აჭარის რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა გასულ წელს 7 თვეში – 78,8 მლნ ლარი 2014 წლის კი იგივე ვადაში – 84,1 მლნ ლარი შეადგინა.
აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა – 98 მილიონ 139,800 ლარი იყო. შესრულდა – 113 მილიონ 647,3 (115,8 %) .
მიუხედვად იმისა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხმამ 8 მილიონ 710 000 ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენდა 72 მილიონ 700 ლარს, 2 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები მიუთითებს ეკონომიკის ზრდის დადებით ტენდენციას და დასაქმების მაჩვენებლის მატებას.