ნეტგაზეთი • RU

ახალი ღვინის ქარხანა ქედაში

 

დღეს,  საქართველოს სოფლის  მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის სოფლის მეურენეობის  მინისტრი  ზაურ ფუტკარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. მინისტრებმა და აჭარის მთავრობის  თავმჯდომარემ ღვინის ქარხნის მშენებლობა მოინახულეს. 

 

 აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საწარმო რამდენიმე კვირაში გაიხსნება.

 

ქარხანა სრული დატვირთვის შემთხვევაში სეზონზე 1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს.  

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა აგრეთვე დაათვალიერეს ქედის მუნიციპალიტეტში ხილის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო, რომელიც ამოქმედდება მიმდინარე წელს. ასევე ქედაში მოინახულეს მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც 2500 კვ. მეტრის ფართობზე ორი სახეობის მოცვია გაშენებული.

 

სტუმრებმა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩხუთში ასევე მოინახულეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"