სიახლეები

აქცია მთავრობის სახლთან

24.08.2014
აქცია მთავრობის სახლთან

 

აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე მთავრობიდან არავინ გამოჩენილა. იქვეა მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

 

 

რეზო ბერიძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ მას კერძო იპოთეკართან ვალი 28 ათასი დოლარი უკვე გადახდილი აქვს, დარჩენილი აქვს დაახლოებით 4 ათასი დოლარი გადასახდელი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მიიღო, პოლიცია მას სახლის დაცლას სთხოვს, ხვალ ორშაბათს მისი  სახლი აუქციონზე  გადის გასაყიდად და ოჯახი  გამოსახლების შესახებ წინასწარ გააფრხთხილეს;

 

 

რეზო ბერიძის მსგავსად აუქციონზე უნდა გაიყიდოს თენგო ფაღავას, რეზო ეზიაშვილის, თემურ თავდგირიძის და ნაზი დავითაძის სახლები. ეს ადამიანები ამბობენ,  რომ ისინი იმ სიაში არიან რომელიც აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გრძელვადიან სესხებს მიიღებენ.

 

აჭარის მთავრობამ დამტკიცებულლი სია იმ ადამიანებისა ვინც შეღავათიანი სესხით ისარგებლებს უკვე გადასცა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს; 


აჭარის ეკონომიკის სამინისტრო კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით შეგვპირდა, ამიტომაც  ჯერჯერობით “ბათუმელებმა” ვერ მოახერხა იმის გადამოწმება ნამდვილად არიან თუ არა აქციის მონაწილე ეს ადამიანები იმ სიაში, რომლებმაც მთავრობის დახმარებით შეღავათიანი ბიზნესსესხები უნდა მიიღონ. 

პრესსსამსახურისგან სატელეფონო ზარს “ბათუმელები” ამ წუთებშიც ელოდება. 

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან



გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.