან და რას სთავაზობს ამერიკის სახელმწიფო თავის ჯარისკაცებს, რომლებიც ასევე ავღანეთში იბრძვიან?

სამხედრო ექსპერტის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ქართული კანონმდებლობით, ისევე როგორც ამერიკული კანონმდებლობით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცი ხელფასის ორმაგ ოდენობას იღებს. ხოლო სამხედრო პირმა, რომელიც საბრძოლო ოპერაციებშია ჩართული, ხელფასის სამმაგი ოდენობა უნდა მიიღოს.

ავღანეთში მყოფი ჯარისკაცების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში ყოფნის დროს სახელმწიფო 700 ლარს და 700 დოლარს უხდის, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა საბრძოლო ოპერაციებში.

ამერიკელი რიგითების ხელფასი კი, მისიაში ყოფნის დროს, მინიმუმ ექვსი ათასი დოლარია. საბრძოლო ოპერაციებში ჩართული ამერიკელი ჯარისკაცის ხელფასი 9 ათას დოლარზე მეტია.

ირაკლი სესიაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ქართული კანონმდებლობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს, კომპენსაციის სახით, ჯარისკაცის 10 წლის ხელფასს ერთდროულად აძლევენ. დაღუპული ჯარისკაცების მცირეწლოვანი შვილები კი სრულწლოვანებამდე იღებენ დახმარებას.

რას იღებს კომპენსაციის სახით ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპული ოჯახი. ამ ინფორმაციის დაზუსტება “ბათუმელებმა” ამერიკაში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს სთხოვა. თედო ჯორბენაძე, რომელიც ამ დროისთვის ამერიკაში იმყოფება, ამბობს, რომ მის მიერ სამოქალაქო პირებთან გადამოწმებული ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის დროს სახელმწიფო ოჯახს 200 ათას დოლარს უხდის.

სტატისტიკა

გარდაცვლილი სერჟანტი ვალერი ხუჯაძე 31-ე ბატალიონში მსახურობდა. ავღანეთში დაღუპული მე-16 ქართველი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ამ ბატალიონში უკვე დაიღუპა 11 ჯარისკაცი, მათგან ხუთი _ წელს.

საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას 2009 წელს შეუერთდა. ავღანეთში ამ დროისთვის 937 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას აპირებს ავღანეთში 738 ჯარისკაცის შემადგენლობით. ამის შემდეგ ავღანეთში საქართველოს 1675 ჯარისკაცი ეყოლება.

ნატოს არაწევრი სახელმწიფოებიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სამხედროების ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში.

2011 წლის 9 სექტემბრისთვის ავღანეთში 49 ქვეყნის 130 670 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ყველაზე მეტი ჰყავს აშშ-ს _ 90 ათასი ჯარისკაცი და ყველაზე ნაკლები ისლანდიას _ 4 ჯარისკაცი. 60-მილიონიანი უკრაინა აისაფის ოპერაციაში 23 ჯარისკაცით არის ჩართული.

2012 წლის 27 აპრილის მონაცემებით, ავღანეთში კოალიციის ჯარების 2958 ჯარისკაცი დაიღუპა. გერმანელი დაღუპულების რიცხვი 53-ია, ყველაზე დიდი მსხვერპლი – 1943 ჯარისკაცი მოდის ამერიკაზე. ავღანეთში 410 ბრიტანელი, 158 კანადელი, 82 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა.

დაღუპულების რიცხვით საქართველო უსწრებს, მაგალითად, თურქეთს – ავღანეთში 14 თურქი ჯარისკაცი დაღუპულა.

2011 წლის მარტის მდგომარეობით, ავღანეთში 38 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა, თუმცა ეს არ არის ბოლო მონაცემი.

პირველ მაისს ავღანეთში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარები 2014 წლის ბოლომდე გავა. ამის შემდეგ კი ავღანელები საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge