Batumelebi | სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში – Batumelebi
RU | GE  

სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში

 

სასტუმრო რედისონში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურენობის სამინისტროს თანამშრომლებს,   აგროსერვის ცენტრის, ლაბორატორიის, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივები, ასევე იმსჯელეს 2014-2015 წლების მიზნობრივი პროგრამებისა და ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

შეხვედრა რედისონში

 

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მოინახულეს სამინისტროს სსიპ ლაბორატორიისა და სერთიფიცირების ცენტრი.   სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაბა ჩაქვის შპს მექნიზატორი. მიმდინაარე წელს მექნიზტორმა 28 ერთეული ტრაქტორით რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და   ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე დახვნა და დაამუშავა 1300 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი.

 

ასევე 26 ერთეული სპეცტექნიკით ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მეციტრუსე ფერმერებს მოემსახურა წამლობითი ღონისძიებების განხორციელებაში. ასევე მოინახულეს დაბა ჩაქვის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სადაც 11 ჰა ფართობზეა გაშენებული უცხოეთიდან (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, პომელოსა და სხვათა ათეულობით ჯიშის ნერგები.
აგრეთვე ეწვივნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შპს აგროფირმას. დღეის მდგომარებით საწარმოში მიღებული და გადამუშავებულია 400 ტონამდე ჩაის ნედლეული, საიდანაც წარმოებულია 63 ტონა მწვანე და 37 ტონა შავი ბაიახაის ჩაი, რომელიც ერთჯერადი მოხმარების პაკეტებშია დაფასოებული „ჩაი სამაია“ და „ჩაი პეტრა“.

 

  სოფლის მეურნეობის პროგრამებს, სამინისტროს მუშაობას და რეგიონში მიმდინარე სოფლის მეურნეობის პროექტებს. 2 დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დატვირთული გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც მოვინახულებთ როგორც ციტრუსის, ასევე ჩაის და სხვა მუერნეობებს. დაიგეგმება 2015 წლის პროექტები მიმდინარე საკითხების ანალიზის შესაბამისად,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"