ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მანქანაში მსხდომი სამი მგზავრიდან ერთ-ერთი მსუბუქად დაშავდა. მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გიორგი ქათამაძის ფოტო
ბათუმელები
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მანქანაში მსხდომი სამი მგზავრიდან ერთ-ერთი მსუბუქად დაშავდა. მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გიორგი ქათამაძის ფოტო
დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან: ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი; ტარიელ ტუსკია – აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსი; პარმენ ჯალაღონია – აჭარის არ მთავრობის წარმომადგენელი; შპს „აჭარისწყალ ჯორჯიას“ წარმომადგენელი; ანა ბერძენიშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
ასევე მოწვეულნი არიან სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა, აჭარის ა/რ მთავრობის წევრები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ჩანჩხალო
დაბა შუახევის სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა სოფლიდან განსახლებას ითხოვს. სოფელში სულ 126 კომლი ცხოვრობს. სახლების დიდი ნაწილი დაბზარულია, სპეციალისტთა ერთი ნაწილის დასკვნით 40-მდე სახლში ცხოვრება სახიფათოა. მოსახლეობა სახლებზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე ბზარების მომატებას „შუახევის ჰესისის“ ფარგლებში გვირაბის მშენებლობას უკავშირებს. ხოლო კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დასკვნით ჩატარებული კვლევის მიხედვით, შენობების დაზიანების მიზეზები საინჟინრო წესების დარღვევა და მეწყრული პროცესია. ჩვენი დისკუსიის მიზანია გაირკვეს ვისი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ ის სამართლიანია, რა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. დისკუსიის ფარგლებში ყველა მხარე – კომპანია და სახელმწიფო სოფელ ჩანჩხალოში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევების პრეზენტაციას წარმოადგენენ.

ქეთი, ნინო და ნათია აჭარის ნაკრებთან ერთად მწვერვალ კაჭკარზე თურქეთში
– საიდან დაიწყო მთამსვლეობის გზა თქვენთვის?
ნინო დევაძე: მე თვითონ სპორტსმენი ვარ, მშვილდოსანი. სპორტით პატარაობიდან ვარ დაინტერესებული, მქონდა შესაძლებლობა და გადავწყვიტე გამომეყენებინა. პირველად მერიის პროგრამით მოვხვდი ამ სფეროში, რომელიც ახალგაზრდებისთვის ერთკვირიან სამთო ბანაკების მოწყობას ითვალისწინებდა. ყაზბეგში ვიყავით წასული. რახან პირველად ვიყავით ბანაკში, ვერ გავბედეთ ასვლა მწვერვალზე. შარშან, მეგობრებთან ერთად რაჭაში წავედით, დოლომისზე ბოლომდე ვერ ავედით, ნისლმა შეგვიშალა ხელი. წელს ისევ ყაზბეგში ვიყავით, მწვერვალ შინოზე, 4100 მეტრზე. ასევე აჭარის ნაკრები თურქეთში ვიყავით მწვერვალ კაჭკარზე, 4000 მეტრზე.
– რა სირთულეები ახლავს მთამსვლელობას?
ნათია ლაბაძე: ბანაკში ინსტრუქორი წინასწარ გვამზადებდა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, თუ როგორ უნდა გავართვათ თავი სიძნელეს და ავიდეთ მწვერვალზე. ყოფილა შემთხვევები, როცა სიმაღლისგან მთამსვლელს თავბრუსხვევა დაწყებია, ჰალუცინაციები. მინერვიულია, ვაითუ მეც შემეშინდეს-მეთქი, მაგრამ ვვარჯიშობდი 30 მეტრიან კლდეზე ასვლა-ჩამოსვლაში და ეს შიში გადავლახე.
გიორგი მასწავლებელი ამბობს, მთაში რომ მიდიხარ ხეობით, ორ მთას შორის ძალიან ვიწრო არეალია და ვერ ხედავ ღრუბელი საიდან როგორ მოდის. უცებ, ერთ საათში ისე შეიძლება გადაიფაროს ღრუბელი და ნისლიც მოვიდეს, ვერსად წახვიდეო. დოლომისზე რომ ვიყავი წასული, მთელი ღამე ვარსკვლავებით იყო ცა მოჭედილი, 6 საათზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ გაწვიმდა. გული დაგვწყდა, აქ ამოსულები მწვერვალზე ნუთუ ვერ უნდა ავიდეთო. ვაცალეთ ორი საათი, გამოიდარა და ისე გავაგრძელეთ გზა.
– რით არის განსაკუთრებული მთამსვლელობა?
ნათია ლაბაძე: ყაზბებში ორი დღე ვიარეთ და ავედით მწვერვალზე. აგვისტო იყო, მაგრამ მწვერვალზე თოვლი იდო და ციოდა. დედაჩემს მწვერვალიდან დავურეკე აგვისტოში თოვლია და ვგუნდაობ-მეთქი. შინა იყო კლდოვანი და ნაშალი, დოლომისი კი ბალახოვანი, სადაც ჩემზე მაღალი ბალახი იყო. ბუნება იყო არაჩვეულებრივი. ისეთი ყვავილები ჯერ არ მინახია ცხოვრებაში და ვერც ნახავს ადამიანი იქ თუ არ ააღწია. დიდი ადრენალინია, ერთზე რომ ახვალ, უკვე გინდა მეორე, მესამე, მეოთხე… ფეხებიც არ ჩერდება. დაღლას მაშინ გრძნობ, როცა მწვერვალზე ახვალ. ღრუბლებზე მაღლა რომ ხარ, ეს არის ყველაზე ძლიერი ემოცია. მთაში ვხვდებით, რომ ნაგავი არ უნდა გადავყაროთ ისეთ ადგილას, სადაც არ არის ნაგვის ურნა. მწვერვალზე როცა მიდიხარ, რაც არ უნდა ჭამო, ყველაფერს ჯიბეში აგროვებ.
ქეთი ლორთქიფანიძე: მეც თავიდან მეგონა, რომ ავალ და მეტი არაფერი იქნება. მაგრამ ის დაღლა მწვერვალზე ასვლის მომენტი… ყველაფერი რომ ჩანს, თავი თავისუფალი გგონია, სიტყვებით ვერ გადმოსცემ იმ გრძნობას, რაც მწვერვალზე ასვლის დროს გიჩნდება. გარდა ამისა, მთამსვლელობით ეჩვევი დამოუკიდებელ ცხოვრებას.

– მცოცავი ქვების დროს, როცა მეტია წინააღმდეგობა, როგორ იქცევით?
ქეთი ლორთქიფანიძე: პირველი ყოველთვის მიდის ინსტრუქტორი. ბატონი გიორგი და თვითონ გვეუბნება, სადაც მე დავადგამ ფეხს, იქ დაადგით თქვენცო და ჩვენც მივყვებით უკან. ვიღაცამ ფეხი არასწორად რომ დაადგას, შეიძლება ქვა ჩამოვარდეს, ქვევით კი ხალხი მიდის. ამიტომ ძალიან ფრთხილად მივდივართ. ზოგადად, მთაზე როცა მიდიხარ, სიარულის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ლაპარაკი გღლის. ამიტომ მივდივართ ჩუმად. მთავარია, გუნდს არ ჩამორჩე, თორემ ძალიან რთულია მერე. იქ ყველაფერი გათვლილია, 50 წუთს დავდივართ, 10 წუთი ვისვენებთ.
– რას ფიქრობთ, რამდენად თანაბარია ასეთ პირობებში მამაკაცისა და ქალის ძალა?
ნინო დევაძე: თანაბარია ძალები. თუმცა ბიჭებს უფრო მეტი ტვირთი დააქვთ, კარვები ბიჭებს მოაქვთ. სხვა დანარჩენ ტვირთს თანაბრად ვინაწილებთ. მთაში ყველანი თანასწორი ვართ.
– გასულ წელს აჭარის ჩემპიონატში მონაწილეობდით, იყავით ხულოში ერთ-ერთ მთაზე. წელს ზამთარში გექნებათ ვარჯიშები?
ქეთი ლორთქიფანიძე: ხშირად ვვარჯიშობთ კლდეზე ცოცვაში, შაბათ-კვირაობით კვარიათში. ზაფხული უფრო მეტად დატვირთულია ვარჯიშით, ვიდრე ზამთარი. რადგან ბათუმში ხშირად წვიმს. წელსაც იგეგმება ხულოში ასვლა.

– აღჭურვილობას თქვენ თვითონ იძენთ?
ქეთი ლორთქიფანიძე: ბატონი გიორგი გვაწვდის. კარვები, საძილე ტომრები, ჩანთები, წერაყინები, თოკები – ეს ყველაფერი გუნდისაა. ქურთუკებს, ფეხსაცმელს ჩვენ თვითონ ვიძენთ.
ნათია ლაბაძე: ძვირი ღირს სპეციალური ტანსაცმემლი. სამთო ფეხსაცმელი, სპეციალური ქურთუკი, რომელიც წვიმას და ქარს არ ატარებს. ბათუმში ჯერ არ მინახავს მაღაზია, სადაც შევძლებთ აღჭურვილობის შეძენას.
– მთამსვლელობას როგორ ხვდება ოჯახი?
ნინო დევაძე: მიჩვეულები არიან, რომ მე სახლიდან გავდივარ, ხან სადა ვარ, ხან სად. რა თქმა უნდა, საშიშია მწვერვალზე ასვლა, კლდეზე ცოცვა, მაგრამ არ უთქვამთ, რომ საშიშია. იციან მაინც ავალ მწვერვალზე და იქიდან დავურეკავ.
– რა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესდნენ მთამსვლელობით?
ქეთი ლორთქიფანიძე: ჩემს მეგობრებს ვუყვები ხშირად ჩვენს მთამსვლელ გუნდზე. ვცდილობ დავაინტერესო, ვუხსნი რა პირობებია და რა დატვირთვა გვაქვს, რომ 12 საათი დავდივართ, მათ უკვირთ, 12 საათი? შენ, გოგომ? ჰო, გოგო, რაა მერე. თავიდან ეხალისებათ, მაგრამ ბოლოს ამბობენ, ეს არ არის ჩემი საქმე. ვფიქრობ, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან უნდა წამოვიდეს ამ სფეროსადმი დიდი დაინტერესება. ბევრმა არც კი იცის, რომ არის მთამსვლელთა კლუბი აჭარაში, ან სამთო ბანაკი, რომელში მოსახვედრადაც შეუძლია გაიაროს გასაუბრება. თბილისში უფრო განვითარებულია მთამსვლელობა, ვიდრე ბათუმში. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მთაზე გასვლას აწყობენ. კარგი იქნება, თუ ჩვენც წელიწადში მხოლოდ ერთხელ არ წავალთ მთაზე და წავალთ რამდენჯერმე.
სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ბათუმის #3 დაწესებულების ბრალდებულმა შ.დ–მ, განაცხადა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ყოფნისას დაწესებულების თანამშრომელმა ექიმთან შეხვედრის უფლება არ მისცა. ბრალდებულის სიტყვიერი პროტესტის პასუხად ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში, სადაც ხელებზე ბორკილდადებულს ფეხებით ცემდნენ გულმკერდის მიდამოებში. შემდეგ ბრალდებული მოათავსეს სამარტოო საკანში, საბნისა და გათბობის გარეშე.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად შ.დ.–მ თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც თხუთმეტამდე თანამშრომელმა მას ხელებზე ბორკილი დაადეს, იატაკზე დააწვინეს და უმოწყალოდ ცემეს. შემდეგ ისევ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში წაიყვანეს და ხელ-ფეხ შეკრული დილის ოთხ საათამდე იატაკზე დატოვეს. არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე რეაგირების მიზნით შ.დ.-მ 15 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა.
ბრალდებულის განცხადებით, 20 ნოემბერს დაწესებულების თანამშრომლებმა მას განმეორებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შ.დ-მ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში ელექტრო ნათურის მინით სხეულზე მიიყენა მრავლობითი თვითდაზიანებები.

გურული დღიურების პრეზენტაცია ბათუმში
„მოგეხსენებათ, კაცობრიობის ისტორია არის მოგზაურობის ისტორია. არის ორი ძირითადი ამბავი მოგზაურობისა, რომელიც ადამიანებს გადახდენია თავს. პირველი მოგზაურობა გულისხმობს წასვლას და უკან დაბრუნების სურვილს, მეორე მოგზაურობა გულისხობს, წასვლას და ერთგვარად არ დაბრუნებას.
პირველი მოგზაურობის თემა იწყება ბიბლიიდან, როდესაც ადამიანი გამოაძევეს სამოთხიდან. მაგრამ ადამიანის გამოძევება ნიშნავდა იმას, რომ მას დარჩა დაბრუნების სურვილი.

ეს ხაზი გრძელდება მთელს მსოფლიო ლიტერატურაში და მანამდე ანტიკურ ლიტერატურაში. ოდისევსის მოგზაურობა გულისხმობს სწორედ ამგვარ სვლას. წასვლას და უკან აუცილებლად დაბრუნებას. და ეს არის პირველი დღიურები, რომელიც ანტიკურ ეპოქაში შეიქმნა. გზაზე ძალიან ბევრი ტექსტი დაიწერა, დონ კიხოტი, მაგალითად, ასევე გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მიდის და აუცილებლად უბრუნდება თავის საწყისს.

ჩემი წიგნი – გურული დღიურები არის მცდელობა ერთგვარი სინთეზისა, რომ გავიდე საკუთარი თავიდან და შორიდან დავაკვირდე ჩემს თავს და ვიმოგზაურო შემდეგ ჩემს თავში. ეს, ბუნებრივია, არის რთული პროცესი. ეს, ბუნებრივია, არის პროცესი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში გარანტირებულად არ გულისხმობს გამარჯვებას.
ტექსტი შეიქმნა სიყვარულით, და ეს სიყვარული გულისხმობდა იმ მხარის სიყვარულს, სადაც მე, როგორც ადამიანი ჩამოვყალიბდი.
სიყვარული ცოტა რთული ცნებაა და მაინცდამაინც არ გულისხმობს უპირობო პოზიტიურ მოცემულობას. ეს გულისმხობს მათ შორის ტკივილსაც და მათ შორის ძალიან რთულ და მწარე გამოცდილებებსაც, რომელიც, ბუნებრივია, ბათუმმაც გაიარა. ეს წიგნი არის 90-იანი წლების საქართველოზე და 90-იანი წლების გურიაზე, მაგრამ, ბუნებრივია, ზოგადდება როგორც ფაქტი, ამ შემთხვევაში. ის, რომ გარეკანზე არის შევარდნაძე დატანილი, სწორედ ამის ერთგვარი სიმბოლური ნიშანია, რაც გულისხმობს იმას, რომ წიგნში მიმდინარე მოვლენები, გულისხმობს 90-იან წლებში მომხდარ ამბებს. ამბებს, რომელსაც მე, პირადად, ვაკვირდებოდი ბავშვობიდან. ჩემი დაკვირვებები იყო ცოტა უფრო სხვა, ვიდრე ამას უფროსი ასაკის ადამიანები აწარმოებდნენ.
ბავშვობა არის ინფანტილური პერიოდი, ტყვიები, რომელსაც მაშინ ისროდნენ ჩემს ქალაქში, ის ტყვიები კი არ იყო, რომელიც ვიღაცას ხვდებოდა, ან ვიღაცის სახლს, არამედ ის ტყვიები, რომლის ცარიელ ვაზნებსაც ბავშვები ვაგროვებდით და ვთამაშობდით. ჩვენი აღქმა და აღქმის რაკურსი იყო განხვავებული. თუმცა წლების შემდეგ ადამიანში ილექება ეს ყველაფერი, რაღაც თვალსაზრისით დრამატული ხდება. სწორედ ეს დრამატიზმი იყო ერთ-ერთი პირველი იმპულსი იმისა, რომ მე დამეწერა წიგნი, რომელიც იქნებოდა ჩემს ბავშვობაზე, ანუ 90-იანი წლების გურიაზე,“ – თქვა გიორგი კეკელიძემ „გურული დდღიურების“ პრეზენტაციისას.
„გურული დღიურები“ გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა და 6 ლარი ღირს. მისი შეძენა მსურველს წიგნის მაღაზიებში შეუძლია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #306/ნ ბრძანების მიხედვით, ჩამოსასხმელი სასმელი წყლის გაწმენდა-დეზინფექცია უნდა მოხდეს ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია, სორბციული და მემბრანული), ასევე ოზონით, ულტრაიისფერი სხივებით და ვერცხლის იონებით (დაუშვებელია წყლის დეზინფექცია ქლორირებადი მეთოდით. ტოქსიკური ქლოროქსიდანტების წარმოქმნის, მიკრობების შესაძლო რეაქტივაციის, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუარესებისა და წყლის დენატურაციის გამო). აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ცენტრალიზებული სასმელი წყლის სისტემებზე გამოყენებულ იქნას წყლის გაწმენდა-დეზინფექციის ქლორის ალტერნატიული, მათ შორის ფილტრაციული, ასევე ოზონის, ულტრაბგერის, ულტრაიისფერი დასხივების, ვერცხლისა და სპილენძის იონებით დამუშავების თანამედროვე მეთოდები;

სიახლე, რომელსაც მე ვთავაზობ საზოგადოებას, გაცილებით ეფექტური და იაფია, ვიდრე ქლორილება.
წყლის გაწმენდა-დეზინფექციის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია წყლის ფილტრაცია (მიკროფილტრაცია, ულტრაფილტრაცია, ჰიპერფილტრაცია, ანუ უკუოსმოსი, ნანოფილტრაცია, სორბცია და სხვა). ქლორირებისგან განსხვავებით, ის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში ზრდის წყლიდან პათოლოგიური მიკრობების, ვირუსების და სხვა მავნე ნივთიერებების მოცილების ეფექტს. წყლის ფილტრაცია ხდება დანადგარებში, რომელშიც ჩასმულია პოლიამიდური მემბრანები, მათი ფოროვნება მერყეობს 0,002-0,1 მკმ-მდე. დანადგარებს წყალი მიეწოდება მაღალი (6 ატმ) წნევით და მცირე ფოროვნების გამო საშუალებას იძლევა თითქმის მთლიანად გავათავისუფლოთ ის შეწონილი ნაწილაკების, კოლოიდების, მიკრობებისა და ვირუსებისაგან, რაც ამცირებს შემდგომ გამოსაყენებელ სადეზინფექციო რეაგენტების ხარჯს.
სასმელი წყლის მექანიკური გაწმენდის ანუ ფილტრაციებს შორის ყველაზე ოპტიმალური მეთოდია წყლის ულტრაფილტრაცია. მისი დანერგვა თითქმის მთლიანად გამორიცხავს კოაგულანტებისა და ფილტრაციაზე გასაწევ ხარჯებს. ულტრაფილტრაციული დანადგარების დამონტაჟება შეიძლება სათავე ნაგებობაზე სალექარების შემდეგ. ფილტრაციულ მეთოდს ასევე მიეკუთვნება წყლის სორბციული დამუშავება. მათ რიცხვს განეკუთვნება წყლის გაწმენდა აქტივირებული ნახშირით. მისი გამოყენება აუცილებელია, რადგან რეაგენტებით დამუშავების შემდეგ წყალში წარმოიქმნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები.
წყლის დამუშავების შემდგომი ეტაპია დეზინფექცია. წყლის დეზინფექციას განეკუთვნება რეაგენტული (ქლორით. ოზონით, ვერცხლის და სპილენძის იონებით და სხვ.) და ურეგენტო (ულტრაიისფერი დასხივება და ულტრაბგერითი დამუშავება და სხვ.) მეთოდები.
იმის გარდა, რომ ქლორით და მისი შემცველი სხვა სადეზინფექციო რეაგენტებით წყლის დეზინფექცია ვერ აღწევს სასურველ შედეგს, ისინი ტოქსიური და საკმაოდ ძვირადღირებულია. მათი ხარჯი ყოველი 1 000 მ3 სასმელი წყლის დასამუშავებლად „წყაროს სახეობისა და წყლის ხარისხის“ მიხედვით, საშუალოდ, 50 ლარს აღწევს.
საზოგადოებას ვთავაზობ სასმელი წყლის გაუსნებოვნების ქლორირების ალტერნატიულ, თანამედროვე მეთოდს. ის ითვალისწინებს სასმელი წყლის ოზონით, ულტრაბგერით, ულტრაიისფერი სხივებით, ვერცხლისა და სპილენძის იონებით დამუშავებას. მეთოდს გააჩნია პატენტები – P 6044 და U 1187, დანერგილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გავლილი აქვს გამოცდები სხვადასხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ასევე სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის კველევით ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებით. გააჩნია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია.
ამ მეთოდებით გაუსნებოვნებული წყალი, ქლორსა და სხვა რეაგენტებთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ იაფია და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე სხვა ჩვენს პრაქტიკაში არსებული მეთოდები. წყალი იონების არსებობის გამო ინახება დიდი ხნის განმავლობაში. დანადგარები მზადდება უჟანგი ლითონებით, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
ჩვენი კომპანია 2013 წლის 11 ივნისს აღნიშნული მეთოდის დანერგვის მიზნით მოხსენებით წარსდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე. დეპუტატებმა რეკომენდაცია გაგვიწიეს აჭარის მთავრობასთან. 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი თანხა ქედის (დაბის) მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის გაწმენდა-დეზინფექციაზე მიზნობრივად ჩვენ მიერ წარდგენილი მეთოდის დასანერგად (ველოდებით ტენდერის გამოცხადებას).
მიუხედავად ქლორირებისა, დაბა ქედის სასმელი წყალი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია, ხშირ შემთხვევაში სასმელ წყალში ითესება ფეკალური სტრეპტოკოკებიც კი.
ანალოგიური მდგომარეობაა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც. ამის გამო არაერთხელ მივმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. თუ მთავრობაც მოინდომებს, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ ზემო აჭარის მუნიციპალიტეტების სასმელი წყლის სრულ გაწმენდა-დეზინფექციაზე და მოსახლეობას მივაწოდოთ კეთილხარისხოვანი სასმელი წყალი.
კანდიდატს მოეთხოვება: იყოს დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და კომუნიკაბელური, იყოს მოტივირებული, ინიციატივის მქონე და შეეძლოს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობა, კარგად ფლობდეს საბაზისო კომპიუტერულ პროგრამებს ((Microsoft Word, Excel) და ბეჭდვით უნარებს, შეეძლოს ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერა, კარგად ესმოდეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მისია და მანდატი.
ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, ხოლო სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.
უპირატესობა მიენიჭება სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტებს და ახლად კურსდამთავრებულებს.
„აღნიშნული სტაჟირება აქტიური და საქმის ერთგული ახალგაზრდებისთვისაა, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცემათ, უშუალოდ გაეცნონ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას და მენეჯმენტს, მიიღონ გამოცდილება და გაზარდონ მომავალში მათი დასაქმების შანსები,“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში.
სტაჟირება დაიწყება 2015 წლის იანვრის თვეში და გაგრძელდება 3 თვე. სტაჟირების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 19 დეკემბერია. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ბექა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობს. ამბობს, რომ ინტერესი ამ პროფესიის მიმართ ყოველთვის გააჩნდა, რადგან ხაზვა კარგად ეხერხებოდა. “ფოტოგრაფია არის ჩემი ჰობი, არ მიფიქრია მასზე როგორც პროფესიაზე, ამიტომაც ავირჩიე არქიტექტურა. ახლა ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფია არის ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, არქიტექტურა გახდა მეორეხარისხოვანი. შორს იშვიათად ვიხედები, ვცდილობ ის გავაკეთო, რაც მიმაჩნია იმ მომენტში სწორად. რა იქნება 10 წლის შემდეგ, ამაზე ფიქრით თავს არ ვიკლავ, აწმყოში ვარ მობილიზებული, ვმოქმედებ ისე, როგორც არის უკეთესი მოცემულ მომენტში” – ამბობს ბექა.
ბექას პირველი ფოტოაპარატი, რომელიც 13 წლის ასაკში ჰქონდა, ახლა ფოტოსტუდიაში საპატიო ადგილს იკავებს. მას შემდეგ რვა ფოტოაპარატი გამოიცვალა. ბექა ამბობს, რომ განვითარებისთვის საკუთარ თავთან ბევრს მუშაობს:
“გამომივა თუ არა?! – მხოლოდ ეს მაინტერესებდა, ყოველთვის ასე ვარ, როცა რაიმეს გაკეთებას ვიწყებ. ვეკითხები ჩემს თავს: “შეძლებ შენ ბექა ამას?” მაშინ ხან გამომდიოდა, ხან – არა, ხან ვგრძნობდი, რომ რაღაც მცირე აკლდა, ასე დაიწყო და დაიწყო. ახლა ვეღარ წარმომიდგენია თავი ამ საქმის გარეშე. ჩემი ერთადერთი მასწავლებელი ინტერნეტია” – ამბობს ბექა.

ბექასთვის არ არსებობს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფოტო. როგორც ამბობს, ყველაფერს იღებს, რაც მას აინტერესებს, განსაკუთრებით მოსწონს პორტრეტების გადაღება: “ყველაფრის გადაღებისას ვიღებ სიამოვნებას, ჩემებურად ვუდგები ამ საკითხს, აპარატი სულ თან დამაქვს, დიდი აპარატის წაღებას თუ ვერ ვახერხებ, პატარა მაინც მიდევს ჯიბეში, რომ უცებ რამე გადავიღო. განსაკუთრებულად მომწონს სილამაზის გადაღება, როცა რაღაც იმაზე კარგი გამოდის, ვიდრე იყო, ვცდილობ იდეალური გავხადო ზეიდიალური” – ამბობს ბექა.
ბექა ბათუმში სამტრედიიდან გადმოვიდა. ბათუმში გადმოსვლისთანავე გაუჩნდა სტუდიის გახსნის იდეა, ამისთვის დანაზოგს დიდი ხანი აგროვებდა. მშობლების დახმარებით ფართობი დაიგირავა და საკუთარი გემოვნებით მოაწყო სტუდია: “ვნახოთ, რა გამოვა. ბათუმელი არ ვარ, ამიტომ კარგად არ ვიცნობ სხვა ფოტოგრაფებს, სტუდიაში მხოლოდ მე და ჩემი ძმა ვმუშაობთ. ის საზღვაო აკადემიის სტუდენტია, მე დავაინტერესე ფოტოგრაფიით, მასთან სულ ამ საკითხებზე ვსაუბრობდი და თითონაც მოუნდა ძალების მოსინჯვა, მასტერკლასებს საკუთარ თავს ვუტარებთ ხოლმე.”

ბათუმში ბევრი რამ მოსწონს, ბევრი – არა. ამბობს, რომ ამ ქალაქის მიმართ უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა: “ბათუმში იმიტომ წამოვედი, რომ მინდოდა რამე ახალი აღმომეჩინა. ქუთაისი ისე ახლოსაა სამტრედიასთან, ჩათვალეთ, რომ ქუთაისში ვცხოვრობდი. ბათუმი მომწონს, მაგრამ ერთი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ამ ქალაქს შევგუებოდი, ვერ გავუგე რაღაცნაირად ვერც ქალაქს და ვერც ხალხს, სხვანაირი შეხედულებები დამხვდა, რატომღაც შებოჭილია ახალგაზრდობა. ვითარდება და იცვლება ქალაქი, ვიმედოვნებ, ესეც შეიცვლება” – ამბობს ბექა.
გეგმებზე წინასწარ არასოდეს საუბრობს, ამიტომაც არ ამბობს, თუ რა პროექტებზე მუშაობს, მხოლოდ იმ პროექტზე გვიყვება, რომელიც უკვე დასრულების პირასაა: “ვიღებ შიშველ ნატურას. რადიკალურად განსხვავებულია ჩემი ნამუშევრები იმისგან, რაც აქამდე გადაუღიათ. მთლიანი სხეული არ ჩანს კადრში, მხოლოდ ნაწილებია, ჩემ მიერ გადაღებული ნატურა არის ძალიან იდუმალი, შეიძლება უყურო და ვერ მიხვდე რა არის. მოდელების დათანხმება არ მიჭირს, მოსწონთ ეს პროცესი. ცოტა შებოჭილ გარემოში ვმუშაობ, მაინც საქართველოა, პორნოგრაფიისგან უჭირთ ხელოვნების გამორჩევა. ამ პროექტით იმის თქმა მინდა, რომ ფოტოგრაფია მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც რაღაცას გადმოსცემ, შინაარს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ტექნიკას, მაგრამ ფოტოგრაფმა ტექნიკურადაც უნდა გამართო ნამუშევარი და შინაარსიც უნდა იყოს საინტერესო” – ამბობს ბექა.

„კაფე “ფანტაზია”, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში „რვაფეხას“ იგივე „ურჩხულის“ სახელით იყო ჩაბეჭდილი, უნდა წაიშალოს და მხოლოდ მოგონებად დარჩეს ჩვენს მეხსიერებასა და აღბეჭდილ ფოტოებზე. ვისაც გვაქვს რაიმე მოგონება, ფოტო ან ვიდეო მასალა ამ შენობასთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენდა, დადეთ ფეისბუქზე პროტესტის ნიშნად. ნუ წავაშლევინებთ ფერადი სიზმარივით მეხსიერებიდან თითო ოროლად დარჩენილი ქალაქის ღირშესანიშნაობებს,“ – წერს ბათუმელები ფოტოგრაფი სერა ძნელაძე ფეისბუქში.
„გადავარჩინოთ “რვაფეხა” დანგრევას“ – წერს ფეიბუქში პაატა დობორჯგინიძე, ადამიანი რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებდა მის მშენებლობაში.
„რვაფეხას“ აშენებაში უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული. მისი აშენების ისტორია მინდა გიამბოთ. 1975 წელს დავამთავრე ინსტიტუტი. გავხდი საგზაო ინჟინერი. იმავე წელს დავინიშნე საქართველოს საგზაო სამინისტროს №30 საექსპლოატაციო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად. ჩამაბარეს ბათუმი-სარფის გზის მოვლა პატრონობა. იმხანად უკვე დამთავრებული იყო ახალი გზის მშენებლობა და ცენტრალური მთავრობის დავალებით სარფის საბაჟოს მოწყობაც. ჯერ კიდევ მაშინ იგეგმებოდა საზღვრის გახსნა თურქეთთან. მაგრამ გზის გახსნამ 14 წლით დაიგვიანა. საბაჟოს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გადაწყვიტეს ტერიტორიაზე დაედგათ „ფუნქციური სკულპტურა“. ეს იყო „რვაფეხას“ მსგავსი პატარა „ოთხფეხა“. პროექტის ავტორი იყო შემოქმედებითი ჯგუფი: ხელმძღვანელი- ისტორიული ძეგლის, ყოფილი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის ავტორი, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორი გიორგი ჩახავა, არქიტექტორი ზურა ჯალაღონია, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი- ზურაბ კაპანაძე და ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ნოდარ მალაზონია. მე წილად მხდვა ბედნიერება მემუშავა ამ უდიდესი ხალხის გვერდით სამუშაოთა მწარმოებლად. ნაგებობის დასრულების შემდეგ სარფში სანახავად მოვიდა ბათუმის ხელმძღვანელობა. „ოთხფეხა“ ძალიან მოეწონა მაშინდელი ქალაქკომის პირველ მდივანს დამირ მანჯგალაძეს და ბატონ გიორგის სთხოვა მსგავსი ნაგებობა დაედგათ ქალაქ ბათუმში.
გიორგი ჩახავამ დაპირება შეასრულა და შემოქედებითმა ჯგუფმა შექმნა „რვაფეხას“ პროექტი. შენობის ასაგებად გამოიყო ადგილი, ახლანდელი უნუვერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის პანსიონატის პირდაპირ. მშენებლობა გაგრძელდა რვა თვე.
მინდა მოგიყვეთ თუ რა ტექნოლოგიით არის აშენებული „რვაფეხა“. თავდაპირველად არმატურით გაკეთებულია კარკასი. ეს ძალიან ძნელი სამუშაოა. ადგილზე ხელით იღუნებოდა არმატურა, ღებულობდა რთულ ფორმებს და შემდეგ შედუღდებოდა. კარკასის დამთავრების შემდეგ მას გადაეკრა ლითონის ბადე. კედლები გარედან და შიგნიდან შეილესა. ცალკე მინდა გითხრათ მოპირკეთების შესახებ. ჯგუფმა შეიმუშავა თხევადი მინისაგან დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილების ახალი ტექნოლოგია, რომელშიც პატენტიც აქვთ აღებული. ფილები დაამზადეს პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის ) ექსპერიმენტულ ქარხანაში და იქედან ჩამოიტანეს. საქართველოში მსგავსი ქარხანა არ იყო. მას სმალტას უწოდებდნენ. ალბათ მხატვრები დამეთანხმებიან თუ რა უნიკალური ფილებითაა მოპირკეთებული „რვაფეხა“. მშენებლობის ყველა პროცესს ადგილზე უშუალოდ ესწრებოდა შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი. ადგილზე მიმდინარეობდა ფორმების ძიება და კამათი. ბატონი გიორგი ჩახავა თავისი ხელით აძლევდა ფორმებს არმატურის მასალას. შედეგათ ბათუმში გაჩნდა ულამაზესი ნაგებობა. შიგნით ამოქმედდა კაფე „ფანტაზია“
„რვაფეხა“ მალე გადაიქცა ბათუმელების საყვარელ თავშეყრის ადგილად. ის შეტანილი იყო ტურისტების ადგილობრივი ღირშესანიშნაობების დათვალიერების მარშრუტში. ჩვენი ქალაქის ბევრი სტუმარი მოხიბლულა მისი სილამაზით.
ვინც არ იცის მინდა გითხრათ თუ ვინ იყო გოგი ჩახავა. მან დააპროექტა საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობა არქიტექტორ ზურა ჯალაღონიასა და კონსტრუქტორ თემო თხილავას მონაწილეობით. მშენებლობა 1975 წელს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დამთავრებიდან სულ 2 წელიწადში პოპულარულმა არქიტექტურულმა ჟურნალ Domus-მა მას სპეციალური სტატია მიუძღვნა (N577). 1981 წელს კი, ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმმა გამოსცა ნაშრომი Transformation in Modern Architecture, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შედევრების გვერდით ჩახავას შენობაც არის შეტანილი. უზარმაზარი საბჭოთა კავშირიდან ეს პატივი მაშინ მხოლოდ ამ შენობას ერგო. ყოფილი გზების სამინისტროს შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპულარულ გამოცემებში. უახლესი სტატია გამოქვეყნებულია გარდიანში, (7 თებერვალი 2011).
ჩახავას შენობამ თავისი დიზაინით დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი არქიტექტორების შემოქმედებაზე. კონკრეტულად, ამ გავლენის უახლესი მაგალითებია გამოჩენილი არქიტექტორის რემ კოლჰაასის 2009 წლის ორი პროექტი სინგაპურსა და სპარსეთის ყურეში, რაც მხოლოდ გავლენა კი არა, პრინციპში, ჩახავას დიზაინის გამეორებაა.
1983 წელს ის გახდა სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1991 წელს აირჩიეს აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრად. ის იყო 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე- მფრინავი და მიღებული ჰქონდა მედალი მამაცობისათვის.
მას ბევრი პროექტი დარჩა განუხორციელებელი. საიკვდილამდე ცოტა ხნიდ ადრე სახლში მსტუმრობდა და მაჩვენა ფანტასტიკური პროექტების ესკიზები. იმედია როდისმე აშენდება მისი პროექტებით შენობები. ვისაც აინტერესებს განუხორციელებელი პროექტები შეგიძლიათ ნახოთ მის საიტზე https://www.chakhava.ge
სამწუხაროდ სარფის „ოთხფეხა“ საბაჟოს გაფართოების მიზნით დაანგრიეს 1989 წელს.
ბათუმის „რვაფეხას“ კი დანგრევა ემუქრება. ვთხოვ ყველა ბათუმელს და არა ბათუმელს, ვისაც უყვარს ბათუმი და აფასებს მის წარსულს და სილამაზეს, წინ აღვუდგეთ ამ გადაწყვეტილებას. ხელისუფლებას ვთხოვოთ კი არ დაანგრიონ არამედ რესტავრაცია გაუკეთონ ბათუმის ულამაზეს ნაგებობას. აღადგინონ დაზინებული ნაწილები საიდანაც წლების განმავლობაში აძრობდნენ უნიკალურ ფილებს, დაუბრუნონ მას პირვანდელი პეწი და სილამაზე“.
ფოტო წიგნიდან აჭარა, შემდგენელი შ. დავითაძე, რედაქტორი ტ. ტკაჩენკო. გამომცემლობა პლანეტა, 1986
„შარშან ჩემი ახლობლები ჩამოვიდნენ სტამბოლიდან და ბულვარში სეირონობისას ერთ-ერთმა მითხრა – რა მაგარიაო, როცა სანაპიროზე ყველა მოქალაქეს შეუძლია სეირნობაო, სტამბოლში საუკეთესო სანაპიროები პრივატიზირებულიაო, სადაც ვილები და საუკეთესო სასტუმროებია განთავსებულიო.
ბათუმის შერატონს შუა ბულვარში დიდი ტერიტორია აქვს შემოსაზღვრული, სადაც საკუთარი დამსვენებლებისთვის აუზი აქვს გაკეთებული.
ჰილტონიც იმავეს იზამს.
მერე მოგვიწევს წრეების რტყმა და შესაძლოა ზღვაც ვერ დავლანდოთ“.
“ქადაგად დავარდნა და რჩევების დარიგება საშინლად არ მიყვარს, არც იმაზე ლაპარაკი მეხალისება, რაშიც არაფერი გამეგება. არქიტექტორი, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი და მცირე ბიზნესის კონსულტანტი მე არ ვარ, ამიტომ ერთი რიგითი მოქალაქისა და ექს-ბათუმელის აზრს გაგიზიარებთ.
ჩემი ბავშვობის ბათუმის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, ბულვართან, კინო “თბილისთან” და პიონერთა პარკთან ერთად, ის უცნაური, უცხო, ლამაზი და ფერადი კაფეც იყო, ახლა რომ რვაფეხად მოიხსენიებენ, ჩვენ, რატომღაც, “ნეპტუნს” ვეძახდით და ისე კაფე “ფანტაზია” ერქვა.
მართლა უცხო და ლამაზი იყო. ზღვისპირა ქალაქს უხდებოდა ძალიან და არც მნახველის სიმცირეს უჩიოდა. ბათუმს სანაყინეები ნამდვილად არ აკლდა და პლომბირს, როგორმე, სხვაგანაც ჩავსუსნიდით, მაგრამ იქაურობა სხვანაირად მოგვწონდა და ჩემი თბილისელი დეიდაშვილებიც, ჩამოსულები არ იყვნენ, “ნეპტუნში” წაგვიყვანეთო, ითხოვდნენ.
მერე რაღაცები შეიცვალა, ბათუმი შეიცვალა, რაღაცები დაინგრა, რაღაცები აშენდა, რვაფეხა არავის გახსენებია. გაოხრდა, გაპარტახდა და ახლა თურმე დემონტაჟს უპირებენ: სასტუმროს უშლის ხელსო.
სპეციალისტი არ ვარ-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ, რატომღაც, მგონია, მონდომება იყოს და ისე გემრიელად მოეწყობა, ისე კოხტად, ხელის შეშლა კი არა, ბათუმს გამოადგება კიდეც.
მე ძალიან მიყვარს რვაფეხა, ჩემი ძველი “ნეპტუნი”, ბავშვობის ფერადი მოგონება და დარჩეს ქალაქის ახალ სიმბოლოებთან ერთად, ვის რას უშავებს? ჩვენც მივიყვანთ შვილებს, ვაჭმევთ ნაყინს თუნუქის ძველი და საყვარელი ფიალებით, ძველ ამბებს მოვუყვებით, იმათაც შეუყვარდებათ, მათი ბავშვობის ფერადი იმპრესიაც გახდება… დანგრევა იოლია, დანგრევას დიდი ტვინი არ სჭირდება, მერე არ გაგვიხდეს სანანებლად, თორემ გვიან იქნება და ვერც ვერაფერს შევცვლით”.
სასტუმრო „ჰილტონის“ წინ მდებარე კაფე „ფანტაზია“, რომელიც წლების მანძილზე ბათუმის ერთ–ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, შესაძლოა „ჰილტონის“ ინტერესებს შეეწიროს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სამინისტროს ამ ადგილას 9 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას, ორი საცურაო აუზის მოწყობასა და მცენარეებით გამწვანებული ხიდის მშენებლობას სთავაზობს. კაფე „ფანტაზიას“, რომელიც ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, ჯერჯერობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა აქვს.
„ბათუმელები“ აგრძელებს მოგონებების შეგორვებას „რვაფეხას“ შესახებ. გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია, თქვენი მოგონება კაფე „ფანტაზიაზე“.
მთავარი ფოტო: კაფე ფანტაზია, ბათუმი, 1983. ფოტო: ვ. პანოვი
„2 145 000 ლარში არაფინანსური აქტივი იყო ტრანსპორტის შესაძენად. შარშან შევიძინე. წელს არ მჭირდება და თავისთავად გამოაკლდა ტექნიკის ფული,“ – განმარტავს ეთერ მაჭუტაძე, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი.
ბათუმის მწვანე საფარი 6 მილიონი კვადრატული მეტრისგან შედგება. მისი გაზრდა სამომავლოდ კიდევ 2 მილიონი კვადრატული მეტრით იგეგმება. მწვანე საფარში იგულისხმება როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები. 2014 წელს ერთწლიანი მცენარეებისთვის დარგვა-მოვლისათვის 400 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მრავალწლიანებისათვის – 200 ათასი ლარი. მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს თანხა ასე გადანაწილდება. ერთწლიანი მცენარეებისთვის დარგვა-მოვლისათვის 400 ათასი ლარი, ხოლო მრავალწლიანებისათვის – 100 ათასი ლარი.
მიუხედავად ამისა, ეთერ მაჭუტაძე ამტკიცებს, რომ მისი სამსახურის ბიუჯეტი არ შემცირებულა.
„არც ერთი თეთრით ბიუჯეტი 2014 წელთან შედარებით არ არის შემცირებული. პირიქით, 10 ერთეული მუშა არის დამატებული და 25 ათასი ლარი დაემატა ამისთვის. მრავალწლიანი ნარგავებისთვის ნამდვილად 100 ათასი ლარია. სკვერების მოსაწყობად წინასწარ ესკიზები დგება. ჩვენმა სამსახურმა ამ თანხაზე წარადგინა ესკიზები და ზუსტად 100 ათასი მომცეს. მე რომ ახლა 200 ათასი ჩავდო, ადგილიც არ მაქვს დასარგველი. ეტაპობრივად გაკეთდება ყველაფერი,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ქალაქის გარეუბნებში და განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე გამწვანების ნაკლებობაა. გარდა ამისა, არ არსებობს გამწვანების ერთიანი გეგმა.
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნა იყო, რომ პირველ რიგში ჩაიდოს თანხა და შემუშავდეს გამწვანების სტრატეგია. გამწვანების პოლიტიკა არ არსებობს, თუ რა უნდა ჰქონდეს თვითმმართველ ქალაქს. უცნობია რა პრობლემებია გარეუბნებში, ახალშემოერთებულ ტერიტორიებზე. რამდენად არის მწვანე საფარი და მწვანე ზოლი. ხუთ კვადრატს ვერ ვცილდებით. სანამ გამწვანების სამსახურს არ ექნება სტრატეგია, არ ეყოლება მებაღეების ინსტიტუტი, ანუ სტრუქტურა არ იქნება აწყობილი გამწვანების პოლიტიკის გაძლიერების კუთხით, მანამდე ის მილიონ რვაასი ათასიც არამიზნობრივ ხარჯვად შეიძლება იქნას შეფასებული“, – ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა.
ნათია აფხაზავას თქმით, თითოეულ პარკს, სკვერს, ქუჩას, განვითარების გეგმა სჭირდება, რაც ამ ეტაზე ქალაქს არ აქვს.
„გამწვანების სამსახურს აქვს სტრატეგია, მაგრამ ეს არის კონკრეტული სამსახურის ხედვა, როგორი უნდა იყოს ქალაქი. კვლევაზე არ არის დაფუძნებული, ვთქვათ რა მდგომარეობა გვაქვს. რამდენი პარკი გვაქვს, რამდენი სკვერი, ინვენტარიზაცია უნდა მომხდარიყო და ამის საფუძველზე დადებულიყო სტრატეგია, განვითარების მინიმუმ სამწლიანი გეგმა. თუ არ გვეცოდინება რომელ უბანში რას ვაკეთებთ, თუ ეს არ იქნება სტრატეგიაში გაწერილი, მანამდე ეს მაინც არაგეგმიური ხარჯვაა“, – ამბობს ნათია აფხაზავა.
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ გარეუბნებსაც და შემოერთებულ ტერიტორიებსაც თანმიმდევრულად ამწვანებს.
ეთერ მაჭუტაძე: „მე ჩამოგიწერთ რამდენი უბანია გარეუბანში გამწვანებული _ ბაგრატიონი, ჯავახიშვილი, ტაბიძე. ჭაობში არ შევსულვარ მხოლოდ. წელს უკვე დამთავრდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები. ქალაქის მერს აქვს მონახაზი, რამდენი სკვერი უნდა გაკეთდეს და იმის მიხედვით გაკეთდება. სანამ არ დამთავრდება მიწისქვეშა კომუნიკაციების გაკეთება, მანამდე ვერ შევალ. არც ერთი უბანი არ დარჩება გამწვანების გარეშე და არც შემოერთებული ტერიტორიები არ დარჩება უყურადღებოდ.
100 ათასი ძირი ნერგის დარგვაა იმისათვის საჭირო, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა სუფთა გარემოში იცხოვრონ. მომავალში აუცილებლად გვექნება სანერგე, საიდანაც ორ-სამ წელიწადში ნერგებს მივიღებთ და ამ ნერგებს ეზოებში დავრგავთ“.
საგადასახადო ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელმა, ოთარ რიკაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ზოგად პრობლემებზე იყო საუბარი, „მაგალითად, სავიზო რეჟიმთან დაკავშრებულ პრობლემებზე,“- განაცხადა ოთარ რიკაძემ.
ბათუმში თურქეთის კონსულის, იასინ თემიზქანის თქმით, რომელიც ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრას ესწრებოდა, მათი მიზანია საქართველოს ეკონომიკა იყოს ძლიერი და თურქმა ბიზნესმენებმა მათი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, რადგან, მისი თქმით, ძლიერი საქართველო უფრო სასურველი მეგობარი იქნება თურქეთისათვის.
„არსებობს ტექნიკური პრობლემები, რაზეც მე დღეს არ გავამახვილებ ყურადებას, პრობლემები ეხება ძრითადად ცენტრალურ ხელისუფლებას. რადგან ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთნ პირდაპირ ურთიერთობები არ გვაქვს, გადავწყვიტეთ ასეთი ტიპის შეხვედრებით მივაწვდინოთ მათ იმ მცირე ტექნიკურ პრობლემებთან ანდა ინვესტიციებთან დაკავშირებული ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები,“ – განაცხადა თურქეთის კონსულმა ჟურნალისტებთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღეს ამ ადამიანებს მიეცეთ მათი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარის წარმოჩენის საშუალება. დღეს, ხელოვნების უნივერსიტეტში გამოფენილი მათ მიერ შესრულებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამის დასტურია და ვფიქრობ, საზოგადოება უნდა ხედავს მათ შესაძლებლობებს,“ – აღნიშნა ორგანიზაციის – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, თომა კაკაბაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, რომელიც მთავრობამ 2014 წლის 20 იანვარს მიიღო. „თუ სახელმწფო იხელმძღვანელებს ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით და ღონისძიებებიც დაიგეგმება ამ გეგმის მიხედვით, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ეს ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება შშმ პირებს,“ – აღნიშნა თომა კაკაბაძემ.

დღესვე, პრესკაფეში ორგანიზაციამ მინი საინფორმაციო ტიპის შეხვედრა/პერფორმანსი გამართა, სახელწოდებით – “სამკუთხედი”.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების დაცვისაკენ მორიგი ნაბიჯების გადადგმა: საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალური ჯგუფი მას კი არ ამძიმებს, არამედ – მეტად მრავალფეროვანს ხდის; სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული და აქცენტირებული გზავნილების გაჟღერება, რათა მათ უკეთ შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება.
სასტუმრო „ჰილტონის“ წინ მდებარე კაფე „ფანტაზია“, რომელიც წლების მანძილზე ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, შესაძლოა „ჰილტონის“ ინტერესებს შეეწიროს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სამინისტროს ამ ადგილას 9 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას, ორი საცურაო აუზის მოწყობასა და მცენარეებით გამწვანებული ხიდის მშენებლობას სთავაზობს. კაფე „ფანტაზიას“, რომელიც ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, ჯერჯერობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა აქვს.
ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას კაფე „ფანტაზიას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვენ.

გაიზრდება თუ არა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის დაფინანსება? ამოქმედდება თუ არა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა? იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო კვლავაც არ გასცემს სტიპენდიას უნივერსიტეტში, თუ გამოყოფს აჭარის ბიუჯეტი ამისთვის სახსრებს? – ეს შეკითხვები სტუდენტებმა არჩილ ხაბაძეს დაუსვეს.
სტუდენტები შეკითხვები შეეხებოდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც, ლიტერატურის ნაკლებობასა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას უნივერსიტეტში.
მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის წინადადებები მიიღოს და ფინანსურად დაეხმაროს მას, იმის მიუხედავად, რომ მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს გააჩნია ავტონომია და ის თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თუ რომელი მიმართულებით წარმართოს სახსრები.
„ბევრი საკითხი ისევ ისეთი აქტუალური და პრობლემურია, როგორც ჩემი სტუდენტობის დროს. ბევრი საკითხი, რაც სტუდენტებმა წამოჭრეს აქ, ჩავინიშნეთ, ბევრიც უკვე გაკეთდა. ვფიქრობ, ეს საკითხები უნდა მოგვარდეს სტუდენტებთან ერთად, შეიძლება ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მათთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ თურმე სტუდენტებს სხვა პრობლემებიც აქვთ, რაც მოსაგვარებელია. ჩავინიშნეთ, ვიმუშავებთ, მინდა შეხვედრები იყოს პერმანენტული, შემდეგში ანგარიშით მოვალ სტუდენტებთან, იმაზე, თუ რა მოვაგვარეთ. მე ვიყავი ის სტუდენტი, რომელიც ბევრს ითხოვდა, ყოველთვის მქონდა პრეტენზიები, ამიტომაც მესმის სტუდენტების. რაც მთავარია დიალოგი შედგა“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
თავმჯდომარეს ასევე მიმართეს კითხვით, თუ რატომ შემცირდა რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის დაფინანსება, რაზეც უნივერსიტეტის რექტორმა გააკეთა განმარტება: „ადრე გვაძლევდა აჭარის ბიუჯეტი ორ მილიონახევარ ლარს, ახლა გვაძლევს მილიონ 600 ათასს, ამის გარდა ახლა ფინანსდება მიზნობრივი პროგრამები, აჭარის ბიუჯეტიდან ჩვენი უნივერსიტეტის დაფინანსება ეს არის კეთილი ნება“ – განაცხადა ალიოშა ბაკურიძე.
ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის განცხადებით, ის უნივერსიტეტისგან წინადადებებს სიამოვნებით მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში სახსრებს გამოყოფს.
„ზოგად თემებზე იყო საუბარი. მე ვფიქრობ დრო არ იყო საკმარისი, ძალიან ბევრმა სტუდენტმა კითხვის დასმა ვერ მოახერხა, სულ ათამდე კითხვა დაისვა, კითხვები ძირითადად ეხებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებას. ვფიქრობ, პასუხისას ის რაღაც საკითხებს თავს არიდებდა, ყველაფერზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, ზოგადი პასუხებით შემოიფარგლებოდა, ეს იმ შეკითხვებს ეხება, რომლებიც ეხებოდა დარგობრივ განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი, მესამე კურსის სტუდენტი.
შეხვედრის ინიციატორი თავად არჩილ ხაბაძე იყო. მან, როგორც ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, სტუდენტებს თავის სტუდენტურ ცხოვრების შესახებაც უამბო.


ბათუმის საახალწლოდ მორთვა დაიწყო. ქალაქის საახალწლო-საშობაოდ მორთვისათვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აჭარგანათება“ შეასრულებს. „სახელშეკრულებო თანხა შეადგენს დაახლოებით 200 ათას ლარს. ამაში შედის ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიების გაფორმება, წელს შესყიდული იქნება ორი ათასი ახალი ფერადი გირლიანდა და 1500 ცალი ნაძვის ხის გირჩა. გათვალისწინებულია აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ქუჩების გაფორმება: განათდება რუსთაველი, ხიმშიაშვილი, ბარათაშვილი, გოგებაშვილი, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების ნაწილი, დიმიტრი თავდადებულის და გორგილაძის ქუჩების ნაწილი, ასევე, შენობების ფასადები ქალაქის ცენტრში“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მალხაზ დარჩიამ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა.
ვინ იმღერებს საახალწლო კონცერტზე? – ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის, ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი ამბობს, რომ საახალწლო პროგრამა ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია და ამჟამად განიხილავენ, თუ ვინ უნდა იმღეროს 31 დეკემბერს, მთავარ საახალწლო კონცერტზე, რომელიც ტრადიციულად, ერას მოედანზე გაიმართება: „გრანდიოზული კონცერტი იქნება, მაგრამ ძირითადად ქართველი შემსრულებლები იქნებიან და იქნება ძალიან მაგარი კონცერტი“ – ამბობს ჯონი საბაშვილი. მისი თქმით, საახალწლო მზადება წელს დაგვიანდა, რაც ბათუმის მერიაში მიმდინარე კონკურსებს უკავშირდება.
„ცოტა გვიან დაიწყო მზადება, გვიან დაინიშნა ხალხი, ახალმოსულები უნდა გაეცნონ სიტუაციას და ამიტომ ახლა ვმუშაობთ პროგრამაზე. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე იქნება აქტივობები ქალაქში, საზეიმო მსვლელობები, ბავშვთა კონცერტები, კულტურის ცენტრის კონცერტები, იქნება რამდენიმე ვარსკვლავი ქართული შიუ-ბიზნესიდან… პროგრამა ახლა მუშავდება“ – განმარტავს ჯონი საბაშვილი. მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული თანხა დაახლოებით ასი ათასი ლარია, „ასევე, არის დანაზოგები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, თუ არ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა არ გამოვიყენებთ“ – დასძენს ჯონი საბაშვილი.
საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწის, სოფო გუჯაბიძის თქმით, აჭარაში ზამთრის ტურიზმის სტიმულირებისათვის დეპარტამენტს მოლაპარაკებები აქვს კერძო სექტორთან, სასტუმროებთან: „25 დეკემბრიდან ვთავაზობთ ფასდაკლებების სეზონს აჭარაში, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს. ეს იქნება 30-50-პროცენტიანი ფასდაკლება ქალაქის სასტუმროებში. დაახლოებით 30-მდე სასტუმროა ამ პროექტში ჩართული და რამდენიმე ტურისტული ობიექტი, მათ შორის ბათუმის დელფინარიუმი, მუზეუმები და ა.შ.
ასევე, გვაქვს მოლაპარაკება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებთან“, რომ ორი სერიის რამდენიმე ეპიზოდი გადაიღონ ბათუმში. გვინდა ბათუმი ზამთარშიც ასოცირებული იყოს ტურიზმთან. ფასდაკლებების სეზონი არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც შიდა ტურიზმზეა გათვლილი, რომ ჩამოყალიბდეს ერთგვარი მოლოდინი, რომ ზამთარში აჭარაში არის ფასდაკლებების სეზონი“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე. მისი თქმით, დეპარტამენტი გეგმავს წლის ბოლოს მედიატურებს ქართველი ჟურნალისტებისთვის, ასევე რადიო და ინტერნეტრეკლამას. ამ ღონისძიებებისთვის დეპარტამენტს ბიუჯეტში დაახლოებით 59 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.
სოფო გუჯაბიძე საახალწლო ღონისძიებების მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს საშობაო ბაზრობას, რომელიც ბათუმში მეორედ გაიმართება:
„საშობაო ბაზრობა შარშანაც იყო ბათუმში და წელს კიდევ უფრო დაიხვეწება. ეს არის საახალწლო ჯიხურები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ნაწარმი. ერას მოედანზე გაიმართება გამოფენა -გაყიდვა და იქვე აღმართულ სცენაზე იქნება უფასო კონცერტები. ეს იქნება როგორც დღის მანძილზე გათვილილი საბავშვო სეგმენტისთვის, ოჯახებისთვის, ასევე, უფასო კონცერტები იქნება საღამოობით, რომელშიც ჩართული იქნებიან ცნობილი ქართული ჯგუფები.“
სოფო გუჯაბიძის თქმით, დეპარტამენტის სურვილია, ბათუმში გამართული საშობაო ბაზრობა საუკეთესო იყოს საქართველოში და ერთგვარ ტურისტულ პროდუქტად იქცეს. „მაგალითად, საფრანგეთში, პარიზში იმართება საშობაო ბაზრობა, სხვა ქალაქებშიც, მაგრამ სტრასბურგია ამით გამორჩეული და იქნებ ჩვენც ვცადოთ ეს. შეიძლება ამას არ ჰქონდეს წელს დიდი შედეგი, მაგრამ თანდათან ამ კუთხით, უფრო და უფრო დავიხვეწებით და იქნებ დავიმკვიდროთ ადგილი“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე- www. hr.gov.ge- განცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 დეკემბერი.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. კონკურსში მონაწილე მსურველებმა სხვა მოთხოვნები იხილეთ ბმულზე:www. hr.gov.ge
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი გამგებლის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელსაც, კონკურსის პირობების თანახმად, შეუძლია არ ჰქონდეს დიპლომი და ჰქონდეს მხოლოდ სკოლის ატესტატი. მინდა ვუთხრა სულხან ევგენიძეს, გამგებელს, რომელიც აირჩია ხალხმა, ეს არის რაიონის სირცხვილი! ჩვენ ვითხოვთ გაუქმდეს ეს საკონკურსო პირობები, რაც სამარცხვინო ფაქტია. მე იმედი მაქვს ქობულეთის საკრებულო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა რევაზ ხარაზმა.
„ქობულეთში მუნიციპალიტეტის გამგეობა საშუალო სკოლა დამთავრებულს სთხოვს სამართლებრივი აქტების ცოდნას – ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი, ადგლობრივი თვითმართველობის შესახებ ევროპული ქარტია, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს შრომის კოდექსი და, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება. საშუალო სკოლა დამთავრებულმა როგორ უნდა შეძლოს ეს?!“ – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა, მერაბ ცინცაბაძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი პირველ დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, არც გამგებლის თანაშემწის და არც საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისათვის უმაღლესი განათლების ქონა სავალდებულო არ არის.

ბათუმის მესამე დაწესებულება. ფოტო ბათუმელების არქივიდან
პატიმარმა თვითდაზიანებები მიიღო ხელებზე და მუცლის არეში – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ პატიმრის მეუღლემ მიაწოდა. ოჯახის წევრების ინფომაციით მას ოცამდე ნაკერი ადევს.
მოშიმშილე პატიმარი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში გიორგი ჩარკვიანმა. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით პატიმარი შიმშილს აგრძელებს და მოითხოვს სხვა დაწესებულებაში გადაყვანას.
პატიმარი ბათუმის მესამე დაწესებულებაში ერთი თვის წინ მიიყვანეს, მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა გახდა პატიმრის თბილისიდან ბათუმში გადაყვანის მიზეზი.
დღეისათვის, მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული ხერხემლის დაავადებებია: სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა თიაქარი, პროტრუზია, რადიკულიტი, სპონდილოზი. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მომავალში ქირურგიული ჩარევა, გაიგოთ ზუსტი დიაგნოზი და ეფექტურად იმკურნალოთ დროის დაუკარგავად, ბათუმში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტას“ უნდა მიმართოთ.
სარეაბილიტაციო ცენტრი უკვე 3 წელია ემსახურება როგორც ბათუმის, ასევე მთელი რეგიონის მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ ცენტრი ჩართულია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ასევე აქ ხდება მკურნალობის კურსის ინდივიდუალურად დაგეგმვა. რაც ყველაზე მთავარია, მკურნალობა მიმდინარეობს ბუნებრივი, ვარჯიშების გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას, რა თქმა უნდა, თუ პაციენტები დროულად, დაავადების აღმოჩენისთანავე მიმართავენ.
ცენტრი კიევში არსებული „ევმინოვის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ფილიალია. აქ ზუსტად იმ მეთოდებს იყენებენ, რასაც კიევში. პერიოდულად ცენტრის თანამშრომლები გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგს კიევიდან, ევმინოვის ცენტრიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით.
მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხდება ზემოთ აღნიშნული დაავადებების მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტა“-ში, არის შემდეგი:
[checklist]
[/checklist]
მკურნალობასთან ერთად ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ადგენენ ხერხემლის გამრუდების ხარისხს. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: პაციენტს გადაუღებენ პირდაპირ და გვერდით ხედში ფოტოსურათს, რომელიც იგზავნება ევმინოვის ცენტრში (კიევში) ინტერნეტის საშუალებით, იქედან კი ბრუნდება უკვე სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტოსურათი თავისი რეკომენდაციებით.
ბავშვებში გავრცელებულ სხვადასხვა დაავადებას შორის განსაკუთრებით ხშირია სქოლიოზი ანუ ხერხემლის გამრუდება. სქოლიოზი საქართველოში მეტად გავრცელებული დაავადებაა და ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ, თუ როგორ ამოიცნონ ის რაც შეიძლება დროულად. სქოლიოზი არის სხეულის ძირითადი, სწორი ღერძიდან ხერხემლის სვეტის გვერდით გადახრა. სულ რაღაც 20 წლის წინ სქოლიოზით ძირითადად 10 წლის და შემდგომი ასაკის ბავშვები ავადდებოდნენ. ახლა ფაქტობრივად ამ ასაკმა ხუთი წლით დაიწია. არსებობს ხერხემლის ოთხი ხარისხის გამრუდება. დაავადებულთა 60%-ზე მეტი მდედრობითი სქესიაა.
სქოლიოზის განვითარების სხვადასხვა მიზეზი არსებობს: კუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადება, რაქიტული დაზიანება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ხერხემლის პათოლოგიები, კუნთოვანი კორსეტის და სწორმედეგობის მოშლა, ადამიანის გარკვეული ფიზიოლოგიური თავისებურებანი: სიელმე, ბრტყელტერფიანობა, კოჭლობა.
პროფესიული თავისებურებანი: არასწორი ჯდომა სამსახურში; არასაკმარისი და არასწორი კვებით გამოწვეული სუსტი ფიზიკური განვითარება; ტრავმული დაზიანება.
სქოლიოზის მკურნალობა მხოლოდ კომპლექსური სისტემითაა შესაძლებელი, რაც მოიცავს:
[checklist]
[/checklist]
არსებობს ხერხემლის დაავადებების გამომწვევი შინაგანი (ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) მიზეზები. შინაგან მიზეზებს მიეკუთვნება ემბრიონის ხერხემლის განუვითარებლობა მუცლად ყოფნის პერიოდში, გენეტიკური მიდრეკილება და ხრტილოვანი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებები.
გარეგანი მიზეზია ხერხემალზე დატვირთვის არასწორი, არათანაბარი განაწილება, რაც, დროთა განმავლობაში, ხრტილოვანი ქსოვილის ცვლილებას იწვევს.
ხერხემლის დაავადებების პროვოცირება შეუძლია ხერხემლის ტრავმას, ინფექციას, მოხრილ სიარულსა და ჯდომას, მძიმე ტვირთის აწევას და მოუხერხებელი პოზის ჩვევად ქცევას, მაგალითად, S-ის მსგავსად ჯდომას კომპიუტერთან, მაგიდასთან და სხვა. თუმცა ზემოთ აღნიშნული დაავადებები უვითარდებათ არა მარტო მათ, ვინც გონებრივად მუშაობს, არამედ კარგად ნავარჯიშევ ადამიანებსაც, მაგალითად, სპორტსმენებს, მტვირთავებს. არსებობს სხვა მიზეზებიც: ნივთიერებათა ცვლის მოშლა, მიკროელემენტების (უპირატესად – კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მანგანუმის), D ვიტამინის ნაკლებობა.
გახსოვდეთ!
ჭარბი წონა ხერხემლის მტერია. მძიმე ტვირთის გადატანისას კი სიმძიმე ორივე ხელისთვის თანაბარი უნდა იყოს. თუ ტვირთი საკმაოდ მძიმეა, უმჯობესია, ის ზურგჩანთით ატაროთ, ვიდრე ხელჩანთით. ზოგადად, ერიდეთ მძიმე ტვირთის ხელით აწევას, რადგან არავინ იცის, როდის დაზიანდება ესა თუ ის მალა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა, # 107. ან დაგვირეკეთ: 599 307556 ; 7903 37556


„არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფემინიზმმა აქტუალობა დაკარგა, რადგან თანასწორობა დღეს უკვე მიღწეულ მიზანს წარმოადგენს. რა შესაძლებლებები ეზღუდება თანამედროვე ქალს დღეს საქართველოში და რატომ გვჭირდება ფემინიზმი დღეს? – ლექციაზე ვისაუბრებთ თანამედროვე ფემინისტურ აქტივიზმზე საქართველოში…“ – აღნიშნულია პრესრელიზში.
ლექციას გენდერი კვლევების მაგისტრი და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე წაიკითხავს.
საჯარო ლექციები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ლექციების ღია ციკლის – „ვის ეშინია ფემინიზმის?“ – ფარგლებში იმართება.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
„გურული დღიურების“ ავტორი გიორგი კეკელიძეა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, 2008 წლის „საბას“ პრემიის მფლობელი.
„გურული დღიურები“ გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა 2014 წლის ნოემბერში. გამომცემლობის ინფორმაციით, წიგნის გაყიდვებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და „სიესტა“ “გურული დღიურების” ახალ ტირაჟს ბეჭდავს.
სულ ახლახან გამოქვენებულ დოკუმენტში: „გზა მომავლისკენ. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა 2014“, ვკითხულობთ: „კულტურული მემკვიდრეობა თავისი მრავალგვარი ფასეულობებით ამოუწურავი რესურსია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. მემკვიდრეობის სოციალური და ეკონომიკური პოტენციალი ქვეყნის წარმატებისა და საზოგადოების ჰარმონიული განვითარების საფუძველია. ამის მისაღწევად საჭიროა მემკვიდრეობის პოტენციალი სრულად იყოს ინტეგრირებული ქვეყნის განვითარების ეროვნულ პროგრამებში. უწყებრივი თანამშრომლობა უნდა დაედოს საფუძვლად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დარგობრივი და ტიპოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლას, წარმოჩენას და დაცვას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც განვითარების თეორია, დასავლეთის ქვეყნებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს და 80-იან წლებში განვითარების სრულ ფაზაში შედის. მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკის წარმატებული საერთაშორისო მაგალითები მიუთითებს, რომ იგი ხელს უწყობს ახალი ბიზნესის ფორმირებას, ტურიზმის სტიმულირებას, უძრავი ქონების ფასის გაზრდას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის დაძლევას, საზოგადოების თვითრწმენას. მემკვიდრეობის ეკონომისტები განსაკუთრებულ როლს ანიჭებენ მემკვიდრეობის დაცვის პოტენციალს განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი, განსაკუთრებით ე.წ. ახალი ეკონომიკის ქვეყენებში. მემკვიდრეობის ეკონომიკა ყველაზე მოგებიანი პოლიტიკაა რეგიონული თუ ადგილობრივი განვითარებისათვის“.
კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკური, აღმასრულებელი და პროფესიული ინსტიტუციების ერთ-ერთ ფუნქციად უნდა იქცეს ფართო საზოგადოებაში ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გავრცელება და მის მიმართ ინტერესის გაღვივება. 2008 წელს საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობათა შესახებ ჩარჩო კონვენციას (ფაროს კონვენცია, 2005). ფაროს კონვენცია ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, აღიარონ როგორც დაინტერესებული ინდივიდების, ისე საზოგადოების უფლება, იყვნენ ჩართული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაში და უზრუნველყონ ამ პროცესისათვის აუცილებელი პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემო, რათა კულტურულმა მემკვიდრეობამ ხელი შეუწყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული საზოგადოების შექმნას, სიცოცხლისუნარიანი განვითარების პროცესს და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას. ხელისუფლებას შეუძლია და უნდა შეუწყოს ხელი კულტურითა და მემკვიდრეობით დაინტერესებულ სამოქალაქო სექტორთან დიალოგის სივრცის შექმნას. მემკვიდრეობის დაცვის სისტემა უნდა გახდეს ღია და ხელმისაწვდომი, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა და ჩართულობა მემკვიდრეობის დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დღეს დღის წესრიგში კაფე „ფანტაზიაა“, მას სტატუსი არ იცავს, თუმცა სააგენტოს ეფექტურობის შემთხვევაში შესაძლოა დაეცვა კიდეც, ხვალ თუ სტატუსის მქონე ძეგლს დაემუქრება საფრთხე, მხოლოდ ცალკეულ მოხელეთა კეთილი ნება და ბრძოლისუნარიანობა გადაწყვეტს ძეგლის ბედს და არა პოლიტიკა, ხედვა და სტრატეგია; დღეს ღია წერილის სახით ვაქვეყნებ იმავე წერილს, რაც ერთხელ უკვე გადავეცით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და შევახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სჭირდება ხელმძღვანელი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით უზრუნველყოფს სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, კრეატიული და ინოვაციური მიდგომით შეძლებს დაამარცხოს მავნე სტერეოტიპი კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური უსარგებლობის შესახებ.
ვიმედოვნებ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესის გაჭიანურება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით არის განპირობებული, თუმცა ამ პროცესის გახანგრძლივება ხელს უშლის სააგენტოს ეფექტურ ფუნქციონირებას და შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ეფექტური პოლიტიკის გატარებას.
23 ნოემბერს კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ ქობულეთში პირველი საბავშვო პანსიონი გახსნა. ფონდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პანსიონი რეგიონში მცხოვრებ 50 ბავშვზეა გათვლილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, ტანისამოსით, ტექნიკითა და სამედიცინო მომსახურებით. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი „სოციალურ პარტნიორობას“ რამდენიმე წელია თბილისში აქვს გახსნილი.
გაეროს ბავშვთა ფონდმა, საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა და საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის, რომელიც ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე 51 ორგანიზაციას აერთიანებს, ქობულეთში პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
„ბოლო წლების მანძილზე სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული იყო ოჯახების გაძლიერებისკენ, რათა ბავშვები საკუთარ ოჯახებში ან ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გაზრდილიყვნენ. ჩვენმა გამოცდილებამ გაგვიღრმავა რწმენა, რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა გამართლებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და განვითარებას ემუქრება საფრთხე. სიღარიბე და ოჯახის გაჭირვება არ არის ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის გამართლება. არანაირი პანსიონის გარემო არ შეუცვლის ბავშვს ოჯახურ სითბოს და ვერც მოახდენს მის სრულფასოვან განვითარებას“ – ნათქვამია განცხადებაში.
ბავშვზე ზრუნვა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება და ლიცენზიის გარეშე წარმოებული მსგავსი საქმიანობა კანონდარღვევად ითვლება. ქობულეთში გახსნილ პანსიონს შესაბამისი ლიცენზია არ აქვს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუკი ახალგახსნილი პანსიონი ბავშვებს მიიღებს, დაჯარიმდება.
„აღნიშნული ორგანიზაცია არ დაკავშირებია ჯანდაცვის სამინისტროს. თუმცა კი მათ აქვთ მცირე საოჯახო ტიპის სახლი და ზუსტად იციან რა პირობებია და რა ლიცენზია უნდა ჰქონდეთ. სკოლა-პანსიონი რომ გაიხსნას, სკოლის შენობა იქვე უნდა იყოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დაწესებულება სკოლის შენობაში არ არის. რა წუთას ბავშვები ჩაირიცხებიან, რასაკვირველია გავარკვევთ თუ არის ეს სააღმზრდელო დაწესებულება, მაშინ მათ ლიცენზირების არ ქონის გამო გარკვეული პასუხისმგებლობა ექნებათ“, – აცხადებს მარი წერეთელი.
მისივე თქმით, საქველმოქმედო ფონდის წამოწყება შორს დგას სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან. „ეს არ არის პატრიოტული აზროვნება. ყველა ბავშვის ბიოლოგიური ოჯახი უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ ბავშვები არ გამოვიყვანოთ იქიდან. ფოჩიანი კანფეტების ხათრით გამოვიყვანოთ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები, ეს არ არის არც ბავშვის ინტერესებში და არც სახელმწიფოს პოლიტიკა“, – აცხადებს მარი წერეთელი.
კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს სოციალური დაცვის სააგენტო პანსიონის გახსნის შემთხვევაში, მარი წერეთელი პასუხობს, რომ ფონდი დაჯარიმდება.
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე აქცენტს ბავშვის უფლებებზე აკეთებს.
„ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება გაიზარდოს ოჯახში, ბედნიერი და მხიარული იყოს, ან ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რამდენადაც ვიცი, არაკანონიერიც არის ის წამოწყება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რადგან არც ბავშვთა დაცვის სტანდარტები და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირება არ უშვებს ათ ბავშვზე დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულების გახსნას. რაც შეეხება სკოლა-პანსიონს, რამდენადაც მე განათლების სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია, მათ არ გაუციათ სკოლა-პანსიონზე გახსნის უფლება. სხვა ფორმას არ იცნობს ქართული კანონმდებლობა“, – ამბობს ქეთევან მელიქაძე.
მისივე თქმით, თუკი ფინანსური შესაძლებლობა არსებობს, უმჯობესია ფონდი უშუალოდ ოჯახებს დაეხმაროს.
„უფრო მეტ ოჯახს დაეხმარებიან იმავე ხარჯებით და უფრო ბედნიერები იქნებიან ბავშვები თავიანთ მშობლებთან ერთად. ბავშვის უფლებათა კონვენციას მოაწერა ხელი ქვეყანამ 1994 წელს, რომლითაც ყველამ ავიღეთ ვალდებულება, რომ ბავშვი სწორედ ასეთ არაძალადობრივ, ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს. მთელი ინფრასტრუქტურა და ამდენი წლის განმავლობაში მთელი ძალისხმევა სწორედ ის არის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთ მივდივართ. ის რაც ახლა ხდება, არის სრულიად საწინააღმდეგო ერთიანი კურსისა და არ არის ბავშვის ინტერესებში“, – აცხადებს ქეთევან მელიქაძე.
საქართველოში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონები აღარ არსებობს. არის მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. თუმცა ამის პარალელურად არსებობს რელიგიური პანსიონები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების პატრონაჟის ქვეშაა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მარი წერეთლის თქმით, „ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ფაქიზად მუშაობს რელიგიურ დაწესებულებებთან. გვაქვს საშუალება, რომ შევიდეთ, შევაფასოთ, შევისწავლოთ იქ თითოეული ბავშვისა და მათი ოჯახების მდგომარეობა. რამდენად შეგვიძლია დავეხმაროთ ოჯახს საკუთარი შვილი გაზარდოს. დედამ შვილი დააძინოს თავის ლოგინში. საპატრიარქოს და ჩვენ გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა. ბავშვებსაც ვიცნობთ, ვმუშაობთ ოჯახებთან. საპატრიარქო მზადაა სააღმზრდელო დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა და ვიმუშაოთ“.
განსხვავებულად ფიქრობს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე:
„მე არ გამოვყოფდი ეს რელიგიურია, საერო თუ არასამთავრობო. ჩემთვის მიდგომა ერთი და იგივეა. ბავშვი მაქსიმალურად უნდა ცხოვრობდეს ოჯახში, სწავლობდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ სკოლაზე მას ხელი არ მიუწვდება, ეს ამოცანა უნდა დადგეს განათლების სამინისტროს წინაშე. არსებობს არაფორმალური მექანიზმები, როგორიც არის თემის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა. მთელი ეს ხელშეწყობა ისევ და ისევ, არა აქვს ამას მნიშვნელობა რელიგიურია თუ არა, მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ბავშვი ცხოვრობდეს ოჯახში და დადიოდეს სკოლაში“.
მისივე თქმით, თუკი ფინანსური შესაძლებლობა არსებობს, სასურველია ის მიიმართოს ოჯახის გაძლიერებისკენ.
„ოჯახის გაძლიერების სხვადასხვა მომსახურება არსებობს საქართველოში, მათ შორის დღის ცენტრები. სადაც, ვთქვათ, ბავშვები, რომლებიც შეჭირვებული ოჯახიდან არიან, დღის მეორე ნახევარს შეიძლება ატარებდნენ დღის ცენტრში, სადაც ისინი ბაზისური საჭიროებებით დაკმაყოფილდებიან და თან დაცულ გარემოში იქნებიან; განათლების მიღებაშიც მიეხმარებიან არაფორმალურად.
გარდა ამისა, არსებობს ასეთი ფორმა, – ფინანსური ფონდი, ინდივიდუალურად რომ განისაზღვროს ოჯახის საჭიროებები და ფული მიიმართოს ოჯახისა და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს სახელმწიფოს სოციალური სამსახურის მეშვეობით მოხდება, ანუ სოციალური მუშაკი განსაზღვრავს კონკრეტული ოჯახის საჭიროებას, ხოლო ფული გამოყოფილი იქნება ამ რაღაცა სოციალური ფონდიდან, გაცილებით უფრო ეფექტური და ბავშვისთვის უფრო კეთილსაიმედო გარემოს შესაქმნელად“.

გამგებლის ინფორმაციით, მეწყერი სახლებთან ახლოს ჩამოწვა, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები და მდგომარეობა შეისწავლეს: “ფერდსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი, რასაც წინასწრაი ცნობით 33 ათასი ლარი სჭირდება, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ხვალიდან დაიწყებენ მუშაობას”-ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე “ბათუმელებთან”.
მისივე ცნობით ამ დროისთვის ქედის მუნციპალიტეტში მოსახლეობის 98% ელექტროენერგია მიეწოდება. მერისის თემში წაქცეული ხეების გამო ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები დაზიანდა და მოსახლეობის ნაწილ ელექტროენერგია ამის გამო არ მიეწოდება.
ხულოს მუნციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, დაბა ხულოში თოვლის საფარმა 40-45 სანტიმენტრს მიაღწია, ხოლო სოფელ დანისპარაულსა და ხიხაძირში თოვლის სიმაღლე ერთი მეტრია. ხულოს გამგებელი ამბობს, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალის ასუფთავებენ თოვლის საფარისგან, ხოლო ხვალ დილიდან სოფლების: თაგოს, პანტნარისა და კურცხლებთან მისასვლელ გზებს გაასუფთავებენ.
გამგებელი ამბობს, რომ ამ დროითვის ხულოში გარესამყაროს არც ერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი და მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადაადგილება არ უჭირთ.
“ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის ინფორმაციით ქედასა და შუახევში ელექტროენერგია დიდთოვლობის გამო გაითიშა.

ადვოკატი ამბობს, რომ კანონით თანახმად, პატიმარი შესაძლოა ფსიქიატრიულ დეპარტამენტში 21 დღის განმავლობაში დარჩეს, თუმცა შეიძლება ექიმებმა უფრო ადრე დაწერონ მისი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა და უფრო მალე დაატოვებინონ მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.
დაწესებულებაში პატიმრის მონახულება მხოლოდ ადვოკატს შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ექიმები პატიმარს ფსიქიკური აშლილობის რომელიმე ფორმას დაადგენენ, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე პატიმარი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსდება, მანამდე კი ოჯახის წევრები და პატიმრის ადვოკატი ექსპერტების დასკვნას ელოდებიან:
„ვნახე დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჩემი აზრით მას რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება პრობლემად განვიხილოთ, არის ის, რომ პატიმარი არ იჭრის ფრჩხილებს, მეც ვთხოვე, თუმცა უარზეა“ – ამბობს ადვოკატი.
პატიმარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე სულ 80 ნაკერი ადევს. ოჯახის წევრების ცნობით, მან ბათუმის მესამე დაწესებულებაში თვითდაზიანება მიიღო, პატიმარი სწორედ მას შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, მეშვიდე დაწესებულებაში.
მეშვიდე დაწესებულების დირექტორისა და ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე კი ის ახლა ფსიქიატრიულ დეპარტამენტშია გადაყვანილი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ მთავარ პროკურატურაში განცხადება 27 ნოემბერს გააგზავნა.
უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მედეა ვასაძე, “ბათუმელებთან” ამბობს, რომ „საქართველოს მთავარ პროკურორს ბათუმის N3 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და წამების ფაქტებზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა“.
ინსპექტორ-გამომძიებლებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგ-კურსი აქვთ გავლილი. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გააცნეს, რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა განუმარტეს მოსახლეობას, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. მათ ინფორმაცია მიაწოდეს მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი: “112”, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. უწყების ცნობით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: “112” ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები” ანზორ თხილაიშვილმა დატოვა, ფრაქცია დაიშალა. ფრაქციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ამჟამად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობს.

15 ხმით ხუთის წინააღმდეგ გასულ ხუთშაბათს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე თანამდებობიდან ფარული კენჭისყრით გადააყენეს. მიზეზი – თავმჯდომარის ოპოზიციაში გადასვლა გახდა. ასლან კახიძე, როგორც მან “ბათუმელებთან” საუბარში თანამდებობაზე არჩევის შემდეგ თქვა, უპარტიოა, თუმცა საკრებულოში ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატების” კვოტით შევიდა. პარტიის ლიდერის ოპოზიაში გადასვლის შემდეგ მას პარტია “ქართულ ოცნებაში” გადასვლა ურჩიეს. მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
ფრაქცია “ქართულ ოცნებას” საკრებულოში 10 წევრი ჰყავს, ამას ემატება “ქართული ოცნება – მრეწველები და კონსერვატორების” სამწევრიანი ფრაქცია. “თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების” სამწევრიანი ფრაქციიის თავმჯდომარე აბელ ბექტაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურაში მის ფრაქციას მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” თავმჯდომარის გადაყენებაში ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” სამწევრიანი ფრაქცია დაეხმარა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ გადააყენებდნენ.
“როგორ გამოთვალეთ? – სწორია, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ალასანია ჩემი კონკურენტი იყო და რადგან ოპოზიციაში გადავიდა, მოყვარე გახდა თუ? – არ გაგიგიათ ძაღლი მგელს მისდევდა და მეორე რომ გამოჩნდა, მანაც მგელს დაუწყო დევნაო? – ჰო, ასე გამოვიდა, რომ მმართველ პარტიას დავეხმარეთ, აბა ისე რა მაქვს ასლანის საწინააღმდეგო, მეზობელია ჩემი”,- უთხრა ფრაქციის თავმჯდომარემ იაშა გვიანიძემ “ბათუმელებს”.
სამართლიანი იყო თუ არა თავმჯდომარის გათავისუფლება იმ მიზეზით, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა? – კითხვას საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი იოსებ ბოლქვაძე ვერ პასუხობს. ის არც იმას ამხელს, დაუჭირა თუ არა თავად მხარი თავმჯდომარის გადაყენებას. “ეს ჩემი საქმეა” – უთხრა მან “ბათუმელებს”.
იოსებ ბოლქვაძე 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს წევრი და განათლების კომისიის თავმჯდომარე იყო. თავდაპირველად “რესპუბლიკელი” მმართველ პარტიაში, ანუ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩა მას შემდეგ, რაც ამ პარტიის ხელმძღვანელებმა `ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მუშაობაზე უარი თქვეს.
2007 წლის 8 ნოემბერს იოსებ ბოლქვაძემ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ცემის ფაქტი დაგმო, `ნაციონალური მოძრაობა” ტირანიაში დაადანაშაულა და პარტია დატოვა. ხელვაჩაურის საკრებულომ კენჭი უყარა იოსებ ბოლქვაძის საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. მაშინ იოსებ ბოლქვაძესთან ერთად მის გათავისუფლებას აპროტესტებდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე. საკრებულოს სხდომას კი, სხვა გულშემატკივრებთან ერთად, “რესპუბლიკელების” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამჟამად ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც ესწრებოდა.
ახლა იოსებ ბოლქვაძე ხელვაჩაურის საკრებულოში იმ ფრაქციის წევრია, რომელმაც ასლან კახიძე იმავე მიზეზით გაათავისუფლა, რისთვისაც ოდესღაც თვითონ – ოპოზიციაში გადასვლის გამო.
ასლან კახიძის გადაყენებას მხარი დაუჭირა თუ არა არ ამხელს, თუმცა იოსებ ბოლქვაძე სხდომაზე საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა. რატომ? – ეს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია. “ბათუმელებს” კი იმავე კითხვაზე უპასუხა: “ჩავთვალე, რომ ადრე იყო ამ საკითხის გამოტანა, ჯერ მზად არ ვიყავით. რაც შეეხება მაშინდელ სიტუაციას, როცა მე გადამაყენეს, მაშინ სხვა დრო იყო”, – განმარტა იოსებ ბოლქვაძემ.
ხელვაჩაურის 26-წევრიან საკრებულოში სხდომას, რომლის დღის წესრიგშიც პირველ ნომრად თავმჯდომარის გადაყენების საკითხი იყო შეტანილი, საკრებულოს სრული შემადგენლობა ესწრებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ოთხმა წევრმა.
“ჩვენ სხდომაზე ვერ მივიღეთ პასუხი, გადავიდა თუ არა თავმჯდომარე ოპოზიციაში. მას ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია”, – განმარტა `ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა ნუგზარ ბოლქვაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მიზეზად სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსის შესახებ 34-ე მუხლიც ახსენეს. ამ მუხლის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ არ გადაწყვიტა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, იმავე პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
“ბათუმელებს” კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ასეთ წერილობით მოთხოვნას საკრებულოს 14-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი, მათ შორის არიან იოსებ ბოლქვაძე და აბელ ბექტაშვილიც. ამ დოკუმენტში თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსის გარდა საკრებულოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტია ნახსენები, რაც იმავე შინაარსის ჩანაწერს გულისხმობს, რასაც კოდექსის 34-ე მუხლი.
საკრებულოს გადაყენებულმა თავმჯდომარემ მედიას უთხრა, რომ “მშვენივრად იცხოვრებს, სხდომებს დაესწრება და ხმამაღლა ილაპარაკებს”.
რა იგულისხმა “ხმამაღლა ლაპარაკში”? – “ამ დრომდე გუნდურობის პრინციპით ვხელმძღვანელობდი, ახლა ოპოზიციაში ვარ”.
ასლან კახიძის თქმით, ის ვერც იმაში ხედავდა პრობლემას, საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე რომ ჰყოლოდა.
ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჯერ არ აურჩევიათ. მოვალეობას მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ასრულებს, უმრავლესობის წევრები პირად საუბარში ადასტურებენ, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ის გახდება.
რა ხდება რეგიონის სხვა საკრებულოებში?
ქობულეთის საკრებულოს “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარის ივერი გუგუნავას ინფორმაციით, ის პარტიას ტოვებს. ფრაქციას და პარტიას ტოვებს კიდევ ერთი წევრი. შესაბამისად, “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია ქობულეთის საკრებულოში დაიშლება. ივერი გუგუნავა ამბობს, რომ ისინი საკრებულოს უპარტიო წევრებთან ერთად შექმნიან ფრაქციას.
ქედის საკრებულოში “თავისუფალ დემოკრატებს” მხოლოდ ერთი წევრი ჰყავთ, თემურ ავალიანი. ის პარტიაში რჩება.
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ოთარ ცეცხლაძე. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით მისი გადაყენების საკითხი არ დგას, მომავალში რა იქნება, ჯერ არ იცის. “უმრავლესობაში მითხრეს, როგორც პარტია დაგვავალებს, ისე მოვიქცევითო”, – უთხრა ოთარ ცეცხლაძემ `ბათუმელებს.”
სავარაუდოდ თვის ბოლოს დაიშლება `თავისუფალი დემოკრატები-კონსერვატორების” ფრაქცია შუახევის საკრებულოში. ამ ფრაქციის ხელმძღვანელის, არმაზ ბახტაძის ინფორმაციით, ფრაქციას “კონსერვატორი” წევრები ტოვებენ. არმაზ ბახტაძე პარტიაში რჩება.
რა ბედი ელით თანამდებობის პირებს, რომლებიც “თავისუფალი დემოკრატების” წევრები არიან? – “ბათუმელების” ამ კითხვამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ კახიძე გააღიზიანა: `რამდენი თავისუფალი დემოკრატი იცით ბათუმში თანამდებობაზე? – საკრებულოებში იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, მე ვესაუბრე ამის თაობაზე მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და პრობლემები არ არის”.

რევაზ გოგიტიძე
„ოთხშაბათი დღე თენდებოდა, როცა კარებზე ბრახუნი ატყდა. უცებ შემოცვივდნენ ჯარისკაცები და ოჯახის ყველა წევრი ერთად დაგვაყენეს. გასაქანს არ გვაძლევდნენ. გაჩხრიკეს სახლი და შემდეგ ბარგის ჩალაგება გვიბრძანეს. მამაჩემი მამუდ გოგიტიძე იმ დროს ძალიან ავადმყოფობდა, ჩემს ძმასაც შეუძლოდ ჰყავდა ბავშვი და წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში რის წაღებას მოვახერხებდით? რაც არ უნდა ძლიერი იყო ადამიანი, ეს ავტომატიანები მაინც გთრგუნავს“, – ამბობს რევაზი.
რევაზ გოგიტიძის ოჯახი, სხვა გადასახლებულებთან ერთად, სატვირთო ეშელონებში მოათავსეს: „რაც ხურჯინებში ჩაგვეტია, იმის წაღება შევძელით. საქონელივით გვეპყრობოდნენ, 14 დღე კოშმარული დღე გავატარეთ ეშელონების სიბუნძურესა და სიცივეში. სოფლის ცენტრში რომ ჩამოვედით, ჩემი სკოლის დირექტორი შემხვდა, ნუ გეშინია, დაბრუნდები და კიდევ ისწავლიო – მითხრა. მე კი ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი სოფელს და დირექტორსაც“.
რევაზ გოგოტიძის ოჯახიც ისეთივე მძიმე პირობებში ცხოვრობდა, როგორც მათთან ერთად გადასახლებული ადამიანები. ტალახისგან გამოჭრილი „აგურებით“ პატარა ოთახები ააგეს, სწორედ აქ გაატარეს გადასახლების ორი წელი.
„ცოცხალი რომ გადარჩენილიყავი, უნდა გეშრომა, ისე არავინ მოგაწვდიდა ლუკმაპურს. დიდი და პატარა – ყველა ვმუშაობდით, საშინელ სიცხესა და დამთრგუნველ გარემოში. ირგვლივ თვალუწვდენელი პლანტაციები იყო, ვერ გაიგებდი სად იდექი, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდა, ამის გამო ხშირად იკარგებოდნენ ადამიანები. მამაჩემმა გაგვაფრთხილა, თუ დაიკარგეთ და გზა ვერ გაიკვლიეთ, ტალახის ქოხები ახსენეთ და ამით მიხვდებიან საიდან ხართო“.
რევაზ გოგიტიძეს სკოლაში აღარ უვლია, მისი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკური შრომით შემოიფარგლებოდა: „სულ დაღლილი ვიყავი, სულ ძილი მენატრებოდა. ერთხელ პლანტაციაში დამეძინა და თვალი რომ გავახილე, აღმოვაჩინე, რომ ამ უზარმაზარ სივრცეში მარტო ვიყავი. აღარ ვიცოდი საით წავსულიყავი. პლანტაციებთან უზარმაზარი სარწყავი არხები გადიოდა და მათი მეშვეობით როგორმე გზა გავიკვლიე. ამ არხებში კიდეც ვბანაობდით და სასმელადაც ვიყენებდით.
ერთხელ სათიბებში წაგვიყვანეს, შორს იყო ძალიან. გადაგვატარეს სირდარია, მაგრამ გამოვიქეცით ბიჭები. აქედან რომ გადაგვასახლეს, ის არ მეყოფა, ახლა მშობლებსაც მომაშორონ-მეთქი. სირდარია დიდი მდინარეა, მაგრამ ტივი ვიშოვეთ და ასე გადმოვიპარეთ. ძლივს მოვათრევდი ფეხებს. მე ყველაზე პატარა ვიყავი და მიჭირდა სიარული. გზაზე ჩამეძინა კიდეც, ნახევრად თვალდახუჭული მივყვებოდი ბიჭებს, ბუჩქს ფეხი წამოვკარი და წავიქეცი, რომ გამოფხიზლდი აღმოვაჩინე, რომ ძალიან ჩამოვრჩენილიყავი, პატარა, შავ წერტილებად მოჩანდნენ ისინი და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი“.
რევაზ გოგიტიძე ამბობს, რომ მისი მშობლები მშრომელი ადამიანები იყვნენ. „მამას შრომის ორდენიც კი ჰქონდა მიღებული. არ ვიცი, რატომ უნდა გადავესახლებინეთ, რა იყო მიზეზი. დედაჩემს ჩვილი ბავშვი ჰყავდა და მინიმუმი ვერ გამოიმუშავა. ამის გამო ოჯახებს საკარმიდამოს აჭრიდნენ და შემდეგ კოლექტივიდან რიცხავდნენ. მამაჩემს, როგორც მუშას, ავტორიტეტი ჰქონდა, ჩვენი სანერგეები განთქმული იყო მთელს რაიონში, ამიტომ რამდენიმე შრომადღის გამო არც სხვებს უნდოდათ, რომ მიწა დაგვეკარგა და დედაჩემს ჩუმად გაუფორმეს ეს შრომადღეები. იყვნენ გულისხმიერი ადამიანებიც და ისეთებიც, ვინც საკუთარი მედლების გამო „მავნებლებს“ ეძებდა სოფელში. ასეთი „მავნებლები“ გავხდით ჩვენც. არ ვიცი, როგორ გადავურჩით ამდენ წვალებას და დამცირებას“.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ გოგიტიძეები მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ და სოფლის ფერმად ქცეულ სახლში ახალი ცხოვრება დაიწყეს: „მეზობელს მამაჩემისგან თოფი ჰქონდა ნათხოვარი, როცა გვასახლებდნენ, მაშინ ბიძაჩემმა მოსთხოვა, დაგვიბრუნეო, მაგრამ არ აძლევდა. „მაინც ვეღარ დაბრუნდებიან, რად უნდათო“, – ეს სიტყვები მახსენდებოდა, როცა მატარებელში ვიჯექი და კავკასიის მთებს ვუცქერდი. „ხომ დავბრუნდი?“ – ვფიქრობდი გულში და განვლილი ტანჯვისა და მწარე მოგონებების მიუხედავად გულში სიხარულს ვგრძნობდი“.

კვლევის დროს შესწავლილი იყო ზემოთ დასახელებული სამივე კატეგორიაში მყოფი ოჯახების სოციალური მდგომარეობა და შესაძლებლობები, თუ რამდენი ლარის გადახდას შეძლებენ ეს ოჯახები თვეში, ერთ კვადრატულ მეტრში, იმისათვის რომ იაფი სახლის ფარგლებში, საკუთარი საცხოვრებლის გამოსყიდვა შეძლონ.
კვლევების მიხედვით, საბაზრო ფასთან მიახლოებული თანხა, – 2,78 ლარი უსახლკაროებისთვის მისაღები თანხაა, სტიქის შედეგად დაზარალებული და სოციალიურად დაუცველ პირებს კი ორ ლარზე ნაკლების გადახდა შეუძლიათ.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, აღნიშნული კვლევა სრულყოფილია და „იაფი სახლის“ ბენეფიციართა კატეგორიების განსაზღვრისთვის აჭარის მთავრობა აუცილებლად გამოიყენებს:
„იმისათვის, რომ კარგად ყოფილიყო გაწერილი იაფი სახლის ბენეფიციართა კატეგორიები, დაველოდეთ კვლევას, რომელიც ვფიქრობ, რომ სრულყოფილია და გათვლილია იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომელთაც საცხოვრებელი სახლი ესაჭიროებათ.
კვლევა გვაჩვენებს, რამდენად მზად არიან ეს მიზნობრივი ჯგუფები, იმისათვის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლონ საკუთარი საცხოვრებლის გამოსყიდვა. ჩემთვის მოულოდნელი იყო კვლევის შედეგი, რადგან ყველაზე მეტი მზაობა სწორედ უსახლკაროებმა გამოხატეს“ – აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. უსახლკაროებში შედის მოსახლეობის ის კატეგორია, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია.
„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, აჭარის მთავრობა და საკრებულო „იაფი სახლის“ მოსარგებლეთა კატეგორიების ჩამოყალიბებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
სტაჟიორი აქტიურად იქნება ჩართული ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების საორგანიზაციო საკითხების რეგულაციაში და საინფორმაციო კამპანიის განხორციელების პროცესში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ციალა ქათამიძე, მობ: 557 963 789

„პროცესთან დაკავშირებით თავიდანვე მქონდა შენიშვნა და არაერთხელ დავაყენე ეს საკითხი კომისიაზე, რადგან ნამუშევრების ატვირთვასთან დაკავშირებით, ავტორებს პრობლემები ექმნებათ. რამდენიმე დიზაინერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ ლოგოების ვებგვერდზე განთავსებას. მცდელობის მიუხედავად, მათ პრობლემას არავინ გამოხმაურებია მერიიდან“- აცხადებს ნათია აფხაზავა.
ნათია აფხაზავას შენიშვნები აქვს ჰონორართან დაკავშირებითაც:
„მიმაჩნია, რომ ქალაქის ლოგის შექმნისთვის, ჰონორარი – 1200 ლარი ძალიან მიზერულია, მაშინ როცა, მთლიანი პროექტის ღირებულება 32 ათასი ლარია. იყო რისკები, რომ მაღალი კვალიფიკაციის დიზაინერები არ მიიღებდნენ ამ კონკურსში მონაწილეობას.“
კომისიის წევრის თქმით, არაკვალიფიციურად ჩატარდა კვლევის კომპონენტიც. „ყველაზე მეტი რესურსი უნდა დახარჯულიყო ლოგოს დიზაინზე, რადგან დანარჩენი პროცესი ამაზე იყო დამოკიდებული. როცა ლოგოსთის ასე მცირე თანხას ითვალისწინებ და შემდეგ კიდევ პროცესი არ მიმდინარეობს ჯანსაღად, ვგულისხმობ ატვირთვას და შემდეგ ხმების მიცემის პროცესს, მიმაჩნია, რომ ფსევდო და ზედაპირულია ეს ყველაფერი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, არც საკრებულოსგან და არც მერიისგან უკუკავშირი არ არის.“
ნათია აფხაზავას აზრით, ქალაქის ლოგის შესარჩევ კომისიაში დიზაინერებიც უნდა შესულიყვნენ, რისი გათვალისწინებაც აქამდე არ მოხდა.

ბატონო ვანო, რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა შედეგებს მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიური თავლსაზრისით საქართველოს?
ეკონომიკური ნაწილის გრძელვადიან პერსპექტივასთან დაკავშირებით 2012 წელს პოლონურმა და ჰოლანდიურმა ანალიტიკურმა ცენტრებმა ჩაატარეს კვლევა. ამ კვლევის მიხედვით განსაზღვრულია, თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ ხელშეკრულებას ჩვენს ეკონომიკაზე. კვლევის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება 1.7 %, გრძელვადიან პერსპექტივაში 4,3%. ეს არის პირველ შემთხვევაში 114 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 292 მილიონი ამერიკული დოლარი.
ასევე განსაზღვრულია რა შეიცვლება ექსპორტის კუთხით. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტი გაიზრდება 9%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 12 %-ით. ასევე გაიზრდება იმპორტი-მოკლევადიან პერსპექტივაში 4,4 %-ით, გრძელვადიანში – 7,5 %-ით. ამ ხელშეკრულებას გავლენა იქნება ეკონომიკაზეც იმ თვალსაზრისით, რომ გაიზრდება ხელფასები, თუმცა ხელფასების ზრდა არ იქნება მასშტაბური და ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაში – 1,5%, გრძელვადიანში კი 3,6%.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გამოიწვევს ასოცირება ფასების ზრდას. იგივე კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება მხოლოდ 1%-ით, გრძელვადიანში – 0,6%-ით. ეს არის ძირითადი მახასიათებლები, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს ეკონომიკაზე.
ლეგარულად დასაქმებულების მსურველებისთვის რა იცვლება, მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს რა უპირატესობა აქვთ არაწევრ ქვეყნებთან შედარებით დასაქმების კუთხით?
ევროკავშირი დგას თავისუფლების ოთხ პრინციპზე: მუშახელის, კაპიტალის, მომსახურების და საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ამ ოთხი პრინციპიდან სამი ავტომატურად იწყებს ფუნქციონირებას, მაგრამ, ჯერჯერობით, არ ხდება მუშახელის თავისუფალი გადაადგილების ნაწილის გავრცელება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელეკრულების ამოქმედებისთანავე ავტომატურად გვექნება წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, ლეგალურ შრომის ბაზარზე ავტომატურად ვერ მივიღებთ დასაქმების უფლებას.
საქართველომ დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი, ეს რას ნიშნავს?
სამოქმედო გეგმა საქართველომ მიიღო 2013 წლის 25 თებერვალს. ევროკომისარი სესილია მავსტრონგი იყო საქართველოში ჩამოსული და მან გადმოგვცა დოკუმენტი. ეს არის დაახლოებთ 20 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შედგება 4 სფეროსგან, რა მიმართულებითაც საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები. მათ შორის არის ბიომეტრული დოკუმენტები, მათი დარიგება, მიგრაციული სტრატეგიის მომზადება და შემდეგ მათი აღსრულება. ეს დოკუმენტი არის ორფაზიანი: პირველი ფაზა არის კანონის მიღება ამ სფეროებში, მეორე – მისი აღსრულება. ევროკომისიამ 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ საქართველომ შეასრულა პირველი ფაზა, ყველაფერი, რაც იყო ჩადებული დიკუმენტში, საქართველომ საკანონმდებლო დონეზე მიიღო, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიღებასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ევროკავშირის კომისიამ თქვა, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა. ამის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რაც გაცილებით რთულია.
მეორე ეტაპის გავლა რამდენად რთული იქნება?
ვფიქრობ უფრო რთული იქნება, ვიდრე პირველი ეტაპი იყო, რამდენადაც მეორე ეტაპი მიღებული კანონის აღსრულებას გვთხოვს, რაც, როგორც წესი, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველთვის ჭირდა. იყო კარგი კანონები, მაგრამ არ სრულდებოდა. შესაბამისად, თუ ისტორიულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო პრობლემური აღმოჩნდეს მეორე ეტაპი. ამის გარდა, არის რამდენიმე გამოწვევა, რომლის დაძლევაც საქართველოს მოუწევს. პირველ რიგში ის, რომ საქართველოდან წასული, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ძალიან დიდია ევროკავშირში, გასულ წელს 9 000-მა საქართველოს მოქალაქემ თხოვა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფარი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხელის მოწერა არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ბაზარზე მაშინვე ექნება წვდომა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს 90 დღე შეეძლება გაატაროს ევროკავშირის შენგენის ზონაში.
ამ 90 დღისთვეის მოქალაქეს ვიზა სჭირდება?
ვიზა აღარ იქნება საჭირო. თუ საქართველოს მოქალაქე იყიდის ბილეთს, ის ევროკავშირში გაემგზავრება მოწვევის გარეშე.
ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს თუ არა საქართველოს მთავრობას სხვადასხვა კანონში შეიტანოს ცვლილებები, მაგალითად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში?
ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილია რეგულაციები, რომელიც საქართველომ ეტაპობრივად უნდა მიიღოს. არის რეგულაციები, რომელიც ქვეყანამ პირველივე წელს უნდა მიიღოს და არის სფეროები, სადაც ცვლილებებს უფრო მეტი დრო სჭირდება. მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოს გონივრულად შეერჩია. არის სფეროები, სადაც გვიან მივიღებთ ევროკავშირის დირექტივებს და არის სფეროები, სადაც უფრო მალე. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვაში, სადაც პირველივე დღეს გვთხოვენ, რომ მივიღოთ რეგულაციები, ტრანსპორტი – ასევე სფეროა, სადაც პირველივე წელს გვთხოვენ დირექტივებისა და ერგულაციების გატარებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგულაცია პირველივე წელს უნდა მივიღოთ. მსუბუქ მანქანების ტექნიკური დათვალიერების ნაწილი საქართველომ ორი წლის მანძილზე უნდა შეასრულოს, ეს არის მაქსიმუმი, უფრო ვერ გადავავადებთ.
რაც შეეხება სისხლის სამართალს, ასოცირების ხელშეკრულებაში ნაკლებად არის ამაზე საუბარი, რადგან აქ ევროკავშირს კომპეტენცია არა აქვს. ევროკავშირში სისხლის სამართლის საერთო რეგულაცია არ არსებობს, თითოეულ ქვეყანას თავისი რეგულაცია აქვს. ასევეა გარემოს დაცვა. არის განათლების ნაწილი, სურსათის უვნებლობის ნაწილი, სადაც პირველივე წელს გვთხოვენ რეგულაციებისა და დირექტივების მიღებას. საქართველომ წლების შემდეგ ევროკავშირის კანონების 80% უნდა მიიღოს.
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ფერმერებმა, რომ შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე, მაგალითად, თხილისა და თაფლის გატანა შეძლონ?
ევროკავშირი ხსნის ბაზარს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ოღონდ სამი მომენტია გასათვალისწინებელი. ერთი, მაგალითად, ნიორზე გვითხრეს, რომ 220 ტონაზე მეტს ვერ შევიტანთ. მეორე არის პროდუქცია, რომელზეც შეტანის ფასი უნდა გადავიხადოთ. დანარჩენზე ევროკავშირის ბაზარი ღიაა, ოღონდ პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის ფიტოსანიტარული რეგულაციები. თაფლის შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც თაფლს შეამოწმებს. როგორც ვიცი, საქართველოდან თაფლს ლიტვაში ამოწმებინებენ, სადაც ლაბორატორიული დასკვნა გაიცემა, რის საფუძველზეც საქართველოდან გავა თაფლი ევროკავშირის ბაზარზე.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მე ვიყავი ხულოში და ხელვაჩაურის სოფელ ჩხუტუნეთში, სადაც მცირე ფერმერებმა თქვეს, რომ თითოეულს 100 კილოგრამი თაფლი მოჰყავთ და მათთვის ძნელია ლაბორატორიული შემოწმების ორგანიზება. ერთი-ერთი გამოსავალი კოოპერატივების შექმნაა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თაფლს აწარმოებს, ამიტომ საჭიროა ჯანსაღი კონკურენციის გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც თაფლი შეაქვთ ევროკავშირში.



ამ დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას გეგმავენ.
„ბავშვები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ნარკომანიისა და შიდსის თემაზე და მათთან გვექნება საუბრები. კონფერენციაზე დასწრება სხვა სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ“-აცხადებს ია ჩხაიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, აჭარის სამმართველოს წარმომადგენელი.
ამავე ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2014 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით, შიდსის 4 640 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, 549 პაციენტი აჭარაზე მოდის. 3 409 ინფიცირებული პირი კაცია, 1232 ქალი, 45 კი ბავშვი. 966 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შიდსით ინფიცირებული პირების საშუალო ასაკი 29-39 წელია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, შიდსით ინფიცირებული პირები, ამ დროისთვის ანტირეტროვირუსულ მკურნალობას გადიან.