Batumelebi | აჭარაში სახანძრო სამსახურებს ახალი მანქანები გადაეცათ აჭარაში სახანძრო სამსახურებს ახალი მანქანები გადაეცათ – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში სახანძრო სამსახურებს ახალი მანქანები გადაეცათ

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს სახანძრო მანქანები გადასცა.

 

5 ტონიანი სახანძრო მანქანები განკუთვნილია ქობულეთის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებისათვის, ხოლო 3 ტონიანი კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის. ახალი სახანძრო მანქანების საერთო ღირებულება მილიონი ლარია.

 

სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის შეძენილი ხუთი მაღალი გამავლობის მანქანიდან ოთხი 2014 წელსაა გამოშვებული და 5 ტონა წყლის მარაგს იტევს, ხოლო ერთი – 2011 წელს და 3 ტონა წყლის მარაგს იტევს. მანქანები დამატებით აღჭურვილია 150 ლიტრიანი ქაფწარმომქნელი სითხის ავზით. 

 

„ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის მოვახერხეთ თითო მანქანის ყიდვა. გვინდოდა, რომ ეს მანქანები მაღალმთიანეთისთვის მორგებული ყოფილიყო. ბოლო 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში 26 ხანძარი დაფიქსირდა. მაღალმთიანეთში ძირითადად ხის სახლებია და ამ მხრივ ხანძრის შედეგად ზარალი მეტია, ცენტრიდან უკიდურეს სოფლამდე 40-45 კილომეტრია. ამიტომ მცირე ზომის და მაღალი გამავლობის მანქანები გვჭირდება, რომ ყველა უბანს მოემსახუროს.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"