სიახლეები

Litklubi.ge ლიტერატურული “პორტალი“ თუ უბრალოდ „კერძო სამოსახლო?“

30.05.2012 • • 2168
Litklubi.ge ლიტერატურული “პორტალი“ თუ უბრალოდ „კერძო სამოსახლო?“

„მოცემული პროექტის არსი მდგომარეობს შემდგომში:აღმოაჩინოს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები, მწერლები და წარუდგინოს ისინი ფართო საზოგადოებას.
პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის უცნობი შემოქმედების გაცნობას, აგრეთვე მოსწავლეთა ექსკურსიებსა და აუდიენციებს თანამედროვე შემოქმედებთან.აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ ახორციელებს სხვადასხვა ლიტერატურულ, შემოქმედებით და საქველმოქმედო პროექტებს.

პროექტის მიზანია:
ახალგაზრდა შემოქმედების ნიჭის მაქსიმალური გამოვლინება და წარმოჩენა; ახალგაზრდა შემოქმედების ნიჭის გაღვივება და წახალისება; სხვადასხვა ლიტერატურული თამაშებისა და სავარჯიშოების საშუალებით. ქართულ ენაში შემოსული ბარბარიზმების, ჟარგონებისა და კალკების აღმოფხვრა“.

მსგავსი ფორმულირებით გვაცნობს ლიტერატურული პორტალის Litklubi.ge-ს“ დამფუძნებლები თავიანთი მოღვაწეობის გეგმას და მიზანს, რაც ჩემში, როგორც რიგით მოქალაქესა და საიტის წევრში, იწვევს ეჭვს. ოთხი ჩამოთვლილი პუნქტი, რომელიც ეხება პროექტს და გამოხატავს საქმიანობის არსს, შემთხვევით არ შევარჩიე საიტის ნუსხაში მითითებული მრავალრიცხოვანი ჩამონათვალიდან . უკანასკნელი ოთხეული განსაკუთრებით ირღვევა და ბათილდება საიტის „წესდების“ ფარგლებში.

მოარული ხმები და მავანთა არაკომპეტენტური მიდგომა საკითხის მიმართ აღმოჩნდა ნათელი და ცალსახა. მსურს გიამბოთ ისტორია, რომელიც უკავშირდება პუბლიკაციის შექმნის იდეას. გაზაფხულის მიწურულს მივიღე შემოთავაზება გავწევრებულიყავი „პორტალზე“ და განმეთავსებინა საკუთარი შემოქმედებითი მასალა. პირველივე მცდელობა აღმოჩნდა უშედეგო… გარკვეული დროის შემდეგ თვალი გადავავლე საკმაოდ ნიჭიერი და მოაზროვნე ახალგაზრდა ავტორების პირად გვერდს და გამაოგნა კომენტარების აბსურდულობამ… ის რაც ფასეული, ღირებული და მხატვრული აღმოჩნდა, ეგრეთწოდებული „რედკოლეგიის“ მიერ თითქმის წილნაყარია მარაზმთან.

უხეში, არაკორექტული ფორმით მითითებული მდარე ხასიათის შესწორებები, რომელიც არა სტილისტურ, არამედ ავტორის სულიერ და ემოციურ მხარეს ეხებოდა, თვალნათლივ გახლდათ გამოხატული. პირველი, რა განცდაც მომგვარა აღნიშნულმა ფაქტმა, გახლდათ შეშფოთება… წარმოუდგენლად მივიჩნიე ფაქტი, ავტორს უკარნახო: რა წეროს, რა ფორმით, რა ზომით, რა მოტივით და ღიად დასდო ბრალი ქართული ენის არასრულფასოვან ცოდნაში. მაშინ, როცა თავად კრიტიკის თუ განხილვის პროცესი მიმდინარეობს ბარბარიზმების, გაურკვეველი წარმოშობის სიტყვების და აბსურდის ხარჯზე, ნუ დავივიწყებთ ეთნოგრაფიული ხასიათის „ნაფლეთებსაც“, რომელიც უდიდესი განძია საქართველოს ისტორიის და მონაპოვარი, მაგრამ უდიდესი სირცხვილია ლიტერატურის კრიტიკოსის „იარლიყაკრული“ წევრის ბიოგრაფიაში, რომელსაც ღია ამბიცია ამოძრავებს ქართული სიტყვის „მეჩუქურთმის“ დარგში… (ვერასოდეს გავკადნიერდები, რომ ქართული სიტყვის მართვას შევეჭიდო.) პუბლიკაცია რომ არ დაემსგავსოს სიმართლესმოკლებულ მორიგ პრეტენზიას, მინდა მოგითხროთ რამდენიმე კონკრეტული ფაქტი. გამომდინარე იქედან, რომ ღია „დახშობის“ მცდელობა “უცნობი” ავტორების პუბლიკაციისა თვალნათლივ ამოვიკითხე, გადავწყვიტე გამერკვია ამ „პორტალზე“ იყო პირად ამბიციას შეწირული, კონკურენციის ინტერესი, თუ უბრალოდ ინტელექტის ან პიროვნული, როგორც ეთიკური, ასევე მორალური კუთხის უკმარისობა… შევქმენი კონსპირაციული გვერდი, სადაც განვათავსე გამოგონილი სახელი და გვარი. რამდენიმე დადებითი თუ უარყოფითი კომენტარის შემდეგ გვერდი ლიკვიდირდა, ანუ ის დაბლოკილი იქნა „პორტალიდან“ (წესების თანახმად, როგორც განმარტავენ). მეორე მცდელობა გადამოწმებისა გახლდათ იდენტური მეთოდი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მინიატურული ამონარიდი მოვათავსე საიტზე, ევროპული ლიტერატურის ერთი კონკრეტული გენიალური ავტორის, გენიალური ნაწარმოებიდან, (კომენტარის სახით) რასაც მოჰყვა აბსოლუტური დემაგოგია და რამდენიმე რეპლიკა დაწუნების, იუმორში შეზავებული ხითხითი და მოწოდება ავტორისადმი, რომ შეეწყვიტა წერა, რამეთუ ის ვითომდა “მჭერმეტყველებდა“.(აქ ჭეშმარიტად მსურს მივუთითო ღიმილის აღმნიშვნელი, ელექტროლული ნიშანი.)

უკანასკნელმა მოვლენამ ცხადყო, რომ განსაკუთრებული მომზადების და განსწავლულობის მქონე საზოგადოებასთან არ მქონდა შეხება, მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა, საიდან ეს ამბიცია და რაც უმთავრესია, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე „მინდობის“ გამბედაობა??? პასუხისმგებლობისა, რომელიც მავანს მისცემს ნებას ისაუბროს სფეროზე, რომელშიც დილეტანტურია საკუთარი ბაზა წიგნიერებისა და პროფესიონალიზმის.

მსურს ხაზი გავუსვა და ბოდიში მოვუხადო რამდენიმე მათგანს და სრულიად უპრეტენზიო მომხმარებელს პორტალისა. საბედნიეროდ, ერთადერთი პლიუსი, რაც დამრჩა დადებით შთაბეჭდილებად, გახლავთ ის, რომ აღმოვაჩინე უამრავი ახალი სახე, ნიჭიერი და საამაყო მომავალი საქართველოს ხვალინდელი დღის, სამწუხაროდ „დაკარგული“ და ობიექტურ შეფასებას მოკლებული.

მსგავსი შინაარსის მქონე ჩემი კომენტარის შემდეგ, რაც გაცილებით მოკლე და კონკრეტული გახლდათ, ვიდრე მიმდინარე პუბლიკაცია, როგორც „პროტესტგამოთქმულმა“ მონაწილემ მივიღე ჯილდოდ ლექსის ბლოკირება და სრულიად არაადეკვატური ქმედება. ხოლო დასმულ კითხვაზე, თუ სად წავიდა ჩემი ლექსი, წილად მერგო ბუნდოვანი პასუხი – „საიტის წესები თუ წაიკითხე, მაშინ გეცოდინება, რომ თუ ნაწარმოებმა ვერ მიიღო დადებითი ქულა, არ ქვეყნდება“.

შემდეგი ჩემი ნაბიჯი გახლდათ ის, რომ ბატონ (დამფუძნებელს) პორტალის ადმინისტრატორს, (ჩემი პირადი პატივისცემის მიუხედავად) მოვახსენე შემდეგი რამ, რომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით არამხოლოდ დავწერდი ღია წერილს არამედ მივცემდი მიმართულებას შესაბამისი ფორმით, რაზედაც მივიღე აბსოლუტური თანხმობა. (დიდ მადლობას ვუხდი ლოიალური დამოკიდებულებისთვის).

მცირედი წარმოდგენისთვის იძულებული ვარ მოგახსენოთ საუბრის იმ ფორმასა და მანერაზე, რაც ნახსენებია დასაწყისში, მსურს ციტირება გავაკეთო რამდენიმე კომენტარისა, რომელიც რატომღაც „კავშირების“ ჩარევის შემდეგ, კომფლიქტის ამოწურვისთანავე ლიკვიდირდება. მსგავსი მომართვის ნიმუშებს წარმოადგენს: „მომეჩვენა, რომ იწვალა ავტორმა ლექსის წერის დროს, რა ვიცი“, „ხომ არ ვთავხედობ, რომ ვცდილობ, დაგამშვიდო?“, „დამშვიდდი, მე არ მაინტერესებს არავის აზრი“, „მიდი, ძმა, მე შენთან ერთად ვარ და მივცხოთ“, „ვინმემ არ შეგაშინოს, ძმა“, „რა გინდა, პირდაპირ მითხარი“ და მსგავსი…

ბოდიშს გიხდით ამონარიდისთვის, სტილი და ტექსტი დაცულია. შემდეგი მცდელობა გახლდათ გამეუქმებინა პირადი გვერდი და თავი ამერიდებინა გაურკვეველი ვითარებისათვის (ლიტერატურის პოპულარიზაციის ნიღბის ქვეშ მოქცეული კერძო სამოსახლო ბევრად უპრიანი სათაური იქნებოდა), მაგრამ ამ შემთხვევაშიც დახშულია უფლება ჩემი, როგორც მომხმარებლის და ეს მას შემდეგ მოხდება, როცა წერილობით მივმართავ ადმინისტრაციას და ისინი იმსჯელებენ საკითხზე, დამრთონ თუ არა ნება წასვლის. ასევე შეუძლებელია, გააუქმო საკუთარი პუბლიკაცია, რაც უხეში დარღვევაა საქართველოს კანონის და საერთაშორისო კონვენციის,საავტორო უფლებების შესახებ. („ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ ბერნის კონვენცია,1886წ.“)

დასანანია, რომ ჩემი ხანმოკლე ექსკურსია ლიტერატურულ პორტალ Litklubi.ge–ზე დასრულდა მსგავსი გაუგებრობით. მინდა ღიად ვთხოვო ადმინისტრაციას, ჩაანაცვლოს რედკოლეგია, მკაცრად გააკონტროლოს ცენზურა და საკუთარ თავზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს ეთიკის ყველა ნორმის დაცვით. თხოვნაა: განიხილოს ნებისმიერი, ამ ეტაპისთვის არსებული კომენტარი და გაკეთდეს დასკვნა არა მხოლოდ განათლების, არამედ აღზრდის დეფიციტთან დაკავშირებით. ლიტერატურა არ გახლავთ ემბლემა, რომელიც გაამართლებს ყოველგვარ უმსგავსო გამოვლინებას ან დართავს ნებას უკონტროლო „მარშებისა“. მსგავსი შემთხვევები ატარებს ადამიანთა უფლებების დარღვევის ხარისხს და როგორც მინიმუმ აგებულია სამართლებრივ ნორმებზე. წარმატებას ვუსურვებ პორტალს და იმედს ვიტოვებ, რომ პრობლემა, რომელიც გაჩნდა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.

დასასრულს მსურს დავურთო ფრაზა, რომელიც გახლდათ პასუხი ბატონი გიორგი გაბაიძისა, ჩემს მიერ წარმოთქმულ რეპლიკაზე – „როგორც გინდოდეს… ვინც ვერ ქმნის, აკრიტიკებს…“ – რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანებთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მაგრამ ადრესატები საძიებელია სადღაც ახლოს, თქვენს ჰორიზონტზე…
პატივისცემით, გიოირგი გიოვანი

გადაბეჭდვის წესი

კატეგორია
არქივი
Gazeti Batumelebi LLC
7a Louis Pasteur str., Tbilisi, Georgia, 0102
48 Memed Abashidze ave., Batumi, Georgia, 6010
Phone: (995)422 274512, (995) 0322960830
Mobile: (995)577537154, (995) 591960109
Email: info@batumelebi.ge, info@netgazeti.ge

შპს გაზეთი „ბათუმელები“ დაარსდა 2001 წელს ენთუზიასტი ჟურნალისტების მიერ.
გამოცემის პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, მოწყვლადი, დაუცველი ჯგუფებისა და უმცირესობების პრობლემების გაშუქება.