სიახლეები

Global east rock festival-ის ქრონიკა

30.05.2012
Global east rock festival-ის ქრონიკა

განაწყენებულმა Dark Tranquility-იმ სცენა დროზე ადრე დატოვა 

ავტორი: ია ფრანგიშვილი

გუშინ ბათუმში Global east rock festival-ი გაიხსნა. კონცერტი დაახლოებით რვა საათის დაგვიანებით დაიწყო და ერთიანად შეიცვალა პირველი დღის მონაწილეთა სიაც. ნაცვლად რვა ჯგუფისა: Tanelorn (საქართველო),Signs (საქართველო),Carthagods (ტუნისი),Moribund oblivion (თურქეთი),Cemetary of scream (პოლონეთი),W.H.I.T.E. (უკრაინა),Dark tranquility (შვედეთი) და Sabaton (შვედეთი) – ფესტივალის გახსნაზე მხოლოდ Sabaton, Dark Tranquility და Moribund oblivion გამოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ორგანიზატორებმა თავდაპირველად შეპირებული, ბრაზილიური ჯგუფის Sepultura -ს ჩამოყვანა ვერ მოახერხა, რის გამოც განაწყენებულმა მსმენელმა, ბილეთების ღირებულების ანაზღაურებაც კი მოითხოვა მათგან – დღეს დილით, ყველასათვის მოულოდნელად, მათ ფესტივალის ჩატარების ადგილიც შეცვალეს – ნაცვლად ანგისის სტადიონისა, კონცერტი ერას მოედანზე, რამოდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. გარკვეული მღელვარება შეინიშნებოდა კონცერტზე თავმოყრილ ახლაგაზრდებშიც, რომელთა უმრავლესობაც უნდობლობას გამოხატავდა ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ და როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე უმიზეზოდ. კონცერტზე ერთ მეტად უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი – Dark Tranquility, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო, აპარატურის გაუმართაობის გამო იძულებული გახდა, გამოსვლა თითქმის ერთი საათით ადრე დაემთავრებინა. მათ ბოდიში მოუხადეს მაყურებელს და მხოლოდ სამი-ოთხი სიმღერით შემოიფარგლენ, რის შემდეგაც „კულისებში“ პირადად შეხვდნენ, ფესტივალის ორგანიზატორებზე გულმოსულ მაყურებელს და მათთან ერთად მოკლე ფოტოსესიაც კი მოაწყვეს. მართალია Global east rock festival-ი ბევრი ხარვეზით გაიხსნა, მაგრამ მთლიანობაში მსმენელი მაინც ბედნიერი ჩანდა, თავისი საყვარელ ჯგუფებთან შეხვედრით და ცოცხალი შესრულების მოსმენით. იმედია ფესტივალის მეორე დღე ბევრად უფრო გამართული იქნება ტექნიკური თვალსაზრისით და ორგანიზატოები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მსმენელის მოთხოვნებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.