Batumelebi | ურბანული ხელოვნების ფესტივალი ბათუმში ურბანული ხელოვნების ფესტივალი ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ურბანული ხელოვნების ფესტივალი ბათუმში

 

ბათუმის სამხატვრო სკოლის კედელს პოლონელი ხელოვანი კამილ კუზკო რამდენიმე დღეა ხატავს. კედლის მოხატვაში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. კამილ კუზკო სტუდენტებისათვის ვორქშოფის ჩატარებასაც გეგმავს. 

ბათუმის სამხატვრო სკოლის კედელი

სამხატვრო სკოლის კედელის მოხატვა ურბანული ხელოვნების ფესტივალ „არტ აქტივის“   ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ნინი ფალავანდიშვილი ამბობს აქტივობის მიზანი ურბანული სივრცის დანიშნულების გააზრება და მისი მიზნობრი გამოყენებაა.

„პროექტს ასევე გააჩნია შემეცნებითი და ჩართულობითი ხასიათი ადგილობრივი მოსახლეობის და ახალგაზრდობის მხრიდან. ვიმედოვნებთ რომ საგრძნობლად გაიზრდება  მათი ინტერესი და ზრუნვა საკუთარი ქალაქის, საცხოვრებელი გარემოს მიმართ და უფრო მეტ სტიმულს მისცემს გაიაზრონ ეს გარემო. საჯარო სივრცის ხელოვნების ელემენტებით ჩვენ ვგულისხმობთ, დავინახოთ მიმდინარე მოვლენები, ქვეყნისა და ქალაქის რეალისტური მდგომარეობა, საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ“.

პროექტი მოწვეული კურატორების ნინი ფალავანდიშვილის (გეოეარი) და თამარა ბოკუჩავას (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში) ორგანიზებით  ხორციელდება. პროექტის პარტნიორებია  ევროპის ურბანული კულტურის ფონდი, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ერთად შევეგებოთ ევროპას“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროა. ასევე ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"