გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს, მეორე სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული რობერტ შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და აბის ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინიდან 88 აბი და აბის ნატეხი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,7322 ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.