Batumelebi | დღეს ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართება დღეს ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართება – Batumelebi
RU | GE  

დღეს ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართება

 

დღეს, საღამოს 20:00 საათზე ბათუმის ბულვარში რობი კუხიანიძის, ჯგუფ „ყველას” და დიჯეი გაბუნიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.  კონცერტი  გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტის „ მწვანე არდადგები“-ს ფარგლებში იმართება.

 

 

რობი კუხიანიძე
რობი კუხიანიძე

 

კონცერტის დაწყებამდე  ბათუმის ბულვარში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად შეკრებილ საზოგადოებას პროექტს გააცნობენ.

 

 

 

„მწვანე არდადეგები”  დღეს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აქციის მიზანი მიზანი საქართველოს დაცული ტერიტორიების (სათაფლია-პრომეთე, ბორჯომი, ლაგოდეხი, მტირალა, კოლხეთი, ჯავახეთი, ყაზბეგი და ვაშლოვანი) პოპულარიზაცია, იქ არსებული ეროვნული პარკების, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის, ბუნების ძეგლის და ნაკრძალების მნიშვნელობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ვიზიტორთა ნაკადის ზრდაა.

 

 ,,მწვანე არდადეგები”-ს ფარგლებში მოეწყობა მედიატურები, ეკო-პიკნიკები, ფოტოტურები, დასუფთავების აქციები და სხვა აქტივობები. 

 

19 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ყოველ შაბათსა და კვირას სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მიმართულებით ტური მოეწყობა. პირველი გასვლა 23-24 აგვისტოს კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება, სადაც ახალგაზრდებს ელით მოგზაურობა პანტომით და არტ-საღამო ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების მონაწილეობით.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, ბათუმის გარემოს დაცვის სამმართველო, საქართველოს მოლაშქრეთა ფედერაცია და შპს ,,კაპაროლ ჯორჯია”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"