სიახლეები

Soulmama – გოგონა თმაში ქაღალდის ყვავილებით

30.05.2012 • • 1404
Soulmama – გოგონა თმაში ქაღალდის ყვავილებით

ავტორი: ნანა კვაჭაძე
“когда встает,
когда встает,
когда встает,
мой сыночек,
иду на риначек, на рынок,
и покупаю там чесночок.
варю лобио я
варю лобио я
и кушает мая семья
мая семья
чесночок.”
/ ნაწყვეტი Soulmama-ს სიმღერის ტექსტიდან мама я/

ლობიო, დედობა, სამშობლო და ფრიდა კალო – ასე აღწერს ერთ-ერთი რუსული ვებგამოცემა ჯგუფ Soulmama-ს რეპერტუარს, რომლის სოლისტი და სიმღერების ავტორი სოხუმელი ელენე სემენცოვა ორ ენაზე – ქართულად და რუსულად მღერის.

„სოულმამა” 2010 წელს შეიქმნა. მუსიკას, რომელსაც ჯგუფი ასრულებს, ჰიპ-ჰოპის, სოულის, ფოლკისა და ბლუზის სინთეზს უწოდებენ. დაარსებიდან დღემდე შოულმამა რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობდა, მათ შორის 2011 წელს ბათუმში გამართულ შავი ზღვის ჯაზფესტივალზე, თუმცა ქართველი მსმენელების ვიწრო ჯგუფი ბათუმის ჯაზფესტივალამდე მას უკვე იცნობდა ინტერნეტით, youtube.com-ზე გავრცელებული სიმღერებით:

„ბოშუნა“ (Esperanca) და „რაჭული”. რაჭული ხალხური სიმღერები Soulmama-ს ორიგინალური შესრულებით, დედით ქართველი ელენასთვის ერთგვარი კავშირია წარსულთან: „ამას პრეისტორია აქვს. ჩემი წინაპრები რაჭა-ლეჩხუმიდან არიან და როცა ვმღერი რაჭულ სიმღერებს, მე ვგრძნობ კავშირს მათთან.

მე ჩვეულებრივი ქალი ვარ, ჩვეულებრივი დედა… მოვდივარ რეპეტიციაზე და ვამბობ: დღეს ლობიო მოვხარშე, მოდით, ვიმღეროთ ამაზე. და ჩვენ ვმღერით. ეს არ არის პოზიორობა, ეს ჩემი მდგომარეობაა. სახელწოდება – Soulmama მთლიანად გამოხატავს ჯგუფისა და ჩვენი მუსიკის კონცეფციას – მე ვმღერი დედებზე, ბავშვებსა და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე.”

ელენა სანკტ-პეტერბურში ცხოვრობს. ფესტივალებსა და კონცერტებზე თითქმის ყოველთვის თმაში ქაღალდის ყვავილები აქვს ჩაბნეული. ეს ექსცენტრული და ფერადი ვარცხნილობა, ერთი მხრივ Soulmama-ს საყვარელ მხატვარს, მექსიკელ ფრიდა კალოს ამსგავსებს, მეორე მხრივ, ეს ელენასა და მისი შვილის, 5 წლის სერგოს ერთობლივი შემოქმედებაა, რომელსაც ელენა მთელს თავის მუსიკას უძღვნის. ჯგუფი – შოულმამა სწორედ ელენას შვილის დაბადების შემდეგ შეიქმნა: „ყოველთვის მომწონდა ფრიდა კალო. ეს მხოლოდ ზედაპირული გატაცება არ არის, ეს ნიჭიერი ადამიანის მიერ ხელოვნებაში სუბლიმირებული ტკივილია, ძლიერი, სამხრეთული, ექსტრავაგანტური ხასიათია, რაც მე ძალიან მიზიდავს.

ყვავილებს ჩემს შვილთან ერთად ვაკეთებ. ვიყიდეთ ფერადი ქაღალდები და ექსპერიმენტებს ვატარებთ ცისარტყელას ყველა ფერით.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. თუ კი ოდესმე არჩევანის წინაშე დავდგებოდი ოჯახსა და კარიერას შორის, ოჯახს ავირჩევდი. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ერთი მეორეს ხელს არ უშლის“.

2011 წლის სექტემბერში მოსკოვში გამართულ ფესტივალზე – Fოლკდაყ ელენა სემენცოვამ „სიმღერა საქართველოზე” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დევნილებს მიუძღვნა: „აფხაზეთში ცხოვრობდნენ ქართველები, ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები და ეს იყო შესანიშნავი, მულტიკულტურული ქალაქი, მაგრამ მოხდა ომი… ეს სიმღერა დავწერე დაახლოებით 15 წლის წინ, ცოტა სევდიანი სიმღერაა და ვუძღვნი დევნილებს, ყველა ქვეყნიდან“ – თქვა მან.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ელენა 12 წლის იყო, მაგრამ ეს დღემდე ახსოვს და ინტერვიუებშიც ხშირად საუბრობს ამ თემაზე: „Soulma ჩემი ცხოვრებაა. მასში ჩემი ტკივილიცაა, სევდა და წყენა – ეს სიმღერები ჩემს სამშობლოზეა და კონფლიქტზე ქართველ და აფხაზ ერებს შორის. ეს არ შემიძლია დავივიწყო.

ადამიანებს საშინელი ძალა გვმართავს, ძალა, რომელიც ყოფს ერებს… ჩემში ორი სისხლია, რუსული და ქართული, მე ვამაყობ რუსული და ქართული კულტურით და მიყვარს ჩემი ნიჭიერი მეგობრები აფხაზეთიდან. ამიტომაც ჩემში ერთიანდება ეს ყველაფერი და ერთი მეორეს პატივს სცემს. მუსიკა აერთიანებს ადამიანებს! და მე იმედი მაქვს, ჩემი მუსიკა იქნება ადამიანების გაერთიანებისა და მეგობრობის მაგალითი.“

გადაბეჭდვის წესი