ფრაქცია “ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების” დაშლის გამო უმაღლესი საბჭოდან სამსახური ცამეტმა პირმა დაკარგა. ისინი ფრაქციის აპარატში მუშაობდნენ.
მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები” ანზორ თხილაიშვილმა დატოვა, ფრაქცია დაიშალა. ფრაქციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ამჟამად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობს.