სიახლეები

კახა კალაძემ და არჩილ ხაბაძემ „შუახევიჰესის“ მშენებლობა მოინახულეს

18.08.2014 • 1417
კახა კალაძემ და არჩილ ხაბაძემ „შუახევიჰესის“ მშენებლობა მოინახულეს

2013 წლის 16 სექტემბერს „შუახევიჰესს“ საფუძვლი ჩაეყარა, რითაც დაბა შუახევში საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო.

შ.პ.ს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის რეგიონში 185 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. პროექტით გათვალისწინებულია სამი ძირითადი გვირაბის მშენებლობა: ჩრუხისწყალი-სხალთა, სხალთა-დიდაჭარა და დიდაჭარა-შუახევი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხალთისა და დიდაჭარის კაშხლებისა და ასევე მდ. ჩირუხისწყალზე მცირე დამბის მშენებლობას.

აჭარისწყლის შენაკადებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ინდური კომპანია  „Tata Power “ (40%), ნორვეგიული კომპანია  „Clean Energy Invest“ (40 %) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია  „IFC“ (20%) ახორციელებს.

ქვეყნის, რეგიონის მთავრობა დიდი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ეს მომავლის პროექტია, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

ამ დროისათვის ჰესზე დასაქმებულია 380 ადგილობრივი მუშახელი, სამუშაოების მატებასთან ერთად გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებულთა რიცხვი.

წინასწარი ვარაუდით 2017 წლიდან გამომუშავებული ენერგია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში სრული დატვირთვით ჩაირთვება. აქ გამომუშავებული ენერგია ზამთარში ქვეყანას მოხმარდება, ხოლო ზაფხულში მეზობელი ქვეყნების გავლით უცხოეთში გაიყიდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: