ნეტგაზეთი • RU

ლეიბორიტული პარტია რეცეპტთან დაკავშირებულ რეფორმას აპროტესტებს

 

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წამლების რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.  

“ლეიბორისულმა პარტიამ გაასაჩივრა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პირველი სექტემბრიდან მასობრივ რეცეპტიზაციას და რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მე ვთხოვ, აი აქვე აფრიკიდან ჩამოტანილ ოქროს ქვიშაზე წამოწოლილ ბიძინა ივანიშვილს, შეუძახე შენს მთავრობას და გააუქმებინე სააფთიაქო გენოციდის კანონმდებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წამლების რევოლუციას და ეს იქნება მხოლოდ თქვენი ბრალი.

რეცეპტისთვის ადამიანებს დასჭირდებათ ტაქსის გამოძახება, პაციენტის ჩასმა მანქანაში, საავადმყოფოში მისვლა, სადაც ავტომანქანის გაჩერება ღირს ორი ლარი, შემდეგ ექიმთან კონსულტაციის გავლა, სადაც ქვითრის გარეშე არ გაგიშვებს დაცვა და იქაც თავის ტკივილზე შეიძლება მოგთხოვონ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის ფასის გაგებისას შეიძლება თავში სისხლი ჩაგექცეს ადამიანს” – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"