სიახლეები

21 წლის პარლამენტში

30.05.2012 • • 1216
21 წლის პარლამენტში

ავტორი:ნათია ზოიძე

საქართველო შესაძლოა გახდეს ქვეყანა, სადაც 21 წლის პარლამენტარები ეყოლება. პროექტი მმართველი გუნდის მიერ უკვე ინიცირებულია. ინიციატივას ოპოზიციამ „არასერიოზული~ უწოდა. მმართველი გუნდისთვის ეს სიახლე დემოკრატიულობის ნიშანია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის _ „გაუგებარი და მოულოდნელი“. მოსამართლეების შემდეგ საქართველოში ასაკობრივი ცენზი დეპუტატებისთვისაც მცირდება.

მე-12 კლასელი თორნიკე დუღაშვილი დღეს სახლში ზუსტად იმ დროს დაბრუნდება, როცა კაფედან ბოლო სტუმარს გააცილებს. ეს შეიძლება იყოს ღამის 2 საათი ან უფრო გვიან. მისი სამუშაო დღე უკვე 4 წელია გაკვეთილების შემდეგ იწყება. თორნიკე აბიტურიენტი არ არის. სამომავლოდ ინჟინრობას აპირებს, მაგრამ ეროვნულ გამოცდებზე წელს არ გავა. მომავალ წელსაც იმუშავებს, იმედი აქვს, რომ მიმტანის პოზიციიდან ბარმენის პოზიციაზე დაწინაურდება და ფულს დააგროვებს სწავლის გასაგრძელებლად. თორნიკეს მალე 19 წელი შეუსრულდება. კითხვაზე _ იქნება თუ არა მზად იმისთვის, რომ 2 წელიწადში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს, ამბობს, რომ _ არა, ხოლო შეკითხვაზე _ დაუჭერს თუ არა მხარს კანდიდატს, რომელიც 21 წლისაა, პასუხობს, რომ არჩევანს მხოლოდ ამის გამო არ გააკეთებს, რომ კანდიდატი თითქმის მისი თანატოლი იქნება. მთავარი თორნიკესთვის კანდიდატის აზრის მოსმენაა ცხოვრების შესახებ. „სურვილი კარგია. მთავარია, იმსახურებდე,“ _ ამბობს ის.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში დეპუტატად შესაძლოა არჩეულ იქნას პირი 21 წლის ასაკიდან, (ამჟამად 25 წელია განსაზღვრული).
იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს და, შესაბამისად, ახალ საარჩევნო კოდექსშიც, რომელიც ძალაში ორი თვის წინ, 2012 წლის 10 იანვარს შევიდა. 108-გვერდიან დოკუმენტს დეპუტატებმა მესამე მოსმენით 27 დეკემბერს დაუჭირეს მხარი. პარლამენტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი ჯერ კიდევ შეთანხმებულად მუშაობდა, სადეპუტატო ასაკის დაწევის შესახებ არ უმსჯელიათ.

სწორედ ამის გამო მემარჯვენე მანანა ნაჭყებია ეჭვობს, რომ მმართველ გუნდს ეს ინიციატივა მომავალი არჩევნებისთვის დასჭირდა. ის ვარაუდობს, რომ კანონი „კონკრეტულ პირზე~ აქვთ მორგებული. ნაჭყებიას პარლამენტარობისთვის 21 წელი „ნამეტნავად არასერიოზულად~ მიაჩნია. მანანა ნაჭყებიას ხელისუფლების გულწრფელობის არ სჯერა და ფიქრობს, რომ „ეს პიარაქცია ახალგაზრდებისთვის ილუზიის შესაქმნელად დასჭირდათ და მათი კარიერა აინტერესებთ“.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე ოპოზიციის წარმომადგენლის პათოსს არ იზიარებს. მიაჩნია, რომ ასაკობრივი ზღვარის დაწევა დემოკრატიულია. პეტრე ზამბახიძე ლოგიკით _ `ნაკლები შეზღუდვა _ მეტი დემოკრატია~. ის „ბათუმელებთან~ იხსენებს ფაქტს, როცა აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მაშინ ინიციატივას, რომლის თანახმადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი შეიძლება 23 წლის პირიც გამხდარიყო, მხარი არ დაუჭირეს. ზამბახიძე არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შემდეგ, სადეპუტატო ასაკის ზღვარის დაწევაზე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც იმსჯელებს.

რეგიონის ერთ-ერთი კანონმდებელი ბევრ ახალგაზრდას იცნობს ბათუმში, რომელსაც სიამოვნებით იხილავდა საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლეს საბჭოში ზოგი `არაფრისმკეთებელი~ ასაკოვანი დეპუტატის ნაცვლად.
„საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს~ წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ამ სიახლის შესახებ მედიიდან გაიგო. იგი ინიციატივას `გაუგებარს და გაურკვეველს უწოდებს~. მიაჩნია, რომ 25 წელი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკი იყო დეპუტატობისთვის, _ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ზღვარი უფრო მაღალი ასაკიდან იწყება.

ფრანგული კანონმდებლობით დეპუტატად კენჭისყრა 25 წლის პირს შეუძლია. მსოფლიოში კი სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც 21 წლის ახალგაზრდას აქვს უფლება გახდეს დეპუტატი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ეს გამონაკლისი ესტონეთში მოქმედებს, 23 წელია სადეპუტატო ზღვარი ბელგიაში. გამონაკლისი იქნება საქართველოც, სადაც 21 წლის ახალგაზრდამ შეიძლება კარიერა პირდაპირ პარლამენტიდან დაიწყოს. მმართველ გუნდს ამის გამოცდილება უკვე აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. მაგალითად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე 26 წლის იყო, როცა თავმჯდომარის პოზიციაზე პირველად აირჩიეს. გიორგი კირთაძე კიდევ უფრო პატარა ასაკში გახდა დეპუტატი.

გადაბეჭდვის წესი