ნეტგაზეთი • RU

აშშ-ს სამხედრო კრეისერი “ველა გალფი” ბათუმის პორტში დგას

 

დღეს დილით ბათუმის პორტში აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ შემოვიდა. „ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია.

 

აშშ-ის სამხედრო გემს ბათუმის პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი გემის კაპიტანს რობერტ კატცის და ამერიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშეს, ვიცე პოლკოვნიკს რიჩარდ ბრეიდის შეხვდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, ხომალდის ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და საქართველო და პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"