ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი საქველმოქმედო აქცია ‘Ice Bucket Challenge’-ში ჩაერთო. “ძალიან მიხარია რომ ამ აქციაში ვერთვები, მინდა ყველას მოვუწოდო ამ აქციაში ჩაერთონ. ყველას დიდი მადლობა ვინც გამომიწვია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ჩემის მხრივ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევ ქალაქ თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ ქუთაისის მერებს” – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.

“Ice Bucket Challenge” საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ. წესების მიხედვით, მონაწილემ ერთი სათლი ყინულებიანი წყალი თავზე უნდა გადაისხას, მანამდე ის ასახელებს იმ ადამიანს, ვინც იგი გამოიწვია და ასახელებს მათაც, ვისაც ის იწვევს. წყლის გადასხმა უნდა გადაიღოს და სოციალური ქსელით გაავრცელოს. გამოწვევის შესასრულებლად მას 24 საათი აქვს.