ჩვენს ცენტრში ყველას თავისი თემა აქვს არჩეული და მის ირგვლივ მუშაობს, ვაგროვებთ ინფორმაციას და შემდეგ თანატოლებთან ტრენინგებს ვატარებთ.
იცით რა მარტივია, როდესაც შენი თანატოლი გიზიარებს ინფორმაციას კონკრეტულ საკითხზე, ასე ყველაფერი უფრო ადვილი გასაგები ხდება!
ჩვენს ცენტრში ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ. ხშირად ვიკრიბებით არასამუშაო შეხვედრებზე, მიზეზი კი ერთია – ერთმანეთის ნახვა და ერთად დროის გატარება.
ჩვენს ცენტრს ყველაზე მაგარი კოორდინატორი და ხელმძღვანელი ჰყავს! ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი დიდი მეგობრები არიან.
ჩვენს ცენტრში სიყვარულის, მეგობრობისა და შრომის ჰარმონიული გარემოა!
ტრენინგის ჩატარება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რაც ძალიან მალე ამიხდა.
ახლახანს ვიყავი გორში, თანატოლთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩავატარე ტრენინგი რასიზმზე. რასიზმი ჩემ მიერ შერჩეული თემაა, რის ირგვლივაც მე და ჩემი მეგობარი ერთად ვმუშაობთ და ვაგროვებთ ინფორმაციას.
თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ თურმე აქამდე რასისტი ვყოფილვარ. ჩემდა უნებურად, გაუთვიცნობიერებლად მეშინოდა, მაგალითად, თურქების, შავკანიანებს ვეძახდი „ზანგებს“ ისე, რომ არც კი ვიცოდი, რა შეიძლება გამოეწვია ჩემს ასეთ საქციელს.
სწორედ მუშაობის პროცესში შემეცვალა დამოკიდებულება. გავმიჯნე სწორი და არასწორი და დავადექი გზას, რომელმაც ჩამომიყალიბა ცხოვრების სწორი სტილი.
იცით რა სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ შენს ელემენტარულ ინიციატივასა თუ აქტივობას შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს. აი, ახლა კი თავს აშკარად უფრო მეტად ამაყად ვგრძნობ!
ახლა თითქმის ყველა თემაზე ვფლობ ცოტაოდენ ინფორმაციას მაინც. ვგრძნობ, რომ სულიერად თითქოსდა გავიზარდე და ჩემში გაიღვიძა სხვა, უფრო აქტიურმა ლელამ!
ხშირად ვიხსენებ და ვფიქრობ როგორი იყო ჩემი ცხოვრება მანამდე? ალბათ მონოტონური, უინტერესო და შავ-თეთრი. არ მამოძრავებდა რაიმე კონკრეტული მიზანი. ადრე არ შემეძლო საზოგადოებში ხმის ამოღება, ალბათ იმიტომ, რომ არ ვფლობდი საკმარის ინფორმაციას და მეშინოდა. თითქოსდა რაღაც მაბრკოლებდა.
როგორი ვარ დღეს? 180 გრადუსით შემობრუნებული და ბედნიერი. დღეს თამამად შემიძლია ხმის ამოღება ნებისმიერ საზოგადოებაში და არ ვუშინდები არანაირ დაბრკოლებას.
დღეს გამუდმებით ვსვამ კითხვებს: „რა“? „რატომ?“ „როგორ“? `საიდან“? „როდის“?… შევიძინე ახალი, საინტერესო მეგობრები, რამაც ჩემს ცხოვრებას ცისარტყელას ფერები შესძინა.
მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ამაყი, მე ვარ აქტიური მოქალაქე, მაშასადამე მე ვარ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრი!
საჯარო განხილვა თემაზე – „გადავარჩინოთ ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლები“ დღეს გაიმართა. განსახილველად სულ 9 სახლი გამოიტანეს, რომელიც შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: ი.ჯინჭარაძის ქ.№ 21, ი. აბაშიძის ქ.№3 , მელაშვილის ქ.№27, ზუბალაშვილის ქ.№39, ი. აბაშიძის ქ.№2, ვახტანგ გორგასლის ქ.№24, მერაბ კოსტავას ქუჩის №5 და ქუთაისის ქუჩის №8 ნომერში მდებარე სახლი, მელიქიშვილის ქ.№21 ში მდებარე მწერალთა კავშირის შენობა, ზ. გამსახურდიას ქ.№6 მდებარე სახლი (სასტუმრო „ფრანცია“).
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა აფხაზავამ განხილვის დასაწყისში განაცხადა, რომ სამი სახლი უნდა შერჩეულიყო, თუმცა საბოლოოდ ორი სახლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად აჭარის განათლების მინისტრის გიორგი თავამაიშვილის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
„ძალიან რეალისტურად მეჩვენება მწერალთა კავშირის გაკეთება. ეს არ იქნება დაკავშირებული უხერხულობასთან, ისინიც გაგვიგებენ, რომ დროებით გადავიდნენ სხვაგან, რამდენი ხანიც დაჭირდებათ. სიტუაცია საკმაოდ რთულია იქ,“ – განაცხადა შეხვედრის დასაწყისში გიორგი თავამაიშვილმა.
საბოლოოდ სწორედ მწერალთა სახლისა და მახინჯაურში, ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია გადაწყდა.
შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთა ნაწილი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
„მე არ მიმაჩნია რომ დღეს რაღაც განხილვა მოხდა. მაინც მინისტრმა გადაწყვიტა. არ ვემხრობი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, ამას უფრო დეტალური განხილვა სჭირდებოდა. მე მაგალითად მხარს დავუჭერდი ზუბალაშვილის ქუჩას და ალბათ ბლაგოევგრადის ქუჩაზე მდებარე სახლის რეაბილიტაციას. თითოეული სახლი ინდივიდუალურ მიდგომას და შეფასებას საჭიროებს. ცალკე ასე განხილვა, კონტექსტის გარეშე, არ შეიძლება. მე მგონია, რომ თუ აწონ-დაწონიან, მეტი სახლის გაკეთება შეიძლება და ამაზე გადაწყვეტილება სპეციალისტებმა უნდა მიიღონ,“ – განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა.
„თავისთავად კარგია, რომ ამ ორ ძეგლზე რომ ხდება აქცენტის გაკეთება, მაგრამ ისევ არასისტემური მიდგომაა და საჭიროა ამ საკითხზე კომპლექსური პროგრამა შემუშავდეს, რომელითაც მოხდება დანგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა.
მახინჯაურში მდებარე სახლი ნამდვილად საჭიროებს რეაბილიტაციას. კერძო მესაკუთრეებს არ აქვს საშუალება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარონ, მაგრამ არ ვეთანხმები მწერალთა კავშირის შენობის რეაბილიტაციას, მიუხედავად იმისა რომ ეს ძეგლი ძალიან ძვირფასია ქალაქისათვის და ღირებული. იქ წლების განმავლობაში მწერალთა კავშირი მოღვაწეობს, დაფინანსებას ღებულობენ სახელმწიფოდან. ვფიქრობ მათ უნდა ჰქონდეთ ის პასუხისმგებლობა ძეგლისადმი, რომ ამ დონეზე არ უნდა მიეყვანათ,“ – განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ.
საბოლოო გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით ორი სახლის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება, მოგვიანებით კი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის, პაატა დუმბაძის განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში გადამზადდა მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მძღოლი და ჩაუტარდათ ტრენინგი თუ როგორ უნდა მოემსახურონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
„ჩვენი მიზანია შშმ პირების ხელშეწყობა. საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვყავს ადაპტირებული ავტობუსები რომლებსაც გააჩნია პანდუსი და ადაპტირებულია შშმ პირების მგზავრობისათვის,“ – აცხადებს ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე.
პაატა დუმბაძის თქმით „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ვალდებულებას იღებს, ავტოპარკის განახლების შემთხვევაში ისეთი ტრანსპორტი შეიძინოს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული იქნება. მისივე თქმით შშმ პირები ახალ ელექტრონულ სამგზავრო ბარათს უფასოდ მიიღებენ.
„ჩვენი ორგანიზაცია სამწლიანი მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს აღმოუჩინოს მაქსიმალური დახმარება, რათა კომფორტული გადააგილების საშუალება ჰქონდეთ შშმ პირებს. ავტოტრანსპორტს აქვს ნამდვილად იმის საშუალება რომ კომფორტულად იმგზავროს შშმ პირებმა,“ – განაცხადა ორგანიზაცია „შშმ პირთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თამაზ მჟავანაძე.
მემორანდუმი ორ ორგანიზაციას შორის მიმდინარე წლის 4 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმი შშმ პირებისათვის არსებული პირობების გაუმჯობესებას, მხარეებს შორის თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას ითვალისწინებს.
სოფიო კობალაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედუროს საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის თანაშემწედ მუშაობდა. ის სამსახურიდან ორჯერ გაათავისუფლეს. პირველად 2013 წლის 7 აგვისტოს. სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის – მედეა ვასაძის და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის მოტივით. მეორედ მას შემდეგ რაც მედეა ვასაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გადავიდა.
სოფიო კობალაძემ ორივე შემთხვევაში სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სოფიო კობალაძე დაუყოვნებლივ უნდა აღდგენილიყო სამსახურში და მიეღო განაცდური შრომის ანაზღაურება (სამი თვის ხელფასი). კობალაძე სამსახურში აღადგინეს, თუმცა მისთვის განაცდური ხელფასი არ მიუციათ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ივნისს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სოფიო კობალაძის თქმით ის დღეს უმაღლეს საბჭოში ძველ თანამდებობაზე მუშაობს, თუმცა მისთვის კანონით გათვალისწინებული სახელფასო განაცდური უმაღლეს საბჭოს არ გადაუხდია. კობალაძის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი იცავს.
იურისტის განცხადებით თუ უმაღლესი საბჭო სოფიო კობალაძეს კუთვნილ ანაზღაურებას არ მისცემს ორგანიზაცია საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით უმაღლეს საბჭოში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.
ფესტივალის ფარგლებში, ყოველკვირეულად, ,,დემოკრატიის მთხრობელთა დასის“ წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები (თითოეულ გუნდში 5 მთხრობელი), მათ მიერ მოძიებულ და დამუშავებულ დემოკრატიის ისტორიებზე წარმოადგენენ თხრობით პერფომანსებს, რომლებსაც შეაფასებს ჟიური და მიღებული ქულების საფუძველზე დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო მთხრობელთა გუნდი.
გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები და სხვადასხვა სახის პრიზები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული თხრობითი პერფომანსებისგან შეირჩევა სამოქალაქო აქტივიზმის და დემოკრატიული იდეალებისათვის ბრძოლის ამსახველი 10 საუკეთესო ისტორია, რომლებიც ჩაიწერება ვიდეო-რგოლების სახით და ნაჩვენები იქნება აჭარის ტელევიზიის ეთერში.
„დღეს, ალბათ ბევრმა ნახეთ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესკონფერენციის დროს „ქრონიკა +“-ის ჟურნალისტმა თქვა, რომ ვარ გივი თარგამაძის მეგობარი და ყოფილი „კმარელი“. ვფიქრობდი გამოვხმაურებოდი თუ არა ამ ცილისწამებას, მაგრამ ეს მიზანმიმართული კამპანია დიდი ხანია გრძელდება და მე არც ერთხელ არ გამიცია პასუხი.
ახლა როცა არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და ვარ კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი და სიის პირველი ნომერი, ჩემი დისკრედიტაცია ასევე ნიშნავს მთელი გუნდის დისკრედიტაციას და ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება არ გავცე პასუხი ასეთ ბრალდებებს.
ჟურნალისტმა სამწუხაროდ იცრუა და შეეცადა შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება. არასოდეს არ ვყოფილვარ არც „კმარელი“ და არც გივი თარგამაძის მეგობარი, უფრო მეტიც, მე მას საერთოდ არ ვიცნობ. ფოტო რომელიც დაიბეჭდა მედიაში, გადაღებულია 2006 წელს როცა მე ვმუშაობდი ბათუმის მერიაში და მასზე ასახულია შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელსაც ასევე ესწრება გივი თარგამაძე.
ამ დღის შემდეგ, ანუ 2006 წლის შემდეგ გივი თარგამაძე თვალითაც არასოდეს მინახავს. ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ მაქვს “არც ისეთ მშვიდი წარსული”. არ ვიცი რა იგულისხმა, მაგრამ განმარტებას მაინც გავაკეთებ ჩემი წარსულის შესახებ.
2004 წელს, მიუხედავად ჩემი ასაკისა, აქტიურად ვიყავი ჩართული ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღესაც ვთვლი, რომ ის რეჟიმი იყო ავტორიტარული და ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება იყო ჩემი კუთხის და ჩემი ქვეყნის მშვიდობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლა. 2005 წლიდან სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის აპარატში. მას შემდეგ რაც სააკაშვილის მართველობამ აშკარად არაადამიანური სახე მიიღო წავედი სამსახურიდან (საკუთარი განცხადების საფუძველზე) და მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. 2010 წელს ვიყავი პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” აქტიური წევრი და თვითმართველობის არჩევნებზე ბათუმის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საგაზეთო სტატიაში რომელიც „ქრონიკა +“ -მა გამოაქვეყნა და რომელზე დაყრდნობითაც დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი საუბრობდა, ასევე წერია, რომ თითქოს უბანში სადაც გავიზარდე კატასტროფულად დაბალი მაჩვენებლი მქონდა, სიმართლე კი არის შემდეგი:
2010 წლის არჩევნებზე ალიანსის მაჟორიტარებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მქონდა და ამის გადამოწმება უმარტივესია. აჭარის მთავრობის აპარატიდან წასვლის შემდეგ (2008) გავიდა თითქმის ექვსი წელი და არც ერთი დღე არ ვყოფილვარ პასიური. ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტივისტი ვიყავი და ვმონაწილეობდი ქართული ოცნების ყველა აქტივობაში და ეს ყველამ კარგად იცის. ეს იცის იმ ხალხმაც ვინც ეს სტატია შეუკვეთა და ვინც მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევა პირადად ჩემს წინააღმდეგ. გულწრფელად განვიცდი უხერხულობას იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწია პასუხის გაცემა მსგავს ცილისწამებაზე.
კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოვხატავ მადლიერებას იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა როგორც კოალიციის ლიდერმა. ეს ჩემთვის დიდი მორალური მხარდაჭერაა.“ – წერს ირაკლი ჭეიშვილი.
ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც მუშაობდა. მას ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
საჯარო ლექციები იმართება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (საჯარო ლექციები) ფარგლებში.
„ქართული ოცნება ატარებდა და ატარებს „კარდაკარს“, რომლის კითხვარის დასაწყისი არის საინტერესო. ისინი ადამიანებს იმას კი არ ეკითხებიან, თქვენ ვის აძლევთ ხმასო – ისინი ეძებენ ადამანებს, ვინც ვერ მივა არჩევნებზე სხვადასხვა მიზეზების გამო. კითხულობენ, ვინ არის გარდაცვლილი, ვინ არის უცხოეთში, ვინ არის პატიმარი, ანუ ინტერესდებიან უშუალოდ იმ ადამიანებით, რომლებიც ვერ შეძლებენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლას,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას შეეცდება.
გიორგი კირთაძის თქმით, ამაზე სხვა ფაქტიც მიუთითებს: „ქართული ოცნების შტაბი ატარებს უკანონო ტრენინგ-სემინარებს საარჩევნო უბნების წევრებისთვის, რისი უფლებაც მათ არა აქვთ, რადგან მხოლოდ ოლქი არის ვალდებული ჩაატაროს შესაბამისი ტრენინგ-სემინარები. ისინი საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებსაც იბარებენ თავიანთ ოფისში, ასევე პუშკნის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მაილოში“.
ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია ეძებს იმ ადამიანებს, ვინც ვერ მივა არჩევნებზე, ამასობაში საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ შორის ოლქის მიერ არჩეულ წევრებს, მუდმივად იბარებენ არა მხოლოდ პარტიის ოფიში, არამედ სასტუმრო „მაილოში“. მათ უტარდებათ შესაბამისი გადამზადება და ალბათ არჩევნების დღეს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცით, შეეცდებიან ბათუმში არჩევნები გააყალბონ. მინდა მოვუწოდო საოლქო საარჩევო კომიიის წევრებს, ასევე იმ ადამანებს, ვინც გეგმავს, რომ ბათუმში არჩევნები გააყალბოს, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას.
გიორგი კირთაძის თქმით, ისინი ამ ფაქტებზე აპირებენ შესაბამის ორგანოებს მიმართონ რეაგირებისათვის.
„ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ტყუილს უწოდებენ.
პაატა მგელაძე
„როცა ისინი [ნაციონალური მოძრაობა] იყვნენ პოლიტიკაში, მხოლოდ იმ მიზნით ატარებდნენ გამოკითხვებს, რომ გაეყალბებინათ არჩევნები. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, ისევე, როგორიც იყო გასული არჩევნები. კითხვას რაც შეეხება, გვინდოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოვლენა, ის ადამიანი, რომელსაც ვეკითხებოდით, აძლევდა თუ არა იმ უბანზე ხმას. ეს იყო კარდაკარის პირველი ეტაპი, რომელიც 8-9 მაისს დასრულდა და ეს იყო საჭირო ზოგადი სურათის მიააღებად, თუ რა ხდება საარჩევნო უბნებზე. როგორც იცით საარჩევნო სიები ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ბევრი გარდაცვლილია, არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე არ ცხოვრობენ. ჩვენ ვეკითხებოდით, იყო თუ არა ადამიანი იმ უბნის ამომრჩეველი, მხოლოდ ამის კვლევა გვაინტერესებდა“ – განაცხადა პაატა მგელაძემ, „ოცნების“ შტაბის კოორდინატორმა ბათუმში.
მისი თქმით, მსგავსი კითხვარებით ახლა მოქალაქეებთან ქართული ოცნების აქტივისტები არ დადიან: „ჩვენები დადიან კანონის ჩარჩოში მოქცეული, სტანდარტულ გამოკითხვით, რომელსაც ყველა ნორმალური პოლიტიკური პარტია ატარებს. ახლა ვეკითხებით, მიდის თუ არა არჩევნებზე ამომრჩეველი და ვის უჭერს მხარს.“
რაც შეეხება ტრენინგ-სემინარების თემას, პაატა მგელაძის თქმით, მათ ტრენინგი მხოლოდ მათ წარმოადგენლებს ჩაუტარეს, რისი უფლებაც ჰქონდათ. „ჩვენ ოლქის არც ერთი წარმომადგენელი არ დაგვიბარებია ტრენინგზე. ჩვენს წარმომადგენლებს კი რა თქმა უნდა ჩავუტარეთ ტრენინგი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ საარჩევნო უბანზე იყოს მოწესრიგებულ სიტუაცია, რომ მათ იცოდნენ კანონის ფარგლებში როგორ უნდა მოიქცნენ. ეს არ არის დაფარული ინფორმაცია, ჩვენ „აირაის“ ვთხოვეთ ტრენინგის ჩატარება და მათ ჩაატარეს ტრენინგი სასტუმრო „მაილოში“ – ამბობს პაატა მგელაძე.
მმართველი პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია. არაოფიციალურად მას მომავალი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიხსენიებენ. თუმცა როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში თავად განაცხადა, ამ თანამდებობაზე ამბიცია მოქმედი საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილსაც აქვს. ის „ქართული ოცნების“ სიაში მეორე ნომრად „რესპუბლიკელების“ კვოტით მოხვდა.
ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც მუშაობდა. მას ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ირაკლი ჭეიშვილი „ბათუმელებს“ ჩაწერაზე დათანხმდა, თუმცა შემდეგ ტელეფონის ზარს აღარ უპასუხა.
გიორგი კირთაძე
ყოფილი მმართველი პარტიის პირველი ნომერი მოქმედი საკრებულოს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ასევე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძეა. გამარჯვების შემთხვევაში ის საკრებულოს საქმიანობაში საზოგადოებას მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას ჰპირდება, მიიჩნევს, რომ ეს იმ საკითხთა შორისაა, რაც მისი გუნდის მმართველობის პერიოდში არც ისე კარგად გამოუვიდათ.
„არც ისე ცოტა შეცდომა დავუშვით, ამის მიზეზი შეიძლება ასაკი იყო, შეიძლება გამოუცდელობაც. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ეს პროექტები არ იყო საზოგადოების მიერ ფართოდ განხილული, შეიძლება ამიტომაც არ მიიღო მოსახლეობამ ისე, როგორც შეიძლებოდა მიეღო.“
ცოტა ხნის წინ გიორგი კირთაძე სხდომაზე საკრებულოს იმ წევრებს დაუპირისპირდა, რომლებიც საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდნენ და თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებსაც ხშირად იგებდნენ. კითხვაზე, არის თუ არა მათი ბიზნესინტერესების ხელშეწყობა შეცდომებს შორის, გიორგი კირთაძე პასუხობს. „ის, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ბევრი ადამიანი სხვადასხვა მოტივით ეტმასნება, ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური კურსი. სამწუხაროდ, ამისგან დაზღვეული არც „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ზოგადად, ეს დაემართა `ნაციონალურ მოძრაობას~ და ალბათ, ესეც ერთ-ერთი შეცდომა იყო. რაც შეეხება იმას, მიჩნდებოდა თუ არა კითხვები მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, – მე არასდროს მითქვამს და ვერც ახლა ვიტყვი, რომ საკრებულოს რომელიმე წევრი კორუფციული გარიგებით იგებდა ტენდერებს“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
დავით თედორაძე
„ამჯერად ჩვენ უნდა მოგვცეს ხალხმა ხმა, „ქართული ოცნებაც“ ბევრს გვპირდება, იმასაც გვპირდებოდა არ ავიღებ პრემიებსო, მაგრამ აიღო. ჩვენ მოვდივართ ტყუილის გარეშე“, – ამბობს მწერალი დავით თედორაძე. ის პოლიტიკური გაერთიანება „დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ამ გაერთიანების მთავარი საარჩევნო დაპირება სოციალური პრობლემების მოგვარება და უსახლკაროების დახმარებაა.
„წლის განმავლობაში ჩვენ 200-მდე ბინას გადავცემთ გაჭირვებულ ოჯახებს ოცწლიანი განვადებით. ეს იქნება უპროცენტო განვადება ყოველგვარი შენატანის გარეშე. ხოლო ოცამდე ბინა საჩუქრად გადაეცემა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს. ამ ბინებს მერია ააშენებს. უსახლკაროების დაკმაყოფილების მიზნით ბინების მშენებლობისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტის 12%-ს გაითვალისწინებენ“.
დავით თედორაძის თქმით, მათი პარტია ხალხს უფასო მუნიციპალურ საავადმყოფოს შესთავაზებს: „ამ ყველაფერს უაზრო მშენებლობების შეჩერების ხარჯზე ვგეგმავთ. რა საჭიროა რუსთაველის ქუჩის გამყოფ ზოლზე რკინის ღობე, რომელზეც ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა. ამ თანხით მუნიციპალური საავადმყოფო ერთი წელი იარსებებდა“.
საკრებულოს წევრობის კანდიდატის თქმით, „ჭრელი საკრებულოს“ შემთხვევაში მთავარი, რამაც საკრებულოსა და მერიის თანამშრომლობას უნდა შეუწყოს ხელი, „სახელმწიფო აზროვნება იქნება“.
დავით თედორაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს „არავითარ შემთხვევაში“ არ დაუჭერდა: „არასდროს დაუჩაგრავს ქართველ კაცს განსხვავებული ადამიანი, მაგრამ ეს კანონი უკვე იძლევა საშუალებას, რომ მოიქცნენ თავხედურად. მე მომწონს, როცა ახალგაზრდა ქალ-ვაჟი ზის სკამზე, მაგრამ არ მომწონს, როცა ბღლარძუნობენ და მამაკაცების კოცნა მომეწონება?“…
მირზა სვანიძე
29 წლის მირზა სვანიძე საარჩევნო სიაში პირველ ნომრად „რეფორმატორებმა“ ჩაწერეს. გამარჯვების შემთხვევაში ის მერვე ოლქში, საიდანაც კენჭს იყრის, სამუშაო შტაბის შექმნას გეგმავს: „ვხვდები მოსახლეობას, რომლებმაც არ იციან საკრებულოში ვინ არის მათი მაჟორიტარი, მე ამ რეალობას შევცვლი.“
მირზა სვანიძე „რეფორმატორებთან“ ერთად ამხანაგობის ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს. ის პრიორიტეტებს შორის ქალაქის განაშენიანების გეგმას ასახელებს.
მისი რეზიუმეს მონაცემების მიხედვით, მირზას ბათუმის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უცხო ენათა ფაკულტეტი დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტში, ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ნამუშევარი აქვს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ამჟამად ის სარფში ერთ-ერთი სასტუმრო კომპლექსის გენერალური მენეჯერია. არ ფიქრობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გახდება საკრებულოს თავმჯდომარე: „მზად ვარ ნებისმიერი სირთულის ამოცანას გავართვა თავი, მაგრამ ეს თანამდებობა ალბათ სხვას ერგება.“
პარლამენტის წევრი რომ ყოფილიყო, მირზა ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ დაუჭერდა. კითხვაზე – გაათავისუფლებდა თუ არა სამსახურიდან ლგბტ პირს, რომელიც კეთილსინდისიერი თანამშრომელია, პასუხობს, რომ -არა.
გელა გორგილაძე
ექიმი გელა გორგილაძე „არასაპარლამენტო ოპოზიციის“- კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ გაერთიანების პირველი ნომერია. გელა გორგილაძე „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ქედაში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
„უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ხდება ჭავჭავაძის ქუჩის იქეთ. ცენტრალურ ნაწილს, ანუ მიშას ბათუმს რომ თავი დავანებოთ, რომელიც გასუფთავებული და გაპიარებულია, სხვებმა რა დააშავეს? ამ მოუწესრიგებელ გარემოს დღეს მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, ეს არის მთავარი პრობლემა. როცა გამოდის მმართველი პარტიის კანდიდატი და ამბობს, მე გაგიყვანთ გზას და წყალს გაგიკეთებთო, ეს ყველაფერი ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. რაც ანბანის კოშკი დაჯდა, 64 მილიონი ლარი, ის თანხა აჭარის მასშტაბით სამი წლის განმავლობაში ყველა პენსიონერის დაზღვევას ეყოფოდა“.
გელა გორგილაძისთვის პრიორიტეტულია: მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ქალაქის განაშენიანების გეგმის მომზადება, სოციალურად დაუცველი ადამიანები.
„ვპირდებით ბათუმელებს, რომ არ დავიწყებთ ჯიპების მოთხოვნას, არც ვინმეს გავიყოლიებთ სადმე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ლიფტის ღილაკს დააჭიროს ხელი“. გიორგი ცინცქილაძე ნინო ბურჯანაძისა და „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთიანი ოპოზიციის პირველი ნომერია. მისი პოლიტიკური წარსული ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდება. ის აბაშიძის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე დღით ადრე გადადგა თანამდებობიდან. მას შემდეგ კი ქართულ პოლიტიკაში არ გამოჩენილა. ახლა ნინო ბურჯანაძის პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? – საკრებულოს წევრობის კანდიდატი პირდაპირ არ პასუხობს. ის ამბობს, რომ მის პარტიას პრორუსულ ძალად მიიჩნევენ, მაგრამ „ეს ასე არ არის“.
გიორგი ცინცქილაძე
გიორგი ცინცქილაძის თქმით, ის და მისი გუნდი დემოგრაფიული პრობლემის გამოსწორების მიზნით ყოველ მესამე შვილზე 300-ლარიანი დახმარების გაცემას გეგმავს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე კი, 25-ლარიან დანამატს გაითვალისწინებენ. ამ გუნდის პრიორიტეტებშია მცირე გადამამუშავებელი ქარხნების ამოქმედება, მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა და უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი პენსიონერებისთვის, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობისთვის. „ვგეგმავთ წყლისა და სანდასუფთავების სატარიფო პოლიტიკის გადახედვას.“
დავით რობაქიძე
„ლეიბორისტების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რობაქიძეა: „პირობას ვდებ, რომ თუ საკრებულოში უმრავლესობით შევალთ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ ხუთი კომისიიდან სამს ოპოზიციას ჩავაბარებთ. ეს წაადგება ქალაქს და წამადგება მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს. როდესაც გყავს გვერდით ოპოზიცია, არ მიდიხარ ილუზიებში, რომ რა კარგადაა ქვეყანა.“
დავით რობაქიძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი „ჭრელ საკრებულოს“ აირჩევს, მერიც წარმატებული იქნება და საკრებულოც. საკრებულოს წევრობის კანდიდატის თქმით, ეს იქნება ყველაზე კარგი სიტუაცია, სადაც საკრებულო და მერია თანხვედრაში არ იმუშავებს და ყველა დეტალზე იქნება კამათი.
„მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია“ დავით რობაქიძე ანტისკრიმინაციულ კანონს მხარს დაუჭერდა: „ამ კანონის მიღების გამო არ უნდა დავადანაშაულოთ ივანიშვილი და მისი გუნდი, ამას საფუძველი ჩაუყარა თვითონ ეკლესიამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბევრი მეგობარი მამაოა, მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რაც მოხდა გასული წლის 17 მაისს თბილისში. მე მაშინ ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იმუშავებდა, მაგრამ მაშინ ცხელმა თავებმა და ემოციამ გადააჭარბა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
განსხვავებულები საქართველოს არასდროს აკლდა, მათ უფლება აქვთ იცხოვრონ ამ ქვეყანაში და ამას ვერავინ დაუშლის. ის, რომ მოძღვარი ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის და მეორე მხარისთვის ერთი უნდა იყოს და ორივეს ჭკუა უნდა დაგვარიგოს, ამას მტკიცება არ სჭირდება; ის, რომ ჩვენ ამ ხალხს ტაბურეტკებით ვსდევთ, ეს არის ავადმყოფობა.“
ზაურ გოგიტიძე
ზაურ გოგიტიძე საარჩევნო სიის პირველ ნომრად საარჩევნო ბლოკმა – „თვითმმართველობა ხალხს“ წარადგინა. ანტიდისკრიმინაციული კანონი მისთვისაც მიუღებელია.
საკრებულოს წევრობის კანდიდატის პრიორიტეტები, მის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, „ტურიზმის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალდაქორწინებულთა ხელშეწყობა და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებაა.“
ზაურ გოგიტიძე პროფესიით ისტორიკოსია, აქვს ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობაც.
ზაურ გოგიტიძეს საკრებულოში უმრავლესობით შესვლის იმედი არ აქვს, ის და მისი გუნდი არჩევნებში საკრებულოში ფრაქციის შექმნის იმედით მონაწილეობენ.
გია კაკაბაძე
36 წლის ბიზნესმენი გია კაკაბაძე „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის“ პირველი ნომერია. მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ყოფილა, თვითმმართველობის არჩევნებში ძალების მოსინჯვა მეგობრის, გოჩა გუგუნავას თხოვნით გადაწყვიტა.
„ბიზნესში წარმატებას მივაღწიე. საკრებულოში ხელფასის გამო არ მივდივარ, ეს ჩემთვის თავისუფლების შეზღუდვაა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ქალაქისთვის რაღაც გავაკეთოთ ერთად.“
საკრებულოში უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში არ ფიქრობს, რომ თავმჯდომარე თავად უნდა გახდეს, თუმცა თუ გუნდი გადაწყვეტს, წინააღმდეგობას არ გაუწევს. მისთვის პრიორიტეტი ადამიანების დასაქმებაა.
გია კაკაბაძეც მათ შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ქვეყანას არაფერში სჭირდებოდა, რადგან „ჩვენ ტრადიციული ხალხი ვართ“. საკრებულოს წევრობის კანდიდატს არ აქვს პასუხი კითხვაზე, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას.
უკრაინული ავიაკომპანია “დნეპრ ავია” ფრენებს კვირაში ერთხელ გეგმავს.
აჭარს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის სეზონზე დნეპროპრეტროვსკისდან, ისევე როგორც უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ტურისტთა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.
საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების აღდგენისთვის 200 000-მდე ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საპროექტო ნახაზების შედგენაზე მუშაობენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამარტივებული წესით გამოცხადდება. შესყიდვებს “ა(ა)იპ ბათუმის კორპუსი” განახორციელებს.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, უკვე მეორე წელია ტურისტების აღრიცხვა მხოლოდ სასტუმროების მიერ მიწოდებული მონაცემებით წარმოებს, იქამდე კი კერძო სექტორიც ითვლებოდა და ამის გამო ახალი მონაცემების ძველთან შედარება ვერ ხერხდება: „თუ ადრე დიდი ციფრები სახელდებოდა, ახლანდელი მონაცემები არის რეალური მაჩვენებელი დღევანდელი სიტუაციისა. მთავარი ისაა, რომ ზრდის ტენდენცია ისევ შენარჩუნებულია“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი სოფო გუჯაბიძე.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, ქუთაისის იაფმა ავიარეისებმა ხელი შეუწყო აჭარაში დასვენების დღეებში ჩამოსვლის ტრადიციის დამკვიდრებას, მაგრამ ამ სეგმენტის ზუსტად დათვლა ჯერ ვერ ხერხდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნაკლებბიუჯეტიანი მოგზაურები სასტუმროებში ნაკლებად რჩებიან და ძირითადად კერძო სექტორს მიმართავენ. კერძო სექტორის სტატისტიკური აღრიცხვა კი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. სოფო გუჯაბიძის თქმით, მათი დეპარტამენტი ამ ეტაპზე სწორედ კერძო სექტორის სტატისტიკის წარმოების სტრატეგიაზე მუშაობს.
შარშანდელთან შედარებით, წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობის 10-15%-ით ზრდას ელიან. ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ისევ მზარდია ბათუმში შემომავალი საკრუიზო გემების სტატისტიკაც და თუ 2012 წელს ბათუმში სულ 10 საკრუიზო გემი შემოვიდა, 2013-ში კი – 16, წელს მინიმუმ 26 საკრუიზო გემის შემოსვლა იგეგმება.
ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ზაფხულობით უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზიტორთა პირველი ხუთეული უცვლელია: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და ირანი, თუმცა სარეკლამო კამპანიები ამ ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმეში წარმოებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბოლო სამი თვის განმავლობაში აქტიურ სარეკლამო კამპანიას ეწეოდა ცხრა სამიზნე ქვეყანაში: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ისრაელი, უკრაინა, ყაზახეთი და ლიტვა – რომელიც წელს დაემატა.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეკლამო კამპანია ამ ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის პიარაქტივობებს მოიცავდა – გარდა სარეკლამო ბანერებისა და პოსტერებისა, იქაური 250-მდე ტუროპერატორისა და ჟურნალისტისთვის მოეწყო საინფორმაციო ტურები აჭარაში, რომელთა შედეგადაც ამ ქვეყნების წამყვან გაზეთებში გამოქვეყნდა სტატიები და ნაჩვენები იქნა სატელევიზიო სიუჟეტები აჭარის შესახებ. გარდა ამისა, აჭარა წარდგენილი იყო სამიზნე ქვეყნებში გამართულ 19 საერთაშორისო გამოფენაზე.
ბათუმის (აჭარის) ძირითადი ტურისტული პროდუქტი ისევ ზღვაა. სოფო გუჯაბიძის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტი ყველანაირად ცდილობს, ზღვა არ იყოს ერთადერთი, რითაც აჭარა ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.
სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ბათუმის შემდეგ პოპულარობით რიგით მეორე ადგილზეა ქედა, სადაც ბუნებრივ და კულტურულ კომპონენტებს ემატება ღვინის კომპონენტიც, რაც ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის.
აჭარა ეკოტურიზმის მიმართულებითაც ცდილობს ტურისტების მოზიდვას. დამკვიდრდა ახალი ტურისტული მიმართულება – გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელსაც მართალია მცირე სეგმენტი ჰყავს, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით, წელს მათი რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.
სიახლეებია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ონლაინსაქმიანობაშიც – შეიქმნა ახალი საიტი (gobatumi.com), რომელზეც სიახლეებს ოპერატიულად ათავსებენ. საიტი ქართულისა და ინგლისურის გარდა რუსულ ენაზეც ითარგმნა. უკვე მზადაა და სულ მალე დაემატება პოლონური ენის ფუნქციაც.
ტურიზმის დეპარტამენტმა შექმნა ახალი, ინფორმაციული ხასიათის ონლაინაპლიკაცია მობილურებისთვის, რომელიც სეზონის ბოლომდე, მუდმივად განახლდება.
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის _ მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, წელს სასტუმროებში მომუშავე 250 კადრი ოთხი მიმართულებით გადაამზადა. „ჩვენ ამით დავეხმარეთ სოფლის სახლის/სასტუმროების მეპატრონეებს, რომლებმაც მოინდომეს ბიზნესის შექმნა, მაგრამ არ ფლობდნენ მართვისა და მარკეტინგის უნარებს. ასევე გადამზადდნენ მიმტანები, საშუალო რგოლის მენეჯერები (ადმინისტრატორები). სასტუმროებში ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ სასტუმროები დალაგების კუთხითაც საჭიროებდნენ კადრების გადამზადებას, ამიტომ წელს პირველად დავამატეთ ჰაუსქიფინგის მიმართულება“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს დაემატა ხუთი ახალი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი, რაც გულისხმობს ახალი რუკების შექმნას ინდივიდუალური მოგზაურისთვის, მან თავად რომ დაგეგმოს კონკრეტული მოგზაურობა. ახალი მარშრუტებიდან სამი არის ხულოში – ბეშუმი/გოდერძის უღელტეხილი, ხიხანი და ქედლები; გარდა ამისა ქედაში – დანდალოს ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ხელვაჩაურში – მაჭახელა.
არსებულ ხუთ საინფორმაციო ცენტრს ამ კვირაში ახალი ტურისტული ცენტრები დაემატება – ქობულეთში, ქედაში, ხულოსა და ბათუმში (საბაგირო გზასთან).
სოფო გუჯაბიძის თქმით, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის აჭარა, სავარაუდოდ, ინკლუზიური ტურიზმის განხრითაც იმუშავებს. ინკლუზიური ტურიზმი გადაადგილების პრობლემის მქონე პირების გარდა, ხანშიშესულ სეგმენტსაც მოიცავს. ისინი ევროპაში დიდი პოტენციალის მქონე მოგზაურებად მიიჩნევიან.
ძირითადი ღონისძიება, ეს გახლავთ ოჯახების გაძლიერებისა და სხვა პრევენციული კომპონენტები, იგივე სოციალური დახმარებები, არამატერიალური შეღავათები, რაც არის გაწერილი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამით.
არის დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათთვის სპეციალიზებული დღის ცენტრები. დღის ცენტრებში არის ორჯერადი კვება, სკოლამდელი აქტივობა, არაფორმალური განათლება, წრეები და ასე შემდეგ. წლინახევრამდე ბავშვებისთვის არის კვების ვაუჩერები თვეში 50 ლარის ოდენობით.
ჩვენს სააგენტოში არის დასაქმების დეპარტამენტი, სამუშაოს მაძიებელთა ბაზები, სადაც ხდება ყველას ონლაინრეგისტრაცია, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, ანუ დასაქმების კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. ეს დაიწყო 2013 წლიდან. ეს არის სპეციალური პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, დასაქმდეს.
წელს ამუშავდა ახალი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამა. სიღატაკეში მყოფი ოჯახების საჭიროებები გამოიკვეთება და სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმება.
სახელმწიფომ ორი ტრანზიტული ცენტრი გახსნა ამ ბავშვებისთვის [მოიცავს 24- საათიან მომსახურების მიწოდებას, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ყოველ დღე სამჯერად კვებას, ინდივიდუალურ მუშაობას და ა.შ], გვაქვს კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და დღის ცენტრები. კონკრეტული შედეგებიც არის. ბევრს ავუღეთ პირადობის მოწმობა. არიან ბავშვები, რომლებიც დაბრუნდნენ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში და ა.შ.
მხოლოდთბილისშიაასეთიდღისცენტრები?
ჯერჯერობით, კი. ვაპირებთ გავხსნათ სხვა დიდ ქალაქებშიც.
ჩვენი სურვილია ბავშვების მაქსიმალურად მცირე რაოდენობა იყოს ქუჩებში და საბაზისო მოთხოვნები – ჯანმრთელობა, განათლება და ოჯახური გარემო ჰქონდეთ უზრუნველყოფილი. ამ წუთას რთულია რიცხვებზე საუბარი. მთავარი არ არის ციფრები, მთავარია ისე გაძლიერდეს ოჯახი, რომ ნაკლები ღატაკი ბავშვი იყოს ქვეყანაში.
მუყაოს ქალაქი, დასახლება ხელვაჩაურში, სადაც ეკომიგრანტები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ
ჩოხატაურიდან – კოკა მდინარაძე, გიორგი ცინცაძე, დიტო ჩხიკვაძე.
თბილისიდან მრბოლელთა გუნდი „ლადა“ ჯგუფის წევრები გიორგი მიქაუტაძე, დავით ვართანოვი, ნუკრი ჯანგველაძე, სოსო ბზუკაშვილი, გიორგი ბერუაშვილი და ბონდო ჭიჭინიძე.
პირველი ადგილი აჭარის სახელით მოასპარეზე მრბოლელების გუნდის „ლადა“-ს წევრმა, ნუკრი ჯანგველაძემ მოიპოვა ავტომობილით „ვაზ 2107“.
მეორე ადგილზე ქუთაისიდან ლევან შავგულიძე გავიდა BMW-თი; მესამე საპრიზო ადგილი, ასევე BMW-თი მოასპარეზე დიტო ჩხიკვაძეს ერგო ჩოხატაურიდან.
საპრიზო ადგილზე გასულებს საჩუქრად 150 ლიტრი საწვავი, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
შეჯიბრება ჩოხატაურის გამგეობის ხელშეწყობითა და სპორტსმენების სპონსორების – გიორგი ქებურიასა და ლევან ბასილაიას მხარდაჭერით ჩატარდა.
პროფესიონალ ავტომრბოლელებს შორის თვის ბოლოს დაგეგმილია საქართველოს ჩემპიონატი რალში 258-კილომეტრიან დისტანციაზე, რომელიც თბილისში ჩატარდება. აჭარის სახელით რალში იური ლომთათიძე და ნუკრი ჯანგველაძე იასპარეზებენ.
საძირკველის ჩაყრის შემდეგ ზურაბ ჩხაიძემ ცნობილ ქედელ ფერმერებს 150 ძირი ჩხავერი სიმბოლურად, უსასყიდლოდ გადასცა.
ღვინის ქარხნის საძირკველის ჩაყრას ქედაში არჩილ ხაბაძესთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ქედის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში იაშა შერვაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ პროგრამაში წელს ახალი პუნქტი დაემატა:
„ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია-დერატიზაციის მომსახურების“ პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამა მოიცავს ნაგავგამტარების, ნაგავშემკრები კონტეინერების, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ღია არხების, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებისა და სარდაფების მწერებისა და მღრღნელებისაგან გაწმენდას. წელს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც აქამდე არ ხორციელდებოდა. ეს არის იტალიური ეზოების, ერთსართულიანი და ორსართულიანი მრავალბინიანი სახლების ეზოებისა და სარდაფების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სხვენების, დეზინსექცია (მავნე მწერების განადგურება) სულ 97 სახლში“.
პროგრამის მიხედვით „სანდასუფთავება“ ქალაქის 11 550 ადგილზე მღრღნელების საწინააღმდეგო სამუშაოებს ჩაატარებს. 31 ჰექტარზე, 4020 სახლში, 187 ნაგავგამტარსა და 15 400 ნაგავმშემკრებ კონტეინერში თვეში ერთჯერ, ოქტომბრამდე, მწერების საწინააღმდეგო ხსნარს მოასხურებენ.
მწერებს ბათუმის სანდასუფთავების სამსახური სპეციალური ტექნიკითა და შვიდი სახის პრეპარატით ებრძვის.
შპს „სანდასუფთავების“ სადეზინფექციო სამსახურის ხელმძღვანელის ედუარდ ზაქარაძის თქმით, პრეპარატები გარემოს ზიანს არ აყენებს:
„ძირითადად არის ევროპული წარმოების ხსნარები. მოსახლეობისთვის და სხვადასხვა ძუძუმწოვარი ცხოველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პრეპარატები საქართველოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დასაშვებ ხსნართა სიაში შედის. თუ ხსნარის რომელიმე კომპონენტი არ არის რეგისტრირებული, ქვეყანაში ის ვერ შემოაღწევს“.
ნუგზარ ცეცხლაძის თქმით: „თუ მოქალაქები მოგვმართავენ მერიაში განცხადებით, ან მერიის ცხელ ხაზზე (27-26-06), რომ ჩვენს ეზოს ჭირდება დეზინსექცია, ჩვენი ჯგუფი გავა და ჩაატარებენ სამუშაოებს“.
მწერებთან და მღრთნელებთან ბრძოლის პროგრამისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 185 215 ლარია გამოყოფილი.
2013 წელს, იანვარში, შუახევის გამგებლად დაინიშნა ახალი მთავრობის წარმომადგენელი თამაზ დავითაძე. ამავე წლის აპრილში გამგებელმა სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მოქმედი სასწავლო ნაწილის გამგე მიხეილ დავითაძე. კოლექტივს ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები ამ უკანასკნელის პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ მივიღეთ ეს დანიშვნა. სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები სკოლაში. მიხეილ დავითაძის მიერ გატარებულმა მიუღებელმა საკადრო ცვლილებებმა, თანამშრომლების დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკამ გაამწვავა ურთიერთობა სკოლაში. დირექტორმა სამეურვეო საბჭო გააუქმა და მიგვანიშნა „ამიერიდან როგორც მას სურს, ისე წარმართავს სკოლის საქმიანობასო“. შეასრულა კიდეც ეს -2013 წლის აგვისტოში ორი მასწავლებელი, მე და ქალბატონი ეთერ ჯიქიძე, რომელიც 23 წელი მუშაობდა ამ სკოლაში, სამსახურიდან გაგვათავისუფლა. საფუძველი – ხელშეკრულების ვადის ამოწურვა – კანონიერად მოგვიცილა თავიდან.
მივმართავ შუახევის თვითმმართველობას თუ ერთმმართველობას, ვინ ზრუნავდა თქვენს შვილებზე წლების განმავლობაში, ჩვენ თუ ბატონი მიხეილ დავითაძე? მის აღზრდილს, სანთლით რომ ეძებოთ შუახევში, ვერ იპოვით. დაინტერესდით, როგორ აისახა ჩვენს პირად ცხოვრებაზე ამ ადამიანის ქმედება? ჩვენი პრეტენზიები ხომ მხოლოდ სკოლის წარმატებისკენ იყო მიმართული, დაგაფიქრათ ამ ადამიანის ქმედების ზნეობრივმა მხარემ? არა, უფრო მეტიც, პირადად თამაზ დავითაძის ხელდასმით განხორციელდა ძალაუფლების ასეთი დემონსტრაცია, რადგან შუახევის საზოგადოებამ კარგად იცის, მიხეილ დავითაძეს არც უნარი და არც გამბედაობა არ ეყოფოდა დამოუკიდებლად განეხორციელებინა ეს ავანტურა.
ჩვენ მივმართეთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. იქ სინანულით აგვიხსნეს, რომ დღეს მოქმედი შრომის კანონის საფუძველზე ჩვენი გათავისუფლება სამართლებრივ ფარგლებშია მოქცეული, ამიტომ აზრი არ აქვს სასამართლოში ჩივილს, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია მოსამართლემ ამ პრობლემის მორალური და ზნეობრივი ფაქტორი განიხილოს. გვირჩიეს, მიგვემართა ზემდგომი ორგანოებისთვის, რადგან ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთი ზარიც საკმარისია. ჩვენც მივმართეთ აჭარის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, კულტურის სამინისტროს, პასუხი ერთია – „მიმართეთ სასამართლოს“.
აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ერთი ზარით გვარდება მინისტრების, მოადგილეების, გამგებლების და ასე შემდეგ სავარძლების გადანაწილება და არა რიგითი, უბრალო მასწავლებლის ღირსების დაცვა. ახლა იქნებ მითხრათ, რომელ სასამართლოს მივმართო, რომლის პრაქტიკაშიც მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა ჯერ არავის დაკისრებია? თუ სასამართლომ უნდა გააკონტროლოს რას და როგორ სწავლობენ ბავშვები სკოლაში, ან რა დანიშნულებით იხარჯება სკოლის 70-ათასიანი ბიუჯეტი, რომელსაც სახელმწიფო იხდის ისევ ჩვენი საშემოსავლოებით, მაშინ რაში გვჭირდება სამინისტროები, უამრავი კომიტეტი და კომისიები, რა დანიშნულება აქვთ ამ უწყებებს, მხოლოდ სტუმრების მიღება-გასტუმრება და ღონისძიებების ჩატარება?
არც ერთ მთავრობას არ მოვფერებივარ რაღაც დივიდენდებისათვის, არც ახლა ვაპირებ. აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში კანონით მანიპულირება, პირადი ანგარიშსწორება და ძალადობა.
ჩვენ ვიცით კანონიერი უსამართლობით გაუბედურებული და გაწამებული ადამიანების უამრავი ისტორია. ჩემი ოჯახიც ამ ისტორიის ნაწილია. 2003 წელს აბაშიძის შერჩევითმა სამართალმა და კანონმა უსახლკაროდ დამტოვა, 11 წელია ჩემს მშობლიურ ქალაქში ლტოლვილივით ვცხოვრობ. 2010 წელს სააკაშვილის მთავრობამ ჩემი შვილი სამსახურიდან დაითხოვა, 2000 ლარი ჯარიმა კი მე, ქვრივ, უსახლკარო ქალს დამაკისრა. დღევანდელ მთავრობას გვერდით დაგიდექით მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ შტაბის გვერდით, ქუჩაზე გავლისაც კი ეშინოდა ხალხს, მხოლოდ ერთი – `სამართლიანობის ზეიმის~ იმედითა და ოცნებით. რა მივიღე? აქცია „კარდაკარისთვის“ 100 ლარი და 1 ოქტომბრის შემდეგ სრული იგნორირება. ბედის ირონიაა, თუ ამ ქვეყნის ცვლადი ხელისუფლების გადამდები სენი?
„ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა“ – ასე იმართლებდა თავს წინა მთავრობაც და ქვეყანა კინაღამ საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, ხალხის ფულს კი პირადი სიამოვნებისთვის ხარჯავდნენ. გაუთავებლად საუბრობთ სასიკეთო პროგრამებზე, კი ბატონო, მაგრამ რა აზრი აქვს ექიმთან ვიზიტს, თუ წამალს ვერ იყიდი? რა აზრი აქვს უფასო სასწავლებელს, თუ სამსახური არ არის? რა აზრი აქვს პენსიისა თუ ხელფასის მისხალ-მისხალ მომატებას, თუ ყველაფერი ელვის სისწრაფით ძვირდება? საუბრობთ კანონის უზენაესობაზე, რომელი კანონების? ისევ ძველი კანონები, ისევ იგივე მოსამართლეები და პროკურორები და ხელფეხშეკრული სამართალი. შარშან მიიღეთ შრომის კანონი, რომელიც კიდევ დასახვეწია, ის მუხლი, რომელიც ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში დაგვეხმარებოდა, წელს შედის ძალაში. სად არის ლოგიკა? ეს მცირე ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომელიც ხალხს აწუხებს.
არ მინდა ზედმეტი პათეტიკა, მაგრამ ეს ქვეყანა დიდი ხანია ვამპირს ჰგავს, რომელიც საკუთარი ხალხის სისხლითა და ოფლით იკვებება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ექსპონატები რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივ აქტივობას ასახავდა.
„ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და შეისწავლა როგორ აშუქებდა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში მედია ქალთა თემატიკას და რას წერდნენ თავად საზოგადო მოღვაწე ქალბატონები იმ ეპოქაში. აქ წარმოდგენილია ექსპონატები რომელიც ერთის მხრივ ქალთა პოლიტიკურ აქტივობას ასახავს, მეორე მხრივ მოუწოდებს ქალბატონებს იყვნენ უფრო აქტიურები. ბევრი მათგანის გამონათქვამი დღესაც აქტუალურია, იმიტომ რომ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, საქართველოს ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში და მის ევროპულ არჩევანს,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე.
გამოფენის შემდეგ სტუდენტებისთვის მედიის განვითარების ფონდმა ტრენინგი ჩაატარა, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგებოდა. გენდერული თანასწორობის მხრივ, არსებული ვითარება, საკანონმდებლო გარანტია და სამოქალაქო აქტივიზმი.
მედიის განვითარების ფონდი პროექტს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.
სულ ახლახან საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ინტელექტუალურ შეჯიბრში 72 სკოლის გუნდს შორის „პირველები“ გამარჯვებულად დასახელდნენ, რითაც ბათუმის პირველ საჯარო სკოლას საქართველოს ყველაზე ინტელექტუალური სკოლის სტატუსი მოუპოვეს.
როგორც აბიტურიენტი, ექვსივე მათგანი ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორთან, სხვადასხვა საგანში ემზადება, თუმცა ინტელექტუალურ თამაშებში მათ უფრო სხვა სახის ცოდნა ეხმარება. `თითოეული ჩვენგანი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ სფეროშია ძლიერი, ამრიგად ვავსებთ ერთმანეთს“, – ამბობს მიშიკო დუმბაძე. ის 12 წელია ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ ცენტრში ფორტეპიანოს სწავლობს. ამბობს, რომ თამაშისას მისი ფოკუსი სწორედ მუსიკა და კულტურაა.
დათო ნაკაშიძე მათემატიკაში ემზადება, თუმცა ამბობს, რომ თამაშის დროს ყველაზე მეტად ინგლისური ენის ცოდნას იყენებს – „ინგლისურში ოთხი წელია ვემზადები და საკმაოდ კარგად ვიცი ენა. თამაშისას ხშირად მოსულა შეკითხვა, რომლის პასუხიც კონკრეტული სიტყვის თარგმანს უკავშირდებოდა. ასეთ დროს მე ვაქტიურობ ხოლმე“.
მიხეილ კვაშალი – „როგორც აბიტურიენტი, ეროვნული გამოცდებისთვის მეც ვემზადები. ისე კი ჩემი სფერო სპორტია. ბავშვობაში დავდიოდი სპორტში, ახლა, უბრალოდ, მოყვარული ვარ“. გარდა ამისა, მიხეილი და დათო ფილმებით არიან გატაცებული, ამიტომ კინემატოგრაფიასთან დაკავშირებული შეკითხვები ძირითადად მათი კომპეტენციაა.
დათო ჯაფარიძის სფერო ისტორია და მითოლოგიაა. ამბობს, რომ ბერძნული და სკანდინავიური მითოლოგიითა გატაცებული და პარალელურად ისტორიაშიც ემზადება.
გუნდის წევრები ამბობენ, რომ „პირველების“ კაპიტანი დავით კილაძე, ყველა ჩამოთვლილ და დარჩენილ სფეროებს იცნობს, თავად დავითი მიიჩნევს, რომ ეს მისი ვალდებულებაცაა. „ვცდილობ, ყველა სფეროში ვიყო ჩახედული, როგორც გუნდის კაპიტანი, ვალდებული ვარ, ყველა თავის სფეროში ფოკუსირებულს მოვუსმინო და პასუხი სწორად შევარჩიო“, – ამბობს ის.
გუნდის წევრები სკოლის გარეთაც იკრიბებიან. „თუ წასასვლელი არ გვაქვს, სკოლაშიც ვხვდებით ერთმანეთს, თამაშებისთვის სხვადასხვა ინტელექტუალურ კითხვას ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ სამომავლო გეგმებსაც. არ გვინდა, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი უკვალოდ გაქრეს“, – ამბობს გუნდის კაპიტანი.
დათო ჯაფარიძის თქმით, ისინი ადრინდელისგან განსხვავებით, სავარჯიშოდ აღარ იკრიბებიან – „იმდენად ხშირად ვმონაწილეობთ ბათუმში გამართულ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებზე, რომ სულ ფორმაში ვართ“.
კითხვაზე, საკმარისია თუ არა ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებისთვის მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა, პასუხობენ, რომ – არა.
მიხეილი ამბობს, რომ შეიძლება სულაც არ იყო განათლებული, მაგრამ ინტელექტუალურ თამაშებს მაინც კარგად თამაშობდე. „აქ აზროვნებაა მთავარი, ლოგიკა და არა სკოლის ცოდნა“, – ამბობს ის.
„თვითონ ბავშვი უნდა იყოს დაინტერესებული ყველაფრით, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ინტერნეტი… ბევრი რამაა, რაც განვითარებაში გვეხმარება. სკოლის ცოდნა საკმარისი არ არის, გამოცდაზე შვიდი და რვა ქულა ავიღე“, – ამბობს მიშიკო.
მოაზროვნეთა გუნდის ტრანსპორტირების ხარჯს სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სკოლა გუნდს შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებაშიც უწყობს ხელს.
გუნდის წევრები ახლა საატესტატო გამოცდებს აბარებენ, ზაფხულში კი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, ამიტომ უახლოეს მომავალში დაგეგმილ თამაშებში მონაწილეობისთვის არ სცალიათ. თუმცა მიხეილის თქმით, აგვისტოში „რა? სად? როდის?“-ის შავიზღვისპირეთის ჩემპიონატს არ გამოტოვებენ: „მასში ბევრად უფრო გამოცდილი მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, ასაკითაც დიდები არიან ჩვენზე, თან თამაში რუსულ ენაზე იქნება. გვინდა ბედი ვცადოთ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იქნება“.
გუნდის კაპიტნის თქმით, ისინი თავიანთი სკოლის უმცროსკლასელ მოაზროვნეებს კარგად იცნობენ და მათ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულნი არიან. დავითის თქმით, „მათ შემდეგ ღირსეული გუნდი დარჩება სკოლაში“.
„ეს ორი სახლი არის სიმბოლო იმისა, თუ რას ვაკეთებდით წლების განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ეს ორი სახლი ავაშენეთ, ფულიც დავუტოვეთ ბიუჯეტში იმისთვის, რომ კიდევ ორი სახლი აეშენებინათ. აღარ ვსაუბრობ ახლის აშენებაზე. უკვე აშენებულს ვეღარ იყენებს მთავრობა. ვერ გამოუძებნია დრო, რომ მისცეს გასაღები და შეუშვას. მე გეუბნებით, რომ თქვენ ხართ პრიორიტეტი, თქვენ თუ არ განსაზღვრეთ და თქვენ თუ არ მიიღეთ ის ბინები, რომლებიც დაპირებული იყო, ქალაქის განვითარებას ბოლო მოეღება და ამით მართლა შეიძლება დავბრუნდეთ იმ ძველ პერიოდში. ყველას გვახსოვს სად ვიყავით და როგორ ვიყავით. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ ჩვენ სიტყვა მოგეცით ბოლომდე უნდა შე შვასრულოთ.“ – მიმართა ლევან ვარშალომიძემ ბარაკებში მცხოვრებ მოსახლეობას.
„მართალი ხართ სიტყვა მოგვეცით, მაგრამ სახლები აშენდა, ჩვენ კი დავრჩით ნაოცნებარი, ისევ ბარაკებში ვცხოვრობთ“ – ასეთი იყო მოსახლეობის პასუხი.
„მთავრობა იქნება თუ მერია, როგორ შეიძლება რომ ადამიანები დაიყოს კატეგორიებად თუ ვის რა როგორ უნდა მისცეს. დავყოთ ახლა შავებად და თეთრებად? – გაჭირვებული ყველა ერთია. ჩვენი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ თქვენ ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო ოცდაათზე მეტი სახლი, რომ გადათვალო – 2000 ბინა გამოდის. ჯერ კიდევ შარშან შეიძლებოდა ამის გაკეთება. ეს შეიძლებოდა მიგვეცა ყველა გაჭირვებულისთვის და არამარტო ბათუმელისთვის. “ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ შეხვედრაზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განხადებით თამარის დასახლებაში ორ ახალ კორპუსში, რომლებზეც ლევან ვარშალომიძე საუბრობდა, ბინები უკვე განაწილებულია, ოჯახები ამ ბინებში არჩევნების შემდეგ შესახლდებიან.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა – ვაჟა ხახუტაიშვილმა დღეს სამი შუამდგომლობა დააყენა. პირველ შუამდგომლობაზე – მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა – მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უარი განაცხადა. მეორე შუამდგომლობაზე – საქმეში ჩაიდოს ჯემალ ქონიაძის გარდაცვალების ცნობა, მოსამართლემ დასაშვებად ცნო. მესამე შუამდგომლობაზე – მოწმის სახით დაიკითხოს გიორგი კუპრეიშვილი, მოსამართლემ თქვა, რომ საკითხზე თავის გადაწყვეტილებას 23 ივნისს გამოაცხადებს.
ვაჟა ხახუტაიშვილი: „მოწმეების უმეტესობა მიუთითებს, რომ ამ საკითხზე გამართულ შეხვედრებს [ბიზნესმენის გატაცება] უშიშროებაში ესწრებოდა ჯემალ ქონიაძე. გამოძიებას აქვს დადგენილი, რომ ფაქტი მოხდა ზაფხულში, მაშინ როცა, ამ ფაქტამდე სამი-ოთხი თვით ადრე ჯემალ ქონიაძე გარდაცვლილი იყო. დღეს სასამართლოში ჯემალ ქონიაძის გარდაცვალების ცნობა წარვიდგინეთ.
ჩვენი შემდგომი შუამდგომლობაა დაიკითხოს გიორგი კუპრეიშვილი, რადგან ყველა მოწმე, ვინც ამ საქმეზე დაკითხულია, თითქოს მიუთითებს, რომ შეხვედრები და საუბრები იმართებოდა კუპრეიშვილის კაბინეტში, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა. გამოძიებას დაკითხული ჰყავს კუპრეიშვილი, მაგრამ მისი ჩვენება გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, სასამართლოს აქვს უფლება მტკიცებულების ნაწილი ხელახლა გამოიკვლიოს. სწორედ ამისთვის ითხოვა დღეს ვადა სასამართლომ“.
საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშმა ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან ერთად 1996 წელს გაიტაცა ბიზნესმენი თამაზ გელაძე და მას 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონება და ფული გამოსძალა.
დავით ხალვაშს სახელმწიფო ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის კომპანია „არტი“მითვისება-გაძარცვა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევები. ბრალდებული ფიგურირებს იმ სისხლის სამართლის საქმეშიც, რომელიც ასლან აბაშიძის წინააღმდეგ არის აღძრული. თუმცა დღეს სასამართლოს ამ ეპიზოდებზე არ უმსჯელია.
დავით ხალვაშმა საქართველო დატოვა 2004 წლის 6 მაისის შემდეგ, როდესაც აჭარის ყოფილი ლიდერი იძულებული გახდა მოსკოვში წასულიყო. დავით ხალვაში საქართველოში წელს 22 აპრილს დაბრუნდა და ნებაყოფლობით ჩაბარდა ადმინისტრაციულ ორგანოებს.
იმის გამო რომ შტორმია და ხილვადობა ცუდი, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის პოვნას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
აჭარის სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებში გუშინ საღამოს 6 საათზე ჩაერთო. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა 27 წლის დ.ლ ურეკის ზღვაში რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა და თვითონ ტალღებიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
იმის გამო, რომ ასაშენებელი ობიექტების რაოდენობა შეიცვალა და, შესაბამისად, შეიცვალა მავნე ნივთიერებათა ჰაერში გამოყოფის სტაციონარული წყაროების რაოდენობა, ნავთობტერმინალს თავიდან მოუწევს მშენებლობის ახალი ნებართვისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის მიღება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ტერიტორია, რომელზეც სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა იგეგმება, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ქალაქის გარეუბანშია. „ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად იქნება დაცული მშენებლობის ნორმები; მშენებლობის პროცესში ხომ არ გავრცელდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებები, საწარმოო წყლები ხომ არ დაბინძურება ან სახიფათო ნარჩენები ხომ არ წარმოიქმნება.
დოკუმენტის მიხედვით, საწარმოო და სანიაღვრე წყლებისთვის ცალკე საკანალიზაციო მილს გაიყვანენ. ახალი რეზერვუარების პარკის სანიაღვრე სისტემა უკვე არსებული რეზერვუარების სანიაღვრე სისტემას მიუერთდება, საიდანაც მდინარე ბარცხანაში გადაიტუმბება.
გზშ-ში ნათქვამია, რომ სანიაღვრე წყლებს მდინარე ბარცხანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუშვებენ, თუკი წვიმის წყალი ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმებს დააკმაყოფილებს. ხოლო თუ ნორმები დაირღვევა, მაშინ წვიმის წყლებს ცენტრალურ ნავთობდამჭერში გადატუმბავენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, მაგალითად, როგორ მოხდება წვიმის დროს კონტროლი, რომ დაბინძურებული წყალი ჯერ მდინარეში, შემდეგ კი ზღვაში არ მოხვდეს.
„აქ საუბარია წვიმის წყალზე, რომელიც მოედინება სუფთა ტერიტორიაზე. რეზერვუარის პარკი შიგნიდან დაბეტონებულია და სრულიად სუფთაა. არანაირი ნავთობის კვალი იქ არ არის. იქ მონადენი წყალი ხვდება ცალკე სანიაღვრე მილში, გადის მილსადენით და იტვირთება მდინარე ბარცხანაში. დღეს ეს სისტემა მოქმედებს. ორი რეზერვუარი უკვე აშენებულია, რომლებსაც მსგავსი სანიაღვრე სისტემა გაუკეთდა. მას ყოველი წვიმის დროს ვაკონტროლებთ. ჩვენთან არის ეკოლოგიის ლაბორატორია, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს კონცენტრაცია ჩამდინარე წყლების,“ – ამბობს ნავთობტერმინალის საწარმოო უსაფრთხოების მენეჯერი თენგიზ გორდელაძე.
მისივე თქმით, რეზერვუარების აშენების შემდეგ დამონტაჟდება ელექტრონული სისტემა, რომელიც გაზომავს მდინარეში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას. ეს იქნება იმის გარანტია, რომ მდინარეში დაბინძურებული წყალი არ მოხვდება.
გასულ წლებში ბათუმის ნავთობტერმინალი რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგალითად, 2013 წლის აპრილში სანებართვო პირობების დარღვევის გამო. „შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია არღვევდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს. კერძოდ, ნებართვის პირობებით არის დადგენილი უნაპირო ნავმისადგომზე ნავთობის გადატვირთვის სიჩქარეები. შემოწმების პერიოდში აღემატებოდა იმ ნორმას, რაც არის დადგენილი რეალურად ნებართვის პირობებით,“ -უთხრა „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.
იმავე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მე-6 და მე-3 ესტაკადები არ იყო აღჭურვილი ნავთობის აირების შეგროვებისა და რეკოპერაციის დანადგარებით. ტერმინალი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს და მდგომარეობის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა მისცეს. განმეორებითი შემოწმებისას, 2013 წლის ივლისში, ნავთობტერმინალს ე.წ. „ნავთის უბანზე“ საწარმოო სისტემიდან ნავთობის აირების შეგროვების სისტემისა და რეკოპერაციის დანადგარების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმ ოთხი რეზერვუარიდან, რომელიც საწარმოსა და საცხოვრებელი ზონის საზღვარზე არის განთავსებული, გამოყოფილი აირების ორგანიზებული შეგროვება და გაწმენდა მიმდინარეობს.
„თუმცა იმავე შემოწმებით აღმოჩნდა, რომ უნაპირო ნავმისადგომებში, ტანკერებში ნავთობპროდუქტების ჩატვირთვისას აჭარბებდნენ გადატვირთვის დადგენილი მოცულობის სიჩქარეებს. ეს კი იწვევს მძაფრ სუნს. ვინაიდან კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევები სიჩქარეების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გაუსამმაგა ჯარიმა ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის შესაბამისად და 15 ათასი ლარით დაჯარიმდა,“ – ამბობს ნელი კორკოტაძე
ბოლოს ნავთობტერმინალი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მათივე მიმართვის საფუძველზე შეამოწმა. ნავთობტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა და სამინისტროს გადავადება სთხოვა. „ნავთობტერმინალის ძირითადი ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის ორ სარეზერვუარო პარკში, ასევე „ნავთისა“ და „ხოლოდნაია სლობოდას“ სარეზერვუარო ტერიტორიაზე, არ იყო მოწყობილი სანიაღვრე საკანალიზაციო სისტემები. რეკონსტრუქცია არ იყო ბოლომდე დასრულებული. ამასთან „ხოლოდნაია სლობოდას“ სარეზერვუარე პარკის ტერიტორია არ იყო აღჭურვილი საწარმოო აირების შემკრები და გამწმენდი სისტემებით. ასევე მათ უნდა უზრუნველყოთ ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების გაწმენდის, ასევე სახიფათო ნარჩენების განთავსების რაღაც წერტილის მშენებლობა. არც ეს არ იყო შესრულებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დეპარტამენტმა 2014 წლის 25 თებერვალს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები გადაუგზავნა სასამართლოს,“ – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნავთობტერმინალისათვის ჯარიმა არ დაუწესებია, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგი ჯერ უცნობია. „ბევრი ვალდებულება აქვს აღებული კომპანიას, ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საწარმოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი არ უნდა შეასრულოს. რაც არ ჰქონდათ გაკეთებული, იმაზე მოვახდინეთ რეაგირება. მუდმივად კონტროლზე გვყავს აყვანილი“, – აცხადებს ნელი კორკოტაძე. ბათუმის ნავთობტერმინალის საწარმოო უსაფრთხოების მენეჯერის თენგიზ გორდელაძის თქმით, ნავთობტერმინალის მიერ სამინისტროს წინაშე აღებული 110 ვალდებულებიდან შეუსრულებელი მხოლოდ ოთხი ვალდებულება დარჩა.
„ამ ოთხი ვალდებულების შეუსრულებლობა იმან გამოიწვია, რომ ინვესტიციები შეგვიმცირდა. შესაბამისად, ის ინვესტიციები, რომელიც გვქონდა დაგეგმილი, ვეღარ ჩავდეთ ამ ღონისძიებაში. ყოველწლიურად დაახლოებით 5-6 მილიონს ვხარჯავდით მხოლოდ ეკოლოგიაზე. გერმანიაში გავიმარჯვეთ წელს, პრიზი მივიღეთ საუკეთესო ეკოლოგიური პროექტისათვის. შედეგებიც არის შესანიშნავი. ამას თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროც აღიარებს,“ – აცხადებს თენგიზ გორდელაძე.
მისივე თქმით, ნავთობტერმინალს რომ არ მიემართა სამინისტროსთვის და არ ეთხოვა ვალდებულებების შესრულების გადავადება, სამინისტრო ამას ყურადღებას არც მიაქცევდა.
„დაფინანსების უკმარისობის გამო მაჯარიმებ? – პირიქით უნდა დამეხმარო, დაფინანსება არ მყოფნის. არანაირი ზიანი გარემოს არ მიდგომია, არც მდინარე დაბინძურებულა, არც ჰაერი, არც არაფერი. სასამართლომ სწორედ ამიტომ მოგვცა სიტყვიერი შენიშვნა და არ დაგვაკისრა ჯარიმა. ჩვენ რომ არ გვეთქვა, ალბათ, ვერც გაიგებდნენ. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად ღიაა. გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, მაქსიმალური თანხები იხარჯება. უმადურობა იქნება, რომ ეს არ აღიარონ. გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობაა ისეთი, ვერ შევძლებთ, რომ არ დაგაჯარიმოთო,“ – აცხადებს თენგიზ გორდელაძე.
ამ ეტაპზე სამი რეზერვუარის ასაშენებლად ნებართვა გაცემული არ არის. გასცემს თუ არა სამინისტრო ნებართვას, მას შემდეგ გაირკვევა, რაც გზშ-ს საჯარო განხილვები დასრულდება.
„როგორ ვიცხოვრო ბინაში? სარეცხი სად გავფინო, ბალიში აღარ გავამზეურო? მე მესამე სართულზე ვცხოვრობ, წინ ცხრასართულიან კორპუსს რომ დამიდგამენ, მე რა ვქნა, მზე აღარ შემოვა ბინაში. ვნერვიულობ, ავად ვარ და მეშინია რამე არ დამემართოს“ – აცხადებს ზაირა ქურიძე.
მაღლივი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგია აკაკი ფუტკარაძეც:
„ჩვენს ბინას და ამ სახლის უკან მდგომ კორპუსსაც მთლიანად დაეფარება ახალი სახლი და აქ ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ჩვენ ვრჩებით მზის და ჰაერის გარეშე. ვაპროტესტებთ ამ ადგილზე მაღლივი კორპუსის მშენებლობას და მოვითხოვთ მერიისგან, რომ მშენებლობა შეჩერდეს, ან მაღლივი კორპუსი არ აშენდეს“ – აცხადებს აკაკი ფუტკარაძე.
მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე რამდენიმე კერძო სახლი იდგა. ტეროტორია დაახლოებით შვიდი წლის გაიყიდა, თუმცა მშენებელმა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კერძო მაცხოვრებლები ბინების გარეშე დარჩნენ.
„შემდეგ მშენებელი შეიცვალა. ახალი ნებართვა გასული წლის აგვისტოშია გაცემული. მესმის, რომ იმ ოჯახებსაც სჭირდებათ ბინები, მაგრამ სახლი ისე უნდა დაგეგმარებულიყო, რომ კორპუსებს ერთმანეთისთვის პრობლემა არ შეექმნა“- ამბობს აკაკი ფუტკარაძე.
მოქალაქეები მერიის პასუხიმსგებლობის საკითხსაც აყენებენ: „მშენებლობის ნებართვა რომ გასცა, ვერ დაინახა, რომ სხვა სახლებში მაცხოვრებლებს პრობლემას შეუქმნიდა ცხრასართულიანი სახლი? არც ერთ სახლს ეზო არ აქვს პარკინგი, იგივე მდგომარეობაში იქნებიან ახალი კორპუსის მაცხოვრებლებიც. მერიას ამ მშენებლობაზე ნებართვა არ უნდა გაეცა“ – ამბობენ მეზობლები.
აკაკი ფუტკარაძის თქმით, რამდენიმე განცხადება მერიაში უკვე შეტანილია.
ქალაქის მთავარი არქიტექტორის გია რამიშვილის თქმით, რადგან მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია, იქ მშენებლობის ნორმებიც დაცული უნდა იყოს:
„ალბათ აკმაყოფილებს ნორმებს. თუ ნებართვა გაცემულია, პროექტის გადახედვა ან რაიმე სახის პროცედურის დაწყების უფლება არ გვაქვს. მოსახლეობა ყველაფერს აპროტესტებს, მაგრამ ერთის ხარჯზე მეორის ინტერესის უგულებელყოფა ვერ მოხდება“.
რაც შეეხება, ეზოს მოცულობას და პარკინგს, მთავარი არქიტექტორი ამბობს:
„ეზოს ნორმა უნდა იყოს 50 პროცენტი და თუ არ აქვს, ალბათ ბინას აქვს დაბალი ფასი. შენობებს შორის დაშორების ნორმა არსებობს და თუ ეს ნორმები დაცულია, მერიას არ აქვს უფლება ვინმეს მშენებლობა აუკრძალოს“.
კომისიამ დღეს დაიწყო მუშაობა, სადაც ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული 52-მდე მოქალაქის განცხადების განხილვა დაიწყო.
„ათეულობით ოჯახმა მოგვმართა, 52–მდე განცხადება განიხილეს. განცხადებების მიხედვით ძირითადად დაზიანებულია, როგორც მაღლივი კორპუსების, ისე კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები“- აცხადებენ საკრებულოში.
კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც საკრებულოს თავმჯდომარე, ვიცე მერები, ტერიტორიული ორგანოების გამგებლები და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები შედიან, ზარალის მასშტაბებს ადგილზე სწავლობენ. „დღესვე დაითვლება ზარალის ოდენობაც. მოქალაქეები კომპენსაციას მერიის სპეციალური ფონდიდან მიიღებენ“ .
„საკრებულოს თავმჯდომარე, ბოროტად იყენებს თანამდებობას და წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში ხელს გვიშლის, რადგან მორიგი ფაქტი დაფიქსირდა, როცა ჩვენი პლაკატები ჩამოხიეს შენობებიდან. მერიის წინ მშენებარე სახლზეც ჩამოიხია ჩემი საარჩევნო პლაკატები და არის მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილის პლაკატები გაკრული, სხვა დანარჩენი არის დაზიანებული ან შავად გადაღებილი“.
ირაკლი თავართქილაძის თქმით, პლაკატების ჩამოხევა საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით გაიცა: „ობიექტის დარაჯმა გვითხრა რომ მხოლოდ ჩავლეიშვილის პლაკატები უნდა გაიკრას ექსკლუზიურად“.
იმის საჩვენებლად რომ მის საარჩევნო პლაკატებს აუცილებლად ჩამოხევდნენ, ირაკლი თავართქილაძემ კერძო ობიექტზე რამდენიმე პლაკატი ჟურნალისტების თვალწინ საკუთარი ხელით გააკრა.
„მე მოვუწოდებ რომ წინასაარჩევმო პერიოდში ჩავლეიშვილი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან თანამდებობის ბოროტად გამოყენება ავიცილოთ თავიდან“.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ ის კანონს არ არღვევს და შესაბამისად, არც თანამდებობის დატოვებას აპირებს:
„მე კანონს არ ვარღვევ. ქალაქი ვერ იქნება ხელმძღვანელის გარეშე , ქარბორბალამ პრობლემები შეგვიქმნა ქალაქში და 51 ობიექტია ამ წუთში მისახედი. რაც შეეხება პლაკატებს, თავის დროზე თვითონ ირაკლი თავართქილაძემ დაარღვია კანონი, როცა კერძო სახლებსა და ღობეებზე გააკრა პლაკატები. როცა მე ვნახე ჩემი პლაკატები, არ მინდა რომ ვინმე არათანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენო და ვუთხარი რომ ჩამოხიონ ჩემი პლაკატებიც, დღესვე დაიწყება ჩამოხევა, იმიტომ რომ კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. ჯერ არ მოუმართავს ზედამხედველობის სამსახურს, თუმცა ჩვენ დაჯარიმებამდე ჩამოვიღებთ“.
ირაკლი თავართქილაძე კერძო ობიექტზე პლაკატებს აკრავს
ბათუმში ვირუსული მენინგირის 19 შემთხვევა გამოვლინდა. სასწავლო პროცესი ორი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში შეწყვეტილი იყო.
როგორც საჯარო სკოლების დირექტორები აცხადებენ, ვირუსული მენინგიტის გამო, სკოლებში სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები და კვების ობიექტები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისგან სკოლებმა რეკომენდაციებიც მიიღეს, თუ როგორ უნდა მოხდეს პრევენციული ღონისძიებების გატარება.
საჯარო სკოლა, 2012 წელი: ფოტო: Abbas Atilay (RFE/RL)
– ბატონო რუსლან, მიუხედავად არსებული რისკებისა, კლუბი „ბათუმი“ ისევ უმაღლესი ლიგის წევრია. რა იყო თქვენი მიზანი და რას ვერ მიაღწიეთ?
რუსლან რუსიძე: ჩვენი მიზანი იყო მინიმუმ მყარად ვყოფილიყავით უმაღლეს ლიგაში და არ დამდგარიყო ლიგიდან გავარდნის რისკი. ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ამის ბევრი მიზეზია. მთავარმა მწვრთნელმა თავის დროზე ბევრი და დიდი პასუხისმგებლობა აიღო. მას უნდა განევითარებინა ბავშვთა რაგბი, კლუბის მთავარი გუნდი, ზოგადად, რაგბი აჭარაში, მაგრამ ასე არ მოხდა. თანადგომა დიდი ჰქონდა, როგორც საქართველოს რაგბის ფედერაციიდან, ასევე ადგილობრივი მთავრობიდან. ის დახასიათებული იყო, როგორც გამოცდილი მწვრთნელი, მაგრამ აღმოჩნდა არაკომპეტენტური თავისი საქმის. მწვრთნელი უნდა გეგმავდეს საწვრთნელ შეხვედრებს; მან უნდა თქვას, რომ გუნდს სჭირდება გასვლები, შეკრებები, საჭიროა სპორტული კლუბის დანამატები ამინომჟავების, ვიტამინების სახით. მოთამაშეებს ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ მიუღია.
– მარტში „ბათუმელებთან“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ განაცხადა, რომ ის კლუბთან თანამშრომლობას ახალი სეზონიდან აღარ გააგრძელებდა. ვინ იქნება „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი?
– ვმუშაობთ მწვრთნელის შერჩევაზე. მწვრთნელად ისეთი ადამიანი უნდა შევარჩიოთ, რომელიც თავს დადებს კლუბის წარმატებისთვის. ბიჭებთან, ვინც გვყავს, სწორი მუშაობით ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევა შეიძლება. ერთ თვეში იხსნება ტრანსფერი და ვაპირებთ ქართველი მოთამაშეებით გავაძლიეროთ ჩვენი კლუბი.
სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა პირველი ივნისიდან ვაკანტური იქნება. ჩვენი კარები ღიაა ყველა მსურველისთვის, ვინც დაინტერესებულია სარაგბო მწვრთნელობით. დაინტერესებულმა პირებმა მოიტანონ მონაცემები, გადავხედავთ და ვინც უფრო ღირსეულია. ვინც პიროვნულად იქნება ძლიერი, მოერგება გუნდს, შეძლებს მის მართვას, იქნება ლიცენზირებული, იმას შევარჩევთ.
– კონკრეტულად ვის მოიაზრებთ მთავარ მწვრთნელად?
აკაკი ნემსაძე: რამდენიმე ახალგაზრდა კანდიდატი გვყავს, მაგრამ დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. უახლოესი ათი დღის განმავლობაში გაიგებთ. ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საკმაოდ ცნობილი პიროვნებები არიან ქართული რაგბის სამყაროში. თვის ბოლოს შვებულებაში გავალთ და 20 დღის შემდეგ კლუბი ახალი მწვრთნელით დაუბრუნდება სამუშაო გარემოს, სეზონი კი სექტემბერში დაიწყება. ამჟამად ბიუჯეტზე, ხარჯთაღრიცხვაზე, კონტრაქტების დახვეწაზე, სპორტული ინვენტარის შექმნაზე ვმუშაობთ.
– რა მოთხოვნები გექნებათ კლუბის ხელმძღვანელებს მთავარ მწვრთნელთან?
აკაკი ნემსაძე: ახალი ბირთვის ჩამოყალიბება, სამომავლო პერსპექტივების დასახვა, ბავშვთა სკოლების განვითარება, რომ მომავალში შედეგები მოგვცეს.
– „ბათუმში“ ექვსი უცხოელი რაგბისტი თამაშობდა. ახალი სეზონიდან გუნდში გეყოლებათ უცხოელები?
რუსლან რუსიძე: გასულ წელს უცხოელები ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენეთ, როცა ქართული სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილი იყო და იძულებული ვიყავით, უცხოელი სპორტსმენებით გაგვეძლიერებინა გუნდი. ახლა ამის საჭიროება არ არის – გუნდის დაკომპლექტებას მხოლოდ ქართველი მოთამაშეებით შევძლებთ. გვირჩევნია ადგილობრივ სპორტსმენებთან ვიმუშაოთ, ვიდრე უცხოელებთან.
– ცვლილებების შემდეგ კლუბის მთავარი მიზანი რა იქნება, რისთვის იბრძოლებთ?
რუსლან რუსიძე: ვიყოთ მყარ პოზიციაზე უმაღლეს ლიგაში, ვიმყოფებოდეთ პირველ შვიდეულში და წლევანდელის მსგავსად გავარდნა არ გვემუქრებოდეს. ეს არის პროგრამა მინიმუმი.
– როგორ შეძლებთ პოზიციის შენარჩუნებას?
აკაკი ნემსაძე: ხელმძღვანელობის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ორიენტირი იყოს გრძელვადიანი შედეგი. ჩვენ არ გვსურს დღეს ფინალში ვითამაშოთ, გავიმარჯვოთ და ხვალ თამაში აღარ შეგვეძლოს, დაიშალოს გუნდი. ამ დროისთვის მთავარი მიზანი გუნდის შეკვრაა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – სტაბილურად ძლიერი გუნდის შექმნა, რომელიც ორი-სამი სეზონის შემდეგ მუდმივად იბრძოლებს მაღალი პოზიციებისათვის. ერთ სეზონზე გათვლილი წარმატებით, როგორც „დათვების“ პრაქტიკამ გვაჩვენა, რაგბს ვერ განავითარებ. „დათვებმა“ საქართველოს ჩემპიონის გარდა ევროპის ასამბლეის ლიგაზეც ითამაშა“, მაგრამ ამან რაგბის განვითარების ის რევოლუციური ბიძგი მაინც არ მოგვცა, რომელსაც ბევრი ელოდა – ამ წარმატებას არ მოჰყვა ბევრი ადგილობრივი მორაგბის გამოჩენა. ჩვენ ყველა ასაკის დონეზე გვყავს გუნდები – დაწყებული საფესტივალო ასაკიდან (10-12 წლის ბავშვები) დამთავრებული A ლიგით 14-17 წლამდე ბავშვებით, რომლებიც მომავალი სეზონის შემდეგ ძირითად გუნდს შეავსებენ. რამდენიმე პერსპექტიული კადრი გამოჩნდა კიდეც. ჩვენი გუნდის მომავალი სტრატეგიული განვითარებისთვის მაინც ჯობია ბირთვი ადგილობრივი იყოს და ორიენტირებული ვიყოთ არა მყისიერ, არამედ გრძელვადიან სტაბილურ შედეგზე.
რუსლან რუსიძე: ექვსეულში მოხვედრა და ჩემპიონობაც პრობლემა არ იქნება, თუ სხვაგვარად ვიფიქრებთ. დავივიწყებთ ბავშვთა რაგბის განვითარებას და ვიმუშავებთ მარტო ჩემპიონობაზე, ჩამოვიყვანთ 2500 15 მოთამაშეს და ვიქნებით კიდეც ჩემპიონები. მაგრამ ეს იქნება ფორსირებულად გაკეთებული და არასტაბილური გუნდი. როგორიც იყო აქამდე. უძლიერესი იყო ბათუმის საკალათბურთო გუნდი, ბათუმის საფეხბურთო კლუბი „დინამოც“, მაგრამ ეს იყო მოწვეული სპორტსმენებით გაძლიერებული გუნდები. ჩვენი აქცენტი იქნება ადგილობრივი მოთამაშეების გამოზრდა. ამიტომ არ ვჩქარობთ.
– ამ სეზონზე, რომელიც უკვე დამთავრდა, კლუბს ბიუჯეტში 599 100 ლარი აქვს. არის თუ არა ეს საკმარისი თანხა შედეგის მისაღწევად და როგორი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი?
მამუკა ფარტენაძე: 2015 წლისთვის ვამზადებთ პროექტს. თუ გვინდა, რომ აჭარას ჰყავდეს უმაღლესი ლიგის გუნდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან სულ მცირე 1 300 000 ლარი გვესაჭიროება, რომელიც დაიხარჯება სკოლების განვითარებაზე, სპორტულ ინვენტარზე, გასვლით შეჯიბრებებზე. ბათუმის მერია თუ სპორტის სამსახურები მაქსიმალურად მხარში გვიდგანან. იმედია, სამომავლოდაც გვერდში დაგვიდგებიან.
ბატონო მალხაზ, საქართველოს მთავრობაში დავობენ იმაზე, თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. პრემიერი აცხადებს, რომ ხელი მან უნდა მოაწეროს, პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებებს ხელს ქვეყნის მეთაური აწერს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი?
კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, გაწერილია თუ რა ტიპის ხელშეკრულებაზე აწერს ხელს პრეზიდენტი. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და საერთაშორისო ხელშეკრულებებს თუ შეთანხმებებს, ხელს აწერს მთავრობასთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობა შეთანხმებულია, რომ ასოცირების ხელშეკრულებას აუცილებლად მოეწერება ხელი, აქ დავა უბრალოდ ინსტიტუციებზე მიდის. რატომ გაჩნდა ეს კითხვები?
ჩემი, როგორც კონსტიტუციონალისტის აზრით, ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. რადგან, კიდევ ვიმეორებ _ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში ის წარმოადგენს. მთავრობამ კი თანხმობა უნდა მისცეს. აქ უფრო პოლიტიკური მომენტია, მთავრობას ურჩევნია, ალბათ, რომ ხელი პრემიერმა მოაწეროს.
მთავრობას რა ურჩევნია ეს არის მნიშვნელოვანი, თუ ის, რა წერია კონსტიტუციაში?
სამართლებრივი მხარე, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, მთავრობის პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. ვერ დავეთანხმები მთავრობას იმაში, რაც განაცხადა, რომ, რადგან ყველა პროცესი მოამზადა მთავრობამ, ის არის პასუხისმგებელიო. მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაშია პასუხისმგებელი, მაშინაც, როცა დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი აწერს.
თუ მაინც პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს, ეს ხომ არ შექმნის გარკვეულ უხერხულობას საერთაშორისო დონეზე?
უხერხულობა შექმნილია უკვე, რადგან მთელს ევროპაში გაიგეს, როგორ ვდავობთ ამ საკითხზე. უცხოურმა მედიამაც დაწერა. რაც არ უნდა უუფლებო იყოს პრეზიდენტი, ასეთ საკითხებში მაინც ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე. თუმცა არის შემთხვევები, როცა ჩვენი მოდელის ქვეყნებშიც, ზოგან პრეზიდენტს აქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, ზოგ შემთხვევაში კი – პრემიერს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციის კამპანიის“ ფარგლებში 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და საცირკო წარდმოდგენას დაესწრნენ.
„ჩვენი მიზანი იყო ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა პატიმარი ოჯახის შვილებისთვის“- ამბობს პროექტის კოორდინატორი მაია საგინაძე.
პროექტის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“.
ცენტრის თავმჯდომარის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები პატიმარებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
„ბოლო ამნისტიის შედეგად 3 000 – დე ადამიანი გათავისუფლდა. სახელმწიფო პროგრმამები ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მწირია. ასეთი პროექტები ნაბიჯია მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისაკენ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილეს ვინც ჩაერთო ამ პროექტის განხორციელებაში. ბევრი მონაწილე რომელიც დღეს ბათუმში პირველად იმყოფებოდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მათი მშობლემი იმყოფებოდნენ საპყრობილეში და მათ არ ჰქონდათ ფინანსური და მორალური შესაძლებლობა ჩამოსულიყვნენ ბათუმში. ვისურვებდი რომ ამ ბავშვების ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი დღე ყოფილიყოს“.
ორანიზაციები მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გეგმავენ.
ღინისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და ბათუმის ცირკის მხარდაჭერით ჩატარდა.
პროგრამაში მშობელთან ერთად 50 ბავშვი მონაწილეობდა.
წყვილის უშვილობის დროს საჭიროა ერთდროულად ორივეს – ქალისა და მამაკაცის – გამოკვლევა, საიდანაც სტატისტიკური მონაცემებით უშვილობის მიზეზად 40-% მამაკაცის უნაყოფობა სახელდება, 45-% კი – ქალის.
რაარისმამაკაცთაუნაყოფობისმიზეზები?
მამაკაცთა უნაყოფობის ძირითადი მიზეზებია ჰორმონალური და ენდოკრინული დარღვევები, ვარიკოცელე და ყველაზე ხშირად სხვადასხვა ვენერიული ინფექციები.
ინფექციების გამო, შესაძლოა, განვითარდეს პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება). ამ დროს ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის სათესლე სითხეს, რაც სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის არის აუცილებელი (მამაკაცის შვილოსნობა, კი სწორედ სიცოცხლისუნარიანი და მოძრავი სასქესო უჯრედების – სპერმატოზოიდების გამომუშავების უნარით განისაზღვრება). ამ დროს სპერმაში მომატებულია ლორწო და ჩირქი, რაც სპერმატოზოიდის მოძრაობას უშლის ხელს.
ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლის ვარიკოზული ვენის გაგანიერებაა, რომლის გამოც სათესლე ჯირკვლის კვება ფერხდება, თუ მამაკაცს დიდ ხანს ფეხზე დგომისას, სიმძიმის აწევისას ან/და სხვა ფიზიკური დატვირთვისას, მარცხენა ან მარჯვენა სათესლე ჯირკვალში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება აწუხებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ტკივილით გამოხატული ვარიკოცელეს დროს და მაშინ, როცა სპერმა გაფუჭებულია, მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულ ჩარევას ექვემდებარება.
იმუნოლოგიური დარღვევებისას ანუ იმუნიტეტის შესუსტებისას, ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც სათესლე ჯირკვლებში სპერმატოგენეზის (სპერმის გამრავლების, ზრდის, მომწიფებისა და ფორმირების პროცესის) დაქვეითებას იწვევენ.
ჰორმონალურ დარღვევებში იგულისხმება, მაგალითად, სისხლში პროლაქტინის ან კაცური ჰორმონის – ტესტესტერონის მომატება ან კლება.
დიახ, ბავშვობაში გართულებული ფორმით გადატანილმა ყბაყურამ შეიძლება მომავალში უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მამაკაცის შვილოსნობაზე. ამ დროს სათესლე ჯირკვლებში შესაძლოა განვითარდეს ანთება, რომელიც უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, ანუ შეიძლება ჯირკვალი არც გასივდეს, ანთებამ კი მილაკები გადაკეტოს და შედეგად უნაყოფობა გამოიწვიოს.
გარდა ამისა, მომავალში უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვის სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი, რასაც კრიპტორქიზმი ჰქვია და რომელსაც უმეტესად ქირურგიული ჩარევით მკურნალობენ.
მამაკაცის რეპროდუქციულ უნარზე, უარყოფითად აისახება ველოსიპედით მოძრაობა მაშინ, როცა სინთეტიკა, ე.წ. „პლავკები“ აცვიათ. ამ დროს ტემპერატურა ზომაზე მეტად იმატებს და სათესლე ჯირკვლები ვერ სუნთქავს ისე, როგორც საჭიროა, ეს კი ძალიან ცუდია სპერმატოგენეზისთვის.
მძღოლებს, ან სხვა ისეთი პროფესიის მქონე მამაკაცებს, რომელთა სამსახურიც ხშირად ჯდომას მოითხოვს, ვურჩევ, რომ მეტი ისეირნონ, გავლა აუცილებელია იმიტომ, რომ სათესლე ჯირკვლების სისტემატური ჩახურება სპერმატოგენეზის დათრგუნვას იწვევს.
მართალია, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს სპერმატოგენესზე, მაგრამ თუ მამაკაცს მიდრეკილება აქვს რაიმე დარღვევებისკენ, ალკოჰოლი და თამბაქო ამძიმებს ამ დაავადების მიმდინარეობას. ასევე არ არის სასურველი მჟავე და ცხარე საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება.
როგორმკურნალობენმამაკაცთაუნაყოფობას?
სხვადასხვაგვარად. მაგალითად, პროსტატიტს ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობენ, ჰორმონალური და ენდოკრინული დარღვევებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება და ეს პერიოდი საშუალოდ ერთ წელიწადს მოიცავს. ყველაზე რთული შემთხვევა – გენეტიკური მიზეზით განპირობებული უნაყოფობაა, რომლის განკურნებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ასეთ დროს ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ.
პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში ორმმართველობითი სიტუაციაა. არიან „ნაციონალები“ და არის „ქართული ოცნება“. ამ ორი პოლიტიკური პარტიიდან არც ერთმა არ იკადრა, რომ მეთევზე ან ამ პროფესიასთან მიახლოებული ადამიანი ყოფილიყო მთავრობაში, საკრებულოში ან სადმე ვარგისიან ადგილზე, სადაც მეთევზეების სატკივარს მიიტანდა. ფატობრივად ასეთი არ ყოფილა. იყო განსხვავებული კადრები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ არც ნადირობასთან არც თევზაობასთან. უკვე იმდენი სატკივარი დაგროვდა, რომ მეთევზეობა, როგორც სფერო, აჭარაში უკვე გადაჯიშების გზაზეა მისული.
მე ვარ მონადირეთა და მეთავზეთა ასოციაციის პრეზიდენტი 2005 წლიდან. ჩვენ გვაქვს სასროლი სტენდის პრობლემა. არ გვაძლევენ არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთს, ჩვენ დაახლოებით ერთი ჰექტარი არასასოფლო სამეუნეო ნაკვეთი გვჭირდება, მთავრობისთვის დაფინანსება არასდროს მოგვითხოვია. მათი შემოწირულობა, როგორც მათხოვრებს გადაუგდებენ, არც მაწყობს და არც მინდა, ფაქტობრივად სახელმწიფოდან ერთი თეთრი არ მიმიღია არასდროს. გაცემული კი მაქვს ბევრი სახელმწიფოს და ხალხის სასარგებლოდ. სასროლი სტენდი ახალგაზრდებისთვის გვინდა, რომელსაც შეიძლება სულ არ უნდა რესტორანში დაჯდომა. ეს არის ანბანი დამწყები მეთევზისთვის, ამისთვის გვჭირდებოდა ფართი. ამათ კი ის უნდათ, რომ ფართები მიყიდონ ირანელებს, თურქებს და სხვებს.
საკრებულომრაუნდაგააკეთოსმეთევზეებისთვის?
უნდა უზრუნველყოს ის, რომ მერიამ თანხა გამოყოს მეთევზეების მხარდასაჭერად, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ზღვისპირის ზოლი გვინდა.
მივიტან ჩემს სათქმელს, რომ აჭარის მეთევზეები ძალიან შავ დღეში ვიმყოფებით, ლიცენზია გაცემულია 2016 წლამდე, ამბობენ, რომ ქართულ კომპანიაზეა გაცემული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თურქული კომპანიაა.
საზღვაო ადმინისტრაციაში არის აუარებელი შტატი, რატომ არაფერს აკეთებენ მეთევზის უფლებების დასაცავად? გამოდის, რომ გასაუქმებელია. ლიცენზია კვოტირებულია. მაგალითად მე შემიძლია გამოვიტანო ორმოცდაათი ტონა ხამსა, უფრო მეტი თუ დავიჭირე, გარემოს დაცვა დამაჯარიმებს.
ანტიდისკრიმინაციულ კანონზე თქვენი მოსაზრება როგორია, მხარს დაუჭერდით?
მე არ დავუჭერდი მხარს ამ კანონს, იმიტომ რომ საქართველო არ არი ამ კანონის ღირსი. ამ თემაზე საუბარი საქართველოში საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, ზოგი ამბობს ოცდამეერთე საუკუნეაო და ასე შემდეგ. ხომ შეიძლება სხვა კანონი მიეღოთ?- მაგალითად როგორ გავახანგრძლივოთ ადამიანის ბედნიერება, როგორ მოვუმატოთ ხელფასი. მამამ თავი მოიკლა იმის გამო, რომ შვილს ოპერაცია ვერ გაუკეთა. ხომ შეიძლება ჩვენ რაღაც მაიმუნურ საკითხებზე არ ვიმსჯელოთ.
რომან ჯიქია
თქვენ ამბობთ რომ განსხვავებულის დევნა უნდა ხდებოდეს?
მე ჩაგვრაზე არ ვსაუბრობ. საერთოდ არ წამიკითხავს ეს კანონი, იმიტომ რომ არ მგონია რომ პატრიარქზე ჭკვიანი იყოს უსუფაშვილი ან ღარიბაშვილი. პატრიარქის ნათქვამი განხილვას არ ექვემდებარება. სამღვდელოება განუდგა ამ კანონს და ჩვენ ვინ ვართ უბრალო მოკვდავები. მე ბიჭი მეზრდება.
ანუ?
ანუ დამთავრდა. მე მინდა რომ ოჯახი იყოს ტრადიციული კაცი ქალი და ბავშვები და ჯანმრთელობა.
მიგაჩნიათ, რომ თქვენს ბიჭს შეიძლება ამ კანონმა რამე საფრთხე შეუქმნას?
კომუნისტები შტერი ხალხი არ იყო, ასეთ უაზრო კანონებს არ იღებდა. ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა ახალგაზრდობაზე. რატომ უნდა შთააგონო ახალგაზრდობას ისეთი უაზრობა. თამარ მეფის, ერეკლე მეფის ისტორია შთავაგონოთ.