სიახლეები

არ ვარ ვალდებული

30.05.2012 •
არ ვარ ვალდებული

ავტორი: ეთერ თურაძე
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე სარჩელი დასაშვებად ცნო და არასამთავრობო ორგანიზაციები სათანადო მოსარჩელეებად მიაჩნია. ამის მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მირზა ცეცხლაძემ, მოსამართლეს უთხრა: „არ ვარ ვალდებული, სარჩელის დასაშვებობის დროს ვამტკიცო, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“. ბულვარის გაჩეხვის შესაჩერებლად არასამთავრობოების საჩივრის განხილვა სასამართლოში განახლდა.

„გადაწყვეტილებაში“ მირზა ცეცხლაძე ბათუმის ბულვარის კერძო პირისთვის გადაცემას გულისხმობდა. მისი ორგანიზაციის ნებართვის წყალობით, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევალება, კერძო კომპანიამ, რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტმა, გაჩეხა ბათუმის ბულვარში მცენარეები, გადათხარა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორია და 175 მეტრი სიმაღლის შენობა უნდა ააშენოს.
მირზა ცეცხლაძის ტონმა მოსამართლე რომ გააღიზიანა, ჯუმბერ ბეჟანიძეს არც დაუმალავს. მან კიდევ ერთხელ მოსთხოვა იურისტს წარმოედგინა მტკიცებულება, რის საფუძველზეც 9 არასამთავრობო ორგანიზაციას ბულვარის გასხვისების დოკუმენტები არ გააცნეს.
ადმინისტრაციული აქტი, აჭარის განათლების სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, როგორც თავად წერენ, იმიტომ არ მისცეს არასამთავრობოებს, რომ იგი გამოქვეყნებული იყო მედიაში და შეეძლოთ იქ გაცნობოდნენ.
მოსამართლის კითხვაზე, სად გამოქვეყნდა ადმინისტრაციული აქტი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მაია ხაჯიშვილმა, მოსამართლეს წაუკითხა „25-ე არხის“ ეთერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის სოფო ლაზიშვილის კომენტარი, სადაც ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ ასეთი აქტი ნამდვილად არსებობს. მოსამართლემ ადმინისტრაციული კოდექსი აჩვენა სამინისტროს და სააგენტოს წარმომადგენლებს და სთხოვა, სხვა დროს წაიკითხონ, რას ნიშნავს კანონით ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნება (ადმინისტრაციული აქტი გამოქვეყნებულად მაშინ მიიჩნევა, როცა ის სრულად არის დაბეჭდილი რომელიმე ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან საიტზე).
მოსამართლემ არასამთავრობოების წარმომადგენლებს ჰკითხა, მათი აზრით რა ზიანი განიცადა ბულვარმა, როგორც ძეგლმა, რადგან საჯარო სამსახურები ირწმუნებიან, რომ პირიქით – ეს მშენებლობა ბულვარის იერ-სახეს გააუმჯობესებს.
არასამთავრობოების მოსაზრებით, 1. ბულვარში გაიჩეხა ხე მცენარეები, რის გამოც სრულიად შეიცვალა ლანდშაფტი და თუ ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაშინ ეს მშენებლობა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ძეგლის რესტავრაცია. 2. ტერიტორია გადაეცა კერძო მესაკუთრეს, შესაბამისად, იქ ბათუმის მცხოვრებლები თუ ტურისტები ვეღარ გადაადგილდებიან საკუთარი სურვილის მიხედვით. 3. ამ ჩარევით დაზიანდა ეკოსისტემა.
მირზა ცეცხლაძემ თქვა, რომ ამ მოსაზრებებს გააბათილებენ კომისიის ის წევრები, რომლებსაც ძეგლის განადგურებად არ მიაჩნიათ `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის~ მიერ ბულვარში მშენებლობის დაწყება. მაია ხაჯიშვილმა კი წაიკითხა კომისიის ერთ-ერთი წევრის, გეოლოგ ტარიელ ტუსკიას `ბათუმელებისთვის~ მიცემული კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად შესწავლილია.
მომდევნო სხდომაზე არასამთავრობოების კითხვებს კომისიის წევრები უპასუხებენ.
ბულვარის გასხვისების აქტის გაბათილების თხოვნით არასამთავრობოებმა სასამართლოს ორი თვის წინ მიმართეს.
ამ ტერიტორიაზე ბიზნესცენტრი უნდა აშენდეს, რომლის მშენებლობას საძირკველი საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა.

გადაბეჭდვის წესი