ბარბარეს ეკლესიის საქმე – შს სამინისტრო: მიმდინარეობს მოკვლევა

 

ბარბარეს ეკლესია

 

2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის მოქალაქე შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის. შოთა საზოგადოება “ბათომის” დამფუძნებელია, ორგანიზაციის, რომელიც ბათუმში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლაზე, გადარჩენასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავს.

 

როგორც აღმოჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე  ბარბარეს ეკლესიის ფასადზე რემონტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონით აკრძალულია. მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განაცხადეს, რომ სააგენტოს სარემონტო სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, ეკლესიის წინამძღვარმა, გიორგი მამალაძემ კი „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ სამუშაოები მეუფე დიმიტრის კურთხევით მიმდინარეობდა.

ახალი ღვინის ქარხანა ქედაში

 

 აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საწარმო რამდენიმე კვირაში გაიხსნება.

 

ქარხანა სრული დატვირთვის შემთხვევაში სეზონზე 1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს.  

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა აგრეთვე დაათვალიერეს ქედის მუნიციპალიტეტში ხილის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო, რომელიც ამოქმედდება მიმდინარე წელს. ასევე ქედაში მოინახულეს მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც 2500 კვ. მეტრის ფართობზე ორი სახეობის მოცვია გაშენებული.

 

სტუმრებმა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩხუთში ასევე მოინახულეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

აქცია მთავრობის სახლთან

 

აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე მთავრობიდან არავინ გამოჩენილა. იქვეა მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

 

 

რეზო ბერიძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ მას კერძო იპოთეკართან ვალი 28 ათასი დოლარი უკვე გადახდილი აქვს, დარჩენილი აქვს დაახლოებით 4 ათასი დოლარი გადასახდელი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მიიღო, პოლიცია მას სახლის დაცლას სთხოვს, ხვალ ორშაბათს მისი  სახლი აუქციონზე  გადის გასაყიდად და ოჯახი  გამოსახლების შესახებ წინასწარ გააფრხთხილეს;

 

 

რეზო ბერიძის მსგავსად აუქციონზე უნდა გაიყიდოს თენგო ფაღავას, რეზო ეზიაშვილის, თემურ თავდგირიძის და ნაზი დავითაძის სახლები. ეს ადამიანები ამბობენ,  რომ ისინი იმ სიაში არიან რომელიც აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გრძელვადიან სესხებს მიიღებენ.

 

აჭარის მთავრობამ დამტკიცებულლი სია იმ ადამიანებისა ვინც შეღავათიანი სესხით ისარგებლებს უკვე გადასცა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს; 


აჭარის ეკონომიკის სამინისტრო კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით შეგვპირდა, ამიტომაც  ჯერჯერობით “ბათუმელებმა” ვერ მოახერხა იმის გადამოწმება ნამდვილად არიან თუ არა აქციის მონაწილე ეს ადამიანები იმ სიაში, რომლებმაც მთავრობის დახმარებით შეღავათიანი ბიზნესსესხები უნდა მიიღონ. 

პრესსსამსახურისგან სატელეფონო ზარს “ბათუმელები” ამ წუთებშიც ელოდება. 

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან



ღამის სერენადები ბათუმში

 

 მევიოლინე ლიანა ისაკაძე ბათუმში დღეს ჩამოვიდა. ღონისძიებას ქართველ მუსიკოსებთან ერთად წელს უცხოელი მუსიკოსებიც ესტუმრებიან.

საკონცერტო საღამოები “ღამის სერენადები”  8 საათზე საზაფხულო თეატრში დაიწყება. 

ღარიბაშვილი საკადრო პოლიტიკის შესახებ აჭარაში

 

 

ღარიბაშილმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ჩინური კომპანიების ინვესტიციებს საქართველოში და ამ მხრივ აღნიშნა „ჰუალინგ ჯგუფის“ საქმიანობა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია.

 

პრემიერ-მინისტრი საქართველოდან რუსეთში სასურსათო ტვირთის მიწოდების გაზრდასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი და გონივრული და ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი.

 

მან ასევე, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას აჭარის მთავრობაში საკადრო პოლიტიკის შესახებ. 

 

წამალი რეცეპტით

 

 

მედიაში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ, თითქოს რეცეპტი პირველადი მოხმარების ისეთ მედიკამენტებზეც იქნება საჭირო, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები, საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს და არც წამლების მომარაგება გახდება საჭირო. “ურეცეპტო გაყიდვაში 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი რჩება. ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი და იგივე ეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს”, _ თქვა მინისტრმა.
როგორ აფასებენ აჭარაში რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებას თავად ექიმები და რა რისკებს ხედავენ მთავრობის გადაწყვეტილებაში?

 

საზღვაო ჰოსპიტალის დირექტორი, კარდიოლოგი თამარ ქაჩლიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟისა, ახალი რეფორმა პრობლემებს არ შექმნის. მისი აზრით, ეს მკვეთრად შეამცირებს პაციენტის თვითმკურნალობით გამოწვეულ რისკებს და უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას: “მართალია, ქრონიკულ პაციენტებს მუდმივად ესაჭიროებათ მედიკამენტების მიღება, მაგრამ ხომ შეიძლება მას ასევე სჭირდებოდეს დოზის შეცვლა, იქნებ რამე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა და დროული ჩარევაა საჭირო _ ხშირად ამას პაციენტები ყურადღებას არ აქცევენ. ასეთი რეგულაციები ექიმებისადმი მომართვიანობასა და დაავადებების მართვასაც გააუმჯობესებს”, _ ამბობს ის.

 

II ჯგუფის მედიკამენტებისთვის რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრობლემების წარმოქმნის რისკს ვერც ნევროპათოლოგი მიშა მჟავანაძე ხედავს. იგი ამბობს, რომ რეფორმასთან დაკავშირებული უკმაყოფილება საზოგადოებაში შესაძლოა რამდენიმე კვირას გაგრძელდეს. `ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ არც პეციენტები და არც ექიმები ფორმა #3 რეცეპტის გამოყენებას არ არიან შეჩვეულნი. სიახლეები ყოველთვის იწევს გარკვეულ უკმაყოფილებას დასაწყისში. მართალია, 80-იან წლებში სარეცეპტო სისტემა ჩვეულებრივად მუშაობდა საქართველოში და ყველა წამალზე ვწერდით რეცეპტს, მაგრამ შემდეგ ეს სისტემა საერთოდ მოიხსნა და ახლა თავიდან მოგვიწევს შეჩვევა, რაც ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს მალე”, _ ამბობს ექიმი.

 

თამარ ქაჩლიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების შიში, თითქოს II ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტისთვის ექიმთან ვიზიტი მათი მკურნალობის ხარჯებს გაზრდის, უსაფუძვლოა. თამარის აზრით, იმ პირობებში, როცა საქართველოს ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმებზეა დაფუძნებული, რეცეპტის გამო ექიმზე მიმართვა პაციენტის ჯიბეს ნაკლებად დაეტყობა: `დღეს ჩვენთან, პირველადი რგოლი არის ოჯახის ექიმი და შემდეგ საჭიროების მიხედვით სპეციალისტები. ოჯახის ექიმის კომპეტენციაში შედის მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. აქედან გამომდინარე, პაციენტს შეუძლია მივიდეს თავის ოჯახის ექიმთან, რომელიც შეაფასებს სიტუაციას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაამისამართებს სპეციალისტთან, თუ ეს აუცილებელი იქნება. ისე კი, იმავე რეცეპტის გამოწერა ოჯახის ექიმსაც შეუძლია”, _ ამბობს ის. ოჯახის ექიმთან მისვლა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუზღუდავია და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის ოჯახის ექიმთან ვიზიტს სახელმწიფო აფინანსებს.

 

II ჯგუფის მედიკამენტებზე, რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა II ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 _ რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა.
ახალი ფორმა №3 რეცეპტის ბლანკი დანომრილია და სამ ნაწილადაა (A, B და C) დაყოფილი, რომელთაგან ერთი (A) ნაწილი ექიმთან რჩება, ერთი პაციენტთან და ერთიც ფარმაცევტთან. ერთ რეცეპტზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი, რაც ბათუმის #4 პოლიკლინიკის დირექტორის, ციცო ბაკურიძის აზრით, ცოტათი მოუხერხებელია. “ალბათ უკეთესი იქნებოდა სამი მედიკამენტის გამოწერა მაინც რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მაგრამ ახალ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ მხოლოდ ერთი გამოვწეროთ”, _ ამბობს ის.
ციცო ბაკურიძის აზრით, ყოველ მედიკამენტზე ცალკე რეცეპტის გამოწერა უფრო დატვირთავს ექიმს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი რეცეპტის საფუძველზე აფთიაქიდან მხოლოდ ერთხელ იქნება წამლის მიღება შესაძლებელი. ბლანკის B და C განყოფილება ექვსნაწილიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ექიმის მიერ გამოწერილი რაოდენობა პაციენტმა აფთიაქებში ექვსჯერადად შეიძინოს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში

 

შეხვედრა რედისონში

 

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მოინახულეს სამინისტროს სსიპ ლაბორატორიისა და სერთიფიცირების ცენტრი.   სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაბა ჩაქვის შპს მექნიზატორი. მიმდინაარე წელს მექნიზტორმა 28 ერთეული ტრაქტორით რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და   ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე დახვნა და დაამუშავა 1300 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი.

 

ასევე 26 ერთეული სპეცტექნიკით ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მეციტრუსე ფერმერებს მოემსახურა წამლობითი ღონისძიებების განხორციელებაში. ასევე მოინახულეს დაბა ჩაქვის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სადაც 11 ჰა ფართობზეა გაშენებული უცხოეთიდან (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, პომელოსა და სხვათა ათეულობით ჯიშის ნერგები.
აგრეთვე ეწვივნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შპს აგროფირმას. დღეის მდგომარებით საწარმოში მიღებული და გადამუშავებულია 400 ტონამდე ჩაის ნედლეული, საიდანაც წარმოებულია 63 ტონა მწვანე და 37 ტონა შავი ბაიახაის ჩაი, რომელიც ერთჯერადი მოხმარების პაკეტებშია დაფასოებული „ჩაი სამაია“ და „ჩაი პეტრა“.

 

  სოფლის მეურნეობის პროგრამებს, სამინისტროს მუშაობას და რეგიონში მიმდინარე სოფლის მეურნეობის პროექტებს. 2 დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დატვირთული გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც მოვინახულებთ როგორც ციტრუსის, ასევე ჩაის და სხვა მუერნეობებს. დაიგეგმება 2015 წლის პროექტები მიმდინარე საკითხების ანალიზის შესაბამისად,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის კანცლერს ელოდება

 

“მე მქონდა საუბარი გასულ კვირას გერმანიის კანცლერთან, მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.  ჩვენ მიმოვიხილეთ მოახლოებული ნატოს სამიტი,  ჩვენ საქართველოში ველოდებით გერმანიის კანცლერს, სავარაუდოდ ვიზიტი შედგება მომავალი წლის გაზაფხულზე.  

 

 ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთანაც  მქონდა საუბარი, მადლიერება მინდა გამოვხატო ბაიდენის მისამართით. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი, ვისაუბრეთ რეფორმებზე, მიღწევებზე რაც ჩვენ ძალიან მოკლე დროში შევძელით. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ამერიკისთვის და ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა ბათუმში, რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას.  

 

ირაკლი ღარიბაშვილი

ბათუმის ”დინამომ” კიდევ ერთი სამი ქულა მოიპოვა

ბათუმის ”დინამო”

თამაშის დროს გაფრთხილება მიიღო „დინამოს“ ფეხბურთელმა ვალერიან თევდორაძემ და „დილას“ ნახევარმცველმა თენგიზ წიქარიძემ.

დღეს, ასევე, გაიმართა შეხვედრა ზესტაფონის „ზესტაფონსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის. თბილისის „დინამომ“ მოწინააღმდეგე 3:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტური, რომელიც 24 აგვისტოს დასრულდება.

მესამე ტურის დასასრულს ხვალ ექვსი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან:

შუქურა (ქობულეთი) : ჩიხურა (საჩხერე)

მეტალურგი (რუსთავი) : გურია (ლანჩხუთი)

სიონი (ბოლნისი) : სამტრედია (სამტრედია)

კოლხეთი (ფოთი) : ზუგდიდი (ზუგდიდი)

ვიტ-ჯორჯია (თბილისი) : სპარტაკი (ცხინვალი)

მერანი (მარტვილი) : ტორპედო (ქუთაისი)

ხულოს სასპორტო სკოლა თანამედროვე სპორტული ბაზის გარეშე

ხულოს სასპორტო სკოლაში, ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებებზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის აჭარის ჭაბუკთა ნაკრებს ელოდებიან. სპორტსკოლის ადმინისტრაცია მოჭიდავეებისთვის მეორე სართულზე საწოლ ოთახებს ამზადებს. ფოტოზე: ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბოლქვაძე

სასპორტო სკოლა ხულოში 1972 წელს აშენდა. მას მოჭიდავე და იმჟამად უკვე მწვრთნელი, გოდერძი ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში. როგორც სასპორტო სკოლაში ამბობენ, საწყის ეტაპებზე ხულოში ჭიდაობის განვითარება მის სახელთან არის დაკავშირებული.

„მისი დაუღალავი შრომით აქ გაიზარდნენ ევროპის ჩემპიონი ლევან შავაძე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – ლევან მეხეშიძე და საქართველოს პრიზიორები ოთარ მეხეშიძე, ვახტანგ მეხეშიძე, ავთანდილ აბულაძე. დღეში დაახლოებით 120 ბავშვი გადიოდა წვრთნას. როცა დარბაზი არ ჰყოფნიდა, საკუთარი სახლის მეორე სართულზე ავარჯიშებდა მათ, სადაც საჭიდაო კუთხე ჰქონდა მოწყობილი. აქ განსაკუთრებით ვითარდება ჭიდაობა. ლევან შავაძის სიტყვებია, რომ „ხულო მოჭიდავეების სამჭედლოა“. ბევრი გვყავს საქართველოს, მსოფლიოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი“, – გვეუბნება ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბოლქვაძე.

დღეს ხულოს სასპორტო სკოლის ბაზაზე 10 სხვადასხვა სახეობაში 387 მოსწავლე ვარჯიშობს. ყველაზე მეტი ბავშვი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშია, 10 ჯგუფი 121 ბავშვით, მას მოჰყვება 92 მოსწავლე სამთო-სათხილამურო სპორტში, სადაც 8 ჯგუფია; თავისუფალ ჭიდაობაში სამი ჯგუფი და 30 ბავშვია; სამი ჯგუფია ფეხბურთშიც, სადაც 46 მოსწავლე ირიცხება; მაგიდის ჩოგბურთში 27 ახალგაზრდა ვარჯიშობს; კალათბურთში ორი ჯგუფი და 20 მოსწავლეა; ფრენბურთში ერთი ჯგუფი და 18 ახალგაზრდაა. ყველაზე ცოტა – 10 მოსწავლე ქართულ ჭიდაობაშია, ასევე ძიუდოში – 11 და ჭადრაკში 12 მოსწავლე ირიცხება.

სასპორტო სკოლის 2014 წლის ბიუჯეტი 15 640 ლარია, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: 125 320 ლარი – შრომითი ანაზღაურება; 10 780 ლარი – ოფისის ხარჯებია, რომელშიც შედის საწვავის ხარჯიც; 9 640 ლარი პრემიებისთვისაა გამოყოფილი; 6 200 ლარი ხმარდება არაფინანსური აქტივების ზრდას; 3 000 ლარი ტრანსპორტის მოვლა-შენახვისთვისაა განკუთვნილი; 950 ლარი სამივლინებო, ხოლო 150 ლარი სამედიცინო ხარჯებზეა გათვლილი; სასპორტო სკოლაში 38 მწვრთნელი მუშაობს, თითოეული მათგანის თვიური ხელფასი კი 240 ლარს შეადგენს.

 ის, რომ ხულოს ჩემპიონები ჰყავს, ყველაზე მეტად „მწვრთნელებისა და სპორტსმენების ენთუზიაზმის დამსახურებააო, – ამბობს სასპორტო სკოლის დირექტორი.

ხულოს სასპორტო სკოლა 711 კვ.მეტრ ფართობზე აგებული, ორსართულიანი შენობაა. მეორე სართული ადმინისტრაციული განყოფილებისთვისაა განკუთვნილი. პირველ სართულზე განთავსებულია ორი საშხაპე, ორი ტუალეტი, მწვრთნელის პერსონალური განყოფილება, სამედიცინო ოთახი, ფიზიკური მომზადების ოთახი, საწყობი და ერთი სავარჯიშო დარბაზი. დარბაზში ორი საჭიდაო ხალიჩაა გაშლილი. რომელთაგან ერთი 2013 წლის ბოლოს ხულოს მუნიციპალიტეტმა 10 000 ლარად, მეორე კი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 12 000 ლარად შეუძინა. დარბაზი 200-მდე მაყურებელს იტევს. მაყურებლისთვის განკუთვნილი პლასტმასის სკამები ხის საფეხურებზეა დამაგრებული. დარბაზში დამონტაჟებულია გათბობის სისტემა, რომელიც, როგორც ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, დიზელზე მუშაობს. საშხაპეში კი სპორტსმენებს ზამთრობით ცხელი წყალიც მიეწოდებათ.






2013 წლის ბოლოს სასპორტო სკოლამ 39 630 ლარის სპორტული ინვენტარი აჭარის მთავრობისგან, ხოლო 21 990 ლარის ინვენტარი ხულოს მუნიციპალიტეტისგან მიიღო.

ამ თანხით, საჭიდაო ხალიჩასთან ერთად, მუნიციპალიტეტმა ფიზიკური მომზადების ტრენაჟორის კომპლექტი (11640 ლარი) და სავარჯიშო ჩუჩელა (350 ლარი) გადასცა. ხოლო აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა 10 წყვილი პროფესიონალური თხილამური (ერთეული 1 500 ლარად), ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის ბურთები (საერთო ჯამში: 2700 ლარი), ჩოგბურთის ოთხი მაგიდა (4000 ლარი), ჭადრაკის ორი ელექტრონული საათი (330 ლარი), ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფა (100 ლარი), ჭადრაკის 10 დაფა ფიგურებით (500 ლარი), მკლავჭიდის მაგიდა (2500 ლარი), ორი სავარჯიშო ჩუჩელა (2000 ლარი) და სავარჯიშო ბაგირი (500 ლარი) გადასცა.

ხულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის უფროსი ნუგზარ შავაძე ამბობს, რომ ხულოს სასპორტო სკოლა 2010 წელს გარემონტდა. „გამოიცვალა ფასადი და შეკეთდა ინტერიერი. სარემონტო სამუშაოებში არ შედიოდა იატაკის შეცვლა – მე იმის შეფასებას ვერ დავიწყებ უნდა შეცვლილიყო თუ არა იატაკი. ეს უკვე სხვა დარგის კომპეტენციაა. 2010 წლის მერე დიდი დროც გავიდა, იატაკი მართლაც შესაცვლელია, მაგრამ თუ კომპლექსი აშენდება, ამის აუცილებლობა აღარ იქნება“, – ამბობს ნუგზარ შავაძე.

სასპორტო სკოლას აქვს არასტანდარტული, 4730-კვ.მეტრიანი ფეხბურთის მოედანიც, რომელიც შენობის გვერდით მდებარეობს. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ხულოში ახალი სპორტული კომპლექსის აშენების შემდეგ მოედანს გაარემონტებენ და მას ის ტერიტორია დაემატება, სადაც ამჟამად სპორტსკოლაა განთავსებული.

სპორტული სკოლის დირექტორი ამბობს, რომ შენობა ვარჯიშისთვის არასაკმარისია, ამორტიზებულია და თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

„ამ დარბაზში ვატარებთ გოდერძი ბოლქვაძის რესპუბლიკურ ტურნირს – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან სპორტსმენებს ვიწვევთ. ეს დარბაზი არ იტევს მაყურებელს. საჭიროა სპორტული კომპლექსის გაკეთება. ხულოში ხანგრძლივი ზამთარია, ამიტომ ზამთრობით სპორტის ზოგ სახეობაში ვარჯიში ჩერდება. სკოლის დარბაზებში გადაგვყავს ბავშვები, თუმცა იქაც პატარა დარბაზებია და რთულია ვარჯიში. სპორტის დეპარტამენტი და ხულოს მუნიციპალიტეტი გვამარაგებს ინვენტარით. დღეს პირველი საკითხი სპორტული კომპლექსის მშენებლობაა, რომელიც გააორმაგებს სპორტის მასობრიობას ხულოში“.

ნუგზარ შავაძე ამბობს, რომ ხულოში სპორტსკოლის მშენებლობა პრიორიტეტებს მიღმა არ დარჩენილა:

„ხულოს მუნიციპალიტეტს სპორტული კომპლექსის აშენებაზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა. ამ ყველაფერს ხელი შეუშალა საარჩევნო პროცესმა“.

ხულოს გამგებელ ბესიკ ბაუჩაძის აზრით კი, მთავარია, რომ უკვე არსებობს სპორტული კომპლექსის აშენების კეთილი ნება. გამგებელი ვარაუდობს, რომ ხულოში ორი წლის შემდეგ იქნება ახალი სპორტული სკოლა.

„გადაწყვეტილი გვაქვს პროექტის შეძენა. პირველადი ხარჯთაღრიცხვით 2 000 000 ლარის ღირებულების მშენებლობა იქნება. სპორტულ კომპლექსს ექნება სხვადასხვა სექცია. ძირითადი დატვირთვა მაინც ჭიდაობაზე იქნება, რაშიც უფრო გვაქვს წარმატება. მოლაპარაკება გვაქვს განათლების სამინისტროსთან. ერთად ვიზრუნებთ, რომ ხულოს ჰქონდეს ევროსტანდარტის სპორტული კომპლექსი. ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა წილით შემოვა ის და რა პასუხისმგებლობა ექნება ხულოს მუნიციპალიტეტს. შერჩეულია სამი სავარაუდო ტერიტორია – სოფელ დეკანაშვილებში, ვაშლოვანში ან დეკანაშვილებისა და ვაშლოვანის საზღვარზე. მიწა კერძო პირისგან უნდა შევიძინოთ, რადგან თავისუფალი მუნიციპალური ფართობი არ გვაქვს“.

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მერაბ ნაგერვაძე ამბობს, რომ ფინანსურად ვინ განახორციელებს სასპორტო სკოლის მშენებლობას – დეპარტამენტი თუ მუნიციპალიტეტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„ხულოში სასპორტო სკოლის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას უნდა წარვუდგინოთ. აჭარის მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელშიც ცალკე იქნება გამოყოფილი სპორტული კომპლექსის მშენებლობის მუხლი. დეპარტამენტის პრიორიტეტია ყველა მუნიციპალიტეტში იყოს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი, თავისი სასტუმროთი და კვების ობიექტით. მე აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს. ხულო არის სამჭედლო მოჭიდავეების, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სასპორტო სკოლაში ჭიდაობისთვის განსაკუთრებული ბაზა შეიქმნას“.

ადვოკატები მათი უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ, დეპუტატი -პირიქით

 

მოსამართლემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ურჩია, საგამონაკლისო შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს 1-ელ სექტემბრამდე მიმართოს. ამ პერიოდის შემდეგ სასამართლოში ადვოკატებს საგამონაკლისო შუამდგომლობის წარდგენის უფლება აღარ ექნებათ. ადვოკატი ედიშერ მახარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა პოლიტიკური იდეებით ხელმძღვანელობდა პარლამენტი, როცა ამ ცვლილებას ამტკიცებდა.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი დაცვის მხარეს სასამართლოში საგამონაკლისო შუამდგომლობის დაყენების უფლებას აძლევდა. 2013 წლის 14 მაისს კი (№741) პარლამენტმა ამ მუხლში ცვლილებები შეიტანა და ეს უფლება დაცვის მხარეს აღარ დაუტოვა. ადვოკატი ედიშერ მახარაძე ამბობს, რომ ამ ცვლილებით დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან შედარებით არათანაბარ პირობებშია, არგუმენტად კი რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

 

„სახელმწიფო ბრალდებას უფლება აქვს მტკიცებულება წარადგინოს ნებისმიერ დროს, დაცვის მხარეს ეს უფლება არ აქვს. ასე შეჯიბრობითობის პრინციპი ირღვევა. პროკურორს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვს, დაცვის მხარეს _ არა. სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო პროკურატურაა, მას აქვს უფლება წლობით ატაროს სისხლის სამართლებრივი დევნა, დაცვის მხარეს კი ეს ვადა განსაზღვრული აქვს; ბრალის წარდგენიდან პირველ სასამართლომდე, აი, არც აქ ვართ თანაბარ პირობებში. პროკურატურამ შეიძლება ორი წელი იძიოს საქმე ან ორი თვე, ჩვენი ვადა განსაზღვრულია პირველი ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე“.

 

ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ არათანაბარ პირობებში არიან მაშინაც კი, როცა დაცვას არ აქვს ჩხრეკისა და ამოღების უფლება: „ერთ მხარეს არის ბრალის წარმდგენი სახელმწიფო, მეორე მხარეს –  სახელმწიფო მანქანა მთელი თავისი პროკურატურით, პოლიციით, დაშინებითა და შანტაჟით. ის ერთი საგამონაკლისო უფლება, რომელიც დაცვის მხარეს უნდა წარედგინა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ, შეიძლება მოწმეზე ზეგავლენა მოახდინონ, ამიტომ ამას ინახავდა დაცვის მხარე.“

 

ადვოკატ ირაკლი შავაძის აზრით, არათანაბარ პირობებში მათ იმიტომაც უწევთ ყოფნა, რომ არ აქვთ ჩხრეკისა და ამოღების უფლება. „მაგალითად, ვიცი, რომ მტკიცებულება არის კონკრეტულ ადგილას, ბრალდების მხარეს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობით ჩაატაროს ჩხრეკა და ამოღება, ან სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ბრალდების მხარე არ ამოიღებს მტკიცებულებას, რომელიც ჩემთვის არის სასარგებლო. ასევე მნიშვნელოვანია მოწმე დაიკითხოს სასამართლოში და არა პოლიციაში“.
კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოწმის დაკითხვას სასამართლოში ითვალისწინებს და არა წინასწარ გამოძიებაში, შს სამინისტროს მოთხოვნით გადადებულია.

“ადვოკატებს ჩხრეკისა და ამოღების უფლება ექნებათ”


ყოფილი ადვოკატი, პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი არ უნდა იყოს განხილული განყენებულად. 2013 წელს პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტი მთავრობისგან შემოვიდა. 111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილში ახალი რედაქციით ძალიან მნიშვნელოვანი უფლება მივანიჭეთ დაცვის მხარეს, ესაა ჩხრეკისა და ამოღების უფლება, მანამდე ეს უფლება დაცვის მხარეს არ ჰქონდა.

 

ადვოკატს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ჩხრეკისა და ამოღების უფლება. თუ ადვოკატს რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვა სჭირდებოდა კონკრეტული ორგანიზაციიდან, მაგალითად, მობილური ოპერატორებიდან, ამას აფასებდა სასამართლო, როგორც საგამოძიებო მოქმედებას და ამბობდა უარს.
დღეს ამის უფლება სასამართლოს აღარ ექნება, თუ დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ჩხრეკაა ჩასატარებელი, სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს. ჩხრეკასა და ამოღებას, რა თქმა უნდა, ადვოკატი ვერ ჩაატარებს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საგამოძიებო ორგანო მოპოვებულ მასალას გადასცემს დაცვის მხარეს, რომელიც დაერთვება საქმეს.

 

ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი არის შეჯიბრობითი. ეს ნიშნავს, რომ დაცვა და ბრალდება მტკიცებულების წარდგენის საკითხში იყოს თანაბარ პირობებში. ის საგამონაკლისო ნორმა ადვოკატთა ასოციაციის იურისტებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ, აი ამ ახალი ცვლილების საპირწონედ გაუქმდა.
გამოძიების პროცესს რაც შეეხება, ეს საქმის სირთულეზე, მტკიცებულებათა რაოდენობასა და მის შეგროვებაზეა დამოკიდებული. გონივრულ ვადაში უნდა ჩატარდეს გამოძიება.

მინისტრი: მე თქვენი კოლეგა ვარ და არა ჩინოვნიკი

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრები ექიმების კითხვებს პასუხობენ, შეხვედრის ძირითადი თემა წამლების რეცეპტით გაცემაა.

 

 

რა იცვლება, რა იზღუდება და რატომაა  მნიშვნელოვანი წამლების რეცეპტით გაცემა, ამის შესახებ სერგეენკომ თითქმის ნახევარი საათი ელაპარაკა ექიმებს და კოლეგებს სთხოვა, რომ აუხსნან პაციენტებსადა ახლობლებს, რომ ეს რეგულაცია ისევ მათ სასიკეთოდ დაწესდა.

„თქვენ  ელაპარაკებით თქვენს კოლეგას და არა ჩინოვნიკს“ – უთხრა მინისტრმა შეხვედრაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს, რომელსაც  სთხოვა ჩამოეთვალა ის მედიკამენტები, რომლებსაც იგი დავუშვათ, ერთ-ერთ კონკრეტული დაავადების შემთხვევაში  გამოუწერდა პაციენტს;

ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს ხვდება

 

წამლების ჩამონათვალის გაკეთების შემდეგ მინისტრმა სერგეენკომ თქვა,  რომ ამ ექიმით რეგულირების სააგენტო უნდა დაინტერესდეს, რადგან მას წამლების ჩამონათვალი და დანიშნულება სწორედ არ მოეჩვენა.

 

 

 

მინისტრის განმარტებით, არასრუწლოვანებზე იზღუდება რამდენიმე კატეგორიის წამლის გაცემა, ძირითადად ისინი რომელსაც მოზარდები ნარკოტიკული თრობისთვის  იყენებდნენ, გარდა ამისა, სერგეენკოს განმარტებით,  პაციენტები თვითმკურნალობას უნდა გადაეჩვიონ: „საზოგადოების დაკვეთაა სააფთიაქო ნარკომანიისა და თვითმკურნალობის  ზღვარზე მყოფი ადამიანების გადარჩენა“.

 

ბათუმის მერი ‘Ice Bucket Challenge’-ში ჩაერთო

 

გიორგი ერმაკოვი

“Ice Bucket Challenge” საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ. წესების მიხედვით, მონაწილემ ერთი სათლი ყინულებიანი წყალი თავზე უნდა გადაისხას, მანამდე ის ასახელებს იმ ადამიანს, ვინც იგი გამოიწვია და ასახელებს მათაც, ვისაც ის იწვევს.  წყლის გადასხმა უნდა გადაიღოს და სოციალური ქსელით გაავრცელოს. გამოწვევის შესასრულებლად მას 24 საათი აქვს. 

 
 
 
წესების მიხედვით, თუ მონაწილე უარს იტყვის ცივი წყლის გადასხმაზე, მან თანხა უნდა გადარიცხოს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში  “ALS Association“, რომელიც ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეს ასევე შეუძლია გადაისხას წყალი და გადარიცხოს ფულიც. წესების მეორე ვერსიის მიხედვით, იმ შემთვხვევაში, თუ მონაწილე წყლის გადასხმაზე უარს არ იტყვის, მას შეუძლია მხოლოდ 10 დოლარი გადარიცხოს, ხოლო თუ წყალს არ გადაისხამს, 100 დოლარის გადარიცხვა ევალება. 
 
 
 
აღნიშნულ აქციას ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელმაც ბილ კლინტონი გამოიწვია. 

ბათუმის ეზოს ამბები

 

მუსია ქებურია, გრაფიკოს დიზაინერი

 

მუსია ქებურია პროფესიით გრაფიკოს დიზაინერია. ხატავს, ქმნის ხელნაკეთ სამკაულებს. აქვს საკუთარი ბრენდი „Musya’s Craft“. აკეთებს სთრით არტს. მისი ერთ-ერთი ბოლო და საკმაოდ ცნობილი ნამუშევარი მარიხუანას ლეგალიზაციის თემაზეა.

 

„თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩასთან, სანაპიროზე  გავაკეთე  მასშტაბური სთრით არტ პროექტი. ეს იყო მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ჩემი პროტესტი.  ნამუშევარზე  ორი პოლიციელი დგას ჭიქით ხელში და უკან უდგათ  ხალხის ძალიან დიდი რიგი რომლებიც ელოდებიან საკუთარ რიგს მოსაშარდად. ყოველთვის ვცდილობ ნამუშევრებში ნაკლებად გამოვიყენო პოლიტიკური თემები.  არც ვარ ღრმად პოლიტიკაში გარკვეული. თუმცა იმ საკითხებზე, რაც ჩემს თვალწინ ხდება, სულ ვცდილობ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. როდესაც არის ფაქტები რაც ჩემში პროტესტს იწვევს, არასდროს არ ვრჩები უმოქმედოდ.

 

ორი წელია ტუჩების სერიას ვხატავ, რომელიც რეალურად გამოვიდა ქალის, ფემინის წარმოდგენა. ტუჩებით არის გადმოცემული ქალის ვნება, ხასიათი, განწყობა.

 

„ბათუმის ეზოს ამბებისთვის“ ერთდროულად რამდენიმე ნამუშევარზე ვმუშაობ. ერთ-ერთი ნამუშევარი ძველი ბათუმის ურბანულ გარემოს და  გამწვანებას გამოეხმაურება. მეორე ნამუშევარი იქნება ნახატების სახით კედლებზე. ფეისბუქის და მესიჯების ინტერფეისის სახე ექნება“.

 

მუსიას ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. 

 

 

მასარუ ივაი, მხატვარი

 

მასარუ ივაი „ბათუმის ეზოს ამბების“ იაპონელი მონაწილეა. დამთავრებული აქვს ტოკიოს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. აკეთებს ვიდეო ინსტალაციებს და პერფორმანსებს. მისი ნამუშევრების  მთავარი თემაა წმენდა.

 

ნამუშევარს რომელსაც „ბათუმის ეზოს ამბებისთვის“ ქმნის ჰქვია „100 თევზი“. პერფორმანსი ორი ნაწილისგან შედგება. მასარუ აპირებს იყიდოს თევზი, რომელსაც 24 აგვისტოს, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებელთან ერთად გაასუფთავებს, შეწვავს და შემდეგ იმ გარემოსაც გაწმენდს სადაც ეს პროცესი წარიმართება. პროცესის ამსახველი ვიდეო უკვე გახსნის დღეს იქნება ნაჩვენები.

 

მასარუ ივაი: „იაპონელებს წმენდა უყვართ, წმენდენ ყველაფერს, ხანდახან ზედმეტად და სტიქიურად. ერთის მხრივ რეცხვა/წმენდა კარგი თვისებაა, მაგრამ თუ გადააჭარბებთ, იწყება ქაოსი და რაღაც იკარგება ამ წმენდაში. ჩემი პერფორმანსის იდეაც ესაა. ის რასაც იდეაში უნდა მოჰყვეს წესრიგი, როდესაც ისტერიაში გადადის იქმნება ქაოსი“.

 

მასარუ ივაის ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ  ამ ლინკზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მთავრობის პროექტი აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით  ბავშვები 2 კვირის განმავლობაში   სადღეღამისო მომსახურებით და ექიმის მეთვალყურეობით იქნებიან უზრუნველყოფილი.  ჩაუტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ–საგანმანათლებლო და გასართობი პროექტები: გასვლები ბოტანიკურ ბაღში, აქვაპარკში, დელფინარიუმში, ხელოვნების მუზეუმში.

 

 

მთავრობამ შშმ ბავშვების ბათუმში მოწვევის გადაწყვეტილება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მიერ აჭარაში მცხოვრები ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მიწვევის შემდეგ მიიღო.

 

 

ქართველი ბავშვები ნახიჩევანში სანატორიულ–კურორტული მკურნალობას 2012 წლიდან გადიან, წელს აქციამ ორმხრივი თანამშრომლობის სახე მიიღო.

 

 

 ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით 23 აგვისტოს, ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში აჭარიდან 22 ბავშვი გაემგზავრება.

 

 

 ბრონქული ასთმით და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ–კურორტული მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. ბავშვებს მშობლები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი გაჰყვებიან.

 

აზერბაიჯანელი ბავშვების დასვენება და სარეაბილიტაციო კურსის გავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. 

ლეიბორიტული პარტია რეცეპტთან დაკავშირებულ რეფორმას აპროტესტებს

“ლეიბორისულმა პარტიამ გაასაჩივრა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პირველი სექტემბრიდან მასობრივ რეცეპტიზაციას და რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მე ვთხოვ, აი აქვე აფრიკიდან ჩამოტანილ ოქროს ქვიშაზე წამოწოლილ ბიძინა ივანიშვილს, შეუძახე შენს მთავრობას და გააუქმებინე სააფთიაქო გენოციდის კანონმდებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წამლების რევოლუციას და ეს იქნება მხოლოდ თქვენი ბრალი.

რეცეპტისთვის ადამიანებს დასჭირდებათ ტაქსის გამოძახება, პაციენტის ჩასმა მანქანაში, საავადმყოფოში მისვლა, სადაც ავტომანქანის გაჩერება ღირს ორი ლარი, შემდეგ ექიმთან კონსულტაციის გავლა, სადაც ქვითრის გარეშე არ გაგიშვებს დაცვა და იქაც თავის ტკივილზე შეიძლება მოგთხოვონ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის ფასის გაგებისას შეიძლება თავში სისხლი ჩაგექცეს ადამიანს” – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ვაკანსია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

 

ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი 

 

ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 აგვისტო.

რესპუბლიკური ბიუჯეტი 118,2 % -ით შესრულდა

 

აჭარის რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა გასულ წელს  7 თვეში – 78,8 მლნ ლარი 2014 წლის  კი იგივე ვადაში – 84,1 მლნ ლარი შეადგინა.

 

 

აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა – 98 მილიონ 139,800 ლარი იყო.  შესრულდა – 113  მილიონ  647,3 (115,8 %) .

 

მიუხედვად იმისა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხმამ  8 მილიონ 710 000 ლარი შეადგინა,  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენდა 72 მილიონ 700 ლარს,  2 მილიონი ლარითაა  გაზრდილი.

 

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები მიუთითებს ეკონომიკის ზრდის დადებით ტენდენციას და დასაქმების მაჩვენებლის მატებას.

 

აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი ტელევიზიის ჟურნალისტზე

 

ნატა თუ არის თქვენთვის ცნობილი ამ წერილის შესახებ, რაც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნათია თავდგირიძემ გამოაქვეყნა და როგორ აფასებთ მას?

მე წაკითხული მაქვს ეს წერილი, რომელიც არის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის და ტელევიზიის დირექტორის სოსო სტურუას სახელზეა დაწერილი. რამდენიმე ფაქტია აღწერილი ამ წერილში, მათ შორის ჩემი და ნათიას პირადი საუბარიც კი არის ამ წერილის ერთ-ერთი ნაწილი.

 

სოსო სტურუას არასდროს უთქვამს, რომ ნათია თავდგირიძის გადაცემა უნდა მოეხსნა ეთერიდან. ის ამბობდა, რომ აპირებდა ტენდერზე გაეტანა ეს გადაცემა, სხვა რამდენიმე გადაცემასთან ერთად. ეს იყო გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება და ჩვენ, მრჩეველთა საბჭოს, არ გვაქვს არანაირი უფლება ჩავერიოთ ამგვარ ქმედებებში. გენერალური დირექტორი იღებს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას. გენერალური დირექტორია უფლებამოსილი პირი. ნათია თავდგირიძემ რა გადაწყვეტყილება მიიღო და რატომ მიმართა მედეა ვასაძესა და ავთანდილ ბერიძეს ვერ გეტყვით. მრჩეველთა საბჭოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იმაში, რომ ეს გადაცემა დარჩენილიყო ეთერში, ან არ დარჩენილიყო.

 

მე, პირადად, ნათია თავდგირიძე დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი,  ჩვენს შორის მხოლოდ ერთხელ შედგა მეგობრული საუბარი და ამ საუბრის შინაარსიც მერე,  მოულოდნელად დამხვდა პოლიტიკურ წრეებში. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. არ ველოდი, რომ ჟურნალისტი პირად საუბარს გაიტანდა. ამასთან,  ნათია თავდგირიძეს არ  მოუმართავს არასდროს ბორდისთვის თავისი პრობლემების შესახებ.

 

ჟურნალისტური კუთხით რომ შეაფასოთ, რამდენად მართებულია მისი ეს ნაბიჯი (ვგულისხმობ უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვას).


ძალიან მოულოდნელი იყო. თუნდაც ის ფაქტი, რომ მეგობრული საუბარი პოლიტკური წრეების განხილვის საგანი გახდა. შემდეგ წერილით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და კომიტეტს. გასაგები იქნებოდა  სოსო სტურუასთვის რომ მიემართა საკითხის განხილვის თხოვნით, მაგრამ როდესაც მიმართავს აჭარის უმაღლეს საბჭოს, ეს ჩემთვის მოულოდნელია.

 

არ შეიძლება იყოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყოს მისი გადაცემის განხილვის ადგილად. მე ასე მიმაჩნია, მე, პირადად, როგორც ჟურნალისტი ვფიქრობ ასე.

 

იყო თუ არა რაიმე კონსულტაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და ტელევიზიის ხელმძღვანელებს შორის?

არ ვიცი იყო თუ არა რაიმე სახის კონსულტაცია ტელევიზიის ხელმძღვანელსა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელებს შორის, ვინადან არ ვიმყოფები ბათუმში და არ მაქვს ხშირი კომუნკაცია ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან.

 

თქვენი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე წამყვანის მიერ მომზადებული გადაცემა უნდა დაბრუნდეს თუ არა აჭარის ტელევიზიის ეთერს?

როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრს  თუ მეკითხებით, ვერ ვიქნები ამ საკითხში კომპეტენტური.

მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. ეს გადაცემა არის რეიტინგული, ამ გადაცემას ჰყავს მაყურებელი და ჩვენი ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ აჭარის ტელევიზიას ჰყავს ბევრ მაყურებელი და უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს აჭარის მაღალმთიანეთში და  აჭარის მუნიციპალიტეტებში, ვიდრე თვით ქალაქში. ამ გადაცემასაც ჰყავს მაყურებელი. მე, როგორც ჟურნალისტი და აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, ვფქრობ, რომ გადაცემა უნდა იყოს ეთერში. მეორე მომენტია, რომ  ეს გადაცემა გავიდეს ტენდერზე, ისე როგორც სხვა გადაცემები გადის.

 

გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემა არ გადის ეთერში, ანაზღაურების საკითხი როგორ რეგულირდება ტელევიზაიში?

რადგან ჟურნალისტი არის ხელშეკრულებით აყვანილი და ეს ხელშეკრულება არსებობს, ამიტომ იღებს ხელფასს. მე რამდენადაც ვიცი, მას აქვს გადაღებული მასალა, რომელსაც სჭირდება მონტაჟი. 

თვითმხილველის მიერ გადაღებული ხანძარი ბათუმში [ვიდეო]

 

დაზარალებული  თემურ ქურდაძე და მისი ოჯახია, რომლის ოჯახის წევრებიც ხანძრის დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ.

 

 თემურ ქურდაძის თქმით,  ოჯახის წევრები ხანძრისგან მისმა მეუღლემ გადაარჩინა – „ქალმა ორი შვილიშვილი და რძალი მეექვსე სართულიდან მეხუთე სართულის აივანზე გადაყარა“.

ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა.

 

ვიდეოს ავტორი ლუკა ფანცხავა.

 

ჟურნალისტის მადლობა სამსახურის შენარჩუნებისთვის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

 

„დიდი მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს და განსაკუთრებით ქალბატონ მედეა ვასაძეს. გადაცემა „ერთი დღე სოფელში” გაგრძელდება. მადლობა ყველა ერთგულ მაყურებელს, ვინც ელოდებოდა გადაცემის გასვლას. როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელმა თქვა, ახალი გადაცემები ახალი სეზონიდან დაუბრუნდება განახლებულ ეთერს, მანამდე კი მე იმედია გადაღებებს დავიწყებ,“ – წერს ჟურნალისტი ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე.

 

პოსტი საჯაროდაა დადებული და მას თან უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის ხელმოწერილი დოკუმენტი აქვს დართული ფოტოს სახით.

 

„ბათუმელები“ ნათია თავდგირიძეს დაუკავშირდა, იმის გასარკვევად თუ კონკრეტულად რა თხოვნით მიმართა ჟურნალისტმა უმაღლეს საბჭოს და რა დაპირებები მიიღო, თუმცა მან განგვიმარტა, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

 

მედეა ვასაძის ხელმოწერილ წერილში კი, რომელიც ნათია თავდგირიძემ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ:

 

„ქალბატონო ნათია, გავეცანი თქვენს განცხადებას, მასში დასმულ პრობლემებს და მინდა დაგარწმუნოთ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თქვენი მონაწილეობით არ დარღვეულა არც კანონითა და არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად არ არსებობს თქვენთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი საფუძველი“.

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რა ფორმით ჩაერივნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამული ბადის შედგენაში.

 

„რა პროექტები იქნება აჭარის ტელევიზიით, ამას წყვეტს მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომელი, ვისაც ეს ეხება და აჭარის ტელევიზიაში ვინც არ მუშაობს, რაც არ უნდა წერილი დაწეროს, ის პროგრამულ ბადეში ცვლილებას ვერ შეიტანს,“ – განუცხადა ტელევიზიის ხელმძღვანელმა სოსო სტურუამ „ბათუმელებს“.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე დაუკავშირდა თუ არა ვინმე უმაღლესი საბჭოდან რაიმე რეკომენდაციით, სოსო სტურუა ამბობს, რომ მას არავინ დაკავშირებია. კითხვაზე გადის თუ არა ამჟამად ნათია თავდგირიძის გადაცემა ეთერში, ტელევიზიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა არდადეგებია.

 

გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ თითქმის სამ თვეზე მეტია აღარ გადის აჭარის ტელევიზიის ეთერში. ამის მიუხედავად, გადაცემის ავტორი ხელფასს მაინც იღებს. „ახლა არდადეგებია და არც ერთი გადაცემა არ გადის. პროგრამულ ბადეში ახალი სეზონისთვის ვემზადებით. გადაცემა არ დაგვიხურავს. ნათია თავდგირიძეს  აქვს კონტრაქტი დეკემბრის ბოლომდე. იყო  ერთი შემთხვევა, როცა რაღაც საკითხზე ახსნა-განმარტება მოვთხოვეთ მას, თუმცა გადაცემა არ შეჩერებულა,“ – აცხადებს სოსო სტურუა, რომელიც იქვე აზუსტებს, რომ ზაფხულის განმავლობაში ყველა ტელევიზიაში გადაცემები მზადდება, მაგრამ ეთერში არ გადის.

 

კითხვაზე იქნება თუ არა გადაცემა საეთერო ბადეში ახალი სეზონიდან, ტელევიზიის ხელმძღვანელი პასუხობს:

„ოქტომბრიდან ვიწყებთ სეზონს და რა პროგრამები ჩაისმება ბადეში მაგას მოგახსენებთ სექტემბრის ბოლოს.“

 

გადაცემა  – „ერთი დღე სოფელში“ ავტორი, ნათია თავდგირიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზიდან“. საარჩევნო კანდიდატად ყოფნის პერიოდში ჟურნალისტს ტელევიზიაში შვებულება ჰქონდა აღებული. 

 

ურბანული ხელოვნების ფესტივალი ბათუმში

ბათუმის სამხატვრო სკოლის კედელი

სამხატვრო სკოლის კედელის მოხატვა ურბანული ხელოვნების ფესტივალ „არტ აქტივის“   ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ნინი ფალავანდიშვილი ამბობს აქტივობის მიზანი ურბანული სივრცის დანიშნულების გააზრება და მისი მიზნობრი გამოყენებაა.

„პროექტს ასევე გააჩნია შემეცნებითი და ჩართულობითი ხასიათი ადგილობრივი მოსახლეობის და ახალგაზრდობის მხრიდან. ვიმედოვნებთ რომ საგრძნობლად გაიზრდება  მათი ინტერესი და ზრუნვა საკუთარი ქალაქის, საცხოვრებელი გარემოს მიმართ და უფრო მეტ სტიმულს მისცემს გაიაზრონ ეს გარემო. საჯარო სივრცის ხელოვნების ელემენტებით ჩვენ ვგულისხმობთ, დავინახოთ მიმდინარე მოვლენები, ქვეყნისა და ქალაქის რეალისტური მდგომარეობა, საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ“.

პროექტი მოწვეული კურატორების ნინი ფალავანდიშვილის (გეოეარი) და თამარა ბოკუჩავას (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში) ორგანიზებით  ხორციელდება. პროექტის პარტნიორებია  ევროპის ურბანული კულტურის ფონდი, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ერთად შევეგებოთ ევროპას“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროა. ასევე ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია.

საკადრო ცვლილებები აჭარის პროკურატურაში

 

გიორგი მოსაშვილმა პროკურორი არსენ ხიჯაკაძე ჩაანაცვლა, ხიჯაკაძე ამ თანამდებობაზე 2012 წელს  დაინიშნა. როგორც ის “ბათუმელებთან” ამბობს, პროკურატურიდან თავისი განცხადების საფუძველზე წავიდა და დროებით უმუშევარია.

 

რაც შეეხება გიორგი მოსაშვილს, ის 1977 წელს დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000 წელს გიორგი მოსაშვილმა მუშაობა დაიწყო ხაშურის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის სტაჟიორად, სადაც 2002 წლამდე მუშაობდა. იმავე წელს მუშაობა განაგრძო ხაშურის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ. 2002-2004 წლებში იყო თბილისის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის უფროსი თანაშემწე. 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის თანაშემწედ.  

 

2005-2007 წლებში ეკავა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობა. 2007-2008 წლებში იყო თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2008-2012 წლებში მუშაობა განაგრძო  თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორად. 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად. 2013-2014 წლებში ეკავა  თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობა.    

              

პროკურორი ანზორ უსტიაძე შოთა ტყეშელაშვილის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე ეს პოსტი ბაკურ აბულაძეს ეკავა. რატომ დატოვა თანამდებობა ან რატომ გაათავისუფლეს ის თანამდებობიდან, ამ კითხვაზე პროკურატურის პრესსამსახურში არ პასუხობენ.

 

ანზორ უსტიაძე კი ძირითადად ფინანსურ საქმეებს იძიებდა. სახელმწიფომ ანზორ უსტიაძის პროკურორობით 2010 წელს გაასამართლა ბიზნესმენი ზურაბ ლობჟანიძე იმ ქონების უკანონო გზით გაყიდვის გამო, რომლითაც ახალი ხელისუფლების გამოძიების ვერსიით, ივანე მერაბიშვილი უკანონოდ სარგებლობდა, როცა ის შს მინისტრი იყო.

 

სწორედ ამ აგარაკის უკანონო სარგებლობისთვის 2013 წელს ვანო მერაბიშვილს ბრალი წარუდგინეს. ანზორ უსტიაძეს სახელმწიფომ 2013 წელს დაავალა ივანე მერაბიშვილის მეგობრის, ლუხუმ კაპანაძისთვის ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის მიყიდვის კანონიერების შესწავლა. ანზორ უსტიაძე ახლა ბათუმის თოჯინების თეატრის საქმეს იძიებს. თოჯინების თეატრის დირექტორს მედეა ჩარკვიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებაში დახმარება. 

 

აჭარაში სახანძრო სამსახურებს ახალი მანქანები გადაეცათ

 

5 ტონიანი სახანძრო მანქანები განკუთვნილია ქობულეთის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებისათვის, ხოლო 3 ტონიანი კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის. ახალი სახანძრო მანქანების საერთო ღირებულება მილიონი ლარია.

 

სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის შეძენილი ხუთი მაღალი გამავლობის მანქანიდან ოთხი 2014 წელსაა გამოშვებული და 5 ტონა წყლის მარაგს იტევს, ხოლო ერთი – 2011 წელს და 3 ტონა წყლის მარაგს იტევს. მანქანები დამატებით აღჭურვილია 150 ლიტრიანი ქაფწარმომქნელი სითხის ავზით. 

 

„ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის მოვახერხეთ თითო მანქანის ყიდვა. გვინდოდა, რომ ეს მანქანები მაღალმთიანეთისთვის მორგებული ყოფილიყო. ბოლო 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში 26 ხანძარი დაფიქსირდა. მაღალმთიანეთში ძირითადად ხის სახლებია და ამ მხრივ ხანძრის შედეგად ზარალი მეტია, ცენტრიდან უკიდურეს სოფლამდე 40-45 კილომეტრია. ამიტომ მცირე ზომის და მაღალი გამავლობის მანქანები გვჭირდება, რომ ყველა უბანს მოემსახუროს.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 

მემთეური ქალები ვერხვნალიდან

 

მემთეურებს შორის ვერხვნალის დასახლებაში უჩხოელი ემინე ბოლქვაძეცაა. ის ამ საქმეს თითქმის 20 წელია ეწევა, როგორც ემინე ამბობს, მემთეურობა მემკვიდრეობით ერგო, ადრე ამ საქმეს მისი დედამთილი ეწეოდა.

 

 

დღის პირველი საათისთვის ემინეს ძირითადი საქმეები დასრულებული აქვს. ამბობს, რომ ახლა შეუძლია თურქულ სერიალს უყურო, ან ახალ ინფორმაციას მოუსმინოს. ამბობს, რომ აქ დასვენების დრო თითქმის არ აქვს, მაგრამ ცოტა ხანს ჩამოჯდება და „წაისვენებს“ მაინც.

 

 

მისი ყოველი დღე სისხამ დილით იწყება. ადგომას ყოველდღე ჩქარობს, რომ საქმეები დროულად მოაგვაროს, ძროხები მოწველოს, საბალახოდ გაუშვას და სანოვაგეს კარაქი თუ ყველი შემატოს.

 

„20 მაისს ამოვიბარგე, დავბინავდი და პირუტყვიც დავაბინავე, მას შემდეგ აქ ვარ, ჩემთან ერთად ქმარიც იყო. ბარში სათიბები რომ დაიწყო, იქ წავიდა მოსათიბად, ახლა ჩემთან ერთად გათხოვილი გოგოს შვილია. სულ ორნი ვართ სახლში, ის მეხმარება, პირუტყვს ვუვლი, ყველს, კარაქს, ყურუთს ვაკეთებ და ზამთრისთვის ვემზადებით, დაგროვილ პროდუქტს ქვაბებში ვინახავ. რაც მჭირდება ვიტოვებ, რაც არა _ ვყიდი და ხელს ვიბრუნებ.~

ემინე ამბობს, რომ 11 სულ საქონელს უვლის, ოთხ ხბოსა და შვიდ მეწველ ძროხას. `ავდგები თუ არა, ღუმელს ვანთებ და ძროხების მოსაწველად ბოსელში გავრბივარ. ვწველი და ვუშვებ საბალახოდ. მერე რძის დამუშავებას ვიწყებ, წინა საღამოს და დილით მოწველილ ცეცხლზე წამოვათბობ და სეფერატორში ვხდი, საიდანაც კაიმაღი გამოდის“, – მიხსნის ემინე.

 

 

„ძროხები ასაკოვანი ხალხის საქმეა, ბარში რძლები რჩებიან, მთებში დედამთილები მოდიან, განა იქ ცოტა საქმეა?! სათიბს მოხუცი ვერ გასწვდება. ადრე, როცა დედამთილი ცოცხალი იყო და შეეძლო, ის მოდიოდა მთაში, მე ბარში ვრჩებოდი. როცა მე არ შემეძლება, ჩემი რძალი წამოვა აქ, ასე. მემკვიდრეობითაა, ბარში თუ ავდარი იქნება, მოისვენებ მაინც, აქ ვერა, ძროხამ სად იცის ავდარი, მაინც უნდა მიხვიდე მოსაწველად, 5 საათზე რომ მოვლენ, ისევ მიხედვა და მოწველა უნდა, ასეა ჩვენი ცხოვრება, სულ საქმეა მთაში“, – ამბობს ემინე.

 

 

ემინეს აქ ბოსტნეულიც მოჰყავს: „კარტოფილი, მწვანილი, ფხალი და ცოტა მარწყვიც. ბევრი არ მაქვს კარტოფილი დარგული, თუ კარგი მოსავალი იქნა, ასე 40 ტომარა კარტოფილი მოვა, აქ კარგი კარტოფილი მოდის, გემრიელია და თავსაც კარგად ინახავს, თუ წასვლამდე დამწიფდა, ამოვიღებთ მიწიდან, თუ არ მოესწრო, მერე ამოვდივართ ამოსაღებად“, – ამბობს ის.

 

 

ზოგიერთი მემთეური აქ სექტემბრის ბოლომდე რჩება, ზოგიც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ეს ამინდზეა დამოკიდებული. ქალბატონ ემინეს მთაში დარჩენა სექტემბრამდე აქვს დაგეგმილი.

 

 

„სექტემბერში აქ ისე აცივდება, რომ ვეღარ გაჩერდები. ყველაფერს ვტოვებთ ტელევიზორის გარდა, ჩავალაგებთ ბარგს და სოფლის ყიშლაზე (სხვა იალაღზე) გადავდივართ, იქ გადაგვყავს საქონელი გამოსაკვებად. ერთი თვე ყიშლაზე დავრჩებით და როცა ზამთარი მოახლოვდება, სახლს დავუბრუნდებით. ყიშლა სოფელთან ახლოს არის, მაგრამ იქ არც შუქია და არც ტელევიზორი, სოფლის ყიშლაზე აქ ამოსვლამდეც ვართ ერთი თვე“ –  ამბობს ემინე.

 

 

ემინეს საქმეში შვილიშვილი ნონაც ეხმარება. ნონა ჯერ სკოლაში დადის, მაგრამ გართობისთვის ცოტა დრო აქვს. ნონა ბებიას მარჯვე ხელია, პირუტყვის დაბინავება, სახლის დალაგება მასზეა. ამასთან რძიანი ჭურჭელი გასარეცხად მას ელოდება, ბებიას სახლის საქმისთვის დრო ნაკლებად რჩება. 

 

 

„რასაც ვაკეთებ, ჩემთვის ჩვეულებაა. სამი წელია ასე ვეხმარები ბებიას, ჩემი ოჯახიც დიდი ხანია ეწევა მემთეურობას და მეც ვიცი ეს საქმეები, მაგრამ ძნელი საქმე მე არ მიწევს. სანამ დედაჩემი ავად გახდებოდა და ბარში წავიდოდა, ის ეხმარებოდა ბებიას, ახლა მე ვეხმარები, აქ ჩვენი სამი ძროხაა და იმას ხომ უნდა მიხედვა? ჩვენ არ ვყიდით კარაქსა და ყველს, სახლში ბევრი ვართ და გვჭირდება. სოფელ დეკანაშვილებში ვცხოვრობთ. მეცხრე კლასში გადავედი, ჯერ პროფესია არ ამირჩევია, მაგრამ მინდა უმაღლესი განათლება მივიღო“, – ამბობს ნონა.

 

 

ჩვენი საუბრის დროს ოთახში ნონას ნათესავი და მეგობარი მარიც შემოდის. მარიც ნონას მსგავსად ბებიას მარჯვე ხელია, სკოლა წელს დაამთავრა, სკოლის დამთავრების შემდეგ მთაში ამოვიდა, ახლა კი ბარში წასასვლელად ემზადება.

 

 

„აქ ბევრი საქმეა და ბებიას დასახმარებლად ამოვედი, მაგრამ ბარში სათიბები დაიწყო და იქ ვჭირდები ოჯახს. აქ შუამთობის დროს კარგია უფრო, მხიარულება და გართობაა, ნათესავები ამოდიან და ერთად ვიკრიბებით. ახლა შუამთობის დღესასწაული დასრულდა, ნათესავები წავიდნენ და მოვიწყინეთ,“ – ამბობს მარი.

 

 

შუადღეზე, როცა ყველა საქმეს ასრულებს, მემთეური ქალები ყავაზე იკრიბებიან.

 

 

„ხან ერთთან ვიყრით თავს, ხან მეორესთან, ცოტას ასე წავისვენებთ“, – ამბობს მარის ბებია შუშანა თავართქილაძე.

 

 

ემინეს სახლის გვერდით მისი მაზლის ცოლის ფატი ბოლქვაძის ქოხია. ის აქ ოთხი წლის შვილიშვილთან, ბექასთან ერთადაა.

 

 

„ახლა აქ გაადვილებულია ცხოვრება, ადრე შუქი არ იყო, არც ტელევიზორი, არც ფული იყო, ახლა ჩვენს პროდუქციას ზოგს აქვს ფასი, ზოგს არა, მაგალითად, კარტოფილს – არა, რძის ნაწარმს – კი“, – ამბობს ფატი.

 

 

საუბრისას მარი ბავშვობას იხსენებს, როცა ბებია ძროხას ლამპის შუქზე წველიდა.

 

 

მემთეურებს პრობლემებს ბეშუმამდე მისასვლელი მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა, შემოჩვეული მტაცებელი ცხოველი და წვიმის დროს ადიდებული მდინარეები უქმნის. ნადირმა ემინეს ხბო შეუჭამა.

 

 

„ხუთი ხბო მყავდა, ერთი ისეთი ჭრელი და ლამაზი იყო, მაინცადამაინც ის დამეკარგა, ალბათ ნადირმა შემიჭამა“, – ამბობს ემინე.

 

 

როგორც ამბობენ, პირუტყვების მეთვალყურეობისთვის მორიგეობა დააწესეს, მტაცებლისგან თავდაცვის მიზნით მორიგე მწყემსები ფერდობზე შეფენილ ნახირს დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებენ.

 

 

„ნადირი შემოგვეჩვია და ჩვენც მორიგეობა დავაწესეთ. ყველა დღე მთელი უბნის პირუტყვს ოთხი მწყემსი აძოვებს. დილით გავრეკავთ ფერდობებზე და საღამოს 5 საათზე მორეკავენ, ვისაც ბევრი პირუტყვი ჰყავს, იმას უფრო მეტი დღე უწევს მორიგეობა“, – ამბობს ფატი და დასძენს: – „არ ვარგა ჩვენთან მოსასვლელი გზა, მანქანები ვერ დადიან. სადაც კარგად არის გზები და ინფრასტრუქტურა, იქ გარბის ტურისტი“.

 

 

ემინეს აზრით, საქმე, რასაც ის და მისი მეზობელი ქალები აკეთებენ საკმაოდ რთულია „მაგრამ შეჩვეულები ვართ ამ საქმეს, სოფელს ხომ ვერ დატოვებ და ყველა ვერ წავა ბათუმში. სოფელში რომ იქნები, პირუტყვიც უნდა გყავდეს და ბოსტნეულსაც უნდა მიხედო, სხვანაირად ვერ გაიტან თავს. ხუთი შვილი მყავს, ორი ბიჭი და სამი გოგო, ერთი ბიჭი ქალაქში ცხოვრობს, მეორე – სოფელში, ქალაქელი შვილიშვილები რომ ამოდიან სოფელში, მაგრამ მალე გარბიან, ბათუმი უნდათ ბაღნებს“.

 

 

აჭარის მთავრობა წაბლანას 200-მდე ოჯახს ბათუმში ბინებს გადასცემს

გვირაბის მშენებლობის ადგილი სოფელ წაბლანაში

ჰესის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე წაბლანელებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, ბოლო აქცია ორი კვირის წინ იყო. როგორც წაბლანას მცხოვრები ანზორ აბაშიძე ამბობს, სწორედ ამ აქციის შემდეგ დაიწყო მთავრობამ მოლაპარაკებები მოსახლეობასთან.

„10 დღის წინ  დაიწყო მოლაპარაკება. დაგვპირდნენ, რომ სოფლის ყველა მცხოვრებს, დაახლოებით 200 ოჯახს, მოგვცემენ საცხოვრებელ ბინას ბათუმში.  ყველაფერი მოგვარებულია, თითქმის ღარიბაშვილის დონეზე გადაწყდა. რასაც ვითხოვდით ყველაფერი შესრულდა. მთელი სოფელი თანახმაა შემოთავაზებაზე და ველოდებით ოფიციალური დოკუმენტის გაფორმებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ წაბლანელი ანზორ აბაშიძე.

ის, რომ აჭარის მთავრობა წაბლანას მცხოვრებლებს ბინებს გადასცემს გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ შუახევში, „შუახევი ჰესის“ მშენებლობის დათვალიერების დროს დაადასტურა.

„ორი კვირის წინ იყო წაბლანის თემა, იქაც დავლაგდით. მოვილაპარაკეთ მოსახლეობასთან და უპრეცენდენტო დაპირებები გავეცით.  მოგეხსენებათ 1989 წლის შემდეგ იყო გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ბათუმის ტერიტორიაზე, მერე წინა ხელისუფლების პერიოდში, 2007 წელში ეს პროცესი წააგო წაბლანელებმა. ჩვენი კეთილი ნებით ამ პროექტის განხორციელების პარალელურად ვფიქრობთ რომ მივაღწევთ იმას რაც 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მათთან მოალაპარაკებებით 200-მდე ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხდება ბათუმის ტერიტორიაზე, პერიფერიებში,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

1989 წლის მეწყრის დროს დაღუპულთა მემორიალი წაბლანას შესასვლელში

დღეს ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართება

 

რობი კუხიანიძე
რობი კუხიანიძე

 

კონცერტის დაწყებამდე  ბათუმის ბულვარში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად შეკრებილ საზოგადოებას პროექტს გააცნობენ.

 

 

 

„მწვანე არდადეგები”  დღეს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აქციის მიზანი მიზანი საქართველოს დაცული ტერიტორიების (სათაფლია-პრომეთე, ბორჯომი, ლაგოდეხი, მტირალა, კოლხეთი, ჯავახეთი, ყაზბეგი და ვაშლოვანი) პოპულარიზაცია, იქ არსებული ეროვნული პარკების, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის, ბუნების ძეგლის და ნაკრძალების მნიშვნელობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ვიზიტორთა ნაკადის ზრდაა.

 

 ,,მწვანე არდადეგები”-ს ფარგლებში მოეწყობა მედიატურები, ეკო-პიკნიკები, ფოტოტურები, დასუფთავების აქციები და სხვა აქტივობები. 

 

19 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ყოველ შაბათსა და კვირას სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მიმართულებით ტური მოეწყობა. პირველი გასვლა 23-24 აგვისტოს კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება, სადაც ახალგაზრდებს ელით მოგზაურობა პანტომით და არტ-საღამო ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების მონაწილეობით.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, ბათუმის გარემოს დაცვის სამმართველო, საქართველოს მოლაშქრეთა ფედერაცია და შპს ,,კაპაროლ ჯორჯია”.

 

რატომ გაძვირდა ხორცი ბათუმში


რეზო გორგაძე

ბატონო რეზო, ვინ გასცემს დოკუმენტს, რომელიც ბაზარში ხორცის შემოსატანად არის საჭირო?

– პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანებულების თანახმად, სასაკლაოდან წამოსულ ხორცს უნდა ჰქონდეს ფორმა #2 და დამღა. ამიტომ გასაყიდი საქონელი აუცილებლად ამ სასაკლაოზე უნდა დაიკლას. ფორმა #2-ს გასცემს სასაკლაო.  ასეთი სასაკლაოები მუნიციპალიტეტებში მოქმედებს.

–  რატომ მაინცადამაინც ამ კონკრეტულმა სასაკლაომ უნდა გასცეს მათთან ლაბორატორიულად ამოწმებენ ხორცს თუ რაიმე სხვა მიზეზებიც არსებობს?

– როცა ხორცი მოაქვთ, ფორმა #2 ახლავს, მაგრამ მას ჩვენც ვამოწმებთ ადგილზე ლაბორატორიულად. თუმცა მსგავსი დოკუმენტით და სპეციალური დამღით შემოსული ხორცი შეიძლება პირდაპირ გაიყიდოს, ის შემოწმებას აღარ საჭიროებს.

მართალია, რომ ამ წესის ამუშავებამ ბაზარში ხორცის დეფიციტი გამოიწვია?

– ხორცის დეფიციტი მართლაც გამოიწვია, რადგან ქედიდან ვეღარ ჩამოიტანა გლეხმა ხორცი. ხულოში მხოლოდ ღორჯომშია სასაკლაო. წარმოიდგინეთ ხიხაძირის ხეობიდან ღორჯომში სასაკლაოზე ვეღარ აიყვანა გლეხმა საქონელი, რადგან დამატებით თითქმის 40 კილომეტრი უნდა გაიაროს.

პრობლემა იმაშია, რომ მუნიციპალიტეტებში თითო სასაკლაო ფუნქციონირებს, რაც იწვევს პრობლემებს. არის ისეთი შემთხვევები, როცა საქონელი, მაგალითად, გადავარდა, დაგორდა და ხორცი ვარგისიანია, მაგრამ სასაკლაოზე რომ არ არის დაკლული და ფორმა #2 არ აქვს, ვერ მოაქვს ბაზარში. ან თუ მოაქვს, ჩვენ ვერ შევიტანთ, რადგან დეპარტამენტიდან ვართ სასტიკად გაფრთხილებულები.

არ  შეგიძლიათ გამონაკლის შემთხვევებში  ადგილზე შეამოწმოთ ვარგისიანია თუ არა პროდუქტი?

– რა თქმა უნდა, ბაზარში სერტიფიცირებული ექიმები ვმუშაობთ, ამ დრომდე ვამოწმებდით კიდეც, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ფორმა #2-ის გარეშე ხორცი ბაზარში არ შეიტანოთო.

_ უკვე შემოტანილი ხორცის შენახვის პირობები ნორმებს აკმაყოფილებს?

– დახლ-მაცივრები გვაქვს, აახლებენ ძველებსაც. შეკვეთა გვაქვს მიცემული.

დეფიციტმა ხორცის ფასის გაზრდა გამოიწვიაო ამბობენ, რამდენით გაიზარდა კილოგრამი ხორცის ფასი?

_ დიახ, მართლა გაძვირდა. კილოგრამი რბილი ხორცის ფასი 15-16 ლარია, ძვლიანი ხორცის ფასი კი – 12-13 ლარი.

ბათუმში ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა

 

“ბათუმელებთან” საუბრისას მამუკა თურმანიძემ განმარტა, რომ დღეს საღამოს, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა  ზღის ზედაპირზე გვამი შეამჩნია.   მაშველმა გამოიყვანა მამაკაცი ზღვიდან და შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას აცნობა.

 

ჯერჯერობით უცნობია მამაკაცის ვინაობა, ის დაახლოებით 50 წლისაა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს  თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას, მსხვერპლისადმი მუქარით ან  სასტიკი მოპყრობით ან  მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. 

 

ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ბათუმში დიდი ოდენობით “სუბოტექსი” ამოიღეს

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს, მეორე სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის  სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული რობერტ შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და აბის ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინიდან 88 აბი და აბის ნატეხი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,7322 ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

კახა კალაძემ და არჩილ ხაბაძემ „შუახევიჰესის“ მშენებლობა მოინახულეს

2013 წლის 16 სექტემბერს „შუახევიჰესს“ საფუძვლი ჩაეყარა, რითაც დაბა შუახევში საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო.

შ.პ.ს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის რეგიონში 185 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. პროექტით გათვალისწინებულია სამი ძირითადი გვირაბის მშენებლობა: ჩრუხისწყალი-სხალთა, სხალთა-დიდაჭარა და დიდაჭარა-შუახევი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხალთისა და დიდაჭარის კაშხლებისა და ასევე მდ. ჩირუხისწყალზე მცირე დამბის მშენებლობას.

აჭარისწყლის შენაკადებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ინდური კომპანია  „Tata Power “ (40%), ნორვეგიული კომპანია  „Clean Energy Invest“ (40 %) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია  „IFC“ (20%) ახორციელებს.

ქვეყნის, რეგიონის მთავრობა დიდი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ეს მომავლის პროექტია, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

ამ დროისათვის ჰესზე დასაქმებულია 380 ადგილობრივი მუშახელი, სამუშაოების მატებასთან ერთად გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებულთა რიცხვი.

წინასწარი ვარაუდით 2017 წლიდან გამომუშავებული ენერგია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში სრული დატვირთვით ჩაირთვება. აქ გამომუშავებული ენერგია ზამთარში ქვეყანას მოხმარდება, ხოლო ზაფხულში მეზობელი ქვეყნების გავლით უცხოეთში გაიყიდება.

აშშ-ს სამხედრო კრეისერი “ველა გალფი” ბათუმის პორტში დგას

აშშ-ის სამხედრო გემს ბათუმის პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი გემის კაპიტანს რობერტ კატცის და ამერიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშეს, ვიცე პოლკოვნიკს რიჩარდ ბრეიდის შეხვდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, ხომალდის ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და საქართველო და პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.

კონკურსში გამარჯვებული დირექტორები აჭარიდან

 

გიორგი რუხაძე, თამთა კვარაცხელია,  მადონა ჯორბენაძე, ნარგიზ რომანაძე,  ბადრი ირემაძე,  მიხეილ ნაჭყებია,  ნარგიზ ბაღიშვილი,  დავით ქათამაძე,  იამზე თურმანიძე, მზიური დევაძე,  ჯემალ ანანიძე, ამირან თურმანიძე, ნატო გოგუაძე. 

 

ანაზღაურებადი სტაჟირება გაზეთ ბათუმელებში

 

 

მთავარი ფუნქციები:

 

  • მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციის ჩატარება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ურთიერთობის დამყარება;
  • პროდუქციის და მომსახურების მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
  • დროთა განმავლობაში მათთან კონტაქტი და განმეორებითი გაყიდვების წარმოება.

 

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.  გასაუბრება – ყოველდღე [შაბათ-კვირის გარდა] 13:00 საათიდან  15:00  საათამდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 31 აგვისტო

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: მობ.: 555 267262: ტელ.: 279912. ან გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე:distributsia@yahoo.com 

 

მისამართი: ბათუმი. მემედ აბაშიძის გამზირი #48. გაზეთ ბათუმელების რედაქცია

 

 

 

ბათუმის მერიასა და საკრებულოში 165 შტატი გაუქმდება

 

„ გათვალისწინებულია შტატების შემცირება, მთლიანობაში 305 ადამინი უნდა იყოს მერიაში დასაქმებული , ამ დროისათვის მერიაში დასაქმებულია 470 ადამიანი და  მათ შორისაა საკრებულოს 55 შტატი.

 

ახალი კანონმდებლობის მიხედვით მთლიანობაშიმერიასა და საკრებულოში 305 ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული. რომელი სამსახურებიდან მოხდება თანამშრომლების დათხოვნა ეს რეორგანიზაციის პროცესში გამოჩნდება.

 

 

 მერიაში იმუშავებს 13 თანამდებობის პირი, შეასაბამისად გარკვეულ სასახურებსაც მოუწევთ გაერთიანება.  მიუხედავად ამისა მერია ყველა იმ ფუნქციის შეინარჩუნებს მოხდება რაც კანომდებლობით აქვს, თუმცა სამსახურების რაოდებობა შემცირდება. “

 

უახლოეს დღეებში მერია საკრებულოს დასამტკიცებლად მერიის ახალ დებულებას წარუდგენს, რის შემდაც გადაწყვეტილებას საკრებულოში მიიღებენ.

 

მერიის ადმინისტრაციის უფროსს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია თუ დაანონსებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ რომელი სამსახურები გაერთიანდება. 

 

გენდერული სტატისტიკა აჭარის მთავრობაში

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოქმედი 11 დეპარტამენტიდან კი ქალს მხოლოდ ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა აბარია. საერთო ჯამში კი სამინისტროში სულ 55 მამაკაცი და 39 ქალი მუშაობს.

 

ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში ერთადერთი სამინისტრო არ არის  სადაც დასაქმებულ მამაკაცებზე მეტი ქალი მუშაობს. ამ სამინისტროში 34 ქალი და 32 მამაკაცია დასაქმებული.  სამინისტროში მოქმედი რვა დეპარტამენტიდან კი ხუთ დეპარტამენტს ქალი ქელმძღვანელობს.

 

რადიკალურად განსხვევებული გენდერული სტატისტიკაა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.  სამინისტროში  მაღალ თანამდებობაზე სულ 13 ქალი  27 მამაკაცი მუშაობს.

 

37 ქალი და  25 მამაკაცი მუშაობს აჭარის განათლების სამინისტროში.  სამინისტროში მოქმედი ექვსი დეპარტამენტიდან კი სამს ქალი ხელმძღვანელობს.

 

აჭარის ტუზმის დეპარტამენტში კი  17 ქალი და 11 მამაკაცია დასაქმებული. თუმცა მაღალ თანამდებობებს ძირითადად  მამაკაცები ინაწილებენ. 

Exit mobile version