ნეტგაზეთი • RU

თვითმხილველის მიერ გადაღებული ხანძარი ბათუმში [ვიდეო]

 

ბათუმში წუხელ გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. გორგასლის ქუჩაზე ცეცხლი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. 

 

დაზარალებული  თემურ ქურდაძე და მისი ოჯახია, რომლის ოჯახის წევრებიც ხანძრის დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ.

 

 თემურ ქურდაძის თქმით,  ოჯახის წევრები ხანძრისგან მისმა მეუღლემ გადაარჩინა – „ქალმა ორი შვილიშვილი და რძალი მეექვსე სართულიდან მეხუთე სართულის აივანზე გადაყარა“.

ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა.

 

ვიდეოს ავტორი ლუკა ფანცხავა.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"