სიახლეები

“ყოველგვარ სტანდარტს გავექეცით”

30.05.2012 • • 1048
“ყოველგვარ სტანდარტს გავექეცით”

ავტორი: ტატო  ცეცხლაძე

24 წლის მერაბ დვალისა და 19 წლის ლალიკო ხვედელიძის ქორწილი 6 ნოემბერს გაიმართა. დედაქალაქიდან ჩამოსული მაყრიონისა და ადგილობრივი ოჯახ-სანათესაოს განწყობაზე “კომედი შოუს” ბიჭების გარდა დარბაზის მიერ დაქირავებულმა მოცეკვავეებმა იზრუნეს. ცეცხლოვანი შოუ, მაესტრო მორისი, ქართული ტრადიციული ცეკვები და მყუდრო გარემო.

_ მერაბ, როდის გაიცანით ერთმანეთი?

_ ერთმანეთი 2010 წლის 15 იანვარს გავიცანით, კომედი შოუს ჩაწერაზე, ძველით ახალი წლის ბედობა დღეს. ჩვენმა მეგობარმა ვიკა ლემონჯავამ გაგვაცნო ერთმანეთი. იმ დღეს  თბილისში ვიკასთან უნდა ავსულიყავი, თუმცა ვერ მოვახერხე. ვიკა კომედი შოუს ჩაწერაზე დავპატიჟე. მარტო ვერ წამოვალო და დაქალს წამოვიყვანო. ის დაქალი კი ლალიკო იყო. თბილისში მეორედ ჩასვლის დროს ვიკამ ლალიკოს ჩვენებაზე დამპატიჟა. მაშინ ლალიკო ლიკა ყაზბეგთან იყო სამოდელო სააგენტოში. ჩვენების შემდეგ ალაფურშეტი გაიმართა. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიკასთან ავსულიყავით სახლში და იქ გვექეიფა. ვიკამ მითხრა, რომ მობილურის ელემენტი უჯდებოდა და ლალიკოს ნომერი მომცა.

_ და სიყვარული რამდენ ხანში აუხსენი?

სადღაც ერთი თუ ორი თვის მერე, ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი და მობილურზე ველაპარაკებოდი. ვუთხარი „იცი რა? მიყვარხარ-მეთქი“. ვერასოდეს ვერ ვიტანდი, როცა სიყვარულს ვირტუალურად უხსნიდნენ. თუმცა მეც ასე გამომივიდა. იმ წუთას ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე.

_ ოჯახის შექმნა როდის გადაწყვიტეთ?

_ ოჯახის შექმნაზე მაისში დავიწყეთ ფიქრი. წელს ზაფხულში ლალიკო ბათუმში იყო დასასვენებლად და მაშინ უკვე სერიუზულად დავიწყეთ ფიქრი ოჯახის შექმნაზე. შემოდგომაზე კი გადაწყვეტილება დავაგვირგვინეთ ქორწილით.

_ თუმცა ქორწილს არ დაელოდეთ და გაიპარეთ.

_ კი, ქორწილამდე გავიპარეთ. ყოველგვარ სტანდარტებს გავეპარეთ. თბილისში ვიყავი და უცებ გადავწყვიტეთ, რომ გამოვპარულიყავით. ბათუმში წამოვედით, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მოვედით. ლალიკოს ახლობლები ჰყავს ბათუმში და როგორც კი გაიგეს, რომ გამოვიპარეთ, ძებნა დაგვიწყეს. ჩემს ბინაში ადვილად მოგვაგნებდნენ, ამიტომ სხვაგან წავედით.

_ ლალის ოჯახიდან რა რეაქცია მოჰყვა?

_ მამა ძალიან გაბრაზდა. არ ელოდა ჩვენს ასეთ გადაწყვეტილებას, თუმცა რამდენიმე დღეში შევრიგდით და ქორწილის დღეც დავთქვით.

_ როგორც ვიცი, ქორწილი საკმაოდ ძვირი დაჯდა. ვისი ინიციატივით გაკეთდა შოუები?

_ შოუები და ყველფერი დარბაზმა შემოგვთავაზა. საკმაოდ ძვირი დაჯდა, მაგრამ ღირდა. ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ აქვს ქორწილი და, შესაბამისად, თანხას არ აქვს მნიშვნელობა.

_ ლალი, მოგვიყევი შენ შესახებ.

_ დავიბადე 1992 წლის 16 თებერვალს თბილისში. ორი და და ერთი ძმა მყავს. ყველაზე პატარა 1 წლის არის. ჯერ ფავორიტის მოდელი ვიყავი, მერე ლიკა ყაზბეგთან ვმუშაობდი. 15 წლის ვიყავი, როცა ჩვენებებზე მეძახდნენ. 16 წლიდან შევედი ფავორიტში და ერთი წლის მერე გადავედი ლიკა ყაზბეგთან. შემდეგ  „მის ბიკინი 2009“-ზე გამოვდიოდი.

_ როგორც ვიცი, ჩინეთში მიდიოდი სამოდელო საქმიანობის მიზნით…

_ კი, ლიკა ყაზბეგთან ჩატარდა კასთინგი. გავიარე და გავიმარჯვე. 6 თვით მივდიოდი ჩინეთში. მაგრამ მივხვდი, რომ მერაბის გარეშე 6 თვე ვერ გავძლებდი. თან არ მინდოდა უნივერსიტეტში სწავლის მიტოვება. საბოლოოდ კი გადავწყვიტე სამოდელო საქმეს საერთოდ ჩამოვშორებოდი.

_ ოჯახში იცოდნენ, შენ და მერაბი შეყვარებულები რომ იყავით?

_ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იცოდნენ, მხოლოდ მამაჩემმა არ იცოდა.

_ მერაბმა სიყვარული მთვრალ მდგომარეობაში ტელეფონით აგიხსნა. შენ როდის უთხარი, რომ გიყვარდა?

_ როცა მერაბმა მითხრა, იცი მიყვარხარო _ გავბრაზდი. მეგონა მეხუმრებოდა, რადგან ერთი თვის გაცნობილი მყავდა. მართალია, ურთიერთობას ვაგრძელებდით, მაგრამ მეც მიყვარხარ-მეთქი 6 თვის მერე ვუთხარი.

_ როცა გაიპარეთ, რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახში? როგორ მოახერხე გაპარვა?

_ ძალიან გაბრაზდნენ. იმ დღეს სახლში მივედი, ტანსაცმელი ავიღე. დედაჩემს ვუთხარი, რომ ბიძაშვილთან მივდიოდი. დედა დაეჭვდა და ცოტა ხნის მერე ბიძაშვილს დაურეკა. როცა მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არ იყო, მობილურზე დამირეკეს, მე კი მობილური გამოვრთე. ჩემს მეზობელს მივწერე, რომ გავიპარე-მეთქი. ასე გაიგეს, რომ ოჯახი შევქმენი.

_ რამდენად კმაყოფილი ხარ ქორწილით, ისეთი გამოვიდა, როგორზეც ოცნებობდი?

_ კი, ძალიან კარგი გამოვიდა. იმდენად მომეწონა, ვხუმრობ ხოლმე, კიდევ გადავიხადოთ-მეთქი.

მერაბი და ლალიკო უკვე 2 თვეა ერთად ცხოვრობენ. მხიარული დღეების შემდეგ ლალის თბილისში დატოვებული მეგობრები ენატრება, თუმცა თანდათან ახალ გარემოს ეჩვევა. მათ ოჯახში ხშირად გაიგონენ „მერაბ, საყვარელო, მწვნილი მინდა, ხო იცი, ჩემზე უარის თქმა არ შეიძლება“, „გთხოვ, აჯიკა და პური მომიტანე“. ახალშექმნილ ოჯახს მალე პატარა გაუჩნდება.

გადაბეჭდვის წესი